შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიღაბი


25-08-2021, 20:54
ავტორი Chocolate from White Hell
ნანახია 937

-ვინ ხარ?-მესმის ყრუ ხმა, რომელსაც შიში შერეოდა და ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთზე.
-მნიშვნელობა აქვს? მაინც არ მიცნობ..-ირონია არ დავაკელი.
-მაშინ აქ რატომ ვარ?-შეშინებული მზერა მოავლო ოთახს.
-უნდა გასცე შენს თავს პასუხები.
-რომელ პასუხებზე მესაუბრები?
-ვინ ხარ?
-თავად ვინ ხარ?-ხმა გაიმკაცრა და ცივი, ნაცრისფერი თვალები შემომანათა, სადაც შიშის ნაცვლად, უკვე მრისხანებას დაეპყრო სადავეები.
-მე ის ნიღაბი ვარ, რომელიც წლების წინ მოირგე და დღემდე ატარებ.
-და რა გინდა?
-რომ მომიშორო...
-რატომ?
-აღარ მინდა შენი ბინძური საქმეების მონაწილე ვიყო.
-გეშინია?-ისტერიკა იპყრობდა გოგონას.
-მეშინია? მე? ერთადერთი, ვისაც უნდა ეშინოდეს, ეს შენ ხარ.-ირონია არ დამიკლია ხმისთვის.
-მე არაფრის მეშინია. ყველაფერი, რაც კი ძვირფასი იყო ჩემთვის, დავკარგე. ახლა კი შემიძლია, რომ მშვიდად ვიყო.
-სიმშვიდეც მხოლოდ ნიღაბია. როდემდე უნდა ატარო ეს ნიღაბი? როდემდე გინდა რომ მაწამო?-ვიგრძენი, თუ როგორ დამეძაბა და დამებერა ვენები. სისხლი, ლამის შადრევანივით აიჭრა ზეცად, მაგრამ თავს ვაიძულე, რომ დავმშვიდებულიყავი
-სიკვდილამდე..-აღმოხდა სასოწარკვეთილი ხმა..-დავკარგე ყველას იმედი-საკუთარის ჩათვლით...

მიახლოება მეშინოდა. ვიცოდი, რომ თუ ახლოს მივიდოდი, ისევ გამახვევდა თავისი ცხოვრების გრძელ და დაუსრულებულ მელოდიაში და სამუდამოდ დამატყვევებდა.
მაინც მივედი, მასთან ჩავიმუხლე და გულში ისე ძლიერად ჩავიკარი, ძვლების ხმა მისწვა ჩემს ყურთა სმენას..

-როდესაც მარტო ხარ, სევდა გიპყრობს და ყველას იმედი დაკარგული გაქვს, ამ დროს, მანათობელი ვარსკვლავივით გამოდის შენი თავი, რომლის იმედიც, სულ შეგიძლია რომ გქონდეს...-ნაცრისფერი თვალებით, ქვემოდან ამომხედა და ვხედავდი, როგორ უელავდა ვერ გამოუთქმელი გრძნობებით თვალები. შველას ითხოვდა, მაგრამ იმდენად იყო ჩემს უკან ამოფარებული, არ შეეძლო რაიმეს გაკეთება.
-მე...არ შემიძლია.-ერთი ამოთქვა და მიწაზე დაეცა. ეულმა ცრემლა, გზა გაიკვლია ღაწვებზე და ისიც მიწაზე დაეცა.
-როგორც ჩანს, ისევ გინდა იმღერო, მაგრამ ხმის იოგები იმდენად დაგისუსტდა, ვეღარ ახერხებ გამოსცე იმ სულის მელოდიურობა, რომელიც ასე ძალიან მხიბლავს და მაჯადოებს...

შემდეგ რა იყო? შემდეგ, მე ის დავტოვე. ავდექი და წამოვედი. რატომ?
ის, ყოველთვის ორ ნიღაბს ატარებდა. დღისით, სასტიკი და უგულო იყო, ხოლო ღამით, მისი სულის გოდება, ყველანაირ ხმას ახშობდა და გაიძულებდა, მხოლოდ მისთვის მოგესმინა. გაგეზიარებინა ყველა ტკივილი და მასთან ერთად გეცხოვრა.
საბოლოოდ დაკარგა ნამდვილი სახე და იმ არსებად იქცა, რომელიც ვერასდროს ვეღარ შეიგრძნობს სითბოს, სიყვარულს და ყველა სხვა ამამაღლებელ და საოცარ გრძნობას.
დაავიწყდა, თუ ვინ იყო რეალურად.
ბევრჯერ ეტკინა, ბევრჯერ დაეცა, მაგრამ საბოლოოდ, მან ისწავლა მთავარი, რომ ოდესმე, ყველა ნიღაბი გვცილდება.
ვშიშვლდებით და საკუთარ თავთან, ისეთები ვრჩებით, როგორც ჩვილი ბავშვები-უსუსურნი და უუნარონი..

მე საბოლოოდ დავტოვე იგი, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ სხვა ნიღაბს ვეღარ მოირგებდა.
ოდესმე, ისევ გაეხვეოდა უდიდესი ფარსის საბურველში.
ოდესმე, ისევ დაიღვრებოდა ცრემლად.
ოდესმე, ისევ ეცდებოდა წარსულის ნაშთების გაცოცხლებას, მაგრამ დრო...
ვერაგი "დაავადებაა" დრო.
უკან არასდროს ბრუნდება და არასდროს იცვლება წარსული.






ჯერ დავიწყებ ამ პატარა გამონათებით. ერთგვარი მოთელვა იყოს და ნელ-ნელა, ისევ აღზევდება და აყვავილდება ალუბლები.
მომენატრა აქაურობა...რამდენი დრო გასულა....
იმედია, რომ კარგად ხართ...რას ქვია და არ იქნებიიით(დავქაჩე წამწამი:დდდ)
ახალი იდეებით და საყვარლობებით მოვფრატუნდი.
ნუ, ეს შეიძლება გადამრიე არ იყოს, მაგრამ ივარგებს, ამ ჯერზე:დდდდ

მოკლედსთ....
გელით და გელით.
პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...))



№1  offline წევრი Life is beautiful

აქ ხარ!...
...
"ნიღაბი" - შეუძლებელია მის გარეშე არსებობა!
"როცა იმას აკეთებ, რაც არ გინდა, ნიღაბს თავისთავად ირგებ."
" ასაკი თვითონ ცვლის, ადამიანის გარეგან და შინაგან ნიღაბს"
" დრო, დროც ცვლის"
" ხალხი, ისინი გცვლიან, არ ხარ, მაგრამ გიწევს იყო, რადგან სხვაგვარად, "ნორმა" არ ხარ" (და ეს მაშინ, როცა "ნორმა" გაურკვეველია, უბრალოდ ნაცნობთა წრეში, გავრცელებული აზრით გიწევს იმსჯელო)
" შიში, შიშის ნიღაბი, ყველაზე მძლავრი იარაღია, ან აღგაზევებს, ან მიწასთან გაგასწორებს"
" და ნიღაბი - ნიღაბი, ძველდება, დრო, ხალხი, შიში, სურვილები, ყველაფერს თავისი ნიღაბი აქვს, ერთი დაძველდება, ახალით შეცვლი, მეორე მესამეთი. მაგრამ რომელი იყო, მთავარი ნიღაბი?!
გავიწყდება.
"ნიღაბი" ის ნიღაბი, ტყუილია, რომლითაც ან თავს იტყუებ, ან სხვას. "
...

გუშინ, ვკითხულობ და შემომეძინა.
ბოდიში.
...
გელოდი.
...
საინტერესო იყო მეგობარო, ამ ჩანახატსაც ჰქონდა, ნიღაბი, უფრო სწორად შეფუთვა.
...
იყო ქაოსი, მონაბერი ცივი ქარიც, მაგრამ არ იმდენად, რომ შევერყიე.
...
ალბათ გუშინ, უფრო კარგად გადმოგილაგებდი, რაც მქონდა სათქმელი, მაგრამ ვერ მოვახერხე.
...
მიხარია, რომ აქ ხარ! )

 


№2  offline წევრი Chocolate from White Hell

Life is beautiful
აქ ხარ!...
...
"ნიღაბი" - შეუძლებელია მის გარეშე არსებობა!
"როცა იმას აკეთებ, რაც არ გინდა, ნიღაბს თავისთავად ირგებ."
" ასაკი თვითონ ცვლის, ადამიანის გარეგან და შინაგან ნიღაბს"
" დრო, დროც ცვლის"
" ხალხი, ისინი გცვლიან, არ ხარ, მაგრამ გიწევს იყო, რადგან სხვაგვარად, "ნორმა" არ ხარ" (და ეს მაშინ, როცა "ნორმა" გაურკვეველია, უბრალოდ ნაცნობთა წრეში, გავრცელებული აზრით გიწევს იმსჯელო)
" შიში, შიშის ნიღაბი, ყველაზე მძლავრი იარაღია, ან აღგაზევებს, ან მიწასთან გაგასწორებს"
" და ნიღაბი - ნიღაბი, ძველდება, დრო, ხალხი, შიში, სურვილები, ყველაფერს თავისი ნიღაბი აქვს, ერთი დაძველდება, ახალით შეცვლი, მეორე მესამეთი. მაგრამ რომელი იყო, მთავარი ნიღაბი?!
გავიწყდება.
"ნიღაბი" ის ნიღაბი, ტყუილია, რომლითაც ან თავს იტყუებ, ან სხვას. "
...

გუშინ, ვკითხულობ და შემომეძინა.
ბოდიში.
...
გელოდი.
...
საინტერესო იყო მეგობარო, ამ ჩანახატსაც ჰქონდა, ნიღაბი, უფრო სწორად შეფუთვა.
...
იყო ქაოსი, მონაბერი ცივი ქარიც, მაგრამ არ იმდენად, რომ შევერყიე.
...
ალბათ გუშინ, უფრო კარგად გადმოგილაგებდი, რაც მქონდა სათქმელი, მაგრამ ვერ მოვახერხე.
...
მიხარია, რომ აქ ხარ! )

მოვედი, ხომ..ნელ-ნელა, ისევ დავბრუნდები ჩემი რაღაცებით და ვეცდები, ამდენ ხანსაც აღარ დავიკარგო.
ეს ჩანახატი, უბრალო დასაწყისი იყოს იმის, რაც ცოტა ხნით შეწყვეტილი იყო, პლუს კიდევ ცოტათი ჩემი სხვა ნიშნების გამოვლინება..

წამიერად გადავედი რელსებიდან)))
მიხარია, რომ გიხარია..❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent