შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბადების ცოდვა

17-11-2021, 20:42
ავტორი ქეთათო4
ნანახია 1 208

დაბადების დღეები არ მიყვარს, არც ქორწილები და საერთოდ ბოლო ჟამს ქელეხებიც შემზიზღდა. არც აქამდე მყვარებია, ან რა შესაყვარებელია?
დილით მეზობლის სახლიდან გაჟღერებულმა სიტყვებმა გული მომიკლა.
,,მამამისს დაულევია და ისევ გააფრინა"
მე რომ ასე ძალიან ვემალები ხოლმე, იმ რეალობას დილის რვა საათზე შემაჯახეს.
არადა აღარ მახსოვდა გუშინდელი ამბები. ფეხში ჩარტყმული ძლიერი მუშტი. ჩემი მიმართულებით წამოსული ათასი სალანძღავი სიტყვა.
იმიტომ რომ ახალი დღე იწყებოდა და აღარ იყო ეს დღე გუშინდელი. იმდენ ასეთ დღეს ითვლიდა ჩემი დამპალი ცხოვრება.
ხოდა, რას ვამბობდი. დილით შევეჩეხე ამ რეალობას და თვალები დავხუჭე.
გონებაში განგაში ატყდა.
,,ღმერთი ხომ არსებობს?"-ჩემმა გონებამ ბაასი მოისურვა.
მე თავი დავაქნიე. არსებობს. მაშ, რაღაა ეს ყველაფერი?
,,არ ვიცი"-ხმადაბლა დავიჩურჩულე.
,,ათ მცნებაში რა წერია? პატივი ეციო"
-რა შუაშია?-მტკივნეულზე მაჭერდა.
-თუ ასეთს დაგანახებს მამაშენს, როგორ სცემ პატივს?
იქ შევყოვნდი. თავი ცუდად ვიგრძენი. თუ მიყურებდა, მაშინ რატომ იყო ყველაფერი ასე?
-უნდა გავუძლო ალბათ, ეს დავიმსახურე.
-განა დაბადებიდან რა დააშავე ასეთი, რომ ამდენი წელი შენი რეალობა ასეთია?-არ მანებებდა ჩემი შინაგანი ხმა თავს. არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ენამ გაასწრო კბილებს.
-რომ დავიბადე, ეგ დავაშავე.
ოხხ, რა მტკივნეული ყოფილა დაბადების ცოდვა...

17.11.2021
მაშინ, როდესაც ჩემ თანატოლებს ცხოვრება უხარიათ, მე დავბერდი...

№1  offline ადმინი ელ პინი

სადღაც ყოველთვის ვიცოდი. როცა ადამიანების გადაჯაჭვა ხდება, ყოველთვის თავისი მიზეზი აქვს ამას. მეც დაბერებული ვარ. მიხვდები. მეც მწამს ყველა ახალი გათენების უკეთესობის და რომ არ მწამდეს, უარესი იქნებოდა. რაღაცის იმედით უნდა იცოცხლო. თუნდაც, მხოლოდ შენი არსებობის აუცილებლობა რომ გაითვალისწინო. უმიზეზოდ არავინ იბადება. მჯერა. უნახავად ვიცი.

№2  offline წევრი ქეთათო4

ელ პინი

მადლობა... ✨

№3 სტუმარი Ana-maria

რომ დაიბადა იმით კი არ აშავებს ადამიანი,არამედ რატომ დაიბადა იმას რომ კითხულობს. იქნებ ზუსტად შენ ვინც სამყარო უნდა შეცვალოს?თუნდაც მის გარშემო გარემო?ყოველი დილა ხომ რაღაც ახლის საწყისია?აუცილებლად უნდა გვწამდეს,რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე ემიგრანტი ვარ,რომელიც მწვერვალიდან ქვესკნელში ჩაენარცხა,მაგრამ ავდექი და დავიჯერე უფლის,ის ხომ სულ ჩემთან არის! და მაინც ყოველთვის ყოველ წამს ყველაფერი კარგად იქნება!!!!!!!!!!

სხვანაირად არ გამიგოთ და ერთერთი ნათელი სხივი ჩემთვის თქვენი ისტორიებია,რომელთაც გააფერადეს ჩემი ცხოვრება.

№4  offline წევრი ქეთათო4

Ana-maria

იმედი მაქვს, ოდესმე, სადმე შეგხვდებით! ბედნიერებით სავსე ცხოვრებას გისურვებთ! მადლობა, რომ აქ ხართ...

№5 სტუმარი სტუმარი თამო

რომ დავფიქრდებით თითქოს სიმართლეა მართლაც მშობლებს არ ვირჩევთ და ისინი ისეთები უნდა გვიყვარდეს როგორებიც არიან თუმცა როდესაც ასეთი მშობელი გყავს ძნელია გიყვარდეს.და ამ დროს მართლაც ღმერთი სად არის გებადება კითხვა.მე ვფიქრობ მან უკეთ იცის ეს რისთვის იყო საჭირო რომ ასეხდება დავიმსახურე რომ ცუდი მშობელი მყავს არა იქნებ იმიტომ რომ მეც მისნაირი მშობელი არ გავხდე უკეთესი ვიყო.მე ვფიქრობ ღმერთს ყველა ადამიანთან დაკავშირებით თავისი გეგმა აქვს და ტყუილად არაფერი ხდება.ალბათ ვიყოთ იმათზე უკეთესები ვიდრე არიან.უვრალოდ გულის კუნჭულში ყველას გვინდა ბედბიერი ოჯახი და როდესაც სხვაგან ეს არის და შენთან არა უბრალოდ კითხვა მაინც გებადება ალბათ.გილოცავ შენს დღეს.მიყვარს შენი ისტორიები.

№6  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი თამო

მართალი ხართ! არასოდეს ვიქნები ისეთი მშიშარა, როგორიც დედაჩემია. არასდროს ვიცხოვრებ მამაჩემის მსგავსს კაცთან.
ყველაფერი იქნება კარგად, თუ გავუძელი.
და საქმეც ისაა, რომ აუცილებლად უნდა გავუძლო❤️

№7 სტუმარი სტუმარი თამო

ქეთათო4

კი აუცილებლად ჩემო კარგო.ახლა შეიძლება სხვანაირად ფიქრობ მაგრამ ღმერთიარ დაგვტოვებს მარტო.როცა გვგონია რომ რაღაც ცუდი ხდება იმას კარგიც აუცილებლად მოყვება.მინდა რომ თქვენც ყველაფერი კარგად გქონდეთ.იმედი არ დაკარგოთ.

№8 სტუმარი one

dabadebas gilocav❤️( dagvianebit)
imazedzlieri khar, vidre fiqrob) imazedidi kharvidre gaizarde)
unda shedzlo, maxsimumi daudo sakutar sulis chidils, vicnob shens shemoqmedebas da haerzear vidzaxi, shen didi resursi gaqvs amis!!!
ar vici ramdenis khar, magram getyvi rom cxovrebashi araferi khdeba umizezod, garkveuli garemoebebi yoveltvis adevs sarchulad momaval movlenebs, gjerodes uketesi dgheebis, rwmena ar unda dakargo, rogor metkina es sulis shfotva da mjera: shen iqnebi yvelaze magari deda!!!
gtxov ar danebde, ebrdzole sakutar tavsac da samyarosac, oghond sulit ar gatyde. werit moishushe iarebi, oghond ar chaikargo, dinebas ar danebde.
mzian dgheebs gisurveb, sulis simshvides da gazafxuls gulshi❤️
pativiscemit)))

№9  offline წევრი ქეთათო4

one

ვკითხულობ ამ კომენტარს და მეტირება. მადლობა... ყველანაირად ვცდილობ და ვეცდები, ყველაფერი კარგად იყოს!
თქვენც საუკეთესოს გისურვებთ ყველაფერს ცხოვრებაში

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent