ყველას
ყოველი დღე რაღაცას გვიმზადებს, ყოველი დღე ღვთის საჩუქარია და უნდა გავუფრთხილდეთ უნდა შევიყვაროთ (ვგრძნობ ათას სისულელეს დავწერ ეხლა, ყოველთვის სხვაგან ვწერდი მერე აქ გადმომქონდა მაგრამ დღეს აქ) აქ რატომ ვარ და რატომ ვწერ? არავის არაფერს არ ვუმტკიცებ არც შენ ვიცი რომ წაიკითხავ, თავის გადასარჩენად ან ვინმეს დასავიწყებლად არც მაგიტომ. ვწერ ყველას საერთოდ. ორ ანგელოზს ვისაც დაუფიქრებლად მივცემ სულს და გულს, მათი სიტყვით, სურვილით ათასჯერ გავივლი, რომ ბედნიერები იყვნენ და სხვა რამეზე ფიქრის დრო არ დარჩეთ სანამ გაიზრდებიან, მერე კი არ ვიცი?! ბევრი რამის ახსნა მომიწევს მათთვის. ეხლა კი ვთხოვ, რომ პატიების უნარი ქონდეთ აპატიონ ადამიანებს, ეს ისეთი ამაღელვებელია ვიცი! მაშინ თავს ადამიანად ვგრძნობდი როცა ვპატიობდი ვიცოდი ყველას არ შესწევს ამის უნარი მაგრამ მერე მტკიოდა, ეხლა კი მივხვდი თუ აპატიე გული აღარ დაგწყდეს შემდეგ თუ ისევ პატიება გთხოვა უბრალოდ არავინ დაარწმუნო იმაში, რომ ყოველთვის აპატიებ ზოგჯერ აუცილებელია იცოდენ ადამიანებმა და ეშინოდეთ თავისი ნაბიჯებით, რომ დაგგკარგავენ.არაფერი არ მაშნინებს იმაზე მეტად , რომ თქვენ ორს არ გიმსახურებთ, პატარა არ ვარ მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ბავშვიით ვიქცევი, რამდენ რამეს გავუძელი რამდენი რამე ვნახე და გავიგონე მაგრამ ეს სიტყვები, ეს სიტყვები ისე ღრმად მომედო, რომ მაშინებს კიდეც, როდესაც გაგიცანით დაგინახეთ პირველად მაშინ ვიყავი ყველაზე ძლიერი და ამაყი. თედო გიყურებ და ჩემი პატარაობა ხარ სულ ჩემი თავი მახსენდება და ღმერთს ვთხოვ ძლიერი იყო მომავალში გაიზარდო და ადამიანად შედგე, რატი -იცი პირველად მე და ექიმმა გნახეთ სულ პირველები ვიყავით როდესაც გაჩნდი იქ ვიყავი მამა და გიყურებდი შენი პირველი ტირილი მე გავიგონე მაშინ ფეხზე ვიდექი მეთქი ვერ გეტყვი მაშინ გიყურებდი და ზეცაზე მაღლა ვიდექი. გული არ გაიტეხოთ ძმები იყავით და ერთად დაუდექით ყველა გამოწვევას, ბევრი სადარდებელი გაგიჩინეთ სამომავლოდ ცხოვრებაში ამას ვნანობ მხოლოდ! თქვენ ორნი ბრძოლისთვის გაჩნდით თქვენ ორნი თქვენი სულიერი სიმშვიდისათვის ყველაფერი გააკეთეთ!ღმერთი ყოველთვის გვაძლევს არჩევან და ამ დროს ჩვენი ვალია იმ გზით ვიაროთ რომელიც გაცილებით მტკივნეულია გასავლელად რომელსაც სიკეთე ქვია. ეს გზა აირჩიეთ და თქვენ ღმერთან და თქვენ თავთან ყოველთვის მართლები იყავი. დედიკო დე შენი პატარა ბიჭი ვიქნები ყოველთვის ვიცი, ერთად ერთი რამ ევალება ადამიან ცხოვრებაში დედა ყავდეს ბედნიერი ეს არა რთული მათ ხომ ერთი ჩახუტებაც ყოფნით შვილთან. რამდენი განსაცდელი მოგივლინა ჩემმა ბედისწერამ რომელიც ყოველთვის შენიც იყო და იქნება ვიცი. მიყურებ და ჩემი ტანჯვა და ტკივილი გაგიათმაგებია გულში, ვერაფერს მეუბნები მაგრმ შენი თვალები, შენს თავლებს ვუყურებ და ვხდები რა ღმად განიცდი ამ ყველაფერს უთქმელად მეუბნები და მაძლევ ძალას რომ ყველა განსაცდელს გადავიტან და დადგება დრო ბედნიერების უბრალოდ უნდა დავინახო, შენ მთელი არსებით გინდა რომ ისევ ის ბიჭი ვიყო ვისაც უბრალოდ უხაროდა ცხოვრება და ყოველ დღე სახში მოიჩქაროდა. შენთვის დე შენთვის ყოველდღე მოვდივარ სახში და ერთ დღესაც მოვალ ისეთი შენ რომ ელოდები. ვზივარ და ვფიქრობ შენ რა მოგწერო ვერ გაგიძულებ არ შემიძლია მაგრამ ის აღარ ვიქნები ვეღარ! მე ხომ ასე უთქმელად ავიღე და ჩაგაბარე ჩემი სული და გული ვფიქრობ და ვერ გამიგია ეს განსაცდელი რატომ მოგვივლინა ღმერთმა ვეცადე იცი, რომ ვეცადე მზად ვიყავი ბევრჯერ სიყვარულის გარეშე მეცხოვრა მაგრამ მივხვდი , შეცდომას ვუშვებდი. სიყვარულის გარეშე ვის წარმოგიდგენიათ სიცოცხლე? -ეჰ ამ ყველაფრის შემდეგ ვიცი, რომ იტყვით ეს იმიტომ მოხდა რომ დავიწყება გინდოდა ამ ყვცელაფრისო. დიდხანს ვგრზნობდი რომ აღარ შემეძლო სიყვარული უბრალოდ არას ვეუბნებოდი ჩემს თავს და არც გამიხედია არავისთვის, მაგრამ მაინც ამ ყველაფერს შემდეგ მაინც მოხდა და ნუ გეგონებათ გთხოვთ, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად ვიყენებ ვინმეს –განა სიყვარული რამეს გვეკითხება ან დროს გვაძლევს მოსაფიქრებლად არა, მაშინ არაფერზე აღარ ფიქრობ ვინაა? რაა? რატომაა? არა საერთოდ არაფერს. ალბათ ზოგს შეუძლია, მაგრამ მე არა არ ველოდი და თუ მოვიდა ესეიგი ასე იყო საჭირო არაფერი არ ხდება ისე მიუხედაად იმისა, რომ ბევრი დამთხვევაა. უბრალოდ შემიყვარდა მაშინ არარფერზე არ მიფიქრია ისე მოხდა, დღეს კი შეყვარებული ვარ ისევ, სიყვარული რამის მოლოდინის გარეშე გაგიგიათ? მეც ველი რათქმაუნდა ველი რომ ბედნიერი იქნება ვეცდები, რომ ბედნიერი იყოს სულ ერთია ვისთან ან როგორ ( იმას არ ვამბობს, რომ არ შემიძლია გავაბედნიერო) არვინ არავისთან არაფრით ვალდებული არაა! მე თუ რამე ვაკეთებ თუნდაც გზაზე მანქანით მიმავალს ვინმეს გზას ვუთმობდე, ამას იმიტომ არ ვაკეთებ რომ ის დამიმახსოვრებს და მეც დამითმობს შემდეგში არა, ამას იმიტომ ვაკეთებ რომ თუ არ იტყვის თუ არ დამისიგნალებს გულში მაინც კარგს გაიფიქრებს წამიერად, დარწმუნებული ვარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.