თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა. (14)
ნიკას ღიმილი სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში. კიბეები სწრაფად ავირბინე. ლუკას კარები ღია ჰქონდა, ამიტომ უბრალოდ შევედი. ოთახში ეგდო. უბრალოდ, უაზროდ და გაშტერებული უყურებდა ჭერს. იატაკზე დავჯექი, მასთან ახლოს. მინდოდა მეკითხა რა ჭირდა, მაგრამ ლუკამ დამასწრო. -აუტანელი გრძნობაა ის, რომ ვხვდები, ძმაკაცი სამუდამოდ დავკარგე.-ისე გულნატკენად გაიღიმა, ვეღარაფერი ვკითხე. ვფიქრობდი, მეთქვა რამე თუ არა, დავლაპარაკებოდი? მაგრამ ამ ყველაფერს გაჩუმება ვარჩიე. ლუკა წამოდგა და მაგრად, ძალიან მაგრად ჩამეხუტა, აი ისე, თითქოს ბოლოჯერ მხედავდა. ხელები მოვხვიე. ასე ვისხედით, არ ვიცი, ძალიან დიდი ხანი და არაფერს ვამბობდით, ან რა უნდა გვეთქვა. მე ვერაფერს ვეტყოდი ისეთს, რაც ნიკას დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს შეუმსუბუქებდა. პირიქით, შეიძლება სიტყვებით გული უფრო ვატკინო, ამიტომ გაჩუმება ყველაზე კარგია. არაფერი ზედმეტი, უბრალოდ მყუდრო გარემო, დასამშვიდებლად. -დარჩები ჩემთან? -კი. -მადლობა. ვაკოცე. -ლუკა- ძალიან ნაზად მაკოცა, მაგრამ ისე, თითქოს მთელი ჩემი ტკივილის წართმევა და თავის პატარა გულში დატევა უნდოდა. ბევრი არ გვილაპარაკია, უფრო სწორედ, ხმა საერთოდ არ ამოგვიღია. უბრალოდ ჩახუტებულებს გვეძინა და სულ ცოტათი მაინც, მაგრამ ეს ტკივილი შემიმსუბუქდა. -ნიკა- ს რა უნდა, უბრალოდ ამას არ გავაკეთებ. არ გავაკეთებ, იმიტომ რომ...უბრალოდ იმიტომ... სახლისკენ მივდიოდი, მაგრამ სახლში საერთოდ არ მინდოდა. მეც არ ვიცი, რამე უნდა მინდოდეს ასეთ მომენტში? ალბათ მხოლოდ ის, რომ ეს ყველაფერი საშინელი სიზმარი აღმოჩნდეს. მივდიოდი ჩემთვის. ვერც შევამჩნიე როგორ მოიღრუბლა. უცებ ძალიან მაგრად გაწვიმდა. ნაბიჯი არ ამიჩქარებია, ან რატომ უნდა ამეჩქარებინა? სად მეჩქარებოდა? არც არსად. სადაც მეჩქარებოდა, იქ უკვე დავაგვიანე. გაუაზრებლად თამოს სახლთან აღმოვჩნდი. -ავიდე...არ ავიდე...-რომელია სწორი გადაწყვეტილება? ბოლომდე გალუმპული, გაუბედურებული, კენტად დარჩენილი მე. ან იქნებ ყველაფერი ისე ცუდად არაა, როგორც მე წარმოვიდგენ? იქნებ ყველაფერს შეიძლება ეშველოს? უფრო სწორედ, დარწმუნებული ვარ, ყველაზე მეტად მე განვიცდი ამას. ლუკამ ხო არ იცოდა, არ იცოდა რომ მიყვარდა, რა მისი ბრალია...მაგრამ...უბრალოდ ვერ ვეგუები. რა მჭირს. რა მინდა საერთოდ? თამოს სადარბაზოში შევედი, ცოტა ხანი "თავი რომ შემეფარებინა" -მეორე სართულზე ავალ, მაინც.-ავედი.-მესამეზეც... და ასე გაუაზრებლად აღმოვჩნდი მე-5 სართულზე, პირდაპირ თამოს კარებთან. -რადგან ამოვედი, იქნებ მოვინახულო? თან დღეს არ იღებდა ყურმილს. კარებზე დავაკაკუნე. მალე თამომ გამოიხედა. აშკარად გაუკვირდა ჩემი დანახვა. -აქ რა გინდა?-ისეთი ხმით მკითხა, მივხვდი, საერთოდ არ უხაროდა ჩემი იქ ყოფნა. -არაფერი, უბრალოდ დავბოდიალობდი და... -და ჩემთან მოხვედი? -ხო...დღეს გირეკავდი. -მართლა? არ გამიგია. -მივხვდი, როცა არ მიპასუხე. -რამე გინდოდა? -არაფერი, ისე გირეკავდი. -კაი, მაშინ არაუშავს. -ხო. არ გინდა შემოვიდე? სულ სველი ვარ და მცივა. -მარტო არ ვარ. -ვისთან ერთად ხარ? -დაქალთან. -ა, კაი, ბოდიში მაშინ.-გავუღიმე და გავბრუნდი. -კარგად ხარ?-მომაძახა, როცა კიბეებს მივუახლოვდი. -არ ვიცი.-ისევ გავუღიმე და კიბეები ჩქარა ჩავირბინე. შეიძლება იაზვაა, შეიძლება ყოველთვის იკბინება, მაგრამ თუ ადამიანს რაღაც ჭირს, ყოველთვის ხვდება, მერე კიდე, აუცილებლად...აუცილებლად გელაპარაკება და გიდგება მხარში. არაა იდეალური, ძალიან ბევრი ნაკლი აქვს, მაგრამ აი ის, რასაც გვერდში დგომა ჰქვია, ნამდვილად იცის. ახლაც გამოამჟღავნა თავისი ეს დადებითი თვისება, როცა უკვე პირველ სართულზე ჩასულს მომწერა: "ამოდი, მარტო ვარ". სიხარულით ავირბინე კიბეები. კარები გამიღო თუ არა, მაშინვე ვკითხე. -რატომ მომატყუე? -არავის თავი არ მქონდა და იმიტომ. -მაშინ რატომ მომაბრუნე? -ეგ მეც არ ვიცი და თუ დროზე არ შემოხვალ სახლში, ცხვირწინ დაგიხურავ კარებს.-ჩაიცინა. სახლში შევედი. -სულ სველი ხარ. ჩემი ძმის ტანსაცმელს მოგცემ. -კარგი.-გავუღიმე. სააბაზანოში შევედი და ჩქარა გამოვიცვალე. -ცხელი შოკოლადი გინდა?-მკითხა თბილად და გამიღიმა. -აუ, კი. -მოიცა, გავიხსენო, 3კოვზი შაქარი ხო? -სწორად გახსოვს.-გავუღიმე და სამზარეულოში შევყევი. ხანდახან მგონია, რომ მხოლოდ ამ ბედნიერი მომენტებით ვცხოვრობ და სხვა არაფრით, იმიტომ რომ ახლა ძალიან კარგად ვარ, ისე კარგად რომ სხვა არაფერი მინდა, მაგრამ ეს მხოლოდ მომენტია და გაივლის. ესეც გაივლის და სანამ სხვა ბედნიერი მომენტი არ იქნება, იქამდე ასე კარგად აღარ ვიქნები. ცხელ შოკოლადს ისე გემრიელად ვსვამდი, ხმის ამოღებაც აღარ მინდოდა. თამო ჩემ წინ იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. მე უბრალოდ ვუყურებდი და ვტკბებოდი. მეტი არაფერი მინდოდა, არაფერი მჭირდებოდა. ყველაფერი ძალიან კარგად იყო, სანამ არ გამახსენდა ლუკას სიტყვები. წამიერად წარმომიდგა ყველაფერი თვალწინ და ზიზღის ჟრუანტელმა დამიარა. არა, არ მინდა ამის მჯეროდეს. თამომ ერთხელ შემომხედა, უცებ წამოხტა და სააბაზანოში გავარდა. მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ. შევეცდები უფრო ხშირად დავამატო სიახლეები❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.