რა ვიცი აბა.
10/09/2021 11:30 თქვენ როგორ მოიქცეოდით? როგორ მოჰყვებოდით თქვენს ისტორიას საკუთარი თავის ღალატზე? ჰო, მე ზღვის გოჭი მომიკვდა, „კიდევ მეგობარი“, მამაც, მაგრამ ამ ბოლოზე ლაპარაკი ჯერ არ მინდა, მერე არ ვიცი. არ ვიცი რატომ მომინდა ჩემი სისულელეები გაკითხოთ, უკვე რამდენიმე დღეა ეს აზრი მიტრიალებს თავში, მეც ავდექი და დღეს დილის თორმეტის ნახევარზე დიდ ჭიქა ჯაკობსთან ერთად მივუჯექი კომპიუტერს და წერა დავიწყე.. მგონია რომ ასე შევძლებ საკუთარი თავი ვიპოვო, რომელიც არ ვიცი სად დამეკარგა, ვიცი როდის, რომელ ჩახუტებას გავაყოლე ჩემი საკუთარი მე და ძალა არ მაქვს უკან დავიბრუნო, არც სურვილი, აბა სურვილი რომ მქონდეს ამდენ ხანს ხომ ყველა იმ ადამიანს ვეტყოდი, რომ მენატრებიან და მჭირდებიან, მაგრამ დებილი ვარ. რაღაცები საბოლოოდ უნდა გავუშვა, ან ვიღაცები, რომ ცხოვრება გავაგრძელო, მაგრამ ძალიან მენანებიან, ძალიან მენატრებიან. უამინდობისას მეწყება ხოლმე გულის ტკივილები, ამიტომ არ მიყვარს მზიანი ამინდები და ზაფხული. ჩემს პირად დრამებს მზის სხივები ნამდვილად არ უხდება. მე მარგარეტი ვარ, მაგრამ ეს რომ ჩემი ნამდვილი სახელი იყოს ყველა მარგოს დამიძახებდა - კიდევ ერთი გულისტკივილი. სხვათაშორის სახელი მამამ დამარქვა, ერთადერთხელ მაქვს ნანახი ტრამვაის ის ბილეთი რომელზეც ეწერა, რაც ახლა მქვია - ის დაარქვიო, მამამ შეაწოდებინა სამშობიაროში დედას. ჯერ არაფერი მომიყოლია და უკვე ხელები მიკანკალებს, რომ ჩემს სულში გახედებთ, ეს ნორმალურია? კაცი არ მომიკლავს დამერწმუნეთ, ნუ ჩემი პირადი მეს გარდა, მაგის მოკვლას კი ყოველდღიურად ვაგრძელებ - აბა ვერ იგნებს რომ არასწორად იქცევა, თუ უყვარს არ ამბობს რომ უყვარს, თუ ენატრება, თუ სტკივა - არასდროს არაფერს ამბობს, მე კი ვფიქრობ რომ საჭიროა ეს ითქვას, რატომ არ შემიძლია 5 წლის შემდეგ შენს კარზე დავაკაკუნო და მიმიღო? არ ვიცი შევცდი თუ არა, მაგრამ გული ახლა რომ უფრო მტკივა ვიდრე იმ დღეს - ფაქტია. დავუბრუნდეთ სიხალისეს - ჯავახიშვილი დავამთვარე, ინგლისური ფილოლოგია, მაგრამ მე რომ ფილოლოგი არ ვარ და არასდროს ვიქნებოდი დამიჯერეთ სახეზევე მეტყობა. თავიდან ცუდად ვსწავლობდი დამიჯერეთ - გულგატეხილი ადამიანი ვიყავი და სწავლაზე უფრო დიდი დარდები მქონდა, ყოველ შემთხვევაში ასე მეგონა, თუმცა იმ მდგომარეობას თუ გულგატეხილობა ჰქვია, ახლანდელ მდგომარეობას რა ვუწოდო თქვენ მირჩიეთ. მაგისტრატურაზე არ ჩამიბარებია, არც ფული მქონდა და არც სურვილი, მეგონა რომ სამსახურს ისეც ვიშოვიდი და რომ უნივერსიტეტში სიარული ფუჭად დროის კარგვაა რადგან 4 წელში დიდი ვერაფერი ვისწავლე. ზოგადად ვფიქრობ ესეცაა, რადგან უნივერსიტეტი, როგორც ერთხელ ლექტორმა მითხრა საკუთარ თავზე მუშაობაში გეხმარება, ეს სკოლა არაა სადაც დაგიჯდებიან და ყველაფერს დეტალებში აგიხსნიან, მე კიდე ეგეთი ვარ, თუ წვრილმანი რამ ვერ გავიგე - დამთვარებულია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.