შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ŇiĝhţMàré


23-09-2021, 00:50
ავტორი Chocolate from White Hell
ნანახია 839

კოშმარები, პატარაობიდან მაწუხებდა. ღამით დაძინება, ისე მეშინოდა ხოლმე, ვათენებდი და დღეებს ისე ვატარებდი, არ მეძინა. ამის გამო, შემექმნა კონცენტრაციის პრობლემები, დეპრესია იწყებდა ხოლმე წყლის ზედაპირზე ამოსვლას და ვატყობდი, რომ ჰალუცინაციებიც ემატებოდა ყოველივეს. მაშინებდა ეს ფაქტორები, მაგრამ ისე, რომ ვინმესთვის მეთქვა და უბრალოდ დავლაპარაკებოდი, რათა სრულიად არ გადავსულიყავი ჭკუიდან, არ შემეძლო.
ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ბოლო დროს, ერთსა და იმავე სიზმარს ვხედავდი, თუ წამით მაინც ჩამეძინებოდა.

***
...ღამის წყვდიადის სიჩუმეს, პატარა საძინებლის ღია კარებიდან გამოსული, ქალის ყრუ კივილი არღვევდა. რა თქმა უნდა, მე იმ ხმისკენ მივდიოდი და ვხედავდი საშინელ და შემზარავ სურათს...ქალს ორივე ხელზე კათეტერი ჰქონდა და რაღაც სითხე შეჰყავდათ მის სხეულში. მისი სხეული, შიშისგან და მოზღვავებული ადრენალინისგან, სულ ცვრიანი იყო. ვხედავდი, თუ როგორ ნელა და ზანტად მოუყვებოდ ოფლის ბურთულები დაძარღვულ საფეთქლებს და სადღაც სივრცეში იკარგებოდა.
პერიოდულად, ისევ ყრუ კივილი ისმოდა ღამის სამარისებურ სიჩუმეში, რომელიც სავარაუდოდ, ტკივილისგან იყო გამოწვეული. ყველა სხეულის ნაწილი, ისე ეკლაკნებოდა, როგორც გველის სხეული.
კადრი ახლოვდებოდა მომენტებში და კარგად რომ ვაკვირდებოდი, სილურჯეებსაც ვხედავდი. სისხლჩაქცევებიც ჰქონდა ფეხებზე.
წამების შემდეგ, ყოველგვარი ხმა წყდებოდა და ქალის სხეულიც, სრულ სიმშვიდეში იძირებოდა.

იქვე, ახლოს, ერთ ბნელ კუთხეში, სადაც მთვარის შუქი ვერ აღწევდა, ვხედავდი ლანდს, რომელიც სისხლისფრად ელვარებდა და ქსოვდა...იმ დანაწევრებულ სხეულს ქსოვდა, რომელიც ქალს ეკუთვნოდა.
შიშისგან ვკანკალებდი. თვალებს ვხუჭავდი და იმ იმედით ვახელდი, რომ ეს სიზმარი იქნებოდა და მალე გამეღვიძებოდა, მაგრამ თითქოს, ვიღაც განზრახ არ მაძლევდა გაღვიძების ნებას, სანამ თავისი თამაშის საბოლოო ნოტს არ დაუკრავდა და ბოლომდე არ წაიღებდა ჩემგან იმ უკანასკნელ სასიცოცხლო ძალას, რაც გამაჩნდა.
მინდოდა შველა მეთხოვა, მაგრამ ყელში უზარმაზარი ბურთი, საშუალებას არ მაძლევდა.

ბოლოს, რაღაც ძალას მივყავდი საწოლამდე და პანიკები მეწყებოდა, როდესაც საკუთარ სხეულს ვუყურებდი. შორიდან მიჭირდა ცნობა, ისეთი დანაწევრებული იყო. ყველა ტკივილი ეტყობოდა სახეზე, ყველა ცრემლი და ტანჯვა, თითქოს ერთ ადგილას იყრიდა თავს, რადგან სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდა.
ვცდილობდი წამოსვლას, თუმცა სხეული მეყინებოდა. ნაბიჯის გადადგმას ვლამობდი, მაგრამ ისევ უმოქმედობა მიპყრობდა.
ვერ ვმოძრაობდი, სული მეხუთებოდა და უჰაერობას, სადღაც უსასრულობაში მივყავდი. ვიხრჩობოდი.
ყოველ ჯერზე, ვცდილობდი, რომ დამეთვალა. მშვიდად და აუჩქარებლად ვითვილიდი, მიუხედავად გაუსაძლისი ტკივილისა, რომელიც ნელ-ნელა უკან იწყებდა ბრუნდებოდა
...1...2...3...
ვგრძნობდი სიცივეს, აუტანელი სიცხის ნაცვლად. ვხედავდი სინათლეს, უკუნითი სიბნელის მაგივრად...

***
თვალებს ვახელ და ისევ საწოლში ვარ. ფანჯრიდან ნელი სიო სახეზე მელამუნება და დაცვარულ კანს მიყინავს.

შემდეგ რა არის?
შემდეგ, ყველა ფრაგმენტი წყვდიადს ერევა. რჩება შიში, რომელიც არსად აპირებს წასვლას და მაიძულებს, რომ მასთან ერთად ვიცხოვრო.
შემიძლია თუ არა, რომ შევეწინააღმდეგო? არა. ჩემი ფსიქიკა, იმაზე სუსტი და უძლურია, ვიდრე წარმოიდგენთ. მას უყვარს სიურპრიზები და ელის, თუ როდის წავალ ძილის საუფლოში, რათა ისევ ითამაშოს და გაერთოს ჩემი სულის წამებით.








ჰეჰეეეე:დდდდ სალამიი, ხალხოოო...როგორ ხაართ?:დდდ კარრგად?:დდდ კარგია, მიხარია.
ცუდად?? კარგად უნდა იყოთ მტრის ჯინაზე.
მოველ, ისევვვვ.(არა ბიჭოს ახლა მოწკოვებს დევეკითხებოდი).
ანუ, კი მოვედი, მაგრამ მგონი ცოტა ძაააალიან სხვა რაღაცა მოგოტანეთ.
ჩემი ზოგადი რამეებისგან განსხვავდება და რა ვიცი..იქნებ არც არის კარგი?!:დდდ თუმცა იმიტომ დავწერე, რომ თქვენ გადაწყვიტოთ.

გელიით, გელით, მოგელიიით....:დდდდ
პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...))



№1 სტუმარი სტუმარი Life is beautiful

ვაი , შემთხვევით დავაჰაჰავე , ბოდიში...
იცი?!
ძალიან მომეწონა, სიზმრის მისტიკა. შესავალიც ინტრიგული იყო, ვერ დავმალავ.
მაგრამ დასასრული უფრო სხვაგვარად წარმომედგინა.
ეს სიზმარი, რომ გამართლებულიყო ან რამე მსგავსი ძლიერ ემოციებს გამოიწვევდა , ეხლა კი მგონია , რომ ფსიქოლოგთან ვიყავი და სიზმარი მოვუყევი. ძალიან რთული სიზმრები მაქვს, საკმაოდ აზრიანი და ხელშესახები , ხოდა აღარ ვრეაგირებდი , მაგრამ ერთ დღეს , მწარედ , რომ ამიხდა , იმის მერე პანიკაში ვარ...
თუ ამას, გაგრძელება ექნება, დიდი ინტერესით წავიკითხავ. მე ვფიქრობ, გაგრძელება იქნება და არ დასრულებულა ყველაფერი ამით.
)))
ჰე ეხლა , დამაინტრიგებელი მითხარი რამე, რომ მოვეწებო თვალებით , ულტრა დსუპერ...(სახელი სულ მავიწწყდება. :დ)
ეკრანს....
გამომინათეთქო ვერ ვიტყვი, უფრო ჩამიბნელე . :დ
(სიზმრებს ისე ვებრძოდი და ახლა აქაც? რას მიკეთებბბბბბ? :დდდდდ)
მოკლედ ველი გაგრძელებას... )))
იქნებ , კარგი ისტორიაც დაგეწერა?

 


№2  offline წევრი Chocolate from White Hell

სტუმარი Life is beautiful
ვაი , შემთხვევით დავაჰაჰავე , ბოდიში...
იცი?!
ძალიან მომეწონა, სიზმრის მისტიკა. შესავალიც ინტრიგული იყო, ვერ დავმალავ.
მაგრამ დასასრული უფრო სხვაგვარად წარმომედგინა.
ეს სიზმარი, რომ გამართლებულიყო ან რამე მსგავსი ძლიერ ემოციებს გამოიწვევდა , ეხლა კი მგონია , რომ ფსიქოლოგთან ვიყავი და სიზმარი მოვუყევი. ძალიან რთული სიზმრები მაქვს, საკმაოდ აზრიანი და ხელშესახები , ხოდა აღარ ვრეაგირებდი , მაგრამ ერთ დღეს , მწარედ , რომ ამიხდა , იმის მერე პანიკაში ვარ...
თუ ამას, გაგრძელება ექნება, დიდი ინტერესით წავიკითხავ. მე ვფიქრობ, გაგრძელება იქნება და არ დასრულებულა ყველაფერი ამით.
)))
ჰე ეხლა , დამაინტრიგებელი მითხარი რამე, რომ მოვეწებო თვალებით , ულტრა დსუპერ...(სახელი სულ მავიწწყდება. :დ)
ეკრანს....
გამომინათეთქო ვერ ვიტყვი, უფრო ჩამიბნელე . :დ
(სიზმრებს ისე ვებრძოდი და ახლა აქაც? რას მიკეთებბბბბბ? :დდდდდ)
მოკლედ ველი გაგრძელებას... )))
იქნებ , კარგი ისტორიაც დაგეწერა?

:დდდდდ ნუ, სიმართლე რომ გითხრა, გაგრძელება იდეაში კი არა, ფიქრშიც არ გამივლია. რატომღაც გადავწყვიტე, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო. ანუ, დაწყებულიყო და იქვე დასრულებულიყო. ლოგიკური გაგრძელების პოვნა შეიძლება, მაგრამ იცი ეა ვიფიქრე ახლა? შეიძლება გადაიტვირთოს და აღარ იყოს მარიალიანი...რიავიცი..უფრო კაათ დავფიქრდები:დდდ
ვაიჰ და ბოდიში:დდდდ აქაც სიზმრები გათხლიშე უნამუსოდ...ვითომ ახლა შენი არ გეყოფოდა...
და მაინც, გაგრძელებას რომ ელი და შენს თავს უჩალიჩებ, გული მიწვრილდება:დდდდ

იმედი მაქვს, რამეს ვიზამ, თუმცა აქვე დავტიებ პაწუკა ინტრიგას, რომ ახალ, ღუნღულა და მსუყე ისტორიაზე ვარ ორიენტირებული:დდდდ

აგე, შენი ინტრიგაც:დდდდ
მოკლედსთ, ან ამით მოვალ ისევ და ან კიდევ ახალი ისტორიის ახალი თავით:დდდდ
❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent