შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროფესორმა გაიღვიძა ! გილოცავ


21-11-2021, 04:13
ავტორი აიესმე
ნანახია 730

ვიღაცას გაუღვიძია,ეს კარგია.მომილოცავს

- სად იყავი ამდენ ხანს...ჭკუიდან ვიშლებოდი.ერთადერთი რაც შემეძლო ეს იმაზე ფიქრი იყო თუ რა იყო საერთოდ სიცოცხლე და რა აზრი ჰქონდა მას.

მინდა ვაღიარო,რომ გვარიანად გიშრომია.საოცარია.ის მითხარი რაიმეს თუ მიაკვლიე ?

- სასოწარკვეთას.მხოლოდ ამას. და აზრს,რომ ყველაფერი უაზრობაა !

კარგი.
ახლა კი კარგად მოთავსდი.

მაშ გაინტერესებს რა არის ადამიანის სიცოცხლე და რა აზრი აქვს მას ?

ეს უმეცრებაა,სპეციალურად ადამიანისთვის გამზადებული,რომელიც ნებისმიერ აღმქმელს აბნევს.პასუხს არ აძლევს და ბოლოს სასოწარკვეთაში აგდებს.აავადებს და აიძულებს ისე იცხოვროს,როგორც ამას უმაღლეს დონეზე განვითარებული ცივილიაზია აიძულებს.ანუ ჩავარდეს იმ მდგომარეობაში რასაც დღეს ნორმალური ადამიანის მდგომარეობა ქვია.მე ვიცი,რომ სიცოცხლე საჩუქარია.ეს არის ისეთი საოცარი საჩუქარი,რომელიც ისეთ აღფრთოვანებას იწვევს თითოეულ მფლობელში,რომ თავს ვერ იკავებს იგი,ვინც არის,და მის შეცნობას ცდილობს,ბავშვის მსგავსად,რომელიც საჩუქარს ანაწევრებს,შლის.თითოეული დეტალის შესწავლას ცდილობს და ამ პროცესში ხვდება,რომ ვერაფერს ვერ გაუგო და აი „აზრი“ და აი საშინელება.ის მას ვეღარ აწყობს.დაშალა იგი იმდენად,რამდენადაც შესძლო.ანუ ელექტრონებამდე და რაღაც „კვარკებამდე“.მერწმუნე საჩუქარის პირვანდელი სახის დაბრუნება შესაძლებელია ! მაშ ვინ იძლევა ამ საჩუქარს ? გეტყვი.შემქმნელი ! შენ გინდა ღმერთი დაუძახე და რაც გინდა ის უწოდე,მხოლოდ იცოდე ეს დროებით.
ის იძლევა ამ საჩუქარს.ხოლო თუ რატომ ვარ დარწმუნებული.ახლა აგიხსნი.

ადამიანი მართლაც,რომ მსგავსია შემოქმედის.აი გაჩვენებ თუ როგორ.

აიღე თეთრი ფურცელი და დაწერე ნებისმიერი სიტყვა მასზე.

ახლა გაშალე ეს ყველაფერი მაგალითად ხე

ხ - ე

რას ხედავ ? მხოლოდ მინდა რომ მომყვე და არაფერი "მოიფიქრო".მხოლოდ დაინახე.

ნახო შენი თვალებით და სხვა არაფერი.

შენ ხედავ რაღაცას რაც თეთრზე შავით არის დახატული ამ შემთხვევაში ხ-ს და ე-ს.

ახლა შეძელი და გაანთავისუფლე შენი გონება და ჩასწვდი იმას,რომ თეთრზე ამ შავ მოხაზულობას შენს გარეშე არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია. ის არ არის ისეთი ხ როგორიც იცი. არც ვიზუალურად და არც სმენით აღქმაში.
ეს მოხაზულობა სრულიად მნიშვნელობის გარეშე არსებობს.

შეძელი ?

ახლა კი იხილე შემოქმედის დიდებულება !

შეიგნე ის,რომ შენს გარეშე თეთრზე მოხაზული ეს ნახაზი სრულიად უმნიშნველოა თავისთავად.მას სჭირდება ვინმე რომ საერთოდ მნიშვნელობა მისცეს.და ეს ამ შემთხვევაში შენ ხარ. და აი შენ მიეცი ამ მოხაზულობას როგორც სმენითი ასევე აღქმითი მნიშვნელობა. წაიკითხე „ხ“ „ხ“ „ხ“

კარგია. იგივე გააკეთე ასობგერა „ე“-ზეც.

და ახლა ქართული - ლიტერატურის მასწავლებლად არ ვივარგებ მაგრამ. აი ახლა რას წარმოიდგენ ! შენ შექმენი აბოსლიტურად ყველა ასობგერა.თავისი მნიშვნელობებით.

ხო საოცარია ?
ეს რაა ? ეს არაფერია.შენ ახლა,როგორც იტყვიან კომპლექსურად კრავ ამ 33 ასოთაგან ერთ შესაძლო კომბინაციას რომელიც არის „ხე“ და უყურებ მას. მიეცი მას მნიშვნელობა.

ჯერ მხოლოდ შეხედე... ახლა კი მნიშვნელობა მიეცი,დაუკავშირე ის რაიმე შინაგან ან გარეგან ობიექტს. ხე - ახლა იცი ეს რაც არის ! კარგია.

ახლა კი ადექი და ხმამაღლა წარმოსთქვი სიტყვები „მადლობა სიცოცხლის საჩუქრისთვის შემქმნელო შენ,ვინც ხარ „

აჰა. საბოლოო ჯამში კიდევ ვერ ხედავ ? შენ შექმენი ეს ყველაფერი და თქვი ის რაც თქვი !
მე გავიგონე ეს.

მაგრამ ეს შენ ხარ ?

სიტყვებში როგორ შეიძლება დაგინახო შენ ?

თითოეულ წარმოთქმულ სიტყვაში ?
მიდი თქვი რამე.

მიყვარხარ !
მოდი შევცვალოთ ნორმალურობა.

გაიგე სმენითი აღქმით ? .

მხედავ სიყტვაში ? ამ მოხაზულობებსა და მნიშვნელობებში ?

დააკვირდი ჩემს ბაგეს,რამდენიც გინდა უყურე.მე ამ წარმოთქმულ სიტყვებში უბრალოდ არ შეიძლება რომ ვიყო.

სიტყვები ჩემზე ვერაფერს იტყვიან ! მაგრამ.... მაგრამ აი კულმინაციური მომენტი სინათლის,რომლის არ დანახვაც მხოლოდ მას შეუძლია,ვინც ბრმაა ანდაც თვალზე შავი ნაჭერი აქვს გადაკრული.

მე ვინც ვარ ! წარმოვსთქვამ რა სიტყვებს,იმდენს,რამდენსაც მოვისურვებ და მოვყვები ჩემს ქება დიდებას.შენ გაიგონებ ამას ხომ ასეა ?

კიდევ ვერ ხედავ სიხარულო ??????

ადექი და წადი ! გაიხედე გარეთ.

უმზირე სივრცეს.შეხედე სამყაროს.სიცოცხლეს,ყური დაუგდე ბგერებს რასაც შენი ყური დაიჭერს ! ყველაფერს შეხედე,შეეხე შენს ირგვლივ.

ეს ის არის ვინც სიცოცხლე გაჩუქა.გაიღიმე ) ის ლაპარაკობს.ის თავის სიყვარულს აფრქვევს.გაახილე თვალი და ნუ დაუწყებ მას მატერიაში ან სივრცეში ანდაც სხვა ნებისმიერ რამეში ძებნას.ის არის ძალა,რომელმაც ყველაფერი შექმნა ჩემო ძვირფასო.მსგავსად როგორც სიტყვის წარმოთქვამს ადამიანი.ადამიანი კი არ არის ამ სიტყვაში.ხედავ სიტყვას,ადამიანის დაწერილს.და არც მასშია ადამიანი.მნიშვნელობას და არც ეს არის ადამიანი.

გაიხარე.რადგან ეს ჯერ კიდევ 2000 წლის წინ გვხარეს.გესმის ? მანამდე მოსეს,რაც შეეხება.რომ ვთქვი ღმერთი მოიყვანა-მეთქი.არ შევმცდარვარ,არა.მან მართლაც მოიყვანა არსება სახელად „ღმერთი“ - მაგრამ ის აღწერა ნუთუ არაფერს გეუბნება,რომ 6 დღე ქმნიდა რა სამყაროს შემოქმედი და მე-7-ე დღეს,რომ დაისვენა ?~

კაი ეხლა ის მითხარი,თვითონ შემოქმედი.
სიტყვა
"შ-ე-მ-ო-ქ-მ-ე-დ-ი" არაფერს გეუბნება ?

მეშვიდე დღეს დასვნება,ის ხომ არ გგონია რომ სადმე წამოწვა იგი ? და ფეხი ფეხზე გადაიდო.რათა დამტკბარიყო თავისი ნამოქმედარით ???
არაა...ჩემო სიხარულო არა.ის ექვსი დღე.ის ისე ქმნიდა.ანბანს როგორც ორიოდე წუთის წინ ჩვენ შევქმენით ის ! ხოლო მეშვიდე დღეს წარმოსთქვა რა სიტყვა ! და დაიწყო სიცოხლემ ჩქეფა ).

ალბათ დაგაინტერებს თუ რა პრობლემა აქვს მას ჩვენთან ? რატომ გვტანჯავს ?

ეს ჩვენ ვიტანჯავთ თავებს.მაშინ როცა ვხვდებით,რომ სრულიად სხვაგვარად უნდა ვიცხოვროთ.სამყაროსთან ჰარმონიაში თანარსებობისთვის.ხომ იცი რომ მაგნიტის - _ - ისგან ვერ იხილავ შერწყმას ? იცი,ვერა ! რადგან ეს არაჰარმონიულობაა ! შეგიძლია პატარა მაგნიტები ფიზიკური სხეულის ძალის გამოყენებით მიაბჯინო ერთმანეთს.მაგრამ როგორც კი დანებდები,ან ხელს გაუშვებ ისინი დაცვივა..ასეა ? ასეა. + - ხო ერწყმის ერთმანეთს ? ერწყმის... ხომ ხედავ როგორია მათი კავშირი ? ხედავ...
რა თქმა უნდა შეგიძლია ფიზიკური ძალის გამოყენებით დააცილო ისინი ერთმანეთს. და დაარღვიო ჰარმონია !~
აი რა მოუვიდა ადამიანს ! რა მოგვივიდა ჩვენ.რა სჭირს ადამიანს დღეს.

რა გიკვირს ? მთელი ჩვენი ფიზიკური სამყარო „მატერიის“ ენერგიის,ყველაზე უკიდურესი,უხეში ფორმაა.მაგრამ ამავდროულად საოცარი და ის იმიტომ არის ასეთი მყარი,რომ არ გაგიჭირდება ამის გაგება ! რადგან საწყისი სრულიად არამყარისგან აქვს.თუ გინდა სინათლე დაარქვი და რაც გინდა უწოდე.
ანუ მეცნიერებს კი არ ვეჯიბრერები... ისედაც ბევრი ვირბინე ! არამედ ამ ურთიერთ-საპირისპიროობის ჩვენება იმიტომ,მსურს რომ დაინახო ჩვენი ტანჯვის მიზეზი.
ეს,ამ ენერგიის ფორმაში,მასთან.შემოქმედთან-ღმერთთან არაჰარმონიული თანაარსებობის ბრალია .

ის არაჰარმონიულობა,რომელიც მზესავით ნაეთლია დღეს.ხედავ როგორ ხარისხსაც აღწევს...ჩემო სიხარულო,ჩემო იმედო და ჩემო ოცნებავ.მიმოიხედე ! შეხედე წარმართთ.დღეს შენს 21 საუკუნეში როგორ ეწინააღმდეგებიან ბუნებას,ძალას.ღმერთს.შემოქმედს.შემქმნელს... არა მხოლოდ სიტყვით,ეჰ.ქმედებით. ხედავ სახარების ჭეშმარიტებას ?

ვერა ? მაშინ მითხარი რას გააკეთებდი მაშინ,თუ კი შენს მიერ შექმნილ სიტყვას

„სიყვარულს“

წარმოთქვამდი და მას ვინმე წყევლად მიიღებდა ? ან მოხდებოდა ისე რომ ასწავლიდი რა ვინმეს სიტყვა „სიყვარულს“ მის მნიშვნელობას.გრძნობის გადაცემას.გახარებას და ბრახ და იგი...

„სიტყვა“ თავისი ნებით დაკარგავდა შენს განგებას.და იქცეოდა უხამს სიტყვად.
რას იზავდი... რას ?

მე ის მიკვირს.მთელი ადამიანური ისტორია,რასაც კაცობრიობის ისტორია ჰქვია.როგორ დაიტია.როგორ იტანს ამდენს...

ვიცი,რომ გაიზარდე და აღარ ხედავ მას,სადმე თეთრ ტახტზე მჯდომს.დიდ წვერებში როგორც უზენაეს პიროვნებას

- ცრემლებს ვერ ვიკავებ.ვგრძნობ...ვგრძნობ...

ახლა კი,მოემზადე ამ გრძნობის დაკარგვისთვის.

- არა,არა... მე მინდა...ვგრძნობდე.ვგრძნობდე ამას როგორც წეღან,წამის წინ განცდილს.მარადიულად მინდა შევიგრძნო ეს... რატომ მოხდა ასე ? რა გავაკეთო იმისთვის რომ...

როგორ ფიქრობ ? სრულად ჰარმონიული ხარ,მთელ ამ ძალის მოძრაობასთან მიმართებით ?

- ვიცი,ვიცი რომ საერთოდ არ ვარ ჰარმონიული,ვიცი...

მაშ,გიხაროდეს თუნდაც ის,რომ წამით განიცადე რაიმე,ჩემო კარგო.ისიც გიხაროდეს თუ კი ეს ხედვა შენში აღმაფრენას იწვევს.

- რა ვქნა,როგორ ვიყო ჰარმონიული ?!

ამისთვის ერთადერთი გზა არსებობს ! ერთადერთი და პირდაპირი.მაგრამ სანამ ამ გზაზე დავდგებით.იქამდე სხვა გზებით სიარული მოგვიწევს.მზად ხარ ?

- მზად ვარ ! მზად ვარ.ყველაფრისთვის მზად ვარ !




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent