წერილი #1
ავტორი: Just ME ) You know ეძღვნება იმ ერთადერთს თავი იმ დონეზე შემაძულა, რომ ასჯერ მეტად შემიყვარდა... აჰამ. გიხარია კიდევაც? გიხარია, რომ იძულებული გამხადე შენგან წამოვსულიყავი. გიხარია, რომ სიყვარული არ შეგიძლია?! იქნებ არც გიხარია, მაგრამ სიამაყე არ გაძლევს საშუალებას, რომ ეს გამოთქვა. მითხრა, რომ დავბრუნდე... სადაც სიამაყეა იქ სიყვარულს რა უნდა... როდესაც ადრე გიყურებდი შენში რაღაცას ვხედავდი. რაღაც განსხვავებულს სხვებისგან. ვხედავდი სიმართლეს, სიყვარულს, სიკეთეს, გულწრფელობას ვხედავდი შენს თვალებში. შენ „ანათებდი“. შენი სიკარგით ანათებდი. შენი სიყვარულით ანათებდი. შენი თვალები... ჰო, თვალები... ეს რაღაც სხვა იყო. ამბობენ, რომ თვალები არ ტყუიან... და თუ ეს სიმართლეა, ესე იგი საკმარისად კარგად ვერ ჩავიხედე შენს თვალებში, როცა მეუბნებოდი, რომ გიყვარდი და შენთვის მნიშვნელოვანი ვიყავი. რაღა აზრი აქვს ახლა ამ სიტყვებს? ალბათ, ვერასოდეს ვერ ნახავ... ან თუ ნახავ, იფიქრებ, რომ ვიღაცამ დაწერა ვიღაცისთვის. ხოლო როცა ამ ფრაზამდე მოხვალ, გაგახსენდება, როგორ გიწერდი წერილებს და გეუბნებოდი რომ დიახ, ეს სწორედ შენზე იყო. ახლაც ასე... კი, სწორედ მიხვდი, ეს შენზეა და დიახ, ეს მე ვარ. კიდევ კარგი, რომ მიცანი. გახსოვს? ერთხელ გითხარი, რომ შენს სახლში რაღაც დავმალე... ის, რაც განუგეშებდა, როდესაც თავს მარტოდ იგრძნობდი. უხეშად რომ ითქვას, წინასწარ გავთვალე, რომ მალე შენ და მე „ჩვენ“ აღარ ვიქნებოდით, შენ კი ვერავინ გეტყვის ისე „რა გჭირს? მოდი ერთად გადავლახოთ“-ს როგორც ამას მე ვაკეთებდი. როგორ? როგორ და წრფელად, ნამდვილად, სიყვარულით გეუბნებოდი. გეუბნებოდი ისე, რომ მხოლოდ შენზე ვფიქრობდი. ასეთი სიყვარულით ნეტავ ვის უყვარხარ კიდევ? გიყურებდი და ამით ვცოცხლობდი, გესმის? ყველაფერს ვაკეთებდი, ყველა სიგიჟეს, ყველა სისულელეს და ყველაფერ შეუძლებელს შენთვის. შენთვის მთების გადადგმაზე ბევრი გამიკეთებია, მე ჩემი თავი შევცვალე. როდესაც იგივე გთხოვე, რომ ჩემთვის რაღაც დაგეთმო, შენ მითხარი, რომ „ასეთი იყავი“ და... იცი როდის მივხვდი, რომ შენთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ ვიყავი, როგორც შენ ხარ ჩემთვის? როდესაც პირველი კამათისას გაიქეცი და მიუხედავად ბევრი ძახილისა არ შემოტრიალდი, სანამ არ დაგეწიე სირბილით და აქეთ ბოდიში არ მოგიხადე. ამას ვინ გააკეთებს შენთვის? აქეთ გარბიან შენგან, პატარა რაღაც რომ არ მოეწონებათ... ბოლოს როდესაც თვალებში შემომხედე და მიპასუხე, რომ ყველაფერი კარგად იყო, მაშინ მივხვდი, რომ სამუდამოდ დაგკარგე. და ახლა რა არის? გგონია გადაგყვები? გგონია შენით და შენი დაკარგვის სინანულით ან რაიმე მსგავსით ვიცხოვრებ? გგონია ვინანებ რამეს? გგონია უმეგობროდ დავრჩები? ან რამე მსგავსი აზრად გაივლე? დიდი ბოდიში, შენ უკვე აღარაფერი აღარ ხარ ჩემთვის. სასაცილოა, მიუხედავად ამისა, მე მაინც ვწერ ამ წერილს. მე შენ ჩემს თავზე მეტად შეგიყვარე და სანაცვლოდ არაფერს არ გთხოვდი, გარდა ცოტაოდენი ყურადღებისა და სიყვარულისა... მატკინე. მაგრამ გახსოვდეს, როდესაც შენ გაგიცანი, პირველად ის გაიგე ჩემზე, რომ ისეთი ადამიანი მყავს დაკარგული, რომელიც შენზე ბევრად ძვირფასი იყო ჩემთვის და როდესაც საჭირო გახდა, მისი დავიწყებაც კი შევძელი, იმ დონეზე, რომ ხანდახან მისი სთორები მაწუხებს. )) მაშინ, როდესაც სულ იმის მოლოდინში ვიყავი, ურთიერთობის დასრულების შემდეგაც, რომ იქნებ რაიმე ფოტო დაედო, რომ არ დამვიწყებოდა. ესეც კი გადავიტანე და წარმოიდგინე, თუ როგორ დაგივიწყებ შენ. იცი რატომ? იმიტომ, რომ შენ დამივიწყე. დამივიწყე. ხვდები? შენ მე დამივიწყე... 15 დღე გავიდა... გასაკვირია, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვწერ ამ წერილს. დარწმუნებული ვარ ამას ვერ ნახავ... რომც ნახო, ვერ მიხვდები რომ შენზეა. რომც მიხვდე, იმ დონეზე უარვყოფ, რომ საკუთარი სიამაყის გამო დაიჯერებ... ან არ დაიჯერებ, მაგრამ ასევე საკუთარი სიმაყის გამო აღარ ჩამეძიები და მთელი ცხოვრება ის აზრი შეგჭამს, რომ იქნებ მართლა შენზე იყო ან არ იყო ეს წერილი... რომ თუ შენზეა ასეთი საშინელება გაგიკეთებია და ამხელა სიყვარული დაგიკარგავს... მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემი სიამაყისა და სიყვარულისა, მინდა იცოდე, რომ მე სულ შენთან ვარ... სწორედ იმ მინიშნებასთან ერთად, რომელიც შენს სახლში დავტოვე, რომ თავი მარტოდ მარტო არ გეგრძნო, როცა დაგტოვებდნენ და გცოდნოდა, რომ მე მიუხედავად ყველაფრისა, შენთან ვარ... იმ პატარა სათამაშოთიც შენთან ვარ, მე რომ შემოგაპარე ). მიუხედავად ჩემი ზემოთხსენებული სიტყვებისა (დიდი ბოდიში, შენ უკვე აღარაფერი აღარ ხარ ჩემთვის.) გახსოდეს, რომ ცოტა ტყუილებიც შემიძლია... და აჰა, მაინც დამძლია შენდამი სიყვარულმა... სასაცილოა. მინდა იცოდე, შენ სულ იყავი, ხარ და იქნები იმდენად მნიშვნელოვანი ჩემთვის, რაც არ უნდა გააკეთო, რომ ყველანაირი საქმის დროს ჩემს ტვინსა და გულს შენი სახელი არ შორდება. ქრები... ნელ-ნელა ჩემი თვალებიდან ქრები... მაგრამ გონება... შენ მე მომიკვდი... არ მინდა დავიჯერო, რომ წახვედი, ამიტომაც ყოველ დღე თავს ვაჯერებ, რომ მომიკვდი... და დიახ, ჩემი „შენ“ მართლა მოკვდა... ის რაც მე მეკუთვნოდა შენ მოკალი, რადგან შენ გეკუთვნოდა. როგორ უკვე გითხარი, რაც არ უნდა გააკეთო, შენ მაინც „შენ“ ხარ ჩემთვის. ჩემს თავს მირჩევნიხარ. იცი ერთ-ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ როდესაც მის ტკივილს იგრძნობ და შენც გეტკინება, აი მაშინ შეგიძლია თქვა, რომ გყვარებიაო... ახლა კი გეუბნები, ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ ახლა ალბათ პირველად და ბოლოჯერ გეუბნები ასეთი სიწრფელითა და სიმართლით, რომ მე შენ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!. როგორ მინდა ეს წაიკითხო... მაგრამ ალბათ ამდენის დაწერას ვერც გავბედავდი. მისმინე, ხელი არ ჩაიქნიო, ჩემო ლამაზო, ეს ყველაფერი ღირდა... ღამე, იმ უაზრო ღიმილისთვის ღირდა. ახლა კი, ჩემი წასვლის დროა... სამოთხემდე ჩემო დიდო პატარავ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.