***********
სამი ნაბიჯი, ორი ნაბიჯი, ერთი ნაბიჯი მაშორებს შენგან, უფრო დიდია სინამდვილეში... და მარტოობა გამოუთხრის ძირს ყველა ჩვენგანს, შენ იღიმები - მე გავილეშე... სექტემბერია, ოქტომბერია, ნოემბერია, ახალი წელი, გაიყინება თოვლი გუგებში და მარტოობა და მონატრება ცასავით ვრცელი, ან გამზევების ბოლო ნუგეში... ბოლო კი არა, ბოლოს მერე მოდის ივლისი, ივლისში მთები ქორწინდებიან... როცა ეს წლებიც დასრულდება ყველა ივლის იქ, სადაც ნაცნობი ქორწილებია, სუფრებია და... სულ ქრებიან ხეზე ფოთლები, შემოდგომაა, ავდარია... მამაკაცები, დედაკაცები ხელში ბოთლებით ნეტა რა ჭირმა გადარია... ნაბიჯი ერთი , ნაბიჯი ორი, ნაბიჯი სამი მაშორებს შენგან, ეს ერთად ყოფნის მომღერალი ბოლო სტროფია... და მარტოობა გამოუთხრის ძირს ყველა ჩვენგანს და მარტოობის საათები არ იყოფიან... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.