შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ დააგვიანო


8-10-2021, 11:03
ავტორი Life is beautiful
ნანახია 957

- ნუ წახვალ, მე...
- დრო გადის და ვერ დავრჩები, მეჩქარება!
- უშენოდ გავგიჟდები...
-მე კი, უკვე გიჟი ვარ.
-გაიღვიძე , გაახილე ეგ ბრმა თვალები და ერთხელ მაინც , ერთხელ მაინც , გააკეთე ისე რომ ყველაფერი რიგზე იყოს. ჩემთვის... - მისკენ ზურგით დადგა და თვალებში ჩამდგარ ცხელ ლავას , უფლება არ მიცსა , სახის ლამაზი ნაკვთები დაეღარა. - ან წადი და აღარ მოხვიდე.  - მხრები უთრთოდა , როგორც დაჭრილ მტრედს.
- ხომ იცი , რომ ვერ დავბრუნდები? -მხარზე ხელი დაადო და გაუღიმა.
- მაშინ არ წახვიდე , გთხოვ , ჩემს თავს გაფიცებ, მეორედ ვეღარ გავუძლებ.
- შენ უკვე გაუძელი ნონ , მე აქ არ ვარ.
-ისევ გაუღიმა მისი თბილი თაფლისფერი თვალებით და დააწყნარა - არა, კი არ დააწყნარა,
გააჩუმა.

გაიღვიძა , ისევ მარტო იყო , ისევ უიმედოდ.
...
ისევ იგივე , დრო გადის და რუტინა არ იცვლება.
როგორი დამღლელია,  მაგრამ მიჩვევის ამბავია, რომ მიეჩვევი უმისობა გიჭირს, სიახლეები შიშს იწვევს ხალხში და ალბათ ამიტომ 
"მე ახალი არ მინდა, ძველი მირჩევნია". აი ამ საბავშვო ლექსში "ენძელა და იაშიც" კი გამოხატულია , რომანტიზმის სხივები. ისევ წარსულის და ძველის ნოსტალგია.  რასაც მაინც აწმყოში ვექაჩებით.
მაგრამ როგორც ბერძენი ფილოსოფოსები იტყოდნენ: " სამი რამ არასდროს ბრუნდება უკან: დრო, სიტყვა და შესაძლებლობა.
სამი რამ არ უნდა დაკარგო: სიმშვიდე , იმედი და ღირსება."
თუ რომელიმე ამოვარდა კალაპოტიდან , არაფერი იქნება რიგზე. წარსულზე ტირილი კი არაფერს შეცვლის გარდა , შენი კაფსულაში ჩაკეტვისა და მომავლის გაუბედურებისა. მხოლოდ იქნება , წარსული და მომავალი, აწმყოს გარეშე , რადგან აწმყოში უბრალოდ არ ხარ...

***


ერთ მზიან დღეს, მოღრუბლულ საღამოს , თოვლის ფანტელებს მოჰქონდა სიცივე.
ნოემბრის ბოლოს მოსული თოვლი, კარგს არაფერს უქადდა მოსახლეობას. ადვილი მისახვედრი იყო , რომ წინ დიდი და გრძელი ზამთარი ელოდათ.
ბეღურები ერთმანეთზე მიყუჟულები უცქერდნენ: თოვლის ნაზ, მშვენიერ და უსუსურ ფანტელებს, რომლებიც გაერთიანდებოდნენ და თავს დაატყდებოდნენ პატარა  "speranza"ს  სოფელს, როგორც არწივი შველს ...

- ისევ იქაა? - უხეშ ულვაშზე ხელი ჩამოისვა მაღალმა  კაცმა და გოროზი მზერით მოათვალიერა გარემო.

- იქაა . -თავი დანანებით დააქნია , სუსტმა, შავ ტანისამოსში შემოსილმა ქალმა.

- ეჰ -ამოიხვნეშა და დათოვლილ მთებს გახედა. - სადილი წაუღე და რამე თბილი. - თქვა ნაღვლიანად.
- დიდი ზამთარი გველის . - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა.

- მიხო , შენც თბილად ჩაიცვი, არ გაცივდე ვირუსებია მოდებული.
- თქვა ქალმა .  ზრუნავდა ქმარზე, მაგრამ კიდევ რაღაც სხვა იკითხებოდა მის სახეზე.

- წადი  ნონა , წადი . - ეხ, როგორ უწუხდა დაბერებული გული. როგორ ნანობდა,  რაღაცას მალავდა და დანაშაული სულს - როგორც ჭიანჭველები შაქრის ნატეხს,  ისე უღრნიდა.

***
- გამარჯობა მიხო. - ხელი აწია გივიმ მისალმების ნიშნად. ორღობეში ნახირს მიერეკებოდა.
- გაგიმარჯოს.
- მიხო , ახალი ამბავი არაფერია?
- რავიცი აბა? რასაც მეტყვიან ის ვიცი მეც.
- მაგაზე კი არ გკითხე , სიძე როგორ გაყავს?
- არაფერი შეცვლილა , არც იცვლება, უბრალოდ მეორდება . - მეზობელმა კაცს ამრეზით ახედა . ვერ გაეგო რას ბუტბუტებდა თავისთვის მიხო, იფიქრა ერთი თქვენთვის მომცლიაო და ნახირს სახრე გადაუჭირა ფეხის ასაჩქარებლად.

***
საავადმყოფოს ფოიეში შეაბიჯა , ნაცნობი პალატისკენ აიღო გეზი.
პალატის კარებთან შეჩერდა , ისევ გოროზი მზერა მოატარა ირგვლივ ყველაფერს და სახელური დაქაჩა.
გულდამძიბულმა შეაბიჯა ოთახში, სადაც ყველაფერს მწუხარების ფერი გადაკვროდა და იმედის მომცემი მხოლოდ აპარატის საზიზღარი ხმა ისმოდა,  მისი შვილისთვის ასე მნიშვნელოვანი, რომ გამხდარიყო.

- თათია - ქალიშვილს მხარზე დაადო ხელი და იგრძნო როგორი გაყინული და უგრძნობი გამხდარიყო, მისი შვილის სხეული მამის შეხებაზე, კიდევ ერთხელ იგრძნო გულის არეში მწვავე ტკივილი.

-არ იღვიძებს მა . - გოგონა მისკენ შეტრიალდა და შეშუპებული თვალებით მიაცქერდა მამას. - დონორი არ ჩანს. - ამოისლუკუნა.

- გადარჩება . შეეცადე არ ნერვიულო, ხომ იცი  პატარასთვის არ შეიძლება. - გამობურცულ მუცელზე მიადო ხელი .

-მა , მას რომ რამე დაემართოს გავგიჟდები , ვერც მე ვიარსებებ. - უყურებდა თავის ქალიშვილს , ნაფერებ შვილს და ნონას ხედავდა. უკვირდა , როგორ შეიძლებოდა შვილი ასე დამსგავსებოდა დედას. ეს მსგავსება კი, კიდევ ერთხელ უჭერდა კისერში მარწუხებს.

- ყველაფერს შეძლებ მა, ერთ დროს დედაემშენმა შეძლო ყველაფერი შენთვის,  შენც გაუმკლავდები მისი შვილი ხარ. - შვილის სუსტი სხეული მკლავებში მოიქცია და თავზე აკოცა.

***
- ღამემშვიდობის ნონა. - ქალი დუმდა , მაგრამ არ ძინავდა. 25 წელი ესე მდუმარებაში გაატარეს. არც ერთხელ, არ მიუღია მისგან მშვიდობიანი ღამის სურვება.
- ნონა . .. - ისევ დუმილი პასუხად.
- ჩემი ბრალია, ხო? მე , რომ ასე არ მოგქცეოდი  ჩვენი შვილიც არ იქნებოდა ასეთ დღეში.

- ხომ გითხარი , ყველა საკადრისს მიიღებსთქო? მაგრამ ჩემი შვილი კარგად იქნება.

- დავმძიმდი , ვეღარ ვუმკლავდები. იმედს ვერაფერში ვეღარ ვხედავ.

- la Vera speranza per il genere umano è il riscatto , non qualche vaga idea di una sopravvivenza dell'anima . (კაცობრიობისთვის ნამდვილი იმედი არის , არა სულის უკვდავების ბუნდოვანი იდეა, არამედ გამოსყიდვა.)

- როგორ შევძლო. თუ არც მინდა , თუ თავს ამის ღირსად არ ვთვლი?

- ეგ უკვე კარგია.

-შენ მაპატიებ?

- რა აზრი აქვს, გითხრა და შეგიმსუბუქო ტვირთი?

- მართალი ხარ, ყოველთვის მართალი იყავი. ამის ღირსი არ ვარ!

- მცდელობა არასდროსაა გვიანი , მაშინაც კი თუ შედეგი არ ექნება.
ოთახში სიჩუმე გამეფდა , რამდენიმე წუთში კი, კაცის ბოხმა ხმამ დაარღვია მდუმარება.
- პირველად რომ დაგინახე ალბათ 14 -15 ის ვიქნებოდი. - ჭერზე მიმაგრებულ ჭაღს მიაბყრო მზერა.
- უკვე ვჭაბუკობდი, თავი დიდი ვინმე მეგონა. -სევდიანმა ღიმილმა გაუბადრა სახე კაცს.
- ალბათ 10 -ე წლის იქნებოდი. ჭრელი კაბა გეცვა,  ლამაზ წაბლისფერ კულულებს მანდილში მალავდი და მხარზე პატარა კოკით წყალს მიეზიდებოდი. შენი და წინ მიდიოდა, დაღლილი იყავი , მაგრამ მორჩილად მიყვებოდი უკან. არ დაგეხმარე,  შორიდან გიცქერდი ცხენზე ამხედრებული. მოახლოვებაც ვერ გავბედე, თანაც ვფიქრობდი სადამდე გაუძლებდი.  შენ კი , ერთხელაც არ დაგიწუწუნებია.
იმ დღეს სახლამდე მიგაცილე  და იმ დღის მერეც სულ ასე გრძელდებოდა.
ძალიან პატარა იყავი თორე, მაშინვე  ჩემთან წამოგიყვანდი და დედოფლად დაგისვამდი. მოცდა გადავწყვიტე , მერე რამდენიმე წელში ჯარში გამიწვიეს.
ხუთი წელი იქ გავლიე, ერთი დღე არ ყოფილა შენზე არ მეფიქრა.
ძალიან რთულად გადავიარე მეორე მსოფლიო ომი. უამრავი ჭრილობა მივიღე.
ერთ - ერთი იერიშის დროს , ნაღმი ჩემთან ისე ახლოს აფეთქდა , არავის ეგონა თუ გადავრჩებოდი.
ყველა თავის გადარჩენას ცდილობდა , მე კი ვეგდე იქ უპატრონოდ . ჩემი სიცოცხლე კი , გიორგი აფციაურის დამსახურებაა. - კაცმა ძლივს ამოილაპარაკა მისი სახელი , ქალს კი სუნთქვა შეეკრა.
- ახალწვეული იყო, მე კი , უკვე კარგად გამოცდილი სამხედრო.
საველე ჰოსპიტალში,  თავისი მხრით მიმიყვანა.
ერთ კვირაში , ისიც მძიმედ დაჭრილი მოიყვანეს და დაიწყო ჩვენი მეგობრობის ისტორიაც.
თუ რამე იქნებოდა , ერთად ვჭამდით და ვსვავდით.
ძმადნაფიცები გავხდით.
როცა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადავაადგილდებოდით ფაშისტური ბანაკის აღმოჩენის გამო, გზაში რაღაც მიამბო. - ამოიხვნეშა და თვალებაბრჭყვიალებულ ქალს გახედა.
"- მიხო ძმაო , საცოლე მყავს .."
- გამიხარდა.
- "ხოდა , აქედან რომ ჩავალთ შენს ქორწილში ვიქეიფოთ გიორგი."
-  თვალებგაბრწყინებული მიყურებდა , უხაროდა ჩემი სიხარული.
- "მეც ჩამივარდა ერთი ქალი გულში." - რაკი მან მითხრა , აღარც მე დავუმალე. 
- " მაშ , შენს ქორწილშიც გვიქეიფია. "- მასაც გაუხარდა  ჩემი ამბავი. მერე მოიღრუბლა , სახეზე მიტკლისფერი გაუხდა.
- "თუ ცოცხალი ვერ გადავრჩი , დამპირდი რომ მიმიხედავ ჩემს ნონას. "
- გულში ავად გამკრა მისმა სიტყვებმა. გულისჯიბიდან პატარა დაჭმუჭნული ქაღალდი ამოაძვრინა, გაშალა და გამომიწოდა.
გულის ბაგუნით დავხედე სურათს და შენ დაგინახე , გამიხარდა პირველად გხედავდი გაზრდილს , უკვე ქალურს, სულისშემძვრელად ლამაზს. მაგრამ ვერ ვიჯერებდი რომ მისი ნონა, ჩემი ნონა იყო.
ვერც მას ვპატიობდი და ვერც საკუთარ თავს.
მერე მოვყევით ორმხრივ სროლაში , ის დაიჭრა. გოსპიტალამდე მივიყვანე, მაგრამ ძალიან მძიმედ იყო. ბევრი სისხლი ქონდა დაღვრილი ,მესამე უარყოფითი კი რეზერვში არ იყო. დაიღუპა ...
ომი დასრულდა...
მე სახლში დავბრუნდი...
გავიგე , რომ ბებია ბაბუასთან იყავი წასული.
დეპეშა დავტოვე შენს სახელზე და მეც წავედი მთაში. სვანეთში გავიხიზნე , არ მინდოდა შენი ნახვა.
ერთ თვეში კი ისევ შენთვის დავბრუნდი. გავიგე რომ მდინარეში გადახტი.
ჩამოვედი...
ისევ შორით გითვალთვალებდი , მაგრამ ერთ დღეს როცა , ისევ ხიდთან დაგინახე - გავგიჟდი. აღარ იყავი ის ფერადი გოგონა , შავებში შემოსილი იდექი წკიპზე.
აღარ შემეძლო , შენთვის ასე ყურება.
ძალით შეგისვი ცხენზე და ჩემთან წამოგიყვანე.
ვიცი გძულდი და ეხლაც გძულვარ, მაგრამ შენ არ იცი როგორ ვერ ვიტან მე ჩემს თავს. ძმის საცოლე შევირთე ცოლად. - კომოდიდან წ...ის ჭიქა აიღო და გამშრალი პირი გაისველა.
- ჩვენი ქორწილის დღეს შავები გეცვა, არ შეგეწინააღმდეგე.
შენ მისი ქვრივი იყავი და არა ჩემი ცოლი. მითხარი: " მე ქვრივი ვარ!"
ერთადერთ სასწაულად თათია მოგვევლინა. ვხედავდი რომ მისთვის დაიწყე ცხოვრება , ეს კი ორმაგად მაბედნიერებდა .
დღეს როცა ვხედავ მას , სინამდვილეში შენ გიყურებ.
შენსავით ძლიერია , შაკო ისევე უყვარს როგორც შენ გიორგი. - საწოლიდან წამოდგა და ყინვიან ცივ ღამეს , მარტოდ მარტო გაუყვა ორღობეს.

- "უსასოდ ყოფას , სჯობს ყოფა მკვდარად."

ათოვდა,  დიდი ლამაზი ფანტელებით ათოვდა ის კი არ უშინდებოდა.  იღიმოდა თითქოს "მალხენი გაზი" ჰქონდა შესუნთქული.
***
- დედა , დე ...
დონორი, დონორი იპოვეს დე . დღეს გაუკეთებენ ოპერაციას. - თან ტიროდა თან იცინოდა.
- მოვდივარ ეხლავე, მამაშენსაც გავაგებიებ . - ქალი ცქმუტავდა . სიხარულით აღარ იცოდა რა ექნა. კარადა გამოაღო და ლამაზი ჭრელი კაბა ჩაიცვა.  გადაწყვიტა რომ დღეს ყველაფერი კარგი უნდა მომხდარიყო  და ქმრისთვისაც  ეპატიებინა სიყვარული. ახალი  ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა , ძველის უკან წარსულში დატოვება და აწმყოს გაფერადება . აწმყოში ყოფნა გადაწყვიტა.
იფიქრა , რომ ჯერ კიდევ არ იყო გვიანი. სულ აფასებდა მიხოს, მაგრამ ვერასდროს ვერ გაებედა თავისთვის ამის გამხელა.
იფიქრა დღეს პირველად , ჩაიცმევდა ფერადს , პირველად ნახავდა მასში სიხარულით აკიაფებულ თვალებს და პირველად უსურვებდა "ძილინებისას".  
" სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!."
***
- დე  ... ორსაათში ჩატარდება.
ხო ,ყველაფერი რიგზე იქნება?
-  გაღიმებული ჩაეხუტა გოგონა დედას. - მამა სადაა?
- არ ვიცი, ვურეკავ და ვერ ვუკავშირდები.

...
" თათია , ჩემო ლამაზო გოგონა, ძალიან მიყვარხარ. ხელში რომ აგიყვანე მეგონა სამყარო ხელით მეჭირა და ჰო! ნამდვილად სამყარო მეჭირე ხელში.
შაკო კარგი ბიჭია , კარგი ქმარი  და მამაც იქნება. შენ კი - დედა.
შენს პატარა გოგონას , მამიკო და
მრავალფეროვანი დედიკო უნდა ჰყავდეს.
ჩემი გული თქვენთან იქნება , შაკოს გულში. იტრაბახებს სიმამრს ისე ვუყვარდი თავისი გული გადმომინერგაო. მე ყველაფერს გავიგონებ და ზედმეტი არაფერი ათქმევინოთ!  : )))

ჩემს ცოლს გადაეცი: "ქვრივი ხარ! "
მაგრამ ჩემგან გათავისუფლდი ნონ.
ამ ერთხელ ასე მოგმართავ,  " ნონ " .
ხომ შეიძლება.

"გზაზე მიჰქრის მანქანების ჯარი,
მან კი კვლავაც, ჩემსკენ მოიხედა...
დრო არ იცდის , მე კი, კვლავაც ველი.
წითელ ფერად შეიღება ზეცა."
 
გახსოვს ნონ, ეს სიმღერა?!
"Un giorno la nostra sparanza diverrà realtà. "(დადგება დღე , როცა ჩვენი იმედი რეალურად იქცევა.)
 
ეს დღეც დადგა...
სამი რამ არასდროს ბრუნდება უკან: დრო, სიტყვა და შესაძლებლობა."
მაპატიე შეუძლებლობა...
***
- წადი , აღარ მოხვიდე.
-ხომ იცი , რომ ვერ დავბრუნდები?
- მაშინ ნუ წახვალ , ჩემს თავს გაფიცებ, მეორედ ვეღარ გავუძლებ.
- შენ უკვე გაუძელი ნონ, მე აქ არ ვარ.
- ნუ წახვალ , მე...
- დრო გადის და ვერ დავრჩები , მეჩქარება!
- უშენოდ გავგიჟდები.
- ცდები, უკვე გიჟი ხარ!

***
დასასრული...



""""
მომენატრა აქ დადება. ძლივს აღადგინე ექაუნთი. ხოდა ახლა ჩემი ექაუნთიდან , გეტყვით , რომ მართლა ძალიან, ძალიან გელით. სათაური , ამ წუთამდე არ მაქვს მოფიქრებული. რადგან ვერ მოვანახე ისეთი რამე, რომ ამ უცნაურ ემოციებს ჰყოფნოდა.
ლექსისებური ჩართვა, არ იყო ლექსი . თუ რამე და რითმი არ მოგეწონათ იცოდეთ. ხო.. გრამატიკაც ვერ იყო მთლად დასაკვეხნი ,ვიცი.
მაგრამ მაინც გელით .

პს. Speranza .-იტალიური სიტყვაა და იმედს ნიშნავს.



№1  offline წევრი Chocolate from White Hell

ვიტირე. გული მომეწურა.
საშინელი ხარ..ჩემზე უარესი ხარ.
შენ როგორ....როგორ გაიმეტე?!
როგორ გაიმეტე გიორგი და ნონა და მერე...
მერე არც მიხო და ნონა დაინდე....

უსამართლობაა. სუნთქვა მეკვრის.

არ ვიცი...ვერ ვამბობ ვერაფერს. გული საშინლად მეტკინა. არ იმსახურებდნენ ასეთ ბოლოს...მათ უბრალოდ სიყვარული უნდოდათ...

დავდუმდი.

 


№2  offline წევრი Life is beautiful

Chocolate from White Hell
ვიტირე. გული მომეწურა.
საშინელი ხარ..ჩემზე უარესი ხარ.
შენ როგორ....როგორ გაიმეტე?!
როგორ გაიმეტე გიორგი და ნონა და მერე...
მერე არც მიხო და ნონა დაინდე....

უსამართლობაა. სუნთქვა მეკვრის.

არ ვიცი...ვერ ვამბობ ვერაფერს. გული საშინლად მეტკინა. არ იმსახურებდნენ ასეთ ბოლოს...მათ უბრალოდ სიყვარული უნდოდათ...

დავდუმდი.







არ მინდოდა , ასე გამოსულიყო.
უფრო სწორად არ ვიცი რა მინდოდა...
მაგრამ ხო, "საშინელი ვარ" .
მადლობა რომ წაიკითხე, მაგრამ სირცხვილი მჭამს ამას რომ ვამბობ.
ესეიგი შედგა რაღაცა...

მადლობა რომ აქ ხარ. მიხარია და შენი გულწრფელობა გულს მითბობს. ♡♡♡

მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ისაა , მთავარი სათქმელი რასაც არ ვაკეთებთ , ვიგვიანებთ , არ ვამბობთ და ბოლოს გვწყინს. ვერც თავს ვპატიობთ ვერც სხვას.
...
ჩემი შოკოლადი ხარ შენ.

 


№3  offline წევრი Chocolate from White Hell

Life is beautiful
Chocolate from White Hell
ვიტირე. გული მომეწურა.
საშინელი ხარ..ჩემზე უარესი ხარ.
შენ როგორ....როგორ გაიმეტე?!
როგორ გაიმეტე გიორგი და ნონა და მერე...
მერე არც მიხო და ნონა დაინდე....

უსამართლობაა. სუნთქვა მეკვრის.

არ ვიცი...ვერ ვამბობ ვერაფერს. გული საშინლად მეტკინა. არ იმსახურებდნენ ასეთ ბოლოს...მათ უბრალოდ სიყვარული უნდოდათ...

დავდუმდი.







არ მინდოდა , ასე გამოსულიყო.
უფრო სწორად არ ვიცი რა მინდოდა...
მაგრამ ხო, "საშინელი ვარ" .
მადლობა რომ წაიკითხე, მაგრამ სირცხვილი მჭამს ამას რომ ვამბობ.
ესეიგი შედგა რაღაცა...

მადლობა რომ აქ ხარ. მიხარია და შენი გულწრფელობა გულს მითბობს. ♡♡♡

მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ისაა , მთავარი სათქმელი რასაც არ ვაკეთებთ , ვიგვიანებთ , არ ვამბობთ და ბოლოს გვწყინს. ვერც თავს ვპატიობთ ვერც სხვას.
...
ჩემი შოკოლადი ხარ შენ.

ჰო...ზოგჯერ თქმა ჯობს არათქმასო. მეორე ნაწილი, გავაქროთ არსებობიდან, ამ შემთხვევაში.

მიუხედავად შენი ამ ტრაგიზმისა, მიხარია, რომ არსებობ.
ხანდახან, საჭიროც არის მსგავსი ემოციები, რასაც შენი ისტორიები უხვად შეიცავს❤️
ხომ იცი, სულ აქ ვარ მაინც და გკითხულობ.

 


№4 სტუმარი Ana-maria

ვიტირე. მინდოდა შაკო კარგად ყოფილიყო,მაგრამ მიხო მეტკინა. რამხელა სიყვარულს ატარებდა და ეს სიყვარულით გატენილი გული სიძეს დაუთმო. მოკლედ პატარა სევდიანი ისტორია იყო ,რომელიც ძალიან მომეწონა. წარმატებები

 


№5  offline წევრი Life is beautiful

Ana-maria
ვიტირე. მინდოდა შაკო კარგად ყოფილიყო,მაგრამ მიხო მეტკინა. რამხელა სიყვარულს ატარებდა და ეს სიყვარულით გატენილი გული სიძეს დაუთმო. მოკლედ პატარა სევდიანი ისტორია იყო ,რომელიც ძალიან მომეწონა. წარმატებები




როგორი თბილი ხარ გოგო შენო..
სევდიანი იყო ხო , მაგრამ მისი გული იცოცხლებს მთავარია.
მთავარი ხომ არა სიკვდილი , არამედ სიცოცხლეა. ♡♡♡
როგორ მიხარიხარ , შენ არ იცი.
მადლობა აზრის გამოხატვისთვის *♡*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent