შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტასო


7-09-2021, 22:50
ნანახია 886

–ტასო შეგიძლია მოხვიდე ჩემთან?
ისეთი აღელვებული ხმა ჰქონდა თავზარი დამეცა არც კი მიკითხავს რა ხდებოდა. მისამართი გამოვართვი და მასთან წავედი.
ეჭვები არ მასვენებდა, მინდოდა დამერეკა და მეკითხა კარგად იყო თუ არა წამითაც ვერ ვუშვებდი რომ შეიძლებოდა რამე მოსვლოდა. ვეღარ ვვითმენდი მგონი ტაქსს გაჩერებაც კი არ ვაცადე ისე ჩამოვედი მანქანიდან ფული გადავიხადე და სადარბაზოში შევედი. ლიფტი მეთხუთმეტე სართულზე იყო ვერ დაველოდებოდი, კიბეები ავირბინე, საფხურებს ვითვლიდი.
მეშვიდე სართულზე შავ რკინის კარებთან გავჩერდი.
ისე სწრაფად ამოვირბინე კიბეები უკვე სუნთქვა მიჭირდა, დამშვიდება ვცადე, ორი წუთი დამჭირდა როგორ მოვითმინე მიკვირს.
ზარი დავრეკე, სუსტად მაგრამ გარკვევით მომესმა.
–შემოდი პატარავ ღიაა.
ფანჯარასთან სავარძელში იჯდა, პერანგის სახელურები იდაყვებამდე აეკეცა, წვიმის წვეთებით დასველებულ ფანჯარას თვალს არ აშორებდა. ღვინით ნახევრად სავსე ჭიქას ხელში ატრიალებდა, სიგარეტს ნელა ეწეოდა და თან ფიქრობდა, ალბათ ფიქრობდა.
–მოდი ჩემთან.– ხელი გამომიწოდა,ოქროსფერი საათი და შავი ბეჭედი ეკეთა.
–ჩემო პატარავ დამპირდი, რომ ყოველთვის ასეთად დარჩები..
–და მაინც როგორად?
–არასდროს დაემსგავსო სხვა ქალებს, ძალიან გთხოვ.–წამოდგა ჩამეხუტა ღრმად ამოისუნთქა ტუჩის კუთხეში მაკოცა და ღვინო დაისხა, ბოთლი ლამის გაეცალა მაგრამ სიმთვრალის არაფერი ეტყობოდა.– იცი შენ არ გავხარ სხვებს, არ სვამ კითხვებს, არ ეძებ პასუხებს, კმაყოფილდები იმით რაც იცი.
–შენთან ყოფნისთვის მეტი არც მჭირდება.–ლოყაზე ვაკოცე და მდივანზე ჩამოვჯექი.
ჩემს გვერდით ჩამოჯდა ღვინო მოსვა და მხრებზე ძლიერად მომხვია ხელები. მის გულის ცემას ვგრძნობდი, წვიმის წვეთებთან ერთად მისი სუნთქვის მოსმენას არაფერი მერჩივნა.



№1 სტუმარი მაროი

ბარემ პირდაპირ ეთქვა, შტერი ხარ და სულ ასე დარჩიო, რას მიედმოედებოდა:))

ოო, სახელიც ზუსტად სამაგისო ჰქონია- ტასიკო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent