სიცოცხლე უშენოდ
ჩემთვის სიცოცხლე სწორედ უშენოდ, ნამდვილად არის შეუძლებელი. ერთადერთი ხარ ვარდი უეკლოდ, მე გრძნობები მაქვს ხელუხლებელი. ჩემთვის სიცოცხლე სწორედ უშენოდ, გაუსაძლისი არის ნამდვილად. და ეს სიცოცხლე ჩემთვის უმეფოდ არ მიმაჩნია სწორად, ადვილად. ჩემთვის სიცოცხლე სწორედ უშენოდ, ამის არ არის ჩემში ადგილი. გრძნობანი ერთურთს ჩვენ ავუშენოთ და შენ ჩააგდე შემდეგ მანდილი. ჩემთვის სიცოცხლე სწორედ უშენოდ, არის კოშმარი უსაშინლესი. და გთხოვ ამ კოშმარს არ გავუმეფოთ აქ აღსრულება უმარტივესი. მე შენ მიყვარხარ, მხოლოდ შენთან მსურს. წყალს წაუღია სხვათა ფიქრები. შენ ისეთი ხარ, შენი ყველას შურს. იცი? უშენოდ არ გავფრინდები. მე კვლავაც გეტყვი რომ შენ სულ სხვა ხარ, განსაკუთრებით განსხვავებული. ჩემო ლამაზო, შენ არვის ჰგავხარ, გული შენით არს დაკავებული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.