შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბილწი მარტოობა


16-06-2021, 00:17
ავტორი ჰაიკო
ნანახია 10 531

ამ მარტოობას სუნი აქვს ბილწი,
გადარჩენისთვის არაფერს ვიღწვი,
და თუ დავიწვი,არც ეს მადარდებს,
ყინულის ფარად ავიკრავ დარდებს,
მეწამულ ფარდებს..
მოდით, დამჩეხეთ,
და მარილად მომაყარეთ დაპირებები,
და პოეზიით - გაკვირვებები!
ყოვლის შემყურეს მეკარგება სურვილი წერის,
ჩუმი ხითხითი - ჟამთააღმწერლის..
მწამს მხოლოდ წვიმიანი დღის,
ნაცრისფერი ცის -
მოთქმა რომ იცის,
ეკლიანი გზის,
ლიმონისფერ მზის,
ლტოლვის ღმერთების,
თვალთა კვეთების,
და კრისტალებად დამსხვრეული წვიმის წვეთების!
სინდრომი - დევნის,
ტკივილი მდევნის,
და ეს დროება - ამაოება,
ხორცით გართობა,
ცოდვით დათრობა
და მარტოობა..
და მარტოობას ვერ ვურჩევ ფერებს,
ვერ ვურჩევ სიტყვებს, ვიგონებ ბგერებს..
ჩემი რითმების მე გავხდები შავი ჯალათი,
ტკბილი იღვრება და ივსება სიმწრის კალათი,
ტკივილის ცრემლით იღებება ღია ბარათი,
გიჟის ღიმილი, მბრწყინავი მზერა, თეთრი ხალათი...

[H]



№1 სტუმარი Ana-maria

თითქოს ურითმო და ამავე დროს ყველაზე რითმიანი ლექსია. ყველა ფერია და ამავე დროს ყველაზე მეტად სევდის ფერია. კარგია როგორც ყოველთვის

 


№2  offline წევრი ჰაიკო

ანადია -->

მხრებზეა ჯვარი, თუმც გული დინჯი,
სულშია კვარი, განვაგდე ხინჯი,
ბოროტი მიტევს,
და თუ ჩემს ყვირილს ზეცა დაიტევს,
სულის კუნჭული მაინც გაიგებს,
მსახვრალს განაგდებს,
ნათელს - დაიგებს!

გმადლობ❤️

Ana-maria
თითქოს ურითმო და ამავე დროს ყველაზე რითმიანი ლექსია. ყველა ფერია და ამავე დროს ყველაზე მეტად სევდის ფერია. კარგია როგორც ყოველთვის


გმადლობ ანა-მარია, ყოველთვის ძალიან მიხარია და მათბობს შენი კომენტარების წაკითხვა❤️
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩემი რითმების მე გავხდები შავი ჯალათი,
ტკბილი იღვრება და ივსება სიმწრის კალათი,
ტკივილის ცრემლით იღებება ღია ბარათი,
გიჟის ღიმილი, მბრწყინავი მზერა, თეთრი ხალათი.

Ხომ არაფერი... მაგრამ ამავე დროს ყველაფერი...

 


№4  offline წევრი ჰაიკო

terooo
ჩემი რითმების მე გავხდები შავი ჯალათი,
ტკბილი იღვრება და ივსება სიმწრის კალათი,
ტკივილის ცრემლით იღებება ღია ბარათი,
გიჟის ღიმილი, მბრწყინავი მზერა, თეთრი ხალათი.

Ხომ არაფერი... მაგრამ ამავე დროს ყველაფერი...


ტ ე რ ო❤️❤️❤️
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

ჰაიკო
terooo
ჩემი რითმების მე გავხდები შავი ჯალათი,
ტკბილი იღვრება და ივსება სიმწრის კალათი,
ტკივილის ცრემლით იღებება ღია ბარათი,
გიჟის ღიმილი, მბრწყინავი მზერა, თეთრი ხალათი.

Ხომ არაფერი... მაგრამ ამავე დროს ყველაფერი...


ტ ე რ ო❤️❤️❤️

Კიდევ წავიკითხავდი თითქოს და არაფერს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent