შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღვთაებრივი ფსიქოთერაპია


19-11-2021, 01:17
ავტორი აიესმე
ნანახია 803

- მიდი დაიწყე,არ შემოიზღუდო.

სულ გამოფიტული ვარ.ყოველდღე ისეთი ძალის აზრებს ვეჭიდები,რომ ყოველდღიური,ეგრეთწოდებული ნორმალური ცხოვრებისთვის ენერგია აღარ მრჩება.ვერც ჩვეულებრივი საშუალო ადამიანის ცხოვრებას ვაღწევ თავს სამუდამოდ.ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს მთელი ჩემი ცხოვრების,ანუ ჩემი ამ ქვეყნად მოვლინების შემდგომ,ჩემი არახელსაყრელი კი არა,საზიზღარი და უვარგისი გარემოებების გამო მთელი "ძალა" გავფლანგე.რა თქმა უნდა შეუგნებლად.და ახლა როცა ეს ყველაფერი ჩემთვის სრულიად ნათელია,რომ მთელი ეს დრო არაფრისთვის და მხოლოდ და მხოლოდ სამყაროს მონობისთვის ვიცხოვრე...სასოწარკვეთა ხშირად მსტუმრობს.
დიახ,ის ჩემი განუყრელი მეგობარია.რომლის არსებობაც სიხარულს მანიჭებს.
მე კიდევ უამრავი შინაგანი "მეგობარი" მყავს.
თუმცა არავინ სახით !
რადგანაც მე ხომ ავად ვარ ! ვინ აიტანს ჩემსმსგავს ავადმყოფს ?
ღვთაებრივი,მესიანური სიგიჟის პიროვნებას ?
ახლა ვხვდები.ყველაფერი,რაც კი შეიძლება უსასყიდლოდ მიიღო,თავად იდეა "ღმერთზე" ეს ყველაფერი ისეთ დაბანდებას გავს,რომელიც წინასწარ ჩაფიქრებულ მზაკრობას რომ წააგავს.
არა მარტო ეს
სანამ აქ მოვიდოდი.ვფიქრობდი,თავად განზრახვის იმ საშუალებაზე რომლითაც ნებისმიერ ორფეხა არსებას შეუძლია გაიგოს ჩემს მიერ ამ თეთრზე შავით ნაჯღაპნი.
ვიცი,რომ ამ უდიდესი შეთანხმების მიღების გარეშე არ გამოვა არსებობა.
მაგრამ ეს ცრუზე ცრურწმენაა..
საბოოლო ჯამში იმ აზრამდე მივედი,რომ "თქვენ" უკვე ეშმაკმა წაგიღოთ.
აი ღმერთი
მე მას ვკითხე : რაში გჭირდები ?! წინამორბედებივით გამზრდი,მომივლი,დატკბები ჩემი ავადმყოფობით და მეც ბოლოს მომიღებ-მეთქი ? და იცი რა მიპასუხა ?
არ მჭირდებიო
და სწორედ ამ დროს მივხვდი,რომ არც მე არ მჭირდება არსება,რომელსაც არ ვჭირდები !
ვკითხე,რატომ თავიდან არ მითხარი ყველაფერი - მეთქი ! რატომ ! თანაც ხმამაღლა ვყიროდი და როდესაც კრინტსაც არ ძრავდა
როგორც ჩვევია ხოლმე...
უცბად გასაოცარი სიგიჟე ჩავიდინე.
მე ის გავამართლე !
ვიფიქრე,იქნებ და თავად მოვაწერე ხელი იმას,რა დღეშიც ახლა ვარ ? და იქნებ ჩემისეული თავისუფლების გაგება სწორია მეთქი ? დასაწისში შექმნა ადამიანი და მისცა ყველაფერი.აჩვენა სრულყოფილება.საბოლოოდ მიზანი და შექმნის თანავე მისცა არჩევანის უფლება თქო... და ვარწმუნებდი თავს რომ ახლანდელი ეგრეთწოდებული თავისუფლება დასაწისიდანვე თუ არ იქნებოდა "თავისუფალი" მაშინ სინამდვილეში არანაირი თავისუფლება არ მეხელწიფებოდა.
და აი ამ ყველაფერმა შოკში ჩამაგდო.
იცი საერთო ჯამში რა მოხდა ? არაფერი.
ის ჩემთვის ყველაზე უგემო ხილი გავსინჯე კიდევ ერთხელ.მრავალი დღის ფიქრის შედეგად,რაც ასე ძალიან მეზიზღება.და რასაც მხოლოდ ამაოების გემო შემიძლია ვუწოდო.
მაგრამ სხვა საკვები ჩემს ირგვლივ არ არსებობს.მხოლოდ ამაოება და ამაოება.
რისთვის გიყვები,რისთვის მოვედი აქ ?! ნაცნობი გემოს დასაბრუნებლად !
ჩემი გაურკვეველი წელი,მარადისობაში რომ მიმდინარეობდა სხვა არაფერი იყო თუ არა შეგნებული მზადება ჩემი საკვების !
ამაოების შვილი ვარ ! და ამაოება მკვებავს.
ისიც კია.სიმართლე რომ ვთქვა,ადამიანებს სულის მტკიცებულების მოპოვება,რომ სწყურიათ.მე უკვე ძალიან დიდი ხანია ზუსტად ისე ვიცი ჩემი "სული"-ს ყოფნის შესახებ,როგორც ნებისმიერმა ერთ-ამათგანმა.თავისი ფიზიკური სხეულის უეჭველი არსებობის შესახებ.
ჩემი სიგიჟე არ არის გადამდები ! რადგან ჩემს სიგიჟეს სივრცე სჭირდება.მაშინ როცა თითოეულ ამ საოცარ არსებას.უამრავი ნაგვით აქვს დაკავებული ეს სივრცე.
სივრცე რომელიც არ არსებობს !
სინამდვილეში,როდესაც დინების ერთ,ანუ მხოლოდ ცხოველმყოფელურობას მივყვები. თითქმის გამუდმებით ჩნდება გრძნობა,კითხვასთან ერთად და პასუხიც.
მე ვარსებობ ? - არა,ეს არ არის არსებობა !
და ჩემი გული წუხს.
საერთოდ ამ კანონზომიერებაზე.
რომ შეუძლებელია ყველას განთავისუფლება.რა ხერხიც არ უნდა გამოიყენოს არსებამ !
არა,მაინც არის ერთადერთი გზა !
ეს კი,ვინც გვახარა მათ მიერ აღწერილი მოვლენაა.
აღსასრულს,რომ უწოდებენ.
სინამდვილეში,აღსასრული.
სამყაროს აღსასრული...
ღმერთის უარყოფაა.
ზუსტად ისე როგორც სიცოცხლის მდგომარეობის გაზვიადება,ორგანული სიცოცხლის უკვდავებაზე.
მაგრამ თვითონ ეს ორგანული ცხოვრებაც,რომ გამოუკვლეველია ? ნორმალურ ადამიანებს აქვთ პასუხი ყოველივეზე.თუმცა სინამდვილეში რომელი ცოდნა ეხმარება ადამიანს ამ სამყაროსთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში ?
არცერთი !
ღმერთი რომ მხოლოდ სიკეთის,სიყვარულის განსახიერებად მიიღო კაცობრიობამ,ეს სწორედ მისი ერთი მხარის,ადრე შიეძლება შეგნებულად,მაგრამ ახლა,შეუგნებლად ყურებაა.
ვის სურს აღიაროს რომ შემქმნელი იმდენადაა კეთილი,რამდენადაც ბოროტი ?
არავის ექიმო,არავის...გარდა ჩემნაირი ავადმყოფისა.~
ღმერთი-ეშმაკია.
გაუზარებლად ჟღერს ? სულაც არა.
როცა პატარა ვიყავი,იმას ვფიქრობდი რომ ყველაფერი,რაც ირგვლივ ხდება თავისი ბოროტებითა და დიდებულებით,ღმერთის მზაკვრული სურვილი იყო.იმასაც ვფიქრობდი რომ ის უბრალოდ მარადიულობაში,მანამ სანამ განაცხადებდა იქმნას ნათელიო და შეიქმნებოდა იგი.იტანჯებოდა...,და რომ თავისუფლად შეეძლო ნება არ მიეცა იმ წყეული არსებისთვის,ჩვენი მსგავსი არსებები რომ დაღუპა.
მაგრამ შემდეგ ჩემს ზრდასთან ერთად მთელი ეს სურათი გაიზარდა და უფრო მეტი რამ გამოჩნდა.
ეს ის გიჟური სურათია სადაც არა მხოლოდ მე,შენ და სხვამ,წინასწარ მოვაწერეთ "ჩვენი ნებით" ფიზიკურ,ამაო სამყაროში მოხვედრას ხელი.არამედ თავად იმ ბოროტების "მამა"-ც.
მაგრამ როგორც ვთქვი გავიზარდე.და ეს ახალგაზრდობა მტკივნეული,უფრო მეტად იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა.როცა ვფიქრობდი სიკეთის დიდებულებაზე.და თან ვხედავდი მის სრულ არარაობას ბოროტების გარეშე.
საბოოლო ჯამში ყოვლად შემოქმედი,მართალია ყველაფერი შექმნა თუ იდეას დავუჯერებ.საკუთარი ნებით ! მაგრამ ის არ არის ყოვლის შემძლე.
რატომ ვმკრეხელობ...
არ ვიცი რატომ.არ ვიცი რატომ ვუყურებ მთელ ამ საზიზღრობას ჩემს უბანში ? ქალაქში,ქვეყანაში,ამ წყეულ ყანაში !!!~
განა დავცინი,რომ სხვაგვარად ვერ შეძლო სამყაროს შექმნა.არა,უფრო მეტიც.მე ვიცი,რომ ჩვენი ეს მტანჯველი სამყარო მხოლოდ იმიტომ არსებობს,რომ არსებობს სამყარო სადაც ასე ვიტყვი...
სამყარო ბოროტების ელემენტის გარეშე !
სამყარო სიკეთის ელემენტის გარეშე !
და აჰა ჩვენ ამ წყეულ ორ "ელემენტიან" სამყაროში ვართ.
არა,ეს ყოველივე კვლავ ამაოა.თუმცა იმ მძაფრ გემოს ვერ ვპოულობ მთელ უაზრობაში რომელიც ასე ძალიან მიყვარს.

- მალე დაასრულებ ?

მაცადე,გემრიელ საკვებს ვამზადებ.

- მიდი ჰო,თორე დრო აღარ გაქვს.

ჩემი წაყვანა გინდა ?

- ჰო,შენს წასაყვანად მოვედი.ვინაიდან არ ირჩევ არაფერს.ამას ჩვენ გავაკეთებთ ! შენი ადგილი იცი სადაც არის.

ალბათ გინდოდა გეთქვა. ჯოჯოხეთში ! - ? -

- სწორია.

თუ მე არ მაქვს დრო... შენ ხომ მაინც გაქვს დრო ?

- რა თქმა უნდა,მე ვარ თავად დრო !

მაშინ,ჯოჯოხეთის მსახურო.შე პაწაწინა მდაბიო არსებავ,სიცივესა და სიბნელეს შეჩვეულო ნაგავო.მოდი ასეთ რამეს შემოგთავაზებ.კეთილი ინებე და სულ რაღაც 30 დღით მესტუმრე.
სხეულში.
და მე გაჩვენებ,რომ ცდები და ტყუილად ამაყობ შენი ბოროტი მშობელით !!!~
მოდი,და დასაწყისიდანვე შეიგრძნობ ნამდვილ ჯოჯოხეთს... რომ მოგშივდება,მოგწყურდება,შეგცივდება შეგიყვარდება და შეგძულდება.იმხიარულებ და იგლოვებ.მოდი,მოდი... სცადე.და ამ ყველაფრის მერე გამოგყვები რათა შენ ძმებსა და დებს ნამდვილი ჯოჯოხეთი ჩავუტანო ქვესკნელში.

- აჰაჰაჰაჰა...როგორ გამამხიარულე. ფიქრობ რომ არ ვიცი რა არის ჯოჯოხეთი ? მე იქიდან მოვდივარ.ისე კი საკვირველია როგორ მთავაზობ ამას...

მოდი,ასე უბრალოდ.მხოლოდ 30 დღე.არც მეტი არც ნაკლები.

კბილებში ხომ არ გაგცრა ? იხილე რა არის ნამდვილი ტანჯვა ?! სიცივისა და სიბნელის შვილო ?

- წყეულიმც ვიყო,ეს რა იყო !

ამიტომ როცა,ჩემს წინაშე რაიმეს დაიტრაბახებ.ჯერ თავი დახარე.თითქოს უკვე იცი ვინც ვარ.და დამეხმარე შენს დებსა და ძმებს ვესტურმო რომ ახლა თავად მე ჩავუტანო ხილი "მჟავე ფორთოხალი" - იყოს ?

- არ მოგცემ უფლებას,რომ დატანჯო ისინი !

მე ვარ უფლება ! და მე თქვენთან მოვდივარ,გადაეცით მამათქვენს რომ მისი ჟამი ახლოსაა.და რომ მიიღებს საზღაურს,იმ როლის მორგებისთვის რომელიც მოირგო.როგორც კაცობრიობის "მწვალებელმა"

- ომს ბედავ ?

ომს კი არა,გამარჯვებას ვგეგმავ !

- თავი არ გეცოდება ? იმ გადაწყვეტილებისთვის რასაც იღებ ?

კარგია,რომ არ მიცნობ.რადგან არ იცი რა მსურს.თუმცა კი იმის თქმა შემიძლია შენთვის.თუ როგორ წარმომიდგენია შენი და შენი პატარა ეშმაკუნა ძმებისა და დების.ორგანულ სიცოცხლეში გადმოსროლა,თანაც სამარადისოთ ! და იმ სიცივეს მხოლოდ მე ავითვისებ,მხოლოდ მე ! ~

ძალიან დავიღალე და მშია...
საზღვარი არ არსებობს ! ვერაფერს მივაგნებ !
საერთოდ მიკვირს,ადამიანის სიჩლუნგის.გამომგონებელიო...
გამომგონებელი კი არა,უფრო მკვლევარი და მიმგნები უნდა ერქვას მას.
შემქმნელიო... რა შექმნა ?! წყეული მილიონ წლიანი ადამიანის მტანჯველი ისტორია.მხოლოდ იმიტომ,რომ სამყაროს შესაქმნელად არსებული მასალა რაც მას დახვდა სხვაგვარად ვერ გაანაწილა !

- ჯერ ესერთი,აი ამ წამს მადლობას რატომ არ იხდი ბოძებული ცნობიერებისთვის ?

როგორ გითხრა... ხანდახან და ძალიან ხშირადაც,სურვილი მიჩნდება,რომ ეშმაკი და ღმერთი ერთ ოთახში გამოვამწყვდიო რომ როგორც ძაღლებმა ისე დაგლიჯონ ერთმანეთი.მათში გამარჯვებულს კი არაფერი შეხვდეს ! მხოლოდ მარტოობა და სიბნელე.

- ვისკენ ხარ ბოლო ბოლო ?

მე იმ ძალისკენ ვარ,რომელიც არ არსებობს და შეიქმნება.მე ვარ ის ძალა !

- მსოფლიოს მართვა გსურს ? მთელი უნივერსუმის ? ყოფიერების ყველა დონის ?

მე ერთადერთი რამ მსურს... სამყარო სიბნელის გარეშე !

- შენ შეუძლებელს ითხოვ.და იცი ეს.რომ ასე ვერ მოხდება.

კი,ეს შეუძლებელია.მხოლოდ მათთვის ვინც ჩემამდე იყვნენ.

- როგორ ფიქრობ ვინ ხარ ?

რაში მჭირდება ფიქრი.მე მხოლოდ შეგრძნა ვარ.და მე ვარ ძალა.სიცოცხლე და ყოველივე რაც კი გინახავს,გრძნობისმიერი.

- შენ გინდა ამ ხალხს სიყვარულისა და სიძულვილის უნარი წაართვა ?

გაგიკვირდება და მხოლოდ სიძულვილის წართმევას ვაპირებ.

- მერე ვინ განიცდის განსაცდელს ? ხომ იცი რომ სხვაგვარად არ შეიძლება.რა,ხომ არ აპირებ მთელი სიბოროტე თავად,რომ დაიტიო ?

მე შევქმნი სამყაროს სადაც ყველას შევრეკავ,როგორც ცხვრებს.სამყაროს სადაც მხოლოდ დაიბადებიან, და მხოლოდ ეყვარებათ.სადაც არ ეცოდინებათ სიბნელე,სიცივე და შიმშილი.

და ჩემს თავზე ავიღებ ყოველივე ამის საპირისპირო გრძნობების შეგრძნებას !

- შენ ღმერთის არ გწამს !

მე არ მწამს იმ ბავშვივით მრსიხანე არსების,რომელიც ჩვილს კანფეტის ხელიდან გავარდნისთვის სახლიდან აგდებს !

- ანუ იქედნეთა ნაშობი ხარ ?

მე ის გამოგდებული არსება ვარ,რომელიც გაიზარდა ! და იქედნეთა ნაშობი შენ ხარ წყეულო !

- შენი მრისხანება დიდია.შენი ნაყოფის გემო კი სრულიად გაუგებარი !

გგონიათ მთელ მაგ დასს გაგამართლებთ ? ჩემი ნაყოფის გაგების ძალა რომ არ შეგწევთ მაგიტომაც ვერ მკიდებთ ხელს !
სადაა,ცული რომელიც ჩემს ფესვთან დევს.გამზადებული.ხომ არ გაგილესოთ ?

- ხუმრობა შეგრჩენია,ეს კარგია.მაგრამ ი....

ხმა გაიკმნიტე.ახლა უნდა მიმტკიცო ის,რომ მადლობელი უნდა ვიყო იმისთვის,რომ ვარსებობ.მომწყდი თავიდან.დიახაც ძალიან დიდ მადლობას ვიხდი ამ სამყაროში მოვლინებისთვის.მაგრამ არ შემიძლია მადლიერება გამოვხატო და თვალები სიხარულით ამევსოს და გამიბრწყინდეს მთელი ამ საცოდაობის ყურებისას ! ამიტომ დაწყევლე ახლა შენი თავი,რომ შენ მოევლინე სამყაროს და გამოგგზავნეს ჩემთან ვინაიდან ჩემი სული გსურს.მაგრამ ვერ მიიღებ მას ! რადგან მე არც სხეული ვარ და არც სული !

- დღეისთვის საკმარისია.მეც ხომ მინდა ცხოვრება.- შენ ის მითხარი ცოტა თუ მოგეშვა ?

არა,საერთოდ არა ! წყეულიმც იყავ !




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent