შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიღაცის მხარდამჭერი(სრულად)


2-09-2021, 20:59
ავტორი widowed ellie
ნანახია 2 791

-შესანიშნავია!
-გენიალურია!
-ბრავო!...ნამდვილად ბრავო!
ხმები ქაოსურად ირევა ერთმანეთში.
სცენაზე მდგარი გოგონა ნაძალადევი ღიმილით ემშვიდობება ახმაურებულ ბრბოს და გულისრევის შეგრძნებით ტოვებს იქაურობას.
ვალი მოიხადა,ახლა შეუძლია ფეხით თავისუფლად ჩაუყვეს ქუჩებს.რატომაც არა?
ასკინკილით მიაბიჯებს ნაცრისფერ ფილებზე.მერე რა,რომ დაღლილია?
საყვარელ ადგილას მიემართება მანამდე შეძენილი ჩუპა-ჩუპსის კანფეტით ხელდამშვენებული და ღიმილით თავსთდება მწვანე ბალახზე.
ტბას სძინავს,თუმცა ამალიას ნაამბობს,უთუოდ მოისმენს.
არ ჩქარობს.ან სად ეჩქარება?სახლში არავინ ელოდება,ვალი ისედაც მოიხადა...
აუჩქარებლად იდებს პირში მწვანე ბურთულას და რამდენჯერმე ატრიალებს თეთრ ჯოხს თითებს შორის.
ეს ჩვევა ვერაფრით მოიშალა.
თუმცა ფიქრობს-ადამიანი თავიდან ბოლომდე ჩვევებია.დაე მანაც ყოველთვის,როცა ამის შესაძლებლობა მიეცემა,თეთრი ჯოხი ჩვეულად ატრიალოს-წინ და უკან.
მერე რა?არაფერს აშავებს,არავის უშავებს.მთავარი ესაა.
-მე შემიძლია მხარი დაგიჭირო.-მოულოდნელად ესმის შორეული ხმა გვერდიდან,თუმცა არ კრთება,რადგან ჰგონია,ისევ მოჩვენებები აწუხებს.
ხშირად აწუხებს ხმები,რომლის პატრონსაც ეძებს ხოლმე,მაგრამ ვერ პოულობს.ისე კი,ხმა ყოველთვის მაშინ ჩნდება,როცა ამალიას დახმარება სჭირდება და ისიც გონივრულად ამჩნევს,მერე იყენებს მას სასიკეთოდ.
-ჰეი,შენ!
-უკაცრავად?
-ჩემი არ გესმის?
-განა გიპასუხებდი?
-მაშ,მშვენიერი.-უფრო გარკვევით ამჩნევს მამაკაცის ხმას და აქ კრთება.გვერდით ჯდება ბალახზე,ამალიას პირად სივრცეს უხეშად არღვევს და არ იმჩნევს გოგონას კანკალს.-მიმიღებ შენს მხარდამჭერთა კლუბში?
-მხარდამჭერები არ მყავს.
-ვიცი.
-ხოდა არანაირი კლუბი არ არსებობს.
-სანამ არ შექმნი,არ იარსებებს.
-ამისთვის ზედმეტად...-და ფიქრობს.ცხოვრებაში პირველად ფიქრობს რა უპასუხოს მოპასუხეს.მხარდამჭერები არ ჰყავს,მაგრამ მისი გამოსვლის შემდეგ,ასობით ადამიანი ფეხზე დგას ხოლმე.განა ეს მხარდაჭერა არ არის?-ზედმეტად ცოტა მხარდამჭერი მყავს ამისთვის.
-სახლის შენება ყოველთვის ერთი აგურით იწყება.
-რომელსაც თავზე მეორე უნდა დაადო.
-მაგრამ თუ პირველი არ ივარგებს,მაშინ სხვა დანარჩენსაც არ ექნება აზრი.
-სასიამოვნოა.-იღიმის ამალია.წამით იხედება გვერდით,მერე ჩუპა-ჩუპსს დაჰყურებს,რომელსაც თავისი ორი კბილი ზოლად დაატყო რამდენიმე წამის წინ.ყოყმანობს.იქნებ შესთავაზოს?არა,ძალიან არაჰიგიენურია ესე,მაგრამ ახლა სხვა არაფრის გაზიარება არ შეუძლია.-ჯანდაბას.-ჯიბიდან მეორე ცალ კანფეტს იღებს და წარბშეკრული აწვდის დაუპატიჟებელ სტუმარს.
-ჩემი მხარდაჭერისთვის.
-შენი მხარდაჭერისთვის.-სასიმოვნო სახით ართმევს გამოწოდებულს და ცოტა ხნით დაჰყურებს ზემოდან.
-როდის იწყებ?
-რას?
-ჩემს მხარდაჭერას.
-მე უკვე მიჭირავს შენი მხარი.-და ხელს ხვევს მის თხელ სხეულს.ამალია კრთება,მაგრამ ვერ გრძნობს საფრთხეს,პირიქით,სიამოვნებს მხარდაჭერა და გაუბედავად ეყრდნობა მის ხელს.
ტბა იცდის.
ამაღამ ყველა ისტორია,რაც კი ამალიას მისთვის უნდა მოეყოლა,მოულოდნელად გმოჩენილმა სტუმარმა წაართვა.
ტბა იწყენს.
მასში მოლივლივე მთვარეს საცეცებს ჰხვევს და ბნელი შთანთქავს იქაურობას.
ხვალ ახალი მხარდაჭერის დროა.

ხშირად ფიქრობს.
ცხოვრება ზღაპარი არაა და თუ კი შენ შუა ღამისას ფეხსაცმელს კარგავ,ე.ი მთვრალი ხარ და არა კონკია.
მოლოდინები არ აქვს.
მოლოდინებით არ ცხოვრობს,თუმცა ტაშის დაკვრით გართულ ხალხს შორის,ადვილად ამჩნევს მის მხარდამჭერს,რომელიც დაპირდა მოვალო.
არადა მოლოდინებით არ უნდა იცხოვროს წესით.ახლა გაუმართლა.შემდგეში თუ გაუმართლებს ნეტავ?
კარგი ყოფილა იმედის გამართლება,იმ შემთხვევაში ხომ საერთოდ,თუ ეს მოლოდინი მხარს გიჭერს.
-სინამდვილეში,მე მხოლოდ შენი მხარი მიჭირავს ახლა.-ნელა მიუყვებიან ხეივანს.მამაკაცს ამალიას სხეულზე აქვს შემოხვეული თავისი ხელი და ესე უზიარებს გვერდში დგომას.-ძალიან ადვილი რამაა.კარგი იქნება უფრო ბევრმა იცოდეს,არა?
-ნეტავ რამდენს გამოუვა?
-მარტივია,ნახე.-შორდება ნაჩქარევად და ღიმილით დგება მის წინ.მამაკაცი ყველა ნაკვთს უთვალიერებს ამალიას.ტუჩთან ძალიან მაცდურად მოუჩანს პატარა ხალი,მაგრამ ახლა ამაზე ვერ ფიქრობს.-მე ვიღებ ხელს.-მაღლა სწევს მკლავს.-მოვდივარ შენთან...და არ აქვს მნიშვნელობა,ვინ ხარ შენ.მე უბრალოდ მარტივი მოძრაობით გხვევ ხელს და ვიჭერ შენს მხარს.-ესთეტიური მოძრაობით აბჯენს თითებს ნაზ კანზე და გრძნობს მის გრძნობას-სიმტკიცეს.-ადამიანს ერთი მხარდამჭერით,მთელი მსოფლიოს შეცვლა შეუძლია.
-მაგრამ,მხოლოდ ეგ არაა.
-როგორ არაა?!ყველაფერია,ამალია.
-ახლა გიჭირავს ჩემი მხარი,რომ მომშორდები,შენი მხარდაჭერაც გაქრება.არადა ეგრე არ ხდება.შენ მუდმივად უნდა იზიარებდე ჩემსას,არა ფიზიკურს,არამედ სულიერს.
-ფიზიკურობიდან მოდის სულიერებაც.
-მაგრამ ორივე სხვადასხვაა.
-სული არ იქნება სხეულის გარეშე.სული რომ იგრძნო,მისი სხეული უნდა გყავდეს ახლოს.
ამალია ფიქრობს.ვერ იგებს.ამას ხვდება მამაკაცი და არ აძლევს მეტად ფიქრის საშუალებას,რადგან იცის,თუ ამალია კიდევ ფიქრს გააგრძელებს,პასუხამდე მივა,რომელიც სულაც არ იქნება ჭეშმარიტი.
ისევ აგრძელებენ ხეივანის ჩავლას.
ბოლოს ქუჩის კიდესთან მიახლოებული ჩერდება და თავს წევს მაღლა.
რა ლამაზია ეს კაცი,მან კი მისი სახელიც კი არ იცის...
თავს უწყრება.
ხვნეშის...
-მინდა,შენი სხეული მუდამ ახლოს მყავდეს.

ზამთრის წასვლასთან ერთად,იზრდება დღეების ხანგრძლივობა და იზრდება მხარდაჭერაც.
რაღაც იცვლება და ეს კარგია.
იცის,რომ აუდიტორიაში ერთი მისი მხარდამჭერია,სხვა დანარჩენი კი უბრალო მსმენელი.
საკუთარ როლს იმ ერთი მხარდამჭერისთვის ასრულებს და თავადაც კარგად ხვდება განსხვავებებს.
როცა იცი,რომ ვიღაც მხარს გიჭერს,შენსას უფრო მეტი მონდომებით აკეთებ.
-ლამაზი ხარ.-ეუბნება დაქანცულს,თვალებჩაწითლებულს,მაგრამ გახარებულს.
თითებს სათუთად ათამაშებს მის ოდნავ კეხიან ცხვირზე და კეხის სიმაგრის შეგრძნებისას,უფრო მეტად ეპობა ბაგე ღიმილით.-გაწითლდი.
-არასდროს მიყვარდა.
-სხვა შეგაყვარებს.-ფრჩხილის ზედაპირით უმტკივნეულოდ,ბოლოჯერ ეხება მის კეხს და ყოყმანით ზურგს აქცევს ამალიას.-ვიღაც საკუთარი შენდამი სიყვარულით,შენს თავს შეგაყვარებს...მანამდე ეცადე,უბრალოდ დრო გადააგორო.

***

მოწყენილი სჩანს.
ჩანგალს დააცოცებს თეფშზე და უიმედოდ დაჰყურებს ლიმონის მაფინს.არ უყვარს ლიმონის მაფინი,საერთოდ ვერ იტანს ნამცხვრებს,მაგრამ კაფეში სხვა არაფერი აღმოაჩნდათ და რა ხან,ცარიელი თეფშის ცქერა არ შეუძლია,იძულებული გახდა მაფინი შეეკვეთა.
ესეც ერთ-ერთი ჩვევა,რომელიც ვერ მოიშორა.
მაგრამ ამით არავის უშავებს.
იყოს,რა...
-შენ უნდა წახვიდე,არა?
-როცა დრო მოვა,წავალ.
-როგორი მარტივია ესე.სხვებსაც უჭერდი მხარს?
-დაფასება უნდა.თუ არ მიფასებენ ადვილად ვქრები ყველას ცხოვრებიდან.-მარტივად საუბრობს კაცი,თითქოს ამას მნიშვნელობა არ ჰქონდეს.
ამალია თავს აბრუნებს ვიტრინისკენ და მათ სილუეტს აკვირდება დაჟინებით.
მშვენიერია,ერთად ლამაზები არიან.
მხარდაჭერა ასეთი ყოფილა თურმე...ლამაზი.
გრძნობს რომ ისეთი აღარაა,როგორიც აქამდე.
თითქმის ყველას ეხმარება,ყველას თანაუგრძნობს მის გარშემო...
აქამდე ესე არ ყოფილა.
აქამდე ესეთიც არ ყოფილა.
-ბავშვობაში ერთი ერთი რეპერტუარი კრახით ჩამივარდა...მაშინ კარგად დავინახე,როგორ გადაიქცა ჩემზე გაგიჟებული ხალხი მოხარხარე ბრბოდ.-კაცი ამჩნევს მის ხმაში შეპარულ წყენის ნოტებს.-ცხრა წლის ამალიამ ვერ გაიგო რა ხდებოდა მის თავს.როგორ შეიძლებოდა ადამიანის განსაცდელზე სიცილი?!გულისამრევი იყო ჩემთვის...დღემდე ეგრეა.მაღიზიანებს მსმენელი,მაგრამ მიყვარს ჩემი საქმე...-უყვარს თავისი საქმე.ეს ყველა საქციელში ეტყობა ხოლმე.განსაკუთრებით თითებზე,რომელსაც ხშირად აყოლებს არსაიდან მოსული მელოდიის რიტმს.-ისტერიული სიცილი ამივარდა.გამეცინა მათ მოხარხარე სახეებზე,გიჟივით ვიცინოდი,ვერაფრით დამაწყნარეს.-ბუტბუტებს.თითქოს დანაშაულს სჩადიოდეს.კაცს ვერ უსწორებს მზერას.
არასდროს საუბრობს წარსულის ამ მოგონებაზე,მაგრამ სულ ახსოვს.
არც არასდროს დაივიწყებს.
შეიძლება სცხვენია,შეიძლება უჭირს,ან სტკენს,მაგრამ არაფრით ივიწყებს.
საკუთარ თავს არ აძლევს უფლებას მოხარხარე ამალია და დადუმებული ბრბო დაივიწყოს.
-ყოველთვის,როცა გიჟივით მოცინარს დამინახავ,უბრალოდ მოდი და ჩემი მხარი დაიჭირე,კარგი?
კაცი არაფერს პასუხობს,უბრალოდ უღიმის.
სიტყვები ზედმეტია ახლა.
და “სამყაროში არის ხმა,რომელიც არ იყენებს სასაუბროდ სიტყვებს...უსმინე”
უსმენს.


-რას ფიქრობ ღმერთზე?
-არ ვფიქრობ.
-როგორ თუ არ ფიქრობ.შენი აზრი არ გაგაჩნია?-უკვირს ამალიას.
-იცი...არაა აუცილებელი,ყველაფრის შესახებ საკუთარი აზრი გქონდეს.უბრალოდ ეცადე რაღაცებს აზრი მისცე,სხვა დანარჩენი კი შენთვის დაიტოვო.
-ჩემთვის ძალიან ბევრს ვიტოვებ.ხანდახან მგონია გავსკდები.-წუხს.პირველად გამოხატავს გულის ნადებს,ესე მკაფიოდ და გარკვევით.-რას ფიქრობ,იქნებ ხალხთან ურთიერთობა ვისწავლო?
-სცადე...თუ არ გამოგივა,არც ეგ იქნება კატასტროფა.
-შემიძლია დავეხმარო ყველას,ვისაც კი ამის საჭიროება ექნება,გავუწოდო მეგობრის ხელი,ვუთანაგრძნო,გავიზიარო,ვუსმინო,მაგრამ.-და აქ ჩერდება.მაგრამ...მაგრამ...იქნებ არ ღირს?
ვერ ხსნის,თუმცა გვერდით მდგომმა კარგად იცის,რისი თქმა სურს ამალიას.
-მაგრამ არ შეგიძლია მათთან მუდმივად ყოფნა.
-ხო,ასეა...მაწუხებს,მძაბავს,ვერ ვიტან.-შოკი აქვს.აღტკინებულ სხეულს ვერ აჩერებს.ის ჩუპა-ჩუპსიც ვერ უშველის,ხელში რომ უჭირავს.-ღმერთი,რომელზეც შენ არ ფიქრობ,ყოველ ღამე მსტუმრობს და მსაყვედურობს,რომ მის შემოქმედებას ზურგს ვაქცევ.
-მაგრამ მხარს უჭერ,ეგ ბევრს ნიშნავს.-მამაკაცს აღელვებაც კი არ ეტყობა ხმაში.საქანელას აუჩქარებლად ამოძრავებს და ტკბება...
ტკბება ყოფით,სადაც ზედმეტი საფიქრალი არ გააჩნია.
-ვალდებულებაც ეგაა.მოევლინე სამყაროს,რათა მხარი დაუჭირო სხვას,ამის პირდაპირი თუ გადატანილი მნიშვნელობით.თქვენ ადამიანები,ყველაფერს ძალიან ართულებთ.
-და თქვენთან როგორ ხდება?-იცინის ამალია.უმანკოა მისი ღიმილი...ხალი ტუჩთან და იქნებ,ღიმილია ის,რაც ადამიანს წმინდას და უმანკოს ხდის?
-ჩვენთან?...-ფიქრობს კაცი.ზედმეტად ბევრს ფიქრობს.დრო იწელება.თითქოს ნიავიც ჩადგა და საქანელას მოძრაობაც შენელდა...
უკანასკნელი შემოდგომის ფოთოლი ირხევა ჰაერში.
წყვილის თავს ზემოთ მიფრინავს და გამოსამშვიდობებლ სიტყვას ეუბნება მათ.
-შენი ღმერთი,ყოველთვის მეუბნება,რომ მხარზე ხელი მოვხვიო მას,ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
გულზე იხუტებს ამალიას.მხარზე მოხვეული თავისი ხელიც არ ავიწყდება.თითებს ათამაშებს მელოდიურად.რომელიღაც კომპოზიტორისაა. დაიმახსოვრა.გუშინ ისმენდა,როცა ამალია პიანინოსთან მეცადინეობდა.
გოგონას ეღიმება.ძალიან ნიჭიერიაო,ფიქრობს...
ვიღაცას მისი მხარი უჭირავს.
არ იცის მამაკაცის სახელი.იქნებ ოდესმე დაინტერესდეს კიდეც?ახლა უბრალოდ მხარდაჭერის გრძნობაც კარგია,ლამაზია...
თუ გაქრება,ძალიან ეტკინება,ალბათ,ხელს ჩაიქნევს კიდეც ყველაფერზე.
თუმცა მადლიერია და ამის იმედი აქვს.მოლოდინებით არ ცხოვრობდა,მაგრამ მხარდაჭერამ მოიტანა ეგეც.
ჩვევებს არ გადააგდებს,რადგან არავის უშავებს.
უბრალოდ იცხოვრებს.
ვიღაცის მხარდამჭერი,ვიღაცის მხარდაჭერით...




პირველ რიგში მოგესალმებით დდ<33
ახლა მჭირდებოდა რაღაც ისეთი,რაც რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა ჩემი სტილისგან და ხასიათისგან.
რეადაქტირებაზე დრო არც კი დამიხარჯავს.არ მესმის გრამატიკა,ხანდახან ნერვებს მიშლის გრამატიკულ შეცდომებზე ფიქრი და ვცდილობ უბრალოდ გასაგები იყოს,ვიდრე გრამატიკულად გამართული.მაგისთვის ბოდიში.მართლა არ მქონდა გასწორების თავი,თან ძაან კატასტროფაც არაა მგონი დდდ
უბრალოდ მჭირდებოდა ეს ისტორია თავისი შინაარსით და თავისი ყველაფრით.უფრო ჩემთვის დავწერე,მერე მომინდა გაზიარება...
მადლობა ყველას.
მომავალ შორეულ შეხვედრამდე.

თქვენი ვიდოუ ელი



№1  offline წევრი widowed ellie

Nuki-rocks
გელოდებოდი.
რატომღაც,გრამატიკა გადამავიწყე და არც საკუთარი თავი მხსომებია. იშვიათად მემართება ასე,კიდევ უფრო იშვიათად .... მიცნობ,იცი,რაც. ორი თუ სამი ვოისი მალაპარაკე ცალკე, აქ მეტს არ გეტყვი. ჩვენთვის იყოს,ხომ?!
ამაყი ვარ! ონლაინ "ჩაი ფართზე" რას იტყოდი?

ნუკიიიიიი<33333333
უშაქრო გამიკეთე და მოვდივარ.მჭირდება dddd

 


№2  offline წევრი widowed ellie

[quote=Mariami-1],,-შემიძლია დავეხმარო ყველას,ვისაც კი ამის საჭიროება ექნება,გავუწოდო მეგობრის ხელი,ვუთანაგრძნო,გავიზიარო,ვუსმინო,მაგრამ.-და აქ ჩერდება.მაგრამ...მაგრამ...იქნებ არ ღირს?" - რათქმაუნდა არ ღირს <3333

მოკლედ, მე ჩემბურად დავიჭირე აქ რაღაცეები. სხვა ალბათ სიცილს დაიწყებდა და მეტყობა ამდენი ილაპარაკა, ასე ილაპარაკა და რაღა მაგეებზე ჩაიციკლეო.
რავქნა, ასე მესმის, ასე გამეგება და რაცმთავარია ასე მოომმტტტსსსოოოონსსსსს
ესეც მომტსონსს, არადა სანამ ბოლოშ გავიდოდი, მიკვირდა რო ასეთ თემას შეეხე :დ მაგრამ, გამოგივიდა, იცი ხო? კაი, ვიცი რო იცი.

,,ცხოვრება ზღაპარი არაა და თუ კი შენ შუა ღამისას ფეხსაცმელს კარგავ, ე.ი მთვრალი ხარ და არა კონკია" გადავირიე ისე მომეწონა, თან თვითონ სიტუაციაც ისეთი მართლაია... :დდ

პ.ს ,,მომავალ შორეულ შეხვედრამდე" თითებს დაგამტვრეევ. დააყენე მათეს საშველი!!![/quote]

მოკლედ, მე ჩემბურად დავიჭირე აქ რაღაცეები. სხვა ალბათ სიცილს დაიწყებდა და მეტყობა ამდენი ილაპარაკა, ასე ილაპარაკა და რაღა მაგეებზე ჩაიციკლეო.
რავქნა, ასე მესმის, ასე გამეგება და რაცმთავარია ასე მოომმტტტსსსოოოონსსსსს
ესეც მომტსონსს, არადა სანამ ბოლოშ გავიდოდი, მიკვირდა რო ასეთ თემას შეეხე :დ მაგრამ, გამოგივიდა, იცი ხო? კაი, ვიცი რო იცი.

,,ცხოვრება ზღაპარი არაა და თუ კი შენ შუა ღამისას ფეხსაცმელს კარგავ, ე.ი მთვრალი ხარ და არა კონკია" გადავირიე ისე მომეწონა, თან თვითონ სიტუაციაც ისეთი მართლაია... :დდ

პ.ს ,,მომავალ შორეულ შეხვედრამდე" თითებს დაგამტვრეევ. დააყენე მათეს
საშველი!!![/quote]

მარიამოოო,შენ ხარ ყველაზე გიჟი მკითხველი!! დდდდდ მომწონს როცა ესე ნაწყვეტებს იღებენ ჩემი ნაწერიდან.მაგ დროს განსაკუთრებულად ვგრძნობ თავს.რა,არა??არააა???...კი,კი ვგრძნობ.
მათეს კიდევ დიდ ხანს მოუწევს ლოდინი,რა ვქნა დდდ
მადლობა <333

 


№3  offline წევრი widowed ellie

[quote=Mariami-1][quote=widowed ellie][quote=Mariami-1],,-შემიძლია დავეხმარო ყველას,ვისაც კი ამის საჭიროება ექნება,გავუწოდო მეგობრის ხელი,ვუთანაგრძნო,გავიზიარო,ვუსმინო,მაგრამ.-და აქ ჩერდება.მაგრამ...მაგრამ...იქნებ არ ღირს?" - რათქმაუნდა არ ღირს <3333

მოკლედ, მე ჩემბურად დავიჭირე აქ რაღაცეები. სხვა ალბათ სიცილს დაიწყებდა და მეტყობა ამდენი ილაპარაკა, ასე ილაპარაკა და რაღა მაგეებზე ჩაიციკლეო.
რავქნა, ასე მესმის, ასე გამეგება და რაცმთავარია ასე მოომმტტტსსსოოოონსსსსს
ესეც მომტსონსს, არადა სანამ ბოლოშ გავიდოდი, მიკვირდა რო ასეთ თემას შეეხე :დ მაგრამ, გამოგივიდა, იცი ხო? კაი, ვიცი რო იცი.

,,ცხოვრება ზღაპარი არაა და თუ კი შენ შუა ღამისას ფეხსაცმელს კარგავ, ე.ი მთვრალი ხარ და არა კონკია" გადავირიე ისე მომეწონა, თან თვითონ სიტუაციაც ისეთი მართლაია... :დდ

პ.ს ,,მომავალ შორეულ შეხვედრამდე" თითებს დაგამტვრეევ. დააყენე მათეს საშველი!!![/quote]

მოკლედ, მე ჩემბურად დავიჭირე აქ რაღაცეები. სხვა ალბათ სიცილს დაიწყებდა და მეტყობა ამდენი ილაპარაკა, ასე ილაპარაკა და რაღა მაგეებზე ჩაიციკლეო.
რავქნა, ასე მესმის, ასე გამეგება და რაცმთავარია ასე მოომმტტტსსსოოოონსსსსს
ესეც მომტსონსს, არადა სანამ ბოლოშ გავიდოდი, მიკვირდა რო ასეთ თემას შეეხე :დ მაგრამ, გამოგივიდა, იცი ხო? კაი, ვიცი რო იცი.

,,ცხოვრება ზღაპარი არაა და თუ კი შენ შუა ღამისას ფეხსაცმელს კარგავ, ე.ი მთვრალი ხარ და არა კონკია" გადავირიე ისე მომეწონა, თან თვითონ სიტუაციაც ისეთი მართლაია... :დდ

პ.ს ,,მომავალ შორეულ შეხვედრამდე" თითებს დაგამტვრეევ. დააყენე მათეს
საშველი!!![/quote]

მარიამოოო,შენ ხარ ყველაზე გიჟი მკითხველი!! დდდდდ მომწონს როცა ესე ნაწყვეტებს იღებენ ჩემი ნაწერიდან.მაგ დროს განსაკუთრებულად ვგრძნობ თავს.რა,არა??არააა???...კი,კი ვგრძნობ.
მათეს კიდევ დიდ ხანს მოუწევს ლოდინი,რა ვქნა დდდ
მადლობა <333[/quote]
ყველაზე ნორმალურს, გიჟობას მაბრალებ ხო? არშეიძ₾ება ეგრე!

მე მიყვარს რო ვიწერ ამონარიდებს, შენ მოგწონს რომ მე ამეებს ვიღებ თან შენივე ნაწარმოებიდან. ხვდები რა ჰარმონიაა? მე ვხედავ კიდეც ბეიბიიიი :დდდ

პ.ს.ს სონიც არა?! მათე ძმასავით მყავს მოვითმენ, მარა სონის ცოტა სხვანაირად ვუყურებ ჰო, იცი? :დდ[/quote]

შფოთვით დეპრესიას როგორც კი გადავაგორებ,ყველა ჩემი მიტოვებული მამაკაცის განკარგულებაში ვიქნები დდდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent