შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგონებები


16-11-2021, 14:07
ავტორი თინა455
ნანახია 9 287

თვალები დახუჭე...არა, დახუჭე. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და სული შეუბერა.
-რა ჩაიფიქრე?
-რომ გითხრა, აღარ ამისრულდება. ასეთი წესია, შენ არ მითხარი?!
-კი, მართალია, გითხარი.
-რა ხდება?
-რა ხდება?
-ასე რატომ მიყურებ?
-არვიცი სხვანაირად როგორ შემოგხედო. არვიცი როგორ გიყურო შავ, დიდ, ბრჭყვიალა, უცოდველ თვალებში.
-დარჩი, დღეს ჩემთან ერთად დაიძინე...
-არ შეიძლება, ხომ იცი რომ არ გამოვა. უნდა წავიდე, მაგრამ ხვალ ისევ მოვალ და მოემზადე, ერთ შესანიშნავ ადგილს განახებ, მოემზადე...
მერე ელდანაკრავივით ჩანთას ეძგერა და თვალის დახამხამებაში კარის ზღურბლის იქით აღმოჩნდა.
ინი ადგილზე გაქვავებული დარჩა. ეგონა იანის მოსვლამდე დაძრას ვერ შეძლებდა, მაგრამ უცებ ფანჯრიდან მისი ყვითელთვალება, სრულიად შავი კატა-გაიმი შემოძვრა.
თითქოს განშორების სევდისგან გამოფიტულს გაიმის მოსვლამ ახალი სული შთაბერა. კატას მივარდა, ხელში აიტაცა და მგზნებარედ მთელს ტანზე კოცნა დაუწყო...
- გაიმი, ღმერთო ჩემო, ორ კვირაზე მეტია სახლში არ მოსულხარ! სად იყავი? მეგონა რამე ცუდი შეგემთხვა, ასე როგორ მანერვიულე. განა ეს კარგი საქციელია? სახლში ხშირად უნდა იარო, ხო იცი შენთვის ყოველთვის ბევრი და გემრიელი საჭმელი მაქვს... ნახე სამი დღის წინ რა გიყიდე - მაგიდაზე მიყრილი პარკების გროვა გადაქექა და ერთერთიდან პაწია ვარდისფერი შავყვავილებიანი ნაქსოვი ზედა ამოიღო - შეხედე ,გაიმი, შეხედე! ვიცოდი , რომ მოგეწონებოდა, ასეც ვიცოდი...
კატას შფოთვანარევი ხმით ელაპარაკებოდა და ისტერიკულად ეფერებოდა.
-წამოდი ჩემო კარგო, შენი ჭამის დროა.






გზას ბოლო არ უჩანს, თითქოს უსასრულობაში მიაქანებთ. სახეზე ინის ბედნიერერი თვალები ვარსკვლავებივით ციმციმებს და იანისთვის მისი მზერა სამოთხისკენ მიმავალ უტყუარ გზას ჰგავს, სამოთხეში მიდიან...ერთად. გარაშემო ერთი სულიერიც არ ჩანს, თითქოს ახლა დედამიწა მათ ირგვლივ ბრუნავს, სამყაროს მამოძრავებელი ღერძი მათი ბედნიერება გამხდარიყო. ყოველი შემთხვევისთვის, ასე ფიქრობდა ინი.
- გააჩერე, იქ , წაბლის ხეებთან.
გზის ორივე მხარეს თვალუწვდენელი მდელოები გამქრალიყო და პანტაპუნტად მთაზე შეყრილი სახლების ქვემოთ უამრავი წაბლის ხის ფოთოლი ნიავს დაყვებოდა... ინის ამ ხეების ჩრდილში კუბოკრულ პლედზე წამოწოლა და მსხვილ ტოტებს შორის დანაფლეთებული ცის ცქერა მოუნდა. საათობით, გაუნძრევლად, ხმა ამოუღებლად და ერთმანეთზე გადაჭდობილები უმზერდნენ ინი და იანი ჯერ ცისფერ, მერე მოვარდისფრო , მერე მოწითალო-მოიისფრო ცას, ალბათ სამოთხეს მიაგნეს...






ხელჩაკიდებულები ფერადი ქვით მოკირწყლულ დაღმართზე ჩარბიან. იანის გაოფლიანებული ხელი ძლიერად აქვს ინის მაჯაზე ჩაჭიდებული და მიიჩქარიან მათი რიტუალის შესასრულებლად. აი, როგორც იქნა მიადგნენ პატარა , ღამის ლამპიონებით განათებულ ბაღის კიდეს, რომელიც პირდაპირ დაღმართის დასრულს იყო. უცებ შეჩერდნენ, სუნთქვა შეეკრათ როცა ვიოლინოს სიმების სუფთა, კამკამა და სევდიანი ხმა გაიგონეს. ბაღის სიღრმეში შევიდნენ, სწორედ იქ საიდანაც მუსიკის , არა , უბრალოდ მუსიკის არა, სასწაულის, იმედის, ბედნიერების ხმა მოდიოდა. ინი მოხუცი მევიოლინის დამჭკნარი ხელის მტევნის მოძრაობას აჩერდება, უყურებს როგორ უჭირავს ხემი, როგორ აწვრილებს თვალებს დაკვრისას და როგორ სუნთქავს ხშირად და მძიმედ, როგორ კუმავს და ასწორებს ტუჩებს , რომელსაც ზემოდან თეთრი ულვაშები ფარავს. მარტო ინი კიარა მთელი სამყარო აკვირდება, ყველაფერი არსებობას წყვეტს და მევიოლინეს უსმენს. დიდრონი შავი აწყლიანებული თვალები და ცხვირზე დაბლა ჩამოცურებული სათვალე მოხუცის სახეს განსაკუთრებულ სანდომიანობას ანიჭებს. ხალხი მოჯადოებულივით გაშეშებულიყო. ზოგი კუთხიდან ქვითინი ისმოდა, ზოგნი უბრალოდ თვალზე ცრემლმომდგარნი გახევებულიყვნენ და ისმენდნენ ვიოლინოს ტკბილხმოვანებას. მას შემდეგ, რაც მოხუცის მომნუსხველ, შთამაგონებელ ჰანგებს პირველად მოუსმინეს, იანასა და კანისთვის ერთ კვირასაც არ ჩაუვლია მისი მონახულების გარეშე, ხანდახან კვირაში რამდენჯერმეც კი სტუმრობდნენ იმ პატარა ბაღს. კეთილთვალება მოხუცის წყალობით კიდევ ერთი საღამო ჩაიწერება ოქროს ასოებით მათ ცხოვრებაში. დიდებული არტისტი შესრულებას მორჩა და ხალხმაც ერთიანად ამოისუნთქა. შეჩერებულმა სამყარომ არსებობა განაგრძო. მუხცმაც თავისი ვიოლინო ფუტლიარში ჩადო და ხალხიც მიმოიფანტა, მხოლოდ ინი და იანი ვერ ახერხებდნენ ადგილიდან დაძვრას.
-ერთი წუთით, უკაცრავად,- წაიჩურჩულა იანმა მორცხვად, როცა მოხუცმა წასასვლელად ზურგი აქცია.
-უკაცრავად, შეგიძლიათ მოიცადოთ?!-ამჯერად უფრო გამბედვად თუმცა აფორიაქებულმა შეჰყვირა იანმა.
-გისმენთ , ახლაგზარდებო.
-მინდოდა მეკითხა.. რა გქვიათ?
-მე? მე აგილე მქვია. ინიმ შეხედა რომ მოხუცს დახრა და ვიოლინოს აღება უჭირდა, ამიტომ მისი წაღება და სახლამდე მიცილება შესთავაზა. ნახევარი გზა ხმაამოუღებლად გაიარეს, ბოლოიანიმ სიჩუმის დარღვევის წადილი ვერ დასძლია და დაიწყო:
- იცით, აგილე ლათინური სიტყვაა, ცოცხალს ნიშნავს- და მხოლოდ თვალებით მორცხვად გაიღიმა.
- არა, არ ვიცოდი , მაგრამ აშკარად სახელს ვერ ვამართლებ არა?! შენ ეგ საიდან იცი?
- არვიცი , მგონი ერთ-ერთ სტატიაში წავიკითხე ...
მევიოლინე სახლამდე ტკბილი, იდილიური საუბრით მიაცილეს და სახლში თვითონაც კმაყოფილები, ბედნიერები და სიცოცხლის ენერგიით სავსენი დაბრუნდნენ. ალბათ ამას გულისხმობს მევიოლინეს სახელიც. შეიძლება , თვითონ მოხუცია და საკმაოდ დაუძლურებულიც მაგარამ მის ირგვლივ მყოფთ აღავსებს და უბრუნებს ხალისს სიცოცხლისას




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent