°°♡°°
ზღვის გადაღმა მდელო არის, მწვანე მდელოს შუაგულში ძველი ქოხი, ქოხში მეფობს მარტოობა , ყველას აბავს,ყველას მალავს ვისაც წვდება მისი ხელი. მისი ხელი ქარის ფერი ყველას სწვდება ყველა მიყავს თავის ქოხში. იტანჯება უამრავი მარტოობით ავსებული... სულს უყინავს მისი მზერა... გულს უჩქარებს მისი სუნთქვა. იყინება მარტოობის ცივი ხელის შეხებისას. ის კი ცდილობს არ დანებდეს, თავის ცრემლი არ დაღვაროს, ხალხით ივსებს ცარიელ სულს, თითქოს ღამე დაბრუნდება და წაიყვანს მარტოობას. თითქოს ბნელი ისევ ისე ,მთელი ძალით ჩაიხუტებს. სანამ კიდევ დაბრუნდება უკუნითი ღამის ფერი და გაახვევს მარტოობას მის მკლავებში , ის აწამებს ყევლა ჩვენგანს რომ ჩააქროს მზე მის სულში... რომ გააქროს სიხარული ,რადგან წყვდიადს ეშინია გრძნობის წრფელის და ნათელის... მარტოობა მანამ არის ყველა კაცის ჩუმი მტერი, მანამა სძულს ყველა კაცი ,ვიდრე ღამე არ გადაკვეთს ზღვას სისხლისფერს და მდელოზე არ გაკრთება მისი ჩრდილი მომავალი. სანამ ქოხში არ ჩაქრება ბოლო წვეთი სანთლის შუქის და სიხარულს არ გააქრობს ჩუმი სევდა მარტოობის. მაშინ მოვა ღამე ბნელი ,როცა იგრძნობს ქარისფერი მარტოობაც მარტო არის... როცა იგრძნობს მიტოვებულს ეშინია სინათლისფრის... მარტოობას მიაკითხავს,როცა ჩრდილი საზღვარს გაკვეთს და ზღვის ფსკერზე დაეშვება... სხივს გააქრობს ბნელი ღამე და ჩაძირავს მის მკლავებში მარტოობას მიტოვებულს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.