ცამდე და ვარსკვლავებამდე
პირადი წერილი სავარაუდოდ თხუთმეტი წუთი დააკლდება აქ ორს ამ შეტყობინებას რომ გამოვგზავნი... ვერ დავიძინე. არ ვიცი რატომ. უბრალოდ აღარ მეძინებოდა. სურვილი გაქრა და რაღაცების ყურებას შევყევი. მერე უეცრად ძალიან მომინდა შენთვის მეთქვა რამდენს ნიშნავ ჩემთვის... არ ვიცი როგორ ან რანაირად, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ადამიანი გახდი... იმ მცირე სიაში შედიხარ მართლაც რომ პაწაწინაზე პატარაა... მიკვირს როგორ მოხდა ეს ყველაფერი... რაღაცნაირად უნებურად, თითქოს კითხვების გარეშე, დაუკითხავად შემოხსენი ჩემი ცხოვრების კარი, ჩემს სამყაროში შემოაბიჯე, ჩემს სულს შეეხე და თან სამუდამოდ დარჩენა გადაწყვიტე. არ წასულხარ... ყველაფრის მიუხედავად, რაც შენ ამ გზის მანძილზე გაიგე არ დაგიტოვებივარ. არც ერთი წამით არ გითქვამს ჩემზე უარი და მე ვერ ვიგებდი, რით დავიმსახურე ეს საჩუქარი. ამიტომ მეგონა, რომ მოხდებოდა რაღაც საშინელი ჩვენს შორის და კიდევ უფრო დიდ დარტყმას მომაყენებდა ეს ყველაფერი... თუმცა დღეს რაღაც მოსაზრებამდე მივედი - სულ ვფიქრობდი, რომ ადამიანების ცხოვრება ნელ-ნელა კიდევ და კიდევ უფრო მეტად რთულდება წლებთან ერთად, მაგრამ იქნებ ჩემთვის ღმერთს ცხოვრების დასაწყისში ქონდა მოგროვებული ყველა ტკივილი და უნდა ამის შემდეგ ვიყო ძალიან ბედნიერი და ბევრი სიხარულით აღსავსე? ნუთუ აღარ უნდა ველოდე იმ ერთ ცუდ მომენტს წამში რომ განადგურებს ადამიანს?... შენთან ერთად მუდმივ სითბოში ვეფლობი. ისეთი პაწაწინა ვხდები... პატარა საყვარელი ბავშვი, უმანკო. არ ვიცი... სხვანაირად მაგრძნობინებ თავს. შეცვლის მეშინოდა. საკუთარი თავის დაკარგვის (რომელსაც რეალურად ვერასოდეს ვპოულობდი), მაგრამ რეალურად მე მომწონს ის ცვლილება, რაც ჩემში შენი შემოსვლის შემდეგ მოხდა. მომწონს ასეთი მე, ასეთი ჩემი თავი მომწონს, რადგან ის რაც შეიცვალა სიყვარულის ხარისხია... შენ შეძელი და შენი დამსახურებით მეტად შევიყვარე ჩემში ყველაფერი, საკუთარი თავი შევიყვარე... ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ნაჩქარევად ხდებოდა დასაწყისიდანვე, ჯერ კიდევ იქიდან იყო ასე მე რომ ვერანაირად გავაკონტროლებდი და დღემდე ასე გრძელდება, ამიტომ აღარ მაოგნებს შენი, ჩემი ადამიანის, ასე ნაადრევად გამოჩენა, მაგრამ ამის მერე ვეცდები ყველაფერი შედარებით უფრო ნელი ტემპით განვითარდეს, რათა შეგრძნებებით ტკბობა მოვასწრო... აქვე მინდა გითხრა რომ მე შენს წყენინებას არასოდეს ვგეგმავ და დამიჯერე მე უფრო ცუდად ვგრძნობ თავს გამუდმებით, როდესაც ეს ასე ხდება. ეს ისე, რომ იცოდე და არ დაგავიწყდეს. იმედია ჩემს სისულელეებს მომათოკინებ და არ მომცემ ხოლმე უფლებას გაგანაწყენო. როგორ მითხარი? ცამდე და ვარსკვლავებამდე, არა? ხოდა, სამუდამოდ! ვფიქრობდი მანამ მოვრჩებოდი სანამ ორს თხუთმეტი წუთი დააკლდებოდა, ახლა კი სამის ცამეტი წუთია და არც ვიცი ამდენ ხანს რას ვწერ. არ მინდა დასრულება... ჩვენს ურთიერთობაში ხომ არაფერი სრულდება:)) ჩვენ ვერ დავმთავრდებით, ამიტომ ეს ტექსტიც არასოდეს დასრულდება, მუდამ დავწერ და დავწერ შენზე სანამ ამის უნარი შემწევს. და შენ იცი... მე შენ მიყ-ვარ-ხარ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.