შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იისფრის ეფექტი


14-10-2021, 16:21
ავტორი Godo_21
ნანახია 806

ჭიანჭველებით დაიფარა ცა, თუმც სხვაგვარი არც არასდროს ყოფილა.
-სად მიდიხარ ?
-არსად. _თქვა და სვლა განაგრძო.
-და მაინც აშკარად მიდიხარ სადღაც.
-ალბათ.
-იქნებ გამოგყოლოდი.
-იქნებ მარტო დაგეტოვებინე, დამავალებდი.
-და მაინც... მოგყვები.
პასუხად სიჩუმე შემაგება, შესამჩნევად განაცრისფერებულიყო.
-რა მოგივიდა ?
-ადამიანები, როგორი ყოვლისშემძლეები არიან არა ?!
კითხვაზე კითხვით პასუხი ყოველთვის კარგად გამოსდიოდა.
-ვფიქრობ არც იმდენად.
-ვართ ! წამში ვაცამტვერებთ ყველაფერს, დაუფიქრებლად, აუღელვებლად, შეუბრალებლად და არ შევინანებთ იმის გაუფასურებას, რის შენებასაც წლობით ენერგია, სიყვარული და დრო შევალიეთ და მაინც მეუბნები, რომ არ ვართ ყოვლისშემძლენი ?!
-ყოვლისშემძლენის რა მოგახსენო, მაგრამ ადამიანები ნამდვილად ვართ.
-ნეტავ ამას გულისხმობს ადამიანობა ?! ასეთ უგულისყურობას, დაუნდობლობასა და სიცივეს.
თქვა მან და შესამჩნევად გააკანკალა.
შევამჩნიე და ქურთუკი მივაფარე.
-არ იყო საჭირო, საერთოდაც არა მცივა რა.
-მე ჩემსას ვცდი.
გამიღიმა, წამით სინაცრისფრე სადღაც გაიფანტა, ჭიანჭველებსაც ცის ფერისთვის დაეთმოთ ადგილი.
მაგრამ მხოლოდ წამით...
-იცი მტკივა ასე, რომ ხდება და ვერაფერს ვცვლი. ისიც მტკივა შეცვლასაც რომ არ ვცდილობ და უფრო მეტიც თავადაც, რომ ვუწყობ ყოველივეს ხელს. ხომ შემიძლია ვაპატიო, ყურადღება არ მივაქციო, არ გამოვეპასუხო, არ დავაჩქარო ნგრევის პროცესი, მაგრამ არა ორივე ვანგრევთ,მართლია ის უფრო მონდომებითა და რუდუნებით მაგრამ...
აქ წამით შეყოვნდა, ჰაერი ჩაისუნთქა, ქურთუკი უფრო მიიხუტა და თავი ჩაღუნა.
-მაგრამ მეც იქვე ვდგავარ და ვუყურებ, არაფერს ვაკეთებ, არ ვეწინააღმდეგები. სიამაყე არ მაძლევს ამის უფლებას, ალბათ თავმოყვარეობაც. მერე მტკივა, ისე მტკივა ჩემს იქითაც აღწევს.
-უნდა გაუშვა.
-გააჩნია როგორ.
-ალბათ ასე უნდა გაგეშვა.
-ასე გულისტკენით ?! ასე ნაცრისფრად ?! ასე გაურკვევლად და შეურაცხყოფილად ?! ასე უნდა დავეცარიელებინე ?! თავს ჩემზე უარესად ვგრძნობ.
-ესეც გაივლის.
ვიცი დამშვიდება არ გამომდის, არც არასდროს გამომდიოდა თუმცა ცხოვრებაში არასდროს მომდომებია ასე ძალიან, როგორც მასთან.
ამოისუნთქა და რაღაც ამოაყოლა, რაღაც ისეთი რაც მისთვის ცოტა იყო, თუმცა ზედმეტსაც სცდებოდა.
-ვიცი, რომ გაივლის და ამაზე უფრო მეტად მწყდება გული. ვიცი დავივიწყებ, აღარ ვახსენებ, იქნებ შევიძულო კიდეც, აღარ გავიკარო და ეს უფრო ცუდია. მაგრამ არ მჭირდება ის ვისაც არ ვჭირდები !
-ან ყველაზე მეტად გჭირდება ხოლმე.
თავი შეატრიალა, მხრები აუცახცახდა, მისი ცრემლები ქარს შეერია. მინდოდა ხელი მომეხვია დამემშვიდებინა, მაგრამ არ შემეძლო.
არც მიმიკარებდა არას დიდებით. ის ძლიერი იყო და ამ წამიერი სისუსტის შემყრელს სამუდამოდ შემიძულებდა.
-თუმცა სხვებიც ხომ არიან არა ?! ადამიანები რომლებიც გვიყვარს და...
-რომლებსაც ვუყვარვართ.
თავად დაასრულა და თავი მაღლა წამოწია. ერთობ დამშვიდებული მომეჩვენა.
-ჰო ზუსტად ისინი, ვისთვისაც შენი ერთი ღიმილი ყველაფერს ნიშნავს, ვინც გაფასებს, პატივსგცემს და უყვარხარ ყველაფრის მიუხედავად. მათთვის ღირს.
-ცხოვრება ღირს და სიცოცხლე ?!
-გაიღებდი მათთვის ?! - არვიცი ეს რატომ ვკითხე.
-დაუფიქრებლად.
-ამიტომაც გტკივა ასე, ალბათ.
-შესაძლოა, მაგრამ მე ტკივილი მაინც შემიძლია, ზოგმა ამის შეგრძნებაც დაკარგა.
-სამაგიეროდ ისინი არასდროს ჩაცვივდებიან სინაცრისფერეში შენს მსგავსად.
-სამაგიეროდ, ისინი ვერასდროს დაინახავენ სინაცრისფრეს ჩემს მსგავსად !
-ვერ დაგეთანხმები.
-იმიტომ, რომ შენც მათნაირი ხარ. - მითხრა და გამიღიმა.
მეწყინა, გულის ღრმა კუნჭულში მიმალულ გრძნობის კუბიკს მოხვდა და მემძიმა ეს სიტყვები მისგან.
აღარაფერი მითქვამს.
-მე თუ ასე ვარ მალე კარგად ვიქნები, ის... ის არ ვიცი ისევ ისეთად დარჩება, ვერაფერი შეცვლის, ბევრს დაკარგავს კიდევ, ბევრსაც გულს ატკენს, მას თუ ეტკინება არ ვიცი, მაგრამ მარტო დარჩება. მეცოდება, სიმარტოვისთვის განწირული - ის მეცოდება.
-შესაცოდი თავად ხარ ! _ვუთხარი გულმოსულმა.
-შენ ჩემზე ბრაზობ და არც მიკვირს. მე შესაძლოა გეცოდებოდე მაგრამ ვერასდროს გაიღიმებ, ვერასდროს შეიყვარებ, იმღერებ ხმამაღლა, იცეკვებ წვიმაში, იცურავებ ღამე მთვარის შუქზე, იყვირებ ბოლო ხმაზე და დატკბები სხვებით - ჩემს მსგავსად. და მაინც შენნაირებისთვის მე ვიქნები საცოდავი მე კი ამასაც ვერ ვგრძნობ შენს მიმართ. დასანანია არა ?!
ის მიღიმოდა, და ის იყო მთელი სამყარო, ყველაფერი სწორედ მასში იყო.
და მე მივხვდი, რომ ნაცრისფერი ის კი არა, მე ვიყავი და მასაც ჩემს მსგავსად ვხედავდი.
ამ ღიმილით კი ყველაფერი მისი ფერი გახდა, თურმე იისფერი ყოფილა, არც ბაცი და არც მუქი, რაღაცნაირი ღვთაებრივი.
მიღიმოდა და ვხედავდი თოლიას უკანა ფონზე, ჭიანჭველებიც სადღაც გამქრალიყვნენ აქამდე რომ არასდროს მანებებდნენ თავს.
ის თითის წვერებზე წამოიწია, თვალს არ აშორებდა შუბლზე ჩამოყრილ კულულებს. ხელით ეფერებოდა მათ.
-თვალები გაახილე, ყველაფრისდა მიუხედავად, სამყარო ადამიანთან ერთად მშვენიერია.
მითხრა, კვლავ გამიღიმა და დამტოვა.
და იცით რა დამიტოვა თან ?!
უამრავი ფერის შეგრძნება და ჩემი ნაცრისფერი კი მასთან ერთად გაუჩინარდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent