შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლიმონიანი "არა" (სრულად)

2-10-2021, 16:46
ავტორი guroo
ნანახია 4 197

- ლიმონიანი ყავა უნდა დავლიო; - მითხრა და ნარცისივით ყვითელი, სქელკანიანი ლიმონი დაანაწევრა. მერე იმის შემსწრეც გავხდი, რომ დანას, რომლის განიერ ზედაპირზე საკუთარი ანარეკლი შევნიშნე, ლიმონის მჟავე წვენი ხელიდან დაუსხლტდა, წვეთებად ჩამოეღვენთა და ფერი უცვალა საჭრელ დაფას. ფერი მიიღო სისველის - უფრო მუქი და მძიმე და კონცენტრირებული, ვიდრე მშრალი დაფის ღია და მკრთალი, ძალზედ მსუბუქი ყავისფერი. თითქოს ლიმონმა გააყოლა თოვლის გუნდასავით აგორგალებული თოვლივითვე ნაზი და ამავროულად ცივი, სუსხიანი ტკივილი თავის მჟავე წვენს, დანის უხეშ შეხებისთანავე რომ გადმოუთქრიალდა დასერილი სხეულიდან.
სანახაობამ მომხიბლა და ვთხოვე ჩემთვისაც მოემზადებინა კიდევ ერთი ფინჯანი, რომ მალე არ გამქრალიყო ყავისფერის სხვადასხვა ტონალობებისა და ყვითლის შეხამება ამ რეალისტური ნატურმორტიდან.
- მჟავეა. არ მოგეწონება; - დაზარება შევატყე.
- გპირდები, რომ ბოლომდე დავლევ.
- მე იმიტომ ვსვამ, რომ წონაში დავიკლო. შენ რას მოელი?
უხვ მოლოდინთაგან რომელი ერთი მეთქვა? ან რომლის შესახებ მეკითხებოდა? ფანქრის ნათლელებივით დაქუცმაცებული, გაცრეცილი, თხელი და მჭიდროდ შეპუჭპუჭებული იყო უმეტესობა და მენანებოდა, რომ ახლა მისთვის გამეხსნა და ასეთი ქცევით დაფლეთვის პირას მიმეყვანა მათა ფარფატა სხეულები. მაგრამ მაინც ვარჩიე, ვყოფილიყავი გულწრფელი და დაუფარავად მეპასუხა, მეთქვა რა მსურდა ზუსტად ახლა.
- მინდა, შენს ცხოვრებაში ღრმად შემოვიჭრა.
ჯერ ამრეზით შემომხედა. შემდეგ გამიღიმა და კოვზი დაატრიალა ფინჯანში.
- ადამიანებთან მეტისმეტი სიახლოვე რომ არ მიყვარს?
- შეგვიძლია შორეული დავრჩეთ ერთმანეთისვის. აღმაფრთოვანებ და ჩემთვის ესეც კმარა.
- არ მინდა, გურამ.
- ყავას დავლევ და წავალ.
ლიმონიანი ყავით სავსე ფინჯანი ნიჟარაში პირქვე ჩადგა და მომიბოდიშა, რომ ჩემი წილი ყავა დაღვარა.
- რას ვიზამთ, გურამ. კარგად იყავი.
- კარგად.
სხვა გოგონებივით დაბალი თვითშეფასება რომ ჰქონოდა, ალბათ დაუფიქრებლად მომეჯაჭვებოდა.
დამარცხებული წამოვედი. ის კი ძალიან ამაღლდა.

პ.ს. ახლახანს ხმამაღლა წავუკითხე თამუნას. მითხრა, რომ პატარა ფანჯარაში გახედვას და ფანჯრის იქით არსებული სიტუაციისთვის თვალის მოკვრას ჰგავს ეს ჩანახატი.
პ.ს.ს თამუნა ჩემი დაა.
გელოდებით <3

№1  offline მოდერი guroo

მინდოდა ბევრი დამეწერა და ვერ შევძელი.

№2  offline წევრი EllaTriss

ზოგჯერ, პატარაც ძალიან დიდია.
სხვისი არ ვიცი და მე ასე მწამს.
სხვანაირად რეალურია ყველაფერი.
ლიმონის სიმჟავე ვიგრძენი.
ყველანაირად.
ბევრი ფერი არაა, თუმცა მთავარია რომ ის არის, რაც უნდა იყოს.
ყავისფერი და ყვითელი.
ლამაზია.
მართლა.
გოგონაც ლამაზია, რომლის სახელიც, რატომღაც არ გაგვანდე.
ჰო, კიდევ...
ლიმონიც ტკბება - ხოლმე.
ეს ისე, მისთვის, ვინც ამჯერად ყავის გარეშე დარჩა. ))
პ.ს კარგი იყო, შენც კარგი ხარ.
წარმატებები.

№3  offline მოდერი guroo

EllaTriss

წერა ძალიან დამქანცველია ჩემთვის. სამ საათზე მეტხანს ვწერდი ამას. ტვინი მიმეჭყლიტა კი არა, რა ვიცი, რა ჯანდაბა დამემართა.
წინადადებების უკან მრავალი ფიქრი დგას, რომელიც აღარ დავწერე. იმიტომ, რომ დამეზარა, და იმიტომაც, რომ ძალა გამომეცალა.
შეიძლება ამის ბრალია, რომ - “ზოგჯერ, პატარაც ძალიან დიდია”.
ინსპირაცია ჩემი ბიძაშვილი იყო. წონაში დასაკლებად სვამს ლიმონიან ყავას. რეალური და რეალობაში მომხდარი ფაქტი მხოლოდ ეს დეტალი იყო. სხვა ყველაფერიც რეალურია, მაგრამ ერთი განახვავებით: ისინი ჯერ არ მომხდარა.
გოგონას სახელზე არ მიფიქრია. მართლა შორეულია და იმიტომ.
წერა რომ შევწყვიტე, თავიდან ბოლომდე წავიკითხე. რა წაკითხვა ამას უნდოდა, ერთი ბეწოა. შეკრული მეჩვენა და საკმარისი, რომ მკითხველს შესძლებოდა პერსონაჟების ხასიათის ამოცნობა. თან კითხვის დროს უცნაური შეგრძნება დამეუფლა. ე.ი. გამოსაქვეყნებლად ვარგოდა.
საკუთარ ნაწერებს ყოველთვის ამ შეგრძნებით ვზომავ.
იმან, ვინც ამჯერად ყავის გარეშე დარჩა, იცის, რომ ლიმონი ტკბება და ის გოგო უყვარს.

Mariami-1
არადა, მეგონა ყავა - ლიმნით მარტო ჩემი აღმოჩენა იყო grimacing

ჩემს გარემოცვაში ბევრი მიირთმევს. დიეტურიაო, მიმტკიცებენ. დღეს მეც დავლიე და გული ამიჩქარა. უცნაური იყო.

ახლა, ალბათ, არ დაიწერება ცალკე კომენტარად, მაგრამ აქვე დავამატებ მაინც, რომ გურამი სულ არ იყო გულწრფელი მაშინ, იმის თქმის დროს. ეგრე მარტივი არ არის, რომელიმე მოლოდინი შეაფლითო სხვა ადამაინს.

№4 სტუმარი Ana-maria

ვკითხულობდი და ლიმონის გემოს ვგრძნობდი. პატარა ჩანახატი,მაგრამ ბევრი ემოციის დამტევი. ძალიან მომეწონა (შეპუჭპუჭებული-სიტყვა სასწაული!).წარმატებები

№5  offline მოდერი guroo

Ana-maria
ვკითხულობდი და ლიმონის გემოს ვგრძნობდი. პატარა ჩანახატი,მაგრამ ბევრი ემოციის დამტევი. ძალიან მომეწონა (შეპუჭპუჭებული-სიტყვა სასწაული!).წარმატებები

ანა-მარია, როგორ გამახარეთ❤️
ძალიან დიდი მადლობა!

№6 სტუმარი სტუმარი Life is beautiful

წავიკითხე.
თავიდან ვერ მივხვდი , რატომ უნდა დაგედო ეს ჩანახატი, რადგან დაუფიქრებლად ჩავარიხინე ბოლომდე. მერე მეორედ რომ გადავიკითხე , მივხვდი , რომ უნდა წამეკითხა.
ვეთანხმები თამუნიას. ))
ცათაბჯენიდან წინ ფანჯარაში ვიხედებოდი და შევამჩნიე ერთ-ერთ შენობაში , როგორ წურავდა ქალი ლიმონს , ალბათ მალე მივა ჩვენი გმირი და ეტყვის თავის საწადელს.
მერე კიდევ გადავიკითხე , უფრო გააცოცხლა კადრები და გამეცინა. თავი იმ გოგონას ადგილას წარმოგვიდგინე. ))
და ესე პირდაპირ საწადელის გამხელა , რა თქმა უნდა კრახით დასრულდებოდა.
მაგრამ ...
აქ უფრო ბევრი იყო ნათქვამი, ამ გოგონამ ისე გულთბილად მიიპატიჟა , რომ აღარ უნდა მის დამოკიდებულებაზე ლაპარაკი.
"მჟავეა. არ მოგეწონება; "
და ლიმნის ფერი , ან მწარე ყავისფერი, რავიცი ეგ უბრალოდ, თეატრალური დადგმის რეკვიზიტივით იყო. ლიმნიანი ყავა თუ არა., სხვა რამე იქნებოდა. მეგრული აჯიკა. (:დ ამბობენ კარგად აკლებიებსო)
და ხო , ერთი ჩვეულებრივი, თანაც არაჩვეულებრივი წუთები, რომლებიც აზრს ისევე ინახავენ, როგორც დედამიწაზე შემოკრული უხილავი ოზონი.
მოკლედ იყო პატარა სიყვარულის ან უფრო აღფრთოვანების ისტორია, რომელსაც არც ძალამიაქვს მკითხველიდან დრამატული სიუჟეტებით და არც პესიმიზმი აკლია .
რაღაცნაირად ხელის თხოვნასაც მივამსგავსე, ოღონდ პასუხად უარი რომაა.
თუმცა ეს უარი , რომ უფრო აგიჟებს მთხოვნელს და მის სურვილს ზრდის.
როგორც ამბობენ დასაპყრობ მწვერვალზე მეტად არაფერია ლამაზი , მაგრამ რომ დაიპყრობენ მერე ახლებს ეძებენ.
ამიტომ არ უნდა გაუფერულდეს ეს გოგონა, რადგან ამ ბიჭუნას აღფრთოვანებამ არ გადაუაროს, თუ გადაუარა მერე აზრი ეკარგება რაღაცეებს."შეგვიძლია შორეული დავრჩეთ ერთმანეთისვის. აღმაფრთოვანებ და ჩემთვის ესეც კმარა." (იტყუება, მაშინაც კი თუ წრფელი იყო მისი დამოკიდებულება იტყუება, არასდროს არის ადამიანი , იმ მოცემულობით კმაყოფილი , რაც აქვს ვეთანხმები არ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ თუ დაპყრობს მწვერვალს და მივა მასთან ახლოს , შეიძლება მობეზრდეს.
ამიტომ ნამდვილად შორიდან ცერა სჯობს ვარდის სხვის ბაღში, რადგან ის მიუწვდომელია რადგან შენს ბაღში , თეთრი ალბინოსი იები, (რომლებიც უიშვიათესია) გაქვს და ყურადღებას არ აქცევ, თუ იმ ვარდის ტოტს მოგცემს მეპატრონე, მერე შეიძლება , სხვა მოგეწონოს სხვის ბაღში, ..)
ნუ ჩემეული ხედვა გაგანდე.
და როცა , რამეს ასე ღრმად მივყვები, ანუ მსიამოვნებს ეს პროცესი.
და მადლობა ..

"შეპუჭპუჭებული " es ver gavigeრას ნიშნავდა.
ანუ ლოგიკით კი , მაგრამ ...
ისე პირველადგავიგე ამგვარი სიტყვა.

№7  offline ადმინი ელ პინი

გუშინ საიტზე რომ შემოვიხედე, სათაური თვალებში მომახტა. მაგრად გავბრაზდი. ჯერ ლიმონზე, მერე არა-ზე, ჰოდა, ვინატრე "ვიღაცა" ყოფილიყო. ეგეც იმიტომ, რომ სადღაც გაუმართავობაზე დამწყვეტოდა გული. მაგრამ ყველაფერი იყო, რაც "უნდა". მე და ლიმონი საზოგადო ურთიერთობა ვართ საზოგადოების გარეშე, ამიტომ თუ ვინმეს შენთვის რამის გაყოფა არ უნდა, მით უმეტეს, იმის, რასაც ორგაზმამდე მიჰყავხარ, ნორმალურია. ცალსახად, როცა შენ რამე გინდა, უნდა მიიღო. შენს ბიძაშვილს უთხარი, რომ კუჭს გაიხვრეტს. თუ კომპლექსებით არ დაამახინჯეს, დასაკიდებელია. როგორც მაქსიმუმ, ურთიერთობაში ვარ და ლიმონს არ ვუყოფ, ყურება კიდევ ნაჩუქარი ნეტარებაა. ხელშეუხებლობა და დისტანცია ზოგჯერ სასიამოვნოა, რომ მეორეს აგრძნობინო მეტი გინდა. ლიმონი ტკბილი ვერ იქნება, გურამ. ეგ არის წარმოუდგენელი. იცი შენც. ნუ მალაპარაკებ ახლა. და თუ ვინმე მისგან სიტკბოებას ითხოვს, საერთოდ ასაკრძალი აქვს დანახვაც კი. გეროჟები. :))))))) მაინც ვერ გაპატიებ. ჯერ ლიმონი უნდა გიყვარდეს და მისი ადამიანი. პირიქით - არა. პასუხისმგებლობა სხვას არ აკიდო. ვინც მაგას გრძნობს, თავიდანვე გარბის. მოლოდინი პირდაპირპროპორციულია მაგის, რომ იცოდე. შენს მოლოდინებს ვიღაცას რომ აფეთებ, იქამდე უნდა დაფიქრდე პასუხზე. მემგონი, იმისი ჩაღვრილი ყავა ყველაფრის პასუხია, რაც მე აქ ვთქვი. და ისევ, .ლიმონი ტკბილი ვერ იქნება., გურამ.

№8  offline მოდერი guroo

იმდენი და იმხელა კომენტარები დამხვდა, ცოტა შევშინდი. ბოლო დროს გულმოდგინება მაკლია წერისთვის. არადა, ზრდილობა მოითხოვს პასუხის დაბრუნებას. ამის თაობაზე მტკივნეულად მიმითითეს ერთხელ. მაგრამ ისე მიხარია, მოტივაციისთვის სულ არ მჭირდება ამგვარი მორალური ჩარჩოები.
მოკლედ, ყველას დიდი მადლობა! უძალიანესად გამახარეთ.
ახლა ცალ-ცალკე გიპასუხებთ.
❤️

სტუმარი Life is beautiful
წავიკითხე.
თავიდან ვერ მივხვდი , რატომ უნდა დაგედო ეს ჩანახატი, რადგან დაუფიქრებლად ჩავარიხინე ბოლომდე. მერე მეორედ რომ გადავიკითხე , მივხვდი , რომ უნდა წამეკითხა.
ვეთანხმები თამუნიას. ))
ცათაბჯენიდან წინ ფანჯარაში ვიხედებოდი და შევამჩნიე ერთ-ერთ შენობაში , როგორ წურავდა ქალი ლიმონს , ალბათ მალე მივა ჩვენი გმირი და ეტყვის თავის საწადელს.
მერე კიდევ გადავიკითხე , უფრო გააცოცხლა კადრები და გამეცინა. თავი იმ გოგონას ადგილას წარმოგვიდგინე. ))
და ესე პირდაპირ საწადელის გამხელა , რა თქმა უნდა კრახით დასრულდებოდა.
მაგრამ ...
აქ უფრო ბევრი იყო ნათქვამი, ამ გოგონამ ისე გულთბილად მიიპატიჟა , რომ აღარ უნდა მის დამოკიდებულებაზე ლაპარაკი.
"მჟავეა. არ მოგეწონება; "
და ლიმნის ფერი , ან მწარე ყავისფერი, რავიცი ეგ უბრალოდ, თეატრალური დადგმის რეკვიზიტივით იყო. ლიმნიანი ყავა თუ არა., სხვა რამე იქნებოდა. მეგრული აჯიკა. (:დ ამბობენ კარგად აკლებიებსო)
და ხო , ერთი ჩვეულებრივი, თანაც არაჩვეულებრივი წუთები, რომლებიც აზრს ისევე ინახავენ, როგორც დედამიწაზე შემოკრული უხილავი ოზონი.
მოკლედ იყო პატარა სიყვარულის ან უფრო აღფრთოვანების ისტორია, რომელსაც არც ძალამიაქვს მკითხველიდან დრამატული სიუჟეტებით და არც პესიმიზმი აკლია .
რაღაცნაირად ხელის თხოვნასაც მივამსგავსე, ოღონდ პასუხად უარი რომაა.
თუმცა ეს უარი , რომ უფრო აგიჟებს მთხოვნელს და მის სურვილს ზრდის.
როგორც ამბობენ დასაპყრობ მწვერვალზე მეტად არაფერია ლამაზი , მაგრამ რომ დაიპყრობენ მერე ახლებს ეძებენ.
ამიტომ არ უნდა გაუფერულდეს ეს გოგონა, რადგან ამ ბიჭუნას აღფრთოვანებამ არ გადაუაროს, თუ გადაუარა მერე აზრი ეკარგება რაღაცეებს."შეგვიძლია შორეული დავრჩეთ ერთმანეთისვის. აღმაფრთოვანებ და ჩემთვის ესეც კმარა." (იტყუება, მაშინაც კი თუ წრფელი იყო მისი დამოკიდებულება იტყუება, არასდროს არის ადამიანი , იმ მოცემულობით კმაყოფილი , რაც აქვს ვეთანხმები არ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ თუ დაპყრობს მწვერვალს და მივა მასთან ახლოს , შეიძლება მობეზრდეს.
ამიტომ ნამდვილად შორიდან ცერა სჯობს ვარდის სხვის ბაღში, რადგან ის მიუწვდომელია რადგან შენს ბაღში , თეთრი ალბინოსი იები, (რომლებიც უიშვიათესია) გაქვს და ყურადღებას არ აქცევ, თუ იმ ვარდის ტოტს მოგცემს მეპატრონე, მერე შეიძლება , სხვა მოგეწონოს სხვის ბაღში, ..)
ნუ ჩემეული ხედვა გაგანდე.
და როცა , რამეს ასე ღრმად მივყვები, ანუ მსიამოვნებს ეს პროცესი.
და მადლობა ..

"შეპუჭპუჭებული " es ver gavigeრას ნიშნავდა.
ანუ ლოგიკით კი , მაგრამ ...
ისე პირველადგავიგე ამგვარი სიტყვა.

აი, წარმოიდგინე. ფარდა ჰკიდია. ბევრი ნაკეცი აქვს. შეზბორილია. შეპუჭპუჭებულიაო, ამის თქმაც შეიძლება, მაგრამ მაშინ ფარდის ნაკეცები ძალიან მჭიდროდ უნდა იყოს ერთმანეთთან. ფარდა ყოველთვის ჰორიზონტალის გასწვრივ არის შეზბორილი და მას წრიულ ფორმაზე არავინ ჰკიდებს. შეპუჭპუჭებულს კი მრგვალი ფორმები სჭირდება. ისეთი როგორიც ქალის ყელია, მრგვალი ფანქრის ნათალია და ა.შ. გინახავს ქალის ტანსაცმელზე ფუშფუშელა თეთრი საყელოები, რომლებიც ნიკაპამდე ფარავს შიშველ ყელს? და რამდენი ნაკეცია? რამდენჯერ არის ერთმანეთზე გადადებული საყელოს ნაჭერი და როგორ ჰგავს ეს ნაკეცები ხინკლის კუჭებისას?
მოკლედ, ფანქარი მრგვალია. სათლელი ძალიან თხლად თლის, თხელი ფენა კი უწინდელი ფორმის შენარჩუნებას ცდილობს და სპირალისებურად ეხვევა. მაგრამ თუ ფანქრის ნათალი გრძელი არ არის, აღარ ეხვევა. არამედ იკუმშება და ასე მისი ნაკეცები ერთმანეთს უახლოვდება ძალიან მჭიდროდ. მე ამას ვეძახი შეპუჭპუჭებულს.
მომეწონა, შენ როგორც გაიგე და უფრო მეტად კი ის მომეწონა, რომ მიუხედავად მცირე მოცულობისა, მაინც მოვახერხე ამდენი “ჩასაჭიდის” ჩატანება თეატრალური წარმოდგენის რეკვიზიტებს შორის. ისიც მომეწონა, მაინც და მაინც ეს ოხერი თეატრი რომ ახსენე. ჩემთვის წერა სასცენო თამაშია. კიარა, რაღაც ამის მსგავსი.
გურამი გულწრფელი არ არის. ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, თითქოს წინასწარ იცოდა, რომ ის უნდა ეთქვა, ის დებილობა :დ
გოგონა მომწონს. უარი ვათქმევინე იმიტომ, რომ არ დაღლილიყო გურამითი. ჩემი აზრით, გოგონას უნდოდა ვიღაც ჰყოლოდა, ვიღაც - მისით აღფრთოვანებული - მაგრამ ისიც იცოდა, რომ ძალიან მალე ეს აღარ დასჭირდებოდა და მცირეხნიან სიამოვნებაზე უარი თქვა. უარი უთხრა გურამსაც. თანაც ძალიან მკაცრი. სიმკაცრეზე შევატყე, რომ საკუთარ თავზე ბრაზობდა. მაინც რატომ გრძნობდა საჭიროებას, ვიღაცას გაეღმერთებინა? - აი, ეს აბრაზებდა. მე ასე მგონია.

ელ პინი
გუშინ საიტზე რომ შემოვიხედე, სათაური თვალებში მომახტა. მაგრად გავბრაზდი. ჯერ ლიმონზე, მერე არა-ზე, ჰოდა, ვინატრე "ვიღაცა" ყოფილიყო. ეგეც იმიტომ, რომ სადღაც გაუმართავობაზე დამწყვეტოდა გული. მაგრამ ყველაფერი იყო, რაც "უნდა". მე და ლიმონი საზოგადო ურთიერთობა ვართ საზოგადოების გარეშე, ამიტომ თუ ვინმეს შენთვის რამის გაყოფა არ უნდა, მით უმეტეს, იმის, რასაც ორგაზმამდე მიჰყავხარ, ნორმალურია. ცალსახად, როცა შენ რამე გინდა, უნდა მიიღო. შენს ბიძაშვილს უთხარი, რომ კუჭს გაიხვრეტს. თუ კომპლექსებით არ დაამახინჯეს, დასაკიდებელია. როგორც მაქსიმუმ, ურთიერთობაში ვარ და ლიმონს არ ვუყოფ, ყურება კიდევ ნაჩუქარი ნეტარებაა. ხელშეუხებლობა და დისტანცია ზოგჯერ სასიამოვნოა, რომ მეორეს აგრძნობინო მეტი გინდა. ლიმონი ტკბილი ვერ იქნება, გურამ. ეგ არის წარმოუდგენელი. იცი შენც. ნუ მალაპარაკებ ახლა. და თუ ვინმე მისგან სიტკბოებას ითხოვს, საერთოდ ასაკრძალი აქვს დანახვაც კი. გეროჟები. :))))))) მაინც ვერ გაპატიებ. ჯერ ლიმონი უნდა გიყვარდეს და მისი ადამიანი. პირიქით - არა. პასუხისმგებლობა სხვას არ აკიდო. ვინც მაგას გრძნობს, თავიდანვე გარბის. მოლოდინი პირდაპირპროპორციულია მაგის, რომ იცოდე. შენს მოლოდინებს ვიღაცას რომ აფეთებ, იქამდე უნდა დაფიქრდე პასუხზე. მემგონი, იმისი ჩაღვრილი ყავა ყველაფრის პასუხია, რაც მე აქ ვთქვი. და ისევ, .ლიმონი ტკბილი ვერ იქნება., გურამ.

სიმართლე გითხრა, წერისას დანაშაულის განცდა მქონდა. მტანჯავდა ლიმონი. ვფიქრობდი, გპარავდი. არა, სხვა რამე ჰქვია ამას. თქვენ ორს ვერ დაგაშორებთ. უტიფრობაა, რა. ამის გამო ბოდიში. ნამუსმა და თავხედობის მყრალმა მარაგმა არაფერი დამიშალა. მაინც გავაკეთე. ვიცოდი, რომ გაბრაზდებოდი. ეს მიყვარს.
“მაგრამ ყველაფერი იყო, რაც "უნდა".” - ანუ ყველაფერი ისე იყო, რაც უნდა გურამს (მე - ავტორს), თუ რაც უნდა/სჭირდება ჩანახატს?
ტკბილი ვერ იქნება, მართალი ხარ, მაგრამ მეც მართალი ვარ, როცა ვიძახი შეიძლება დატკბეს-მეთქი. შაქრის ჩაყრის შემდეგ ლიმონიანი ჩაი ტკბება და არა თვითონ ლიმონი. მართალი არ ვყოფილვარ. კარგი.
ჩაღვრილი ყავა ჩემთვის ბევრი იყო. ყველა პასუხიც და ყველა ინტრიგაც - ერთდროულად.
რა კარგია, რომ მეჩხუბე.
:ლურჯი გული:
????????

Nuki-rocks
ლიმონი მხოლოდ ჩაისთან შევიყვარე, სხვაგვარად არ მიცდია და ასე იმიტომ დავიწყე წერა,რომ არ ვიცოდი სხვაგვარად როგორ წამომეწყო.
ოქეი,რაც არის,არის. არ მეყო, არ იყო საკმარისი,სამყოფი ჩემთვის. მოცულობის გამო კი არა,არამედ ინტერესის გამო. განსაკუთრებულ ვინმეზე დაწერე და რატომღაც მეგონა უფრო შორს შეგვაჭვრეტინებდი.ფარდა კი დახურე, მაგრამ იქამდე ისეთი რამ თქვი, გაგვათამამე ფანტაზიებში. თუმცა წაკითხულის შეგრძნება უფრო მიყვარს, მერე მართლა საოცარი ემოციებით ვიმუხტები ხოლმე.
მესმის შენი,მეტი ვერ... გვაქვს ყველას ეგ მომენტი,სადღაც წერტილია და მრავალწერტილი აღარ.
წარმატებები.

კიდევ კარგი არ გავაგრძელე. ისეთებს დავწერდი და ისეთ სიშორეზე შეგაჭვრეტინებდით, რომ აუცილებლად გაგაწამებდით. არ მიყვარს მკითხველის სიამოვნება. აუ, რა ცუდად ვთქვი. ანუ “ისეთ სიშორეზე” არ გულისხმობს - “ღრმად”. არამედ, გულისხმობს სიშორის იმედგამაცრუებელ და ცოტათი ოდიოზურ სიმოკლეს, გამაწბილებელსაც.
მადლობა, რომ წაიკითხე და კომენტარების ველში გამოჩნდი.
ეგ ბედნიერების მწვერვალია პირადდად ჩემთვის. (ამ სივრცეში, რა საკვირველია. თორემ ისე ძალიან ბუნდოვანი ნიშნულებით მაქვს ყველაფერი დასაზღვრული).
ლიმონი გაუფრცქვნელი უფრო მიყვარს. მთლიანები. ხელში რომ გიჭირავს და გრძნობ.

№9 სტუმარი სტუმარი ნინო

მიყვარს ყავა ლიმონით 1 თვეა რაც ვსვამ ..ვწურავ ლიმონს და ვასხამ ყავაში.განა ერევა ერთმანეთში...არა... ლიმონს ლიმონის გემო აქვს ყავას ყავის და ესაა საოცარი რომ არ იკარგება და არ ირევა გემო ერთმანეთში. და რაც შეეხება ჩანახატს თოთქოს ლაითად გადმოცემული მაგრამ ამავე დროს ძალიან ღრმა.. გულწრფელობა ყველაზე კარგი რამ არის და ნაკლებად ვრჩებით გულნატკენები ასე მგონია

№10  offline მოდერი guroo

სტუმარი ნინო

ბოდიში, რომ დამაგვიანდა. დღის განმავლობაში არ მეცალა პასუხის დასაწერად. ახლაც დაფეთებულმა გავიღვიძე. ცალი თვალი მაქვს გახელილი. ნახევრად მძინავს. მარტო იმას გეტყვით, რომ გულწრფელობა ქცევის იმგვარი ფორმაა, რომლითაც სულ უფრო იშვიათად გვიცრუვდება საკუთარ თავზე იმედები.
მადლობა კომენტარისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანია.
და მართლა ძალიან მიყვარს.
.ისევ მადლობა.

№11 სტუმარი one

ara-limonit))))
zogjer rogor ukhdeba simartive-sighrmiseuls))
simcirem ver daukarga xibli))
dzalian kargia)))

№12  offline მოდერი guroo

one
ara-limonit))))
zogjer rogor ukhdeba simartive-sighrmiseuls))
simcirem ver daukarga xibli))
dzalian kargia)))

არ ვიცი შევუკავშირე თუ არა სიმარტივე - სიღრმისეულს, მაგრამ გამიხარდა და შევიფერე.
მადლიერი ვარ, რომ წაიკითხეთ და კომენტარი დატოვეთ.

№13 სტუმარი სტუმარი ლილე

ერთი ბეწოა და ღრმააზროვანი. ვფიქრობ, რომ გაგეგრძელებინა, შენც დაიკარგებოდი და პერსონაჟებიც. ამ გოგოს მიზანი აქვს და იმ მიზნის მიღწევამდე არ აპირებს ვინმე ახლოს მიუშვას. ასეთი აზრი გამოვიტანე. ამიტომაც ტკიცა მჟავე უარი( თუმცა გურამის გულწრფელობაც მაეჭვებს, როცა თან ღრმად გინდა შეხვიდე ვინმეს ცხოვრებაში და თან შორეულად დარჩე, როგორია ვერ ვხვდები... მომეწონა, რომ უარის დაფასებაც შეძლო. მარცხი ღირსეულად აიტანა)) მოკლედ, წარმატებები გურამ) უცნაურობებით ხარ სავსე))

№14  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილე

არ ვიცოდი რა მეპასუხა, თორემ ისე, რამდენიმე დღის წინ ვნახე შენი კომენტარი.
პირველ რიგში გამეხარდა, რომ ისევ გიხილე. ნამდვილი ფეიერვერკი იყო ემოციების. დაახლოებით ერთი წლის წინ რომ გეთქვა უცნაურობებით ხარო სავსე, დავიჯერებდი. უფროსწორად ამაღელვებდა ეს სიტყვები, გამახარებდა და სტიმულს შემმატებდა. მაგრამ რაღაცების საოცარი სისწრაფით შეზიზღება და შეყვარება მჩვევია. მათ შორის "მეს" რაღაც ნაწილებისაც. სწორედ ასე შემზიზღდა უცნაურობებით სავსე გურამი და იმისათვის, რომ მას არავითარი ემოცია და შეგრძნება აღარ გამოეწვია ჩემში, დავაიგნორე და გავაფერმკრთალესავით.
ამიტომ, ახლა უემოციოდ შევხვდი შენს ნათქვამს. თუმცა, შენი დამოკიდებულება და ემოციური მდგომარეობა ჩემთვის აბსოლურურად ცხადია და გასაგები.
როცა დავწერე,მაშინ უკეთ შემეძლო პერსონაჟების დახასიათება, რადგან ისინი ჯერ კიდევ გონებაში მყავდნენ. ახლა მიჭირს, რაიმე დარწმუნებით გითხრა მათ შესახებ. მეც არეული ვარ, დაბნეული, ორ-სამად გახლეჩილი და კიდევ უამრავი რამ მჭირს, რაც აზრების ქაოტურობას ახასიათებს.
მადლობა, რომ ეს ყველაფერი მათქმევინე.
იცოდე, სულ გელოდები ხოლმე.
მიხარიხარ <3 (აქ გულების დაწერა მინდა, მაგრამ ტელეფონით არ ვარ ახლა და ვერ ვწერ).

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent