გოდოს არა და შენს მოლოდინში
ფანჯრიდან ვიყურები გარეთ და ვამჩნევ, რომ ცრემლად იღვრება. მომღუშა... არც უცდია, მისდაუნებურად მოხდა ყველაფერი. წვეთი ეცემა ფოთოლს, ფოთლიდიან ნელა ცურდება ქვევით. ყველა მაღლა მივისწრაფვით, მაგრამ მიწაზე აღმოვჩნდებით ხოლმე. გრავიტაციის ბრალია უთუოდ. მერე იქ მეორე მისნაირს უერთდება და სწრაფად მიიწევენ კვლავ დაბლა. გზად ახალ ნაკადს ხვდებიან და ბოლოს წვეთადაც იქცევიან წარმოიდგინე. არ უშველა ამად ქცევამ. მიწაში დაასრულა ბოლოს. დასანანია, თუმცა ასეა. ეს იქეთ იყოს და საკუთარ თავზე დავფიქრდი ამ წამს. რამდენი რამაა რისი ახსნაც არ შემიძლია, რაც ჩემს ქვეცნობიერსა და ცოდნისა თუ შესაძლებლობის ფარგლებს სცდება. არიან კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც არა თუ არ აინტერესებთ, არამედ წარმოდგენაც არ აქვთ არაფრის და მაინც ყველაფრის შესახებ. სულ ვეძებ. არ ვიცი რას. ხან საკუთარ თავს, ზოგჯერ ღმერთს რწმენასთან ერთად, კარგ ფილმსა თუ წიგნს, სიტყვასაც ლექსიკონში. მაგრამ... უმთავრესად შენ გეძებ, ვინც კითხულობ ახლა ამას და ხვდები რისი თქმაც მსურს. ან ვერ ხვდები და გრძნობ. ჩემთვის ესეც საკმარისია. გეძებ, ჩემდა უნებურად, გაუაზრებლად გამომდის, რომ გეძებ. შენი ძებნით კი არასდროს დავიღლები ვგონებ. დაგაბნიე არა ?! მაშინ ეს შენთვის არ არის. აქვე დაამთავრო კითხვა აჯობებს. ვიცი ამას არ იზამ, არა იმიტომ, რომ მიხვდი შენ არ ხარ ის, უბრალოდ ადამიანებს გვაქვს ცნობის წადილი, რატომ, რისთვის, როგორ. სამოთხის ბაღიდანაც ამიტომ არ გამოგვაძევეს ?! ჰმ... მეფიქრება ხოლმე ადამიანებზე. რამდენი რამ მესმის მათზე, ცუდიც, უარესიც და საშინელებაც. მაგრამ მათზე უკეთესი არც არაფერი შექმნილა აქამდე და მეეჭვება შეიქმნას. იმასაც ვხვდები, სულ, რომ ყველაფერი დაინგრეს ჩვენ მაინც ვიარსებებთ. ყვეალფერს გავაკეთებთ, რომ გადავრჩეთ. და ეს არ არის ცუდი, თუმცა არ გეგონოს კარგის სცხია რაიმე. ბავშვობიდან ეჭვიანი ვიყავი. არ მჯერა ისტორიის, მერე რა თუ საყვარელ საგნად მივიჩნევ. სიცრუე და ზღაპრებია - მეთქი მეგონა ყოველთვის. არ ვენდობოდი ვიღაცის დანაწერს, თუმცა გამსახურდიას თვალით დანახული გიორგი უფრო მიყვარდა ვიდრე ის რადაც ისტორიამ აქცია. რიშელიე, რომ დასანახად მეზიზღება ესეც დიუმას ბრალია. არაფერი პირადული, ისტორია ისტორიად არა, მაგრამ ზღაპრების წიგნად ნამდვილად იქცა. და ბიბლია ?! დღევანდელ ბიბლიას ნეტავ საერთოდ თუ აქვს კავშირი საწყისთან ?! არც ეს ვიცი. საერთოდ შეიქმნა კი ჩვენთვის, ან ჩავწვდებით კი მას ოდესმე ?! არ გაგიკვირდება ალბათ თუ გეტყვი, რომ არც ამაზე მაქვს პასუხები. საბოლოოდ ისევ გაურკვევლობასთან ვდგავარ. ყოველთვის ვგრძნობ, რომ არის რაღაც ჩემზე ძლიერი, ჩემს ზემოთ, ქვემოთაც და ჩემშიც, რასაც ვერც ვაკონტროლებ და ვერც ვგებულობ. არადა მიყვირის, მაინც არაფერი გამოდის. განა იმიტომ, რომ არ ვუსმენ ?! დამეფიცება, ღამეები მაქვს თეთრად განათენები, ოღონდ ერთი სიტყვა მაინც გამეგო მისგან. არ გამოდის. უბრალოდ მაფორიაქებს, თავდაყირა მიყენებს ყველაფერს, ძილს მიფრთხობს, მაძლიერებს და მიდის. არა უფრო ზუსტად ყუჩდება. წასვლით ნამდვილად არასდროს მიდის. ყოველშემთხვევაში აქამდე ასე იყო. ვერადავერ გავუგეთ ერთმანეთს, რასაც ადამიანებზე ვერ ვიტყვი. მთელი მოდგმა ერთი ცოცხალი ორგანიზმია. რაღაც დოზით ყველაშია შურიც, ბოღმაც, ბოროტებაც და სიკეთეც. გააჩნია, რომელს აირჩევ. ესეც ალბათ შემთხვევითობითა და გარემო ფაქტორებითაა განპირობებული. საინტერესოა ყველაფერი, ჩვენს ირგვლივ, ჩვენს ზემოთ, ჩვენს ქვემოთ თუ შიგნით. თუ მოინდომებ, თუ დაინტერესდები ის საინტერესოდ გაქცევს. მაგრამ ბოლომდე თუ მიჰყვები, მეეჭვება კარგად დაასრულო. და მაინც... ყველაზე გამოუცნობი ადამიანისა და ღმერთის შემდეგ ჩემთვის სიკვდილია. ვერ გეტყვი, როგორ ვაფასებ და პატივს ვცემ მის არსებობას. ჩემამდეც თქმულა, რომ არა სიკვდილი არ იქნებოდა სიცოცხლე. ჩემმა მეგობარმა მითხრა, როგორ არა იქნებოდა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ახლაა (ძვირფასსა და ღირებულს გულისხმობდა). არ ვეთანხმები. სიკვდილის გარეშე არ არის სიცოცხლე. ღამის გარეშე მზე. ბოროტების გარეშე სიკეთე. დაღლის გარეშე დასვენება. მწუხარების გარეშე ბედნიერება. მომკალით და არ არის. ისეთი არ არის კიარა, როგორიც ახლაა, არამედ საერთოდ არ არის. არ არსებობს. პარადოქსია. ჰო სიკვდილზე შევჩერდით. სამოთხე, კარგი იქნებოდა მართლა, რომ არსებობდეს. როცა ვფიქრობ ხოლმე, ვმშვიდდები, სწორი ცხოვრებით ცხოვრების სურვილი მიჩნდება და იმედი, რომ იქ დამხვდებიან ჩემები. ასე არ ჯობია, თუ გაგიჟებას მივეცე სად დაიკარგა - მეთქი ჩემი ძმა ?! ახლა ვიცი, რომ იქ დამხვდება და მშვიდად ვარ. მაგრამ წარმოიდგინე წამით, რომ არ არის სამოთხე. არის სიკვდილი და შემდეგ უსასრულობა, ან რეინკარნაცია (რომლის ისე თუ ასე მჯერა კიდეც), ან გაფილტვრა და უკან დაბრუნება. მაშინ ?! თუ აფორიაქდი ისევ გირჩევ შეწყვიტო კითხვა. აკი გაგაფრთხილე არ არის - მეთქი შენთვის ეს ნაწვალები აზრებით შეკოწიწებული სიტყვები. ჰო აი მაშინ თუ შენ ის ხარ მიხვდები, როგორადაც ვგრძნობ ახლა თავს. ჩემი გაციებული ხელების კანკალსა და ნერვულ ჩაღიმებებსაც შენიშნავდი უთუოდ. თუ ასეა მიხარია, მიპოვნიხარ და ეგ არის. ხვდები არა როგორი არეულიც ვარ ?! და მაინც მიხარია, უფრო მეტიც ბედნიერი ვარ, რომ ამათზე და კიდევ ათას რამეზე ფიქრი არ მაძინებს ღამით. დაძინების შემთხვევაში კი ისეთი სიზმრები მიპყრობს გამოღვიძებისას ნახევარი საათი პარალიზებული მაქვს სხეული. არ ვიტანჯები არა. ბედნიერი ვარ. იმიტომ, რომ მე მესმის მაინც ჩემს შიგნით ვიღაც, რომ ხავის. სხვამ ამის შემჩნევაც ვერ მოახერხა ან არ მოიწადინა. წვიმამ უკვე გადაიღო იცი ? მაინც მოღუშულია აქაურობა. ან იქნებ მე ვარ მოღუშული და ამიტომაც, მეჩვენება ასეთად ფანჯრიდან გადაშლილი სივრცე. იქნებ ვიღაცისთვის ამაზე ლამაზი ამინდი, ამაზე ბედნიერებით აღსავსე ცა არც არასდროს ყოფილა აქამდე. თუმცა ვინ იცის. ამოსავალი წერტილი ისევ და ისევ ჩვენშია ჩემო. ახლა დაგტოვებ. ჰოდა, მიხარია რომ გიპოვე. გულწრფელად. აწე აღარ მომიწევს ფიქრებთან მარტოს გამკლავება და ეს მაღიმებს, თუმცა მას ნერვულის აღარ სცხია არაფერი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.