შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აჩრდილი ქაოსურ უფერულობაში


23-09-2021, 20:08
ავტორი სიფერადე
ნანახია 809

სხეული დაუსუსტდა,ხელები უთრთის,ყველა ფერი წაიშალა,დროება შეიცვალა. დარჩა მხოლოდ მოგონებები და სინანული. ეჰ, სინანული... სწორედ ის,რომელსაც შიში იწვევს.
სიცივეა,სუსხია. მისი უსიცოცხლო სხეული ფანჯრის პირდაპირ დევს და კვლავ იხსენებს იმ ფიქრებს, იმ შეცდომებს...
მთელ ქუჩაზე სიმარტოვე სუფევს. მისნაირი,ღვთისგან მიტოვებული, აქ ძალიან ბევრია. წვიმას უხერხულობა სულაც არ ადარდებს. ის არღვევს სიჩუმეს და ანაყოფიერებს დედა-ბუნებას. ოთახში მყოფის ყურადღებას სასიამოვნო ხმაური იქცევს. თურმე, სახურავი სიცოცხლის წყაროს კენწლავს და მას მცენარეებს ნაწილობრივ სჩუქნის. ცოტას თავისთვისაც იტოვებს. ნამდვილად ეგოისტია. ეგოისტი იმიტომ,რომ მისთვის ელექ ჭეშმარიტად უსარგებლოა. კვლავ შხაპუნებს. უსმენს, ბნელდება, გული უჩქარდება, ჩნდება ქაოსი. გონება ეძებს იმ განსაკუთრებულს, იმ საოცარს... შემდეგ ურცხვად პოულობს. ის იღებს ფირს, სულს უბერავს, დამალულს ააშკარავებს... ნელ-ნელა ჩნდება ფერები, ჩრდილები, მივიწყებული სურვილები...
23 ივლისი, საღამოს ჟამი.
ზის და ფიქრობს... ემოციების ზღვა დარბის სხეულში, წამოხტა, პროტესტს გრძნობს. არ იცის, მართლა ვერ წყვეტს... აჰ, აზრებიც კი დასცინიან. ვერ ბედავს, გულს ვერ დასწყვეტს ერთადერთ მშობელს-მართას. ფიქრს უფანტავს უეცარი მელოდია. ყველა კუნთი უცოცხლდება, იღვიძებს,სისხლი უჩქარდება. გული მეასედ იმეორებს ერთსა და იმავეს:
-ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა; ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა...
უეცრად ყვირის გონება:
-გთხოვ, გაჩერდი! უნდა, მაგრამ ვერ ბედავს.
მტკივნეულად შეწყდა ხმაური. წამებში ღამეც გაილია, გათეთრდა არე-მარე. საბოლოოდ გადაწყვიტა:
-ცეკვას სახლშიც მოვახერხებ.
აირჩია იურიდიული. დაბნელდა და არასასურველი ქაოსიც ჩაცხრა.
8 დეკემბერი, თსუ-ს პირველი კორპუსი, მოჟამული ამინდი, ყინულის ხელებში კონსპექტები, სხეულის ცახცახი. უცბად გაიფიქრა, აქ რას ვაკეთებ? ეს ხომ ჩემი არაა, ნუთუ ეს მინდოდა? მკითხველო, სამწუხაროდ, ეს წამიერი აზრი გახლავთ. მან დიდი ხანია ხელი ჩაიქნია საკუთარ თავზე. ის იმდენად შეეჩვია "ყოველ დღეს", ახლა ვეღარ მიიღებდა რადიკალურ გადაწყვეტილებას. ან რა უნდა ეთქვა?! ნამდვილად ვერ იტყოდა ქორეოგრაფიულზე გადავაბარებო, მე-4 კურსზე ამას ვერ იკადრებდა.
28 დეკემბერი, სახლი, სითბო, უსიყვარულო საქმე...
ზარი ტელეფონზე... გოგონას გაოცებული, ტკივილნარევი სახე და უეცარი სიტყვები:
-კარგი,ნიტა,რა თქმა უნდა,მოვალ.
შემდეგ? შემდეგ ტირილი, სინანული. სოლო კონცერტზე ნიტა ოსურის სოლოს ცეკვავდა ჯაბასთან ერთად. მის საოცნებოს. ამ წმინდას, ამ ემოციურს.
მივიდა? კი. კულისებში ვერ შევიდა. იცოდა,ვერ გაუძლებდა. იჯდა დარბაზში და სახე გაუაზრებლად უსველდებოდა. კადრები და სილუეტები ერთმანეთის მიყოლებით იცვლებოდნენ...
2 იანვარი, უხასიათობა. წინა დღეს მან სული დაკარგა. ახლაც ვერ გაბედა. ვერ ანერვიულა.
მრავალჯერ დასცვივდა ხეებს ფოთლები, მრავალჯერ გაიხარა უმანკო იამ. დრო გადიოდა,არაფერი იცვლებოდა, არაფერი ახარებდა. დარბოდა სასამართლოში, კლიენტებს ახარებდა. სიცარიელე კი მას არასდროს ტოვებდა.
სიყვარული? კი, ერთხელ და ჭეშმარიტად. მაგრამ არ გამოვიდა. თურმე, არასწორად შეურჩევია. მოცეკვავე გახლდათ ჯაბა. ისევ გაჩუმდა და ხმა საერთოდ ჩაუწყდა. არავის იკარებდა, არავინ უნდოდა.
29 წელი, შეეშინდა. სიმარტოვის, "უშუქობის". როგორც გაჰყვა არასასურველს, ისევე გაშორდა არასასურველს. დაუფიქრებლად.
20 ოქტომბერი, ვიწრო ქუჩა. ფოთლებს შეჯიბრი მოუწყვიათ უნიკარულობის გამოსავლენად. ხელში ფურცლები, ჯიბეში ზარები, ზურგიდან ყვირილი. გაჩერდა, მიტრიალდა, მოისმინა და სასოწარკვეთილმა სიბნელე დაინახა. გაფითრდა, ვერ დაიჯერა. გაფრინდა? სიყვარულიც დაკარგა.
უცნაური კადრები...
დაკარგული ფერები...
განსხვავებული სიზმრები...
სხეულმა უარყო ერთადერთი ხსნა, რაც გულზე მალამოდ ედებოდა და რეალობას მწარედ შეეხეთქა. დილის სუსხი და სიცივე ხასიათს კიდევ უფრო უმძიმებდა. ყველაფერი ერთბაშად იგრძნო: სიცივე, სიმარტოვე, სიცარიელე, ემოციების ქარიშხალი, ფიზიკური და შინაგანი ტკივილი, გაურკვევლობა და სინანული. მოხუცმა საათს გახედა, რომელიც დილის ხუთს აჩვენებდა. ფანჯრის დაორთქლილი მინის მიღმა ღამის მწუხრი მოჩანდა. ჩასძინებია... ვიწრო ოთახს სანთლის შუქი აფერადებდა და ყველაფერს ათვალსაჩინოებდა. ხანდაზმულმა თვალი მოავლო სურათებს, წერილებს, ნივთებს,რომლებიც მასში არაფერს აღძრავდნენ. ეტკინა. გული შეეკუმშა. ჩაილაპარაკა:
-ნეტა გამებედა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent