შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ის" ამბავი


17-10-2021, 15:56
ნანახია 924

-მოგესალმებით, მადამ გლორია, ჩვენ ბევრი შევიტყვეთ თქვენი სასიყვარულო ისტორიის შესახებ. უდაოდ დიდ პატივს დაგვდევთ, რომ ჩვენც გაგვიზიაროთ და მთელ ქალაქს მოვდოთ ეს ისტორია. მთელი დიდი ცნობისმოყვარეობითა და ინტერესით ეკითხება ქალაქის ცნობილი რეპორტიორი მერი მაკაბი 80 წლის გლორია ჰიდლსტონს „იმ“ ამბავს, რომლის გამოც ალიონზე მიუკაკუნა სახლის კარზე და რომელიც გლორიას გუშინდელივით ახსოვს და ძალიან ბევრ ახალგაზრდას, თუ ხანშიშესულს უსიამოვნოდ ნამდვილად არ ტოვებდა.
-მე მზად ვარ ამ ამბის კიდევ ერთხელ მოსაყოლად. თბილად მოკალათდა გლორია, სტუმრებს ცხელი ჩაი მოუმზადა და გულჩვილი, თითქოს აცრემლებული თვალებით გაჰყურებდა მათ.
- როდის მოხდა ყველაფერი მადამ გლორია? მის მაკაბმა კალამი აიღო და წერას შეუდგა და დიქტოფონიც ჩართო, ის და კიდევ მისი ახლო მეგობარი მისტერ ლიბლანკი კითხვების დასმას იწყებდნენ.
-ეს 65 წლის წინ იყო, ერთი შეხედვით თქვენთვის დიდი ხნის წინ, მაგრამ ჩემთვის ეს დრო საერთოდ არ გასულა.
-როგორ არის შესაძლებელი რომ ამდენი ხნის წინანდელი ამბავი კვლავ გახსოვდეთ?.
-თქვენც გეხსომებოდათ ასეთი წლები თქვენი ცხოვრებიდან, მაგრამ როგორც ჩანს ჩვენ შორის ეს მხოლოდ მე მერგო. მადამ გლორია მზერას არ აშორებდა მერის, მისი თბილი ჯემპრის ჯიბიდან ფოტოები ამოიღო, დახედა, თითები გადაუსვა, თითქოს აწამებდნენო ისეთი სახე ჰქონდა.
1956 წელი იყო. მადამ გლორიას დედა ბავშვობაში გარდაეცვალა, მხოლოდ მამა და დები დარჩენოდა. ოჯახს დიდი საშუალება არ ჰქონდა, გაჭირვების პერიოდი იყო და მას მუშაობა უწევდა რომ რამე შემოეტანა ოჯახში. დები სალონში მუშაობდნენ, მამა ვაჭარი იყო. უფროსი და ჯენა, გათხოვილი იყო მდიდარ მამაკაცზე, ამიტომ როგორც შეეძლო ისე საჭმლის საშუალებას აწვდიდა ოჯახს.
გლორია ძალიან ლამაზი გოგონა იყო, ბევრი ბიჭის გულში ჩავარდნილიყო, მაგრამ მას თავისი ფავორიტი არასდროს ჰყოლია. შავგვრემანი, გამხდარი, მაღალი, ვარდისფერლოყება, მწვანეთვალება, გრძელი ლამაზი თითები, რომლის წყალობითაც როიალსა და ვიოლინოზე სანიმუშოდ უკრავდა. ყოველსაღამოს ბარში ცეკვა-სიმღერით ცოტაოდენ თანხას იღებდა. მაგრამ ახლა სულ ჭაღარა იყო, თმებიც მოკლეზე შეეჭრა, ძლივს დადის, მაგრამ როიალზე დაკვრა და მისი მწვანე თვალებით ხალხის გაოგნება კვლავ შეუძლია. ყოველთვის დიდ სცენაზე ოცნებობდა, ლამაზ კაბებზე, მაყურებლებით მოჭედილ დარბაზზე, ხატვა და წერა უყვარდა, უნდოდა მისი ოჯახი ესახელებინა და მისით ეამაყათ.
1956 წლის, ერთ გაზაფხულის მშვენიერ დღეს, როცა დაასრულა სალონში თავისი სამუშაო საათები, ბარში წასასვლელად ემზადებოდა, აიღო მისი შავი ქოლგა და თმები დაიწნა. ბარში შესვლისას ყველა სიხარულით ეგებებოდა, მისი იქ შესვლა ერთი დიდი მხიარულების დასაწყისი იყო, ყველა ძალიან უყვარდა მხიარული, ნიჭიერი, მზრუნველი, საუკეთესო გლორია. მის სიმღერაზე ლეგენდები დადიოდა და მის ხმას ნოზისას ადარებდნენ. რა თქმა უნდა ასეთი ქალბატონი ხშირად იყო მთვრალი მამაკაცებისგან წარმოთქმული ბილწი სიტვების მსხვერპლი და ამის გამო არაერთს აეკრძალა ბარში შემოსვლა, მაგრამ ამას იმ ბავშვების სიყვარული ფარავდა, რომლებიც ქუჩაში მიმავალს აჩერებდნენ და თავისი ტკბილი ხმით საინტერესო ამბების მოყოლას თხოვდნენ, სამაგიეროდ კი მინდვრის ფერადი ყვავილებისგან გვირგვინებს და სამაჯურებს უკეთებდნენ. საღამოს კი როცა ყველა დაღლილი მოდიოდა სამსახურიდან ერთად შეიკრიბებოდნენ როიალის გარშემო და დედის საყვარელ სიმღერებს მღეროდნენ ერთად. ფაქტია რომ კარგი ხმა მამისგან გამოყვა, ხოლო სილამაზე დედისგან. ხატვის ნიჭი ორივესგან, ისინი პირველად სამხატვრო აკადემიაში შეხვდნენ ერთმანეთს, წერის ნიჭი კი ალბათ ღმერთმა საჩუქრად უბოძა.
ერთ-ერთ საღამოს გლორიამ გადაწყვიტა ბავშვებისთვის ერთ-ერთი მისი მოთხრობა წაეკითხა, რადგან პირველი მათი აზრი აინტერესებდა. იჯდნენ ქვაფენილზე, გლორიას პატარა ლიზასგან ნაჩუქარი იის გვირგვინი ეკეთა, ამოეღო მისი ნაწერები და ბავშვებისთვის წაეკითხა. დაასრულა და ბავსვების რეაქციას ელოდებოდა. სულგანაბულები ისხდნენ, ბავშვები ხმას ვერ იღებდნენ, დასევდიანებულები, ჩაფიქრებულები და მიყუჩებულები. ქუჩის ყველაზე ხმაურიანი პატარები გასუსულიყვნენ. ბოლოს ახალგაზრდა ბოხი, მელოდიური ხმა გაისმა:
- და ბოლოს რა ბედი ეწია იმ ყმაწვილს?
გლორია წამოხტა, გვირგვინი გადმოუვარდა და თვალებით მიაშტერდა. არ იცოდა თუ ბავშვების გარდა სხვა ვინმეც ისმენდა მის ნაწარმოებს.
ბავშვებიც წამოხტნენ და კივილი დაუწყეს:
-ნუთუ ამდენად სულელი ხარ რომ ვერ გაგიგია, ყმაწვილი გაქრა, წავიდა, შენ რა არ უსმენდი?!
_ვუსმენდი... ბიჭი დაიხარა და გვირგვინი გლორიას მიაწოდა.
მინდა, გითხრათ ახალგაზრდა ქალბატონო...
-უბრალოდ გლორია, აწყვეტინებს და გვირგვინს ართმევს
-მინდა გითხრათ გლორია, აგრძელებს ბიჭი, რომ ცუდი არ არის.
-ცუდი არ არის?! ეს ხომ იდეალურიააა!!! კვლავ აგრძელებენ კივილს ბავშვები.
გლორია იხრება ბავშვებს რაღაცას ჩურჩულებს, ისინი იცინიან და გარბიან ქუჩის ბოლოში.
-გმადლობთ, შეფასებისთვის სერ...
-უბრალოდ როი
-სასიამოვნოა, გმადლოთ შეფასებისთვის როი, უბრალოდ ეს ჩემი პირველი ნაწარმოებია და...
-თქვენ სხვა ნაწარმოებსაც დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი შეაწყვეტინა როიმ
მათი მზერა უბრალოდ ერთმანეთის თვალებზე იყო შეჩერებული.
დავარცხნილი, წელში გამართული, ახოვანი, მაღალი, ხორბლისფერთმიანი, თაფლისფერთვალება, კარგი ჩაცმულობის როი ცივი ღიმილით მიშტერებოდა გოგონას თვალებს, ეტყობოდა რომ ევრპიდან ახალი ჩამოსული იყო.

გლორიას უნდოდა რამე ეთქვა, კი ან არა მაინც და ის იყო რომ უნდა თავაზიანობა გამოეთქვა და ეთქვა რომ მისი შეწუხება არ უნდოდა, ვარდისფერი ტუჩები გააღო, მაგრამ თქმა არ დასცალდა
-როიიიი, როიიი წასვლის დროა ძვირფასო
-ახლავე, ჩემო პატრიცია. ჩემი წასვლის დროა რია, იმედდია შევხვდებით. ემშვიდობება როი გლორიას და კვლავ ცივი ღიმილი არ შორდება სახიდან.

გლორიაც გატრიალდა და სახლისკენ გაეშურა. ამჯერად დედის დანატოვარი ვილონოთი ოჯახისთვის რთული კომპოზიცია უნდა დაეკრა, ყოველშემთხვევაში ასე დაჰპირდა მის უმცროს დას პამელას.


იდეალურად შეასრულა იმ დღეს გლორიამ ის რთული კომპოზიცია, ეჭვი ამაში არავის ეპარებოდა, მასზე უბრალოდ მზე და მთვარე ამოსდიოდათ.
ვახშმისას მისი უფროსი და და მეუღლე ესტუმრათ, ერთად მღეორდნენ, ცეკვავდნენ, ისტორიებს ყვებოდნენ და იცინოდნენ, მათი სტუმრობა და შობა თითქმის ერთნაირად აიღნიშნებოდა ხოლმე. მიუეხედავად ფინანსური პრობლემებისა, მათ სხვა სიმდიდრე ჰქონდათ, ერთმანეთი უყვარდათ, ყოველთვის ერთად იყვნენ, რთულ სიტუაციებს ერთად უმკლავდებოდნენ ეს იყო მათი ბედნიერება, მათ ერთმანეთი ჰყავდათ.

დილით, როცა გლორია სალონში წასასვლელად ემზადებოდა წინ როი შემოეფეთა,
-თქვენი ნაწარმოებების წაკითხვა მინდა, დილის 7 საათიდან თქვენ სახლიდან გამოსვლას ველოდები, დავიღალე. პიჯაკს ისწორებდა როი და და სახის დაყენებას ცდილობდა. ბოლოს მიხვდა რომ თავხედურად გამოუვიდა, როცა სალამი დაავიწყდა.
-დილამშვიდობისა, რია
გლორია გაკვირვებული იყო, ჯერ 7 საათიდან ელოდებოდა, შემდეგ რიას ეძახის და როცა გუშინ გაიცნო, ისე ექცევა თითქოს თვეები გავიდა. მაგრამ გაკვირვებას არ იმჩნევს და ისიც ესალმება
-დილამშვიდობისა, როი
მის ყავისფერ ჩანთას ხსნის, და ცდილობს ფურცლები ამოიღოს რომ მას წააკითხოს, ქარია და მისი გრძელი გაშლილი თმები, თვალებში ეფეთება, როი პიჯაკიდან მის ფანქარს იღებს, ფრთხილად გლორიას თმებს ეხება, თან ეშინია რომ გლორიამ არასწორად არ გაიგოს და თმებს მარტივი ხელის მოძრაობით უკრავს. გლორია კვლავ აშტერდება მის საქციელს, მის თმას ეხება და მოსწონს.
-გმადლობ როი, აი აიღე ეს ჩემი სამი ახალი ნაწარმოებია, შენი აზრი ძალიან გამომადგებოდა მათზე.
ისინი უახლოეს პარკში სკამზე ჩამოსხდნენ. როი გაფართოებული თვალებით კითხულობს პირველ მოთხრობას, შემდეგ მეორე, მესამეს. ეტყობა რომ წერტილ-მძიმეს არ ტოვებს და სიტყვა-სიტყვიტ კითხულობს.
გლორია კი ელოდება, სახის მიმიკებს აკვირდება, ცდილობს სხეულის ენა ამოიკითხოს მაგრამ ვერ იგებს მოსწონს თუ არა.
როიმ დაასრულა კითხვა, წამოდგა, გაიარ’-გამოიარა, აიჩეჩა, მძიმედ ამოისუნთქა და ხელები სახეზე მოისვა
ბოლოს კი სახე დაიწყნარა, დამშვიდდა, დაჯდა და შეხედა გოგონას, ვითომც არაფერი მომხდარიყოს და თქვა:
-წაკითხვად, ნამდვილად ღირდა. ცუდი არცერთი არ იყო. ორი წამისწინ გიჟივით იქცეოდა და ახლა ვითომც არაფერი, ნადვილად შეშლილი იყო
გლორია ახლა ფიქრობდა თავზე გადავახევ ყველაფერსო, ასე სიტყვაძუნწი და უხეში როგორ არისო
- რა უბედურება გჭირს, დილის 7 საათიდან ამის გამო მელოდებოდი?! რომ მხოლოდ ეს გეთქვა? ეს ხომ ძალიან დიდი უკულტურობა და უზრდელობაა, მეგონა, მეგონა.... და არ ასრულებს მანდ შეჩერდა, წარბებს კრავს, ცოფებს ყრის და ეტობა რომ ცოტა აკლია ცრემლი გადმოუვარდეს.
როი აკვირდება, წარბებს მაღლა წევს აინტერესებს რისი თქმა უნდოდა, უყურებს და ამჩნევს რომ მართლა განიცადა, მას ხომ უბრალოდ ეგონა რომ ასე უფრო მომხიბლავი იქნებოდა.
-რა გეგონა? მშვიდი ხმით ეკითხება როი გლორიას და თან ნელნელა უახლოვდება.
-მეგონა, სხვანაირი იქნებოდით, ეს მოთხრობები ჩემი დიდი შრომის შედეგია, ჩემი იმედი და თქვენ ასე მოეპყარით, მისგან შორს გაიწია გლორია და სალონში გაეშურა, მოთხრობები კი მას დაუტოვა, ვერავინ მიხვდება მან ეს სპეციალურად გააკეთა, თუ უბრალოდ გამორთმევა მართლა გადაავიწყდა, მაგრამ ეს ასე მოხდა.

როი მას უყურებდა როგორ გარბოდა ისიც გატრიალდა, ხელში მოთხრობებს უყურებდა და რაღაც შენობაში შევიდა.

რამდენიმე დღე ისინი ერთმანეთს არ შეხვედრილან, ალბათ ეს ასეც უნდა ყოფილიყო რომმ გლორიას წყენა გადასვლოდა.

და ოთხი დღის შემდეგ ისევ 7 საათიდან ელოდება ჩვენი როი ახალგაზრდა გოგონას სახლიდან გამოსვლას. იცოდა რომ ის არ გამოვიდოდა 7 საათზე, მაგრამ ლოდინად ღირდა, მერე ხომ უნდა ეთქვა, ამდენი ხანია თქვენ გელოდებითო. აქეთ-იქით დადის კარებთან და ბოლთას სცემს, ხელში კი მოთხრობები უჭირავს. გლორია კი მიხვდა რომ მას ჰქონდა მოთხრობები უბრალოდ არ იცოდა სად ეპოვა რომ გამოერთვა და ცოტახხანი მისი დანახვა არ უნდოდა. გამოაღო კარები გლორიამ და დაინახა, სახე გაუცივდა, მოთხრობები გამოსტაცა ხელიდან და კვლავ ცივღიმილიანი როი იქ მოიტოვა, როი გაეკიდა და მისდევდა.
-მოიცა, მოიცა გაჩერდი ბოდისი მინდა მოგიხადო თავხედობისთვის
-არ მინდა გმადლობთ. უბღვირის გლორია და ცდილობს გააჯავროს და მისნარი ცივი ღიმილი აჩუქოს. არ გამოვიდა
-ჩანთას გამოგართმევ, ეს იმ ყავისფერ ჩანთაზე ეუბნება სულ რომ დააქვს. შენი ნამუშევრები რედაქციაში წავიღე, იქ წაიკითხეს, ძალიან მოეწონათ. თუ აგირჩიეს შეგიძლია ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში წახვიდე, იქ შენი სახელი გაითქვა, მწერალი გახდე.
გლორია გაჩერდა, მოტრიალდა
-მოიცა რა?
- ხო, ხო ხო მაგარია?
-უნდა გაგეფრთხილებინე, ეს არაა პატარა აბავი, წავიდე სხვა ქვეყანაში, აქ ოჯახი მყავს, სამსახური, ეს ჩემი მშობლიური მიწაა.
-ყველაფერი წინაა, ჯერ ერთი თვე, დრო ყველაფერს მოაგვარეს
-რატომ აკეთებ ამას?
-იმიტომ რომ განსაკუთრებული ხარ, შენ განსაკუთრებული წერის ნიჭი, შესაძლებლობები და უნარები გაქვს. ასევე... ასევე ძალიან ლამაზი მწერალი იქნებოდი. მას ეცინება, გლორია წითლდება, შერცხვა მაგრამ როგორ თუ შეიმჩნიოს.
-მადლობა როი.
-არაფრის რია.
-შევრიგდით?
გლორია სახეს მანჭავს, არ იცის რა უპასუხოს, მაგრამ ნაწყენი აღარაა და მგონი აღარც გაბრაზებული.
-საღამოს იმ ქუჩის პირდაპირ რომ ბარია იქ შემოდი კარგად გავერთობით, გეტყობა რომ დიდი ხანია აქ არ ყოფილხარ
-თუ მოვიცლი აუცილებლად მოვალ, დღეს სტუმრები მყავს, მაგრამ როგორც კი წავლენ მანდ გავჩნდები.
-კი ბატონო.
როიმ სალონთან მიაცილა მისი რია და შემდეგ სახლში გაბრუნდა.
ორივე ერთი მილიონჯერ ჩაფიქრდა მასზე და იმაზე რა კარგი დროის გატარება სეუძლიათ ერტად. ორივე მთელი დღე უცნაურად აქიცინებული იყო და ამას ვერც მალავდნენ.

_მადამ გლორია, იქ თქვენ უკვე გიყვარდათ ის?
- არ ვიცი, მაგრამ ფაქტი იყო საღამოს მოსვლას მოუთმენლად ველოდებოდი. ჩაიცინა, ჩაის კოვზით მოურია და დალია.
იმ საღამამოს,
იდეალური დრო ატარეს, იცეკვეს იმღერეს, ფანტასტიური ცეკვის მოძრაობები ჰქონია როის, აღტაცებული იყო მისი რიას ხმით. ცოტა დალიეს და იქიდან გვიან წამოვიდნენ, მიუყვებოდნენ ქუჩას და თან ერთმანეთს შესციცინებდნენ. უეცრად კოკისპირული წვიმა დაიწყო, სიცილს ვერ წყვეტდნენ. მოდიოდნენ და ამბებს იხსნებდნენ
-ჰაჰჰა, გახსოვს ბიძია ვერნონი მაგიდაზე როოგორ ცეკვავდა
-და ლორაც როგორ აყვა, ნამდვილად იდეალური საღამო იყო, წვიმას თუ არ ჩავთვლით
-რატოომ, წვიმა კარგიააა, წკაპ წკუპ
-ხოოო კარგი საცეკვაო გარემოა
-აქააც? სიცილს ვერ წყვეტდა გლორია
-რატომ არა, წვიმა ხომ კარგია
აიტაცა ხელებში გლორია და ორჯერ დააბზრიალა, შემდეგ კი მგონი ვალსი იყო რომ იცეკვეს.
_იმდენად მშვენიერი საღამო იყო, უბრალოდ სიტყვებით ვერ აღწერ. ყვებოდა გლორია. იმ წუთას ყველაზე ბედნიერი ქალბატონი ვიყავი, ასეთი გამორჩეული პარტნიორი ცეკვაში არასდროს მყოლია, რომ შემოგეხედათ ყველას შეგშურდებოდათ, ის დღე ჩვენთვის იყო შექმნილი, ვტრიალებდი და მზერას არ მაშორებდა, მეც გავჩერდი და მას ვუყურებდი, უკვე სახლამდე ვიყავით მისულები, კარებში უნდა შევსულიყავი კინაღამ რო ფეხი გადამიბრუნდა და მან დამიჭირა, მოვტრიალდი, ის მე მიყურებდა, მე მას, ჩვენ ზედმეტად ახლოს ვიყავით, მე თვალებში ვუყურებდი და ყურები მეწვოდა ის კი ჩემს ვარდისფერ ტუჩებს თვალს არ აშორებდა, სუნთქვა შემეკვრა, ეს აქამდე არ დამმართნია, მაგრამ მივხვდი რომ რაც არ უნდა კარგი შეგრძნება ყოფილიყო კიდევ სამი წამიც და ჩვენ ვაკოცებდით, როგორც არ უნდა მდომოდა იმ წამს ეს, ვერ გავაკეთებდი.
-ჩემი ძილის დროა. უთხრა გლორიამ.
-ხომ რა თქმა უნდა. ძილინებისა
-ნახვამდის.
და სანამ კარები არ დავკეტე მანამ არ მოგვიშორებია ერთმანეთისთვის მზერა. არაფრის თავი არ მქონდა პირდაპირ ოთახში შევედი და ჩავწექი. მშვიდი ხმით ყვებოდა ამას გლორია რეპორტიორთან, თან ფოტოებს დანანებით უყურებდა კვლავ სევდიანი თვალებით და ეფერებოდა.
მგონი იმ ღამეს გაჩნდა პირველი ნაპერწკალი, იმ ღამეს მის ფიქრებში ჩამეძინა.
როცა გაიღვიძა გლორიამ სწრაფად ჩაიცვა, იმის იმედით რომ იქნებ ის დახვედროდა კარებთან და გუშინდელზე ესაუბრათ, ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდა, საუზმეც კი გამოტოვა.

კარები გამოაღო და კი ბატონო დახვდა, ამჯერად უფრო მოწესრიგებული და გამოპრანჭული, ჩუმად ჩაიცინა გლორიამ მაგრამ მას არაფერი მიაზვედრა, მაგრამ თვითონ კი იცოდა რაში იყო საქმე.
ყოველ საღამოს ერთად სეირნობდნენ, ის სახლში აცილებდა, ყოველ დილით კი აკითხავა და სალონისკენ მიჰყავდა.
_მახსოვს პირველად როცა მითხრა მიყვარხარო, ეს იმ ამბიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ იყო. მაგრამ ძალიან რომანტიკულია ჩვენი პირველი კოცნაც და პირველი გასეირნება ქალაქგარეთ.
ქალაქგარეთ უნდა გავსულიყავით იმ დღეს ვაცდენდი სამსახურს, დიდ გორაზე ავედით, იქ გარშემო სულ ყვავილები იყო. ლამაზი კაბა ჩავიცვი, თმები გავიშალე და ნერვიულობას ავყევი. უცბად ვერ ვიპოვე, მის სახელს გავკიოდი, არსად იყო. უეცრად უკნიდან მომეპარა და მოგროვილი დიდი ყვავილების თაიგული მომართვა. ჩვენ ხის ქვეშ ვიწეიქთ და ღრუბლებს გავყურებდით, ბოლოს მე გავყურებდი, ის კი მე მიყურებდა. დამცხა. მე მას გავხედე, თვალებს ვარიდებდი ის კი მგონი, არც ახამხამებდა, ნელნელა მოიწეოდა, მე შოკში ვიყავი, მაგრამ ეს გავაკეთე. ჩვენი ტუჩები ნაზად შეერწყა ერთმანეთს, უფრო დამცხა, ყურები და კეფა ამჯერად ორივე ამეწვა. ამას ყვებოდა გლორია მის მაკაბისთან და თან მის ტუჩებს მისი დანაოჭებული თითებით ნაზად ეხებოდა, თვალებს ხუჭავდა.
- ის შეგრძნება ისევ მახსოვს, ხანდახან მესიზმრება, ის მზერა კი ასე მგონია მუდამ თან დამყვება.
მერი და მისი მეგობარი მისტერ ლიბლანკი ერთმანეთს გადაჰყურებდნენ ხოლმე, იღიმებოდნენ და ტკბებოდნენ.
-
-მხოლოდ შენთან ერთად მინდა ამ ცხოვრების გატარება გლორია ჰიდლსტონ, მინდა მხოლოდ ამ თმების სურნელს ვგრძნობსდე და მხოლოდ ამ თვალებს ვუყურებდე. ამ როი სიტყვებს სიტყვა-სიტყვით იმეორებდა 80 წლის გლორია და თან ეტირებოდა.

-ჩვენ ერთად ვნახულობდით ლამაზ ადგილებს, ჰამაკში ჩავწვებოდით, გულზე მიმიხუტებდა, ერთმანეთის მკლავებსი გვეძინა, მუსიკას ვუსმენდით, ერთმანეთზე ბევრს ვყვებოდით. მან ჩემი ოჯახი გაიცნო, მე მისი. ერთად ბევრ დროს ვატარებდით. ესე გადიოდა თვეები. მე ის მიყვარდა. ეს სასწაული გრძნობა პირველად მაშინ გამოვცადე და ამას მართლა ვერ აღწერ, უნდა შეიგრძნო.
რედაქციიდან სასიხარულო ამბავი მომივიდა, ამირჩიეს და ერთი წლის განმავლობაში შემეძლო როცა მინდა მაშინ წასვლა ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში სიიდან, მიპოვნიდნენ სამსახურს და ეს იდეალური შემოთავაზება იყო. მე ლონდონში მინდოდა წასვლა იქ საიდანაც როი ჩამოვიდა, რომ ერთად წავსულიყავით.
_ახლა ის სად არის? კითხულობს მისტერ ლიბლანკი
- წარმოდგენა არ მაქვს
- თქვენ არ წასულხართ ერთად ლონდონში?
- არა, მან გეგმები შეცვალა, ჩემთან არა, სხვასთან ერთად წავიდა.
- ბოლოს როდის ნახეთ
მის ქორწილში. მე ვუყურებდი როგორ ქორრწინდებოდა ჩემი საყვარელი მამაკაცი, სხვა ქალბატონზე, მე სიკვდილი მინდოდა, ეს კოშმარი იყო. ის სხვა ქალბატონს კოცნიდა, სხვას ეხუტებოდა, სხვა ესიზმრებოდა, სხვაზე ფიქრობდა. არ იკადრა ღარიბი ოჯახი მამამისმა და ის სხვაზე დააქორწინა, როგორც ჩანს დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია. მე ცრემლები ღაპა-რუპით მომდიოდა და მერჩივნა მომკვდარიყო. ეს მართლაც დაუჯერებელი სიყვარული იყო, უბრალოდ მას აიძულეს ეს დაემთავრებინა. მე, მე გავიქეცი იქ ყოფნას ვერ ავიტანდი. მე გავექეცი იმ მწარე რეალობას, მე იქ გული მომიკვდა, იქ გლორია ჰიდლსტონი გულის შეტევით გარდაიცვალა. საფრანგეთში წავედი, ცნობილი მხატვარი, მომღერალი, მწერალი გავხდი, საკუთარი ბარი გავხსენი, ლამაზი კაბები მეცვა, მაყურებლებით მოჭედილი დარბაზი ჩემს სახელს გაიძახოდა, მე ოცნებები ავიხდინე და რომ არა ის ცუდად დასრულებული სიყვარული ალბათ მე აქ არ ვიჯდებოდი. მე მიტოვებული ქალი ვარ, რომელიც ფეხზე წამოდგა და საწადელს მიაღწია. ჩემი სახელი ახლა მსოფლიომ იცის. მე ჩემს ოჯახს დავეხმარე და ფეხზე დავაყენე. მე ჩემს სამშობლოში წლებია არ ვყოფილვარ, მთელი 65 წელია. მაგრამ დარწმუნებული ვარ ის რაც ჩემს და როის შორის იყო, სიყვარულია, პირველი, ნამდვილი და ეპიკური სიყვარული. აქ ჩემს კოლეგაზე გავთხოვდი, შვილები არ გვყოლია, მაგრამ ჩემი დისშვილები და შვილისშვილები ჩემი შვილებიც არიან, ჩემი მეუღლე ინფარქტით 10 წლის წინ გარდაიცვალა მას შემდეგ, მე არც დამიწერია, არც დამიხატავს და არც ვიოლინოზე დამიკრავს. მე როის შემდეგ ბევრი ბიჭი მომწონებია, მაგრამ პირველი დაუვიწყარია.
თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა, ჩაის სმა დაასრულა, ფოტოები გვერძე გადადო და თვალი გაუსწორა მათ.
_ მის ჰიდლსტონ, მოწიწიებით კითხულობს მერი რა არის თქვენთვის სიყვარული?
მან თავის ნახატებს, ვიოლონოს და ფოტოებს დახედა და თქვა.
შენ შენს ოჯახის წევრებთან გაუწყვეტელ კავშირს გრძნობ, ისინი შენი სისხლი და ხორცი არიან და მაგიტო, ეს კავშირი მტკიცეა და სადაც არ უნდა წახვიდე თავს მუდამ შეგახსენებს. მაგრამ დროთა განმავლობაში იპოვი ადამიანს ვისთანაც იმავე კკავშირს იგრძნობ, მაგრამ ის არც შენი სისხლია და ხორცი, მაგრამ მაინც შენი ნაწილივითაა, უცნაურია, ჯადოსნურია, გამაოგნბელი და თავგადასავლებითმოცული. შეიძლება მეციერებმა ქიმია და ილუზია უწოდონ და ასეც იყოს მაგრამ, რაც არ უნდა იყოს იმდენად მშვნიერია რომ ღირს. ზედმეტად კარგია, რომ უარი თქვა მაგრამ, ამასობაში ზედმეტად მტკივნეული რომ დათანხმდე. რაც არ უნდა იყოს ის გაძლიერებს და ის ფარავს სამყაროს სისასტიკეს, მაგრამ ხანდახან მხოლოდ სიყვარულს მოაქვს ტკივილიც და სისასტიკეც და რა რთულია როცა ხანდახან მას ივიწყებ და მასზე უარს ამბობ.
გლორიამ ლაპარაკი დაასრულა, რეპორტიორები გამოემშვიდობნენ.
გლორია მთელი ღამე ფიქრებში ტიროდა, იხსენებდა, იცინოდა, ძველი კონიაკი გამოოიტანა და ის... ის გამთენიიისას 29 იანვარსს მისმა დისშვილებმა სავარძელში მკვდარი იპოვეს, უამრავი სველი სალფეთქით, ასობით ფოტებით, წერილებით, და ნახატებით ხელში.

65 წლის განმავლობაში მას მისი პირველი სიყვარული არასდროს დაუვიწყებია და საბოლოოდ მისი უკანასკნელი ფიქრებიც მასზე იყო. ხანდხან ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ სამაგიეროდ კარგ მოგონებებს და ხშირ შემთხვევაში კარგ საშუალებას გვიტოვებს კარგის მისაღწევად, ჩვენ ყველა ტკივილი გვაძლიერებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent