შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბუ


17-09-2021, 20:47
ავტორი Acm123
ნანახია 1 044

ყავა + კლავიატურა
წინასწარ ვერასდროს ვფიქრობ რა დავწერო.
უბრალოდ მინდა ვთქვა, აქ მაინც ,,მიყვარხარ,, ისე მენატრება ამ სიტყვის თქმა ალბათ დამავიწყდა კიდეც როგორ უნდა თქვა.
ვიცი ბევრი რამის გამო არ ღირს ჩემი შეყვარება მაგრამ... მესმის განა სიყვარულს მოთხოვ ვინმეს, არა ეს ხომ სისულელე იქნებოდა?! ვგრძნობ ისეთი ბანალური ვარ, ამას ვხედავ ყველა სიტყვაში რასაც ვწერ მაგრამ აღარ მაინტერესებს იმიტომ ვწერ, რომ მინდა ვთქვა, აქ მაინც ,,მიყვარხარ,,. ვიცი დღე არ გავა არც ერთი შენთან შეხვედრას რომ არ დაველოდო, შენი ხმის გაგონებაზე, რომ არ ვიოცნებო. ერთი ღიმილით მოსალმება და მერე წადიო მითხარი საკმარისია ჩემთვის განა ბევრს ვითხოვ, შენ ვერასდროს მოგთხოვ ვერაფერს, ყველაფრისთვის მზად ვარ შენთვის ნებისმიერ ცვლილებას შევიტან ჩემში, იმისთვისაც მზად ვარ, რომ უბრალოდ წახვიდე და იყო ბედნიერი მე შემიყვარდი იმიტომ, რომ ბედნიერი იყო! შეგიყვარე ისეთი როგორიც ხარ და მზად ვარ ყველაფრისათვის.
ერთ ადამიანს ვიცნობდი ისე ვიზრდებოდი, რომ მის ყველა სიტყვას ვიმახსოვრებდი მეამაყება, რომ ხელში აყვანილი დავყავდი პატარაობისას და ყველაფერს ირგვლივ რაც კი ხდებოდა ყველაფერს მიხსნიდა, მასწავლიდა ცხოვრებას, განსაკუთრებით და ხასგასმით მიხსნიდა როგორ უნდა მოვქცეულიყავი მანდილოსნებთან აზრი არ ქონდა ვინ იქნებოდა დედა, ცოლი, და, მეზობელი თუ უბრალოდ გამვლელი ქუჩაში არასდროს აუარო ქუჩაში შემხვედრ ქალს მარცხენა მხარიდანო, სიმართლე ვთქვა არვიცი რატომ მაგრამ არასდროს მას შემდეგ არ ამივლია მარცხენა მხრიდან ქალისთვის. მიყვებოდა თუ როგორ შეუყვარდა პირველად ბავშვობაში ღიმილით მიყვებოდა როგორ დარბოდა სოფლის ორ ღობეში უმისამართოდ, ასევე მან შეამჩნია პირველად ბავშვი ვიყავი ლექსებს რომ ვწერდი ვცდილობდი, შენს გულში რაღაც კარგი ამბავიაო ისევ ღიმილით მითხრა და რომ წაიკითხა ისევ ღიმილით წერე, წერე ოღონდ ჯერ ნუ წაუკითხავო. –ეჰ როგორ მაკლიხარ ბაბუ, რომ იცოდე შენი დარიგება, შენი რჩევა ვიცი ერთი სიტყვით შეძლებდი ჩემს დახმარებას. ეხლა კი ვეძებ გზებს ასე რთულია ვიცი ნახო ჭეშმარიტება და ვიპოვი ვიცი სულ მაგას მეუბნებოდი ბაბუ ადამიანი იყავი და გზას ნუ გადაუხვევო, ვცდილობდ ისე ვიცხოვრო როგორც შენ მასწავლე იმედია გამომდის დრო მოვა მაგის რომ ერთად კიდევ დავსხდეთ და ვისაუბროთ, რამდენი რამე მექნება მოსაყოლი და ვიცი იმას მეტყვი ღიმილით გიყურებდი ბაბუ არაფერი მომატყუოო.
შემიყვარდა ისევ მაგრამ ლექსებს ვეღარ ვწერ ბაბუ უფრო ჩანახატებს ვაკეთებ, ეხლაც მაგას მეტყვი ხომ? –ჯერ ნუ წააკითხებო. იცი ბაბუ რამდენი ხანი არ მითქვამს ეს სიტყვა ისე გულწრფელად ისე გულახდილად როგორც ახლა ,,მიყვარხარ,, ალბათ მეც დავიწყებ ორ ღობეში ბავშვივით სირბილს.
პ.ს. გთხოვ აქ ნუ გამიბრაზდები




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent