ცხოვრების ყველაზე დიდი გამართლებაა
„ჩემს სხეულს ჩემი მეორე „მე“ უყურებს და საწოლზე მიგდებულ, გადამწვარ სხეულზე დაკვირვებისას, მხოლოდ და მხოლოდ ერთი კითხვა უტრიალებს გონებაში - „რისი ბრალია?“ ამ კითხვაზე პასუხი ორივემ კარგად იცის, და ასე რომც არ იყოს რთული მისახვედრიც არ იქნებოდა. ბევრი რაღაცის ნახვა, შეგრძნება მოასწრეს და ახლა ყველაფერს უფრო სხვანაირად უყურებენ, უფრო დაკვირვებით და უფრო მეტი ეჭვის თვალით. პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებიც გულსა და სხეულს უღრღნიან, ნაცვლად იმ უდიდესი გრძნობისა საკუთარი თავის მიმართ, რადიკალურად განსხვავებულ, საპირისპირო დამოკიდებულებად ჩამოუყალიბდათ. მთელს სხეულში მოლეუკულებად იშლება ტკივილი. ტკივილი რომელიც მონატრებით შეიძლება გადაიფაროს. მონატრებით, რომელსაც თან ახლავს შიში, ორგანიზმია გაჟღენთილი. საბოლოოდ არ დარჩენის, გაქრობის, გაქცევის შიში უკიდეგანოა... პირველი ფრაზების მოსმენისას გულში ტკივილს გრძნობ, შემდეგ სრულად იაზრებ ნათქვამს, და გრძნობ როგორ რეაგირებს მთელი სხეული, ისე როგორც დიდი ვოლტით დარტყმული დენისას... ისე კანკალებ, როგორც ყინვაში აკანკალდებიან ხოლმე უსახლკარო ძაღლები, განწირულნი და მიტოვებულნი... ცხვირისწვერის წვას გრძნობ, და ამჩნევ როგორი ბუნდოვანი ხდება ნელ-ნელა ყველაფერი... გამოსახულებების გარჩევა უფრო და უფრო რთულდება, მანამ სანამ თვალებს არ მისცემ უფლებას მოდუნდნენ, და ქუთუთოები შეეხონ ერთმანეთს... წამებში გრძნობ როგორ სწყდება მარილიანი წვეთები თვალებს და უსასრულოდ იკვალავენ გზას აწითლებულ ღაწვებზე... ძველ ნაკადს ახალი ცვლის, და ასე უსასრულოდ, შენგან დამოუკიდებლად... იმდენად რთულია ამ ყველაფრის გააზრება ბოლომდე იმასაც კი ვერ იჯერებ, რომ შენს თავს ხდება... ისეთ ძლიერ ტკივილს გრძნობ, თითქოს სადაცაა სხეულის კედლებს გამოანგრევს და შენც საბოლოოდ დაიცლები...დაისვენებ... ამოისუნთქებ... მაგრამ გახსენდება, რომ შენში აღარაფერია ადამიანური... თითქოს ცხოველად იქეცი, რომელსაც მხოლოდ ინსტიქტები შემორჩა, და სხვა აღარაფერი... გამოიფიტე, გაიყინე, დაცარიელდი... ყველაფერი ერთფეროვანი გახდა, და ამჩნევ, ყველაზე ძვირფასი და ფასეული დაკარგე... უბრალოდ ღრმად გწამს, გულის სიღრმეში გგონია რომ შენ გეკუთვნის, და ამ და ამიტომ რამდენჯერაც არ უნდა გაუშვა ხელი, მაინც დაგიბრუნდება, რადგან შენია, და შენ გეკუთვნის... შენ ხომ მას თავი მიუძღვენი, ახლა კი მისი ჯერია... შენ მხოლოდ უნდა დაელოდო მოთმინებით.... ეს მოლოდინი კი უაზროდ და უსასრულოდაა გაწელილი, და ალბათ უშედეგოდაც კი... იმედგაცრუებები კი იმდენი დაგროვდა ბავშვობაში კოსმონავტობაზე ოცნებიდან დღეს ერთადერთ ოცნებად რაც დაგრჩენია და ეს მხოლოდ სიმშვიდეა, რომელსაც ამდენი ძიების შემდეგ მის გვერდით პოულობ. მიუხედავად იმ ნერვიულობისა, ყოველ შეხვედრას რომ თან ახლავს, ხელის გულების გაოფლიანებისა, ყოველი შეხებისას რომ თავს იჩენს, თვალების აქეთ-იქით ცეცებისა, იმ შიშით რომ დღეს უკვე შენთვის უსაყვარლეს თვალებში დაინახავ საპირისპირო დამოკიდებულებასა... ყოველი საუბარი, ყოველი შემოხედვა, ყოველი შეხება საკმარისია იმისთვის რომ დარწმუნდე, რაღაცაში მაინც გაგიმართლა ამ ცხოვრებაში. წარმოიდგინეთ, ყველაფრისგან გადაღლილი, იმედგადაწურული, ბილიკზე ფეხებარეული მიდიოდე, და სანამ წაიქცევი ხელი შემოგაშველონ, ზუსტად ეგ მომენტია ზუსტად ასე გამოჩნდი შენც, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გამართლებაა, რომელიც ყველაზე ნათელი წერტილია, და რომლის შესანარჩუნებლად საკუთარი თავის დათმობაც რომ გახდეს საჭირო, მზად ვარ. მზად ვარ იმიტომ რომ ისევ ვგრძნობ. ისევ ვგრძნობ როგორ უნდა მიყვარდეს უსაზღვროდ, უშიშრად და არ მქონდეს განცდა რომ ეს გრძნობა იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.