შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზიანი შემოდგომა


12-12-2021, 13:51
ნანახია 1 223

ძალიან სჭირდებათ ადამიანებს სიყვარული...
გამახსენდა,როგორ ვაჯერებდი თავს,რომ ქმარი მიყვარდა,ათას რამეს ვიგონებდი და თავს ვაიძულებდი,მასზე მეფიქრა.მერე,დიდი ხნის მერე მივხვდი,რომ ეს მე მჭირდებოდა.
რატომ სჭირდებათ ადამიანებს ასე ძალიან სიყვარულზე ფიქრი?
რატომ არიან ასე საწ....ბი სიყვარულის გარეშე.?
ძალით არაფერი გამოვა,ერთ წვიმიან დღესაც მიხვდები,რომ გეზარება ასეთ სიყვარულზე ფიქრი და ძილი გირჩევნია.
ერთ დღესაც ხვდები,რომ მხოლოდ შენი ფერები არ გყოფნის გაზაფხულის გასაფერადებლად.
ყველაფერმა ჩაიარა...
დავშორდით...
..............
დრო გავიდა,სხვას შევხვდი.
შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს სწორედ მაშინ,როცა უკვე დავუმტკიცე ჩემს თავს,რომ წიგნებში აღწერილი სიყვარული არ არსებობდა,არადა,როგორ მინდოდა,ასე მყვარებოდა ვინმე.
ჰოდა,შევხვდით ერთმანეთს,მე გაცილებით უფროსი ვიყავი... არ ვიტყვი რამდენი წლით,სულერთია,მაინც არავინ მაპატიებს...
მისი პირველი აღიარება შოკი იყო ჩემთვის,თავიდან,რათქმაუნდა,სერიოზულად არ მივიღე,მაგრამ...
ჩვენ არ დავდიოდით კაფებარებში,ჩვენ არ ვსეირნიბდით საათობით შემოდგომის ქუჩებში,არც წვიმებს ვემალებოდით,არც პირველ თოვლზე ვავლებდით ნაკვალევს.
ჩვენ ვემალებოდით ყველას და ყველაფერს,არასოდეს ვეუბნებოდით ერთმანეთს სიტყვას ,,მიყვარხარ".
ჩვენ გვეშინოდა ადამიანების უფლისგან ნაჩუქარი სიყვარულით გულში.
მაინც ჯიუტად ვიდექით და კბილს ვუსინჯავდით ამ გრძნობას,აი,ახლა დასრულდება და ,აი,ახლაო,ვფიქრობდით.
........ .
_ახლა ისე მენატრები,ასე მგონია,ვკვდები_წერილი დამხვდა პირად მიმოწერაში.
რაღაც უცხო შეგრძნება იყო ეს ფრაზა ჩემთვის,თითქოს ,,უსიტყვო სიყვარულს" შევეჩვიე,შევეცადე,რომ კინოფილმის კადრივით წარმომედგინა ყველაფერი,თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე...
ახლა ყველაფერი გაუფასურდა ამ სიტყვებთან,ყველაფერი,რაზეც ოდესღაც მიოცნებია,ან რის გამოც მინანია...ყველაფერმა ფასი დაკარგა,იმ სიხარულის ცრემლმაც,ოდესღაც გაზაფხულის პირველი ენძელების დანახვისას რომ ჩამომცვივდა,იმ შურმაც,ვიღაც უცხო ქალის ყვავილები რომ არ მომწონდა,იმ მარტოობის ზამთრის ქარმაც,ოდესღაც სიკვდილი რომ მანატრებინა.
ყველაფერმა ფასი დაკარგა და ყველაფერი დამავიწყდა...
მხოლოდ ის მახსოვდა,რომ წიგნებში აღწერილი სიყვარული მართლა არსებობდა დედამიწაზე...

დასასრული




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent