შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრისეული მე.


28-10-2021, 21:22
ნანახია 1 059

გამარჯობა.
თინეიჯერობის ასაკში, ხშირად ვწერდი ისტორიებს ამ გვერდისთვის, ისევე როგორც ყველა, ვისაც თავისუფალი დრო უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე საქმე.
მომწონდა წერა და მოუთმენლად ველოდი მკითხველების კომენტარებს.
სიხარულით ვაკითხებდი ჩემს რამოდენიმე მეგობარს და გაფაციცებით ველოდი მათ შეფასებას, მომწონდა მათი გაოცებული და ინტერესიანი სახეები.
ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ჩემი თანაკლასელი, ჩემს ერთ-ერთ ისტორიას კითხულობდა და ძალიან მოსწონდა.
მომერიდა იმის თქმა, რომ მე დავწერე, რადგან ისტორიაში ინტიმური მომენტები იყო და ვფიქრობდი ჩემზე რას იფიქრებდა.
არადა რა უნდა ეფიქრა, თვითონ სიამოვნებით კითხულობდა.
ბოლოს ჩემმა მეგობარმა გაუმხილა და მიპასუხა არ მჯერაო.
ვერ დაიჯერა რომ მე, ყოველთვის საკუთარ ნაჭუჭში მყოფ, ჩუმ გოგონას ამის დაწერა შემეძლო.
მისი პასუხით ნაწყენი, ვცდილობდი დამემტკიცებინა, რომ დიახ ! მე დავწერე.
ბოლოს დავუმტკიცე და აღფრთოვანებით მესაუბრებოდა, იმაზე თუ როგორ მოსწონდა ისტორიის პერსონაჟები, მაშინ თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი.
ახლა ვფიქრობ, საიდან მქონდა ამდენი ფანტაზია და უნარი, რომ დამეწერა ისეთ თემებზე რაც თვითონ არასოდეს განმეცადა.
უამრავ რამეს ვიგონებდი,
იმდენად ჩართული ვიყავი ხოლმე წერის პროცესში, თვითონვე ვგრძნობდი ყველა ემოციას.
ალბათ უფრო მარტივია, მოგონილ განცდებზე წერო, ვიდრე განცდილზე.
ახლა რომ საკუთარ თავს დავაძალო რაიმეს დაწერა, არამგონია რამე გამოვიდეს.
ბოლო ისტორია ორი წლის წინ დავწერე, არც წამიკითხავს რაზეა.
არ ვიცი როგორი სიუჟეტია.
დღესაც ვინახავ ნოუთებში, ბოლოს დაწერილ ისტორიას, რომელიც ჯერაც დაუსრულებელია და ალბათ ელოდება, რომ ჩემს გარდა ვინმე წაიკითხავს.
ვინახავ დაუსრულებელს და ვერ ვშლი,
ალბათ იმიტომ რომ მასში, ბევრი რეალური განცდაა.
ჩემს ექაუნთს ნოემბრისეული დავარქვი, სიმბოლურია.
ნოემბრის სუსხიან ღამეს დავიბადე,
ნოემბერი ძალიან მიყვარს.
გონებაში წინადადებებს ვაწყობ ხოლმე და ვიდრე წერას დავიწყებ ყველაფერი მავიწყდება.
მერე, გაჭირვებით ვაკოწიწებ სიტყვებს, აზრებს და რაღაცა გამოდის.
ბევრმა ქარმა გაიარა,
ბევრი დრო გავიდა,
ბევრი რამ შეიცვალა,
მაგრამ რაღაცები უცვლელი დარჩა, მაგალითად ის რომ სასვენ ნიშნებს ახლაც ვერ ვსვამ სწორად.
ბანაობის დროს ხომ გენიალური აზრები იბადება?!
ხოდა მეც ბანაობისას გამახსენდა ეს საიტი, ნოემბრისეული მე და წერა მომინდა.
გონებაში ვწერდი, სასვენ ნიშნებსაც ვსვამდი, თუმცა ისევ დამავიწყდა და ახლა სიტყვებს ვაკოწიწებ.
რაღაცები მართლაც არ იცვლება.
ჩემს ძველ ნაწერებს წავიკითხავ, იქნებ რაიმე მოგონილი, რეალობაშიც აღმოვაჩინო.
დიდი დრო გავიდა.
არ ვიცი მაშინ ვინ იყვნენ ჩემი პერსონაჟები.
წავიკითხავ და შევადარებ ძველ და ახალ ნოემბრისეულს.
მერე მათზე დავწერ, ვინც ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა, წავიდა ან დარჩა.
მაშინ, ჩემს ისტორიებს სრულიად უცნობ ადამიანებზე ვწერდი, თუნდაც გამვლელზე, რომელიც მომეწონა და შემდეგ ვაგებდი სიუჟეტებს მათსა და "ჩემს" ცხოვრებაზე.
ახლა საინტერესოა ის რეალური ადამიანები, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა, წავიდა და დარჩა.

რამოდენიმე დღის წინ, ერთ წიგნს ვკითხულობდი და გავიგე, რომ აფზახურად "მე შენ მიყვარხარ" არის
"მე შენ გხედავ" - საინტერესოა ხომ?
მას შემდეგ, სულ ეს სიტყვები მიტრიალებს გონებაში, მე შენ გხედავ !
ალბათ სიყვარულს "მე შენ მიყვარხარ" ვერ გამოხატავს ისე, როგორც ეს სიტყვები "მე შენ გხედავ".

რა არის თქვენთვის ადამიანის დანახვა?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent