შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ადვილად შეუძლიათ პატიება


18-04-2017, 10:43
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 660

როგორ გგონიათ, პატიების უნარი ნიჭია თუ გარკვეული ხასიათის თვისება, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად გამომუშავდება ადამიანში? ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველაზე მეტი დოზით მიტევების უნარი ზოდიაქოს სამ ნიშანს აქვს განვითარებული. წარმოგიდგენთ მათ:


მშვილდოსანი – პლანეტა იუპიტერი, რომელიც ზოდიაქო ამ ნიშანს მართავს, მასშტაბებისა და გაფართოების პლანეტაა. ამიტომ იუპიტერიანულ ბუნებას არასოდეს ესმის მეწვრილმანეობისა და ბოღმის არსი. ჭეშმარიტი მშვილდოსნებიც როგორც წესი ნებისმიერ კონფლიქტს მასშტაბურ ხედვას უპირისპირებენ და იშვიათად იბოღმებიან ვინმეზე. მშვილდოსანი ფიცხია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ვინმე უდანაშაულოდ სდებს ბრალს რამეში არ უსინდისოდ ცდილობს მის მოტყუებას. მაგრამ ხანგრძლივი ვადით წყენის გულში ჩადება, თითქმის არც ერთ მათგანს არ ახასიათებს. დიდსულოვნება მშვილდოსნის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსებაა!

მერწყული – ტიპური მერწყული კოსმოპოლიტური აზროვნებითა და ჰუმანიზმით გამოირჩევა. მერწყულის ფსიქოლოგიაში აგრესია და კონფლიქტები არ შედის. ამიტომ ეს ხალხი ძალზე იშვიათად ჰყვება ვინმეს ჩხუბსა და კამათში. მერწყულების უმეტესობას მშვიდობიანი მოლაპარაკებით ურჩევნია ნებისმიერი დაძაბულობის განეიტრალება, ამასთან ერთად ბევრ მათგანს გააჩნია უნიკალური უნარი – დამამშვიდებლად იმოქმედოს გაღიზიანებულ, ანერვიულებულ ხალხზე. სწორედ ამ ნიჭის წყალობით ახერხებენ ისინი არამხოლოდ თავად აარიდონ თავი აგრესიულ დაპირისპირებას, არამედ მოპაექრე მხარეებიც დააშოშმინონ და შეარიგონ.

თევზები – თანდაყოლილი სირბილე, ჰუმანიზმი და თანაგრძნობის საოცარი უნარია მიზეზი იმისა, რომ თევზების ნიშნით დაბადებულ ხალხს არასოდეს გააჩნია აგრესიული დამოკიდებულება ვინმეს მიმართ. მათი უმეტესობა ხშირად აბსურდულობამდე მიმტევებელი და მიამიტია. ტიპურ თევზს არ აქვს ამბიცია ვინმეს ეუფროსოს, თავი გადაამეტოს და დაჩაგროს რაიმე კუთხით. შესაბამისად, აგრესიული ადამიანების თავდასხმას ისინი თევზური პოზით, მშვიდი გამომეტყველებითა და აუღელვებელი საქციელით პასუხობენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent