შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აქ არის უყვავილო წარსულის გალერეა.


19-06-2018, 15:36
ავტორი bla.ell
ნანახია 1 804

უშენოდ ცივია ზაფხულიც,კამელია...
მცივა და მზის სხივები ჩემსკენ არ ბრუნდებიან,
ოთახში ყვავილები სულ ყველგან დამელია...
თოვლია უმეტესად,ან თოვლის გუნდებია.

დრო გადის.სხვა სურნელი შენსაში არ მერევა,
ცრემლები წვიმასავით წამწამზე ცურდებიან,
მგონია დაბრუნდები,შემიპყრეს ზმანებებმა,
ჭექა და ქუხილია ამ დილა უთენია.

ფიქრი რომ ცაში აჰყავს,ეგ შენი თვალებია,
ზეციდან დაბლა ფრენას დიდხანსაც უნდებიან,
სიშორე მაგ ყელამდე სულ ერთი მტკაველია,
თუმცა კი ოცნებები არასდროს სრულდებიან.

დავრჩები ბალახივით შენს მახლოს სარეველა,
ედემის ბაღს მაგონებ,კვლავ შენი სურნელია,
დაღლილი ამ ცხოვდებით, მომთენთა საკმეველმაც.
ხანდახან მომტირალი...ბავშვივით სულელი ვარ.

ოდესღაც შენც დაჭკნები ლამაზო კამელიავ,
სადაც ხარ იქ მხოლოდ დაცლილი ქუჩებია,
აქ არის უყვავილო წარსულის გალერეა.
სულსაც და სხეულსაც კი, ჩემს გვერდით ურჩევნიათ...

ავტორი:ელისაბედი/bla.ell



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან საყავრელი და კარგი ლექსია,"სიშორე მაგ ყელამდე სულ ერთი მტკაველია,
თუმცა კი ოცნებები არასდროს სრულდებიან." არვიცი რატო მარა ამ სიტყვებზე დამაჟრიალა წარმატებებიი

 


№2  offline წევრი sweetgirl

ვგიჟდები შენს ლექსებზე,საოცარი გრძნობით და რითმითაა ყველა დაწერილი.შენ თვითონ ხო საერთოდ საოცრება ხარ ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

ვაიმე რა გოგო ხარ შეეენ!ძააან მაგარი იყო ლავ ლავ ❤❤ჩავინიშნავ ამ ლექსს...

 


№4  offline მოდერი bla.ell

სტუმარი ნათია
ვაიმე რა გოგო ხარ შეეენ!ძააან მაგარი იყო ლავ ლავ ❤❤ჩავინიშნავ ამ ლექსს...

ძალიან გამახარე ამ კომენტარით :heart_eyesმიხარია ასე რომ მოგეწონა და დიდი მადლობა ნათი❤❤❤

 


როგორც ყოველთვის, განუმეორებელი..
--------------------
~ბ.ბ.~

 


№6  offline წევრი N.yviralashvili

Lamazia....
maxareb

 


№7  offline მოდერი bla.ell

iname123
ჰმ.
რადგან არ გიკომენტარებდი გეგონა არ ვკითხულობდი შენს ლექსებს?
არა ქალბატონო ეგრე ადვილად ვერ მომიშორებ.ერთი ლექსით გაგიცანით და იმის მერე თქვენს ლექსებს ან ვღიღინებ ან რომ დავლევ კარგი მსახიობივით ვიწყებ გამოთქმით თქმას.რომ მეკითხებიან ვინ დაწერა ერთი გოგოათქო მერე წაგაკითხებთქო ვპასუხობ.
მერე,რომ ვაკითხებ ვა მართლა მაგარიაო.
დავიკარგე ელ.საკუთარ თავში ჩავიმარხე.მერე ისევ ვიპოვე საკუთარი თავი.
საოცრად საზიზღრული
დეპრესიული პერიოდი როგორც იქნა მორჩა და ვცდილობ ამოვიჭრა გონებიდან ეს ყველაფერი.
შენს ლექსებში საკუთარ ანარეკლს ვხედავ.
თითქოს მისმენდი და ჩემი საუბრის მერე გადაწყვიტე დაგეწერა.
შენ გგონია არ ვწერო კარგად.
ჰმ..
ეს შენ გგონია,თორემ აბა მე მკითხე?!
მართალია კარგად არ წერ.
კარგად დაწერა სხვაა.
შენ საოცრად წერ.
სულში,რომ ჩასწვდება ადამიანს ისე.
აცრემლებული თვალებით,რომ წაიკითხავენ და ზოგს შეაშრება ცრემლი ზოგი განაგრძობს ტირილს.
ნებისმიერ შემთხვევაში რთულია უგულოდ მოეკიდო შენს ნაწერს.
მინდა გისურვო წარმატება და წიგნის მაღაზიაში,რომ მივალ შენი ლექსების კრებული,რომ დამხვდეს ბესტსელერის ადგილზე.ოღონდ ისეთი წიგნების გვერდით არა არაფერს,რომ არ გაძლევს.შენ ცალკე თარო უნდა გამოგიყონ.
მერე ვიყიდი ბევრს და დავურიგებ ამ ჩემს მეგობრებს.
მერე დავჯდებით და როგორც გვჩვევია საღამოობით განვიხილავთ შენს ნაწერებს.
უმაგრესი გოგო ხარ!!

იცი საოცარია როცა შენს ლექსებს კითხულებენ და ეს შენ არიცი...არიცი რომ ვიღაც შიძლება შენი ლექსებით იძინებდეს,არიცი რომ ვიღაც შენს ლექსებთან ერთად ათენებს,არიცი რომ შეიძლება ვიღაცას უბრალოდ მოსწონს შენი ლექსები,არიცი რომ ვიღაც შენს ლექსებს ღიღინებს თუნდაც,არიცი რომ ვიღაც შენს ლექსებს იმახსოვრებს კიდეც და უამრავი რამ,რაც არიცი საოცარია...საოცარია ის რომ ვერ გრძნობ მათ ღიმილს და ცრემლებს,ვერ გრძნობ მათ ჟრუანტელს შენს სხეულზე და ვერ გრძნობ მათ სითბოს რასაც შენი ლექსები იწვევს.ამას იქიდან გამომდინარე ვამბობ რასაც მე ვგრძნობ სხვების ლექსების მიმართ...და რასაც ისინი ვერ გრძნობენ...უდიდესი მადლობა რომ ჩანხარ და მაბედნიერებს ის მაინც რომ თუნდაც გვიან ვიგებ ვიღაცის ემოციებს ჩემს ლექსებზე...შენ ჩემი დილის ღიმილის ავტორო უუუუდიდესი მადლობა❤❤❤❤და ჰო...სულაც არმინდა შენი მოშორება

რადგან მინდა ასეთი ღიმილები ხშირად მქონდეს...მახარებ❤❤❤

ეს წერილი არ მაყოფნის აშკარად მინდა რომ ძალიან მევრი სითბო რაც შენ მაჩუქე ამ კომენტარით უკან დაგიბრუნო რომ ცარიელი არ დამრჩე,უტკბილესო,მძიმე დღეები გადის და მერე ბედნიერი დღეებიც დგება მე კი ძალიან დიდ ბედნიერებას გისურვებ,საოცრად მათბობს შენი გრძელი კომენტარები რომ არ მინდა ხოლმე რომ დასრულდეს ლამის ამეტირა თვალებზე ცრემლი მომადგა რადგან დიდიხანია ვერ ვწერ ლექსებს და მგონია რომ მუზა მართლაც "ის" იყო და ლექსების წერას და "პოეტობას" ვეღარ შევძლებ...თუმცა იმედი მაქვს დავბრუნდები იმ ლექსებით შენ და რამდენიმეს ასე რომ მოგწონთ❤❤❤ღიმილი რომელიც შენ მაჩუქე იმედია თავადაც გექნება...

 


№8  offline წევრი qarishxali

ელ????????????ჩემო მშვენიერო და პოზიტიურო????????????შენ სულ უნდა წერო,გესმის?სულ!????????????შენს მუზასცერთად მივხედავთ❤❤❤მიყვარხარ, გგულშემატკივრობ და გაფასებ????????????????აბა შენ იცი წარმატებები❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent