შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინამდვილის მაცნე,უეჭველია გიჟია ! კვდომა-დაბადება


6-01-2022, 00:32
ავტორი აიესმე
ნანახია 731

13 ან 14 წლის ვიქნებოდი.ხო,მინდა ავღნიშნო რომ 365 დღე არც ისე ცოტაა.მაგრამ რა არის ეს 365 დღე მარადისობის გადმოსახედიდან ? თითქმის სრული არაფერი.ამიტომაც ვიმედოვნებ რომ ამ ცდომილებას როგორმე მაპატიებს სამყარო.ვიყავი ამ ასაკში და მთელი ჩემი სიცოხლის განმავლობაში პირველად გავხდი გრძელვადიანი ავადმყოფობის მსხვერპლი.არავინ იცის რამ გამოიწვია მთელი ეს ტანჯვა.დღეს ვფიქრობ,ეს უბრალოდ მოხდა... თუმცა,როგორც არ უნდა იყოს და მიზეზის ძებნაში დრომ რომ არ დავკარგო,ამიტომ სჯობს თრხობა განვაგრძო... გარეგნულად გათლილ პომიდორს მოგაგონებდით.შინაგანად კი... დღესაც ვფიქრობ რომ ამის შემგრძნობი არსება ვერ დააბიჯებს მიწას ფეხს.ძლიან ცუდად ვიყავი.ძალიან ძლიერ.ლოგინად ჩავარდნას ვინ ჩივის,მე ენაც ჩამივარდა.მესამე დღე თენდებოდა მთელი შინაგანი ფიზიკური ტანჯვით გამოუწვეული ტანჯვის გამო სიტყვასაც ვერ ვძრავდი.საერთოდ ვერაფერს ვამბობდი.ერთი ბგერის გამოცემაც კი არ შემეძლო.იმდენად ცუდად ვიყავი კვნესა და ოხრაც კი გამშორდა.ვინაიდან გამიმართლა და ჩემი ოჯახისწევრები მთლად უსინათლონი არ აღმოჩნდნენ,მათ დაიწყეს მთელი ძალებით ჩემი გადარჩენის მცდელობა.იმდენ „ძველ“ საშუალებას მიმართეს რომ თავად ძველებსაც კი გააკვირვებდა მათი რაოდენობა.მესამე დღეს,როდესაც კვლავ გავეხვიე მზის ოქროსფერ სხივებში,მოხდა სასწაული და ჩემი ბაგედან სიტყვა გამოძვრა. „მიშველეთ...!“ კვლავ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვართან ვიდექი.ეს ყველამ იცოდა.როდესაც ეს მოხდა და ჩემმა სურვილმა მთელი ამ დროის განმავლობაში ხმამაღლა გაჟღერება შეძლო,მაშინვე გავიგე მამაჩემის სიტყვები.“საკმარისია“ და თავქუდმოგლეჯილი გაეშურა სადღაც.შემდეგ დედაჩემმა და ჩემმა მომნათვლელმა საუბარი დაიწყეს.გავიგონე როგორ წუხდნენ მოსალოდნელ შედეგებზე.რომ შესაძლებელი იყო მკურნალობის ის მეთოდი რომლის გამოყენებაც ასე არ უნდოდათ და რომლისთვისაც მამაჩემი წავიდა,თუ როგორი მავნე შეიძლებოდა გამომდგარიყო ჩემთვის.მაგრამ ორივენი ერთ აზრზე იდგნენ.- „სხვა გზა არარის“ როგორც კი დავინახე რომ მამაჩემმა სახლის შემოსავლელი გადაკვეთა,მაშინვე კვლავ დავკარგე ცნობიერება.თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა იყო როდესაც ჩემმა სულმა კვლავ განაგრძო აღქმა. აი რა ხდებოდა; - მე სივრცეში ვეშვებოდი.სივრცეში სადაც მხოლოდ უამრავი ფერის ხასხასა ღრუბლებს ვაპობდი.პირდაპირ უსახელო ნეტარი გახლდით.იმდენად სასიამოვნო შეგრძნება იყო ეს.იმდენად პირდაპირი მნიშვნელობით „ნეტარება“ რომ... ოდესმე თუ კი შევძლებ არჩევანის წინაშე დავდგე და ავირჩიო სამარადისო მდგომარეობა,რაც მეეჭვება ასე მოხდეს.ეს-დღეს ჩემთვის გაცხადებული შეგრძნებებიდან სწორედ ის იქნება.მოკლედ,აი ასე ვნეტარებ,ვეშვები უსასრულოდ ამ სივრცეში გაფენილ ღრუბლებში და უცბად,უცბად... ნელ-ნელა ჩემი მზერის წინ რაღაც იცვლება,რაღაც სხვა სურათი იკვეთება.ვხედავ ბრბოს,რომელიც ამ უსასრულო სივრცეში არსებულ მომრგვალებულ მიწის ნატეხზე მომხვდარიყვნენ.ამ მიწის მომრგვალებული ნახეტის დიამეტრის ზუსტი გამოთვლის სურვილი არც მაშინ მქონია და არც ახლა.მხოლოდ იმასღა ვიტყვი რომ დაახლოებით ასეულამდე ადამიანს მოეყარა თავი. ნელ-ნელა ჩემი ნეტარი მდგომარეობაც იკარგებოდა.სულ უფრო და უფრო მკაფიოდ ვხედავდი ამ მიწის ნატეხზე მდგომ ამ ასეულს,ბრბოს... ისინი ერთმანეთს გლეჯდნენ.ისინი ომობდნენ.ერთმანეთს კლავდნენ ისეთი ძალით და მრსიხანებით... „დღეს ვფიქრობ-უეჭველია მიზეზი უნდა ჰქონოდათ“ საბოოლოდ როდესაც მთელი ჩემი ნეტარი მდგომარეობა გზად შემხვედრმა ამ ჭკუადაკარგული ხალხის მრსიხანებამ შეცვალა,მე მივხვდი რომ საბოოლოდ მეც რაღაც მიზეზით ამ მიწაზე წინასწარ განსაზღვრულად „დავეშვი“ . ვიდექი და ვუყურებდი.მესმოდა მათი ღრიალი.მე წარმოდგენა არ მქონდა რას აკეთებდნენ. მე არა თუ არ ვიცოდი რას აკეთებდნენ არამედ ყველა მსგავს შემზარავ ემოციას პირველად ვიღებდი.ვიდექი და შიშისგან ვკანკალებდი, მათი შეძახილების,მათი უმოწყალო მზერისა და მოქმედებების გამო.ეს ისეთივე წარმოუდგენელი რამ იყო,რაც სწორედ ის „ნეტარება“ რომ ვუწოდე.ჰო... თუ კი რაიმეს არ ვისურვებდი ეს სწორედ ის მიწის ნატეხია თავისი ჭკუა დაკარგული ბრბოთი... - მოკლედ ასე იყო. ვიდექი და უკვე გონს მოვედი.მაგრამ როგორც კი ეს გავაკეთე,ვხედავ ერთერთი იმათგანი ჩემსკენ მორბის.ღრიალებს და მახვილი აქვს მოშიშვლებული. ვუყურებ მახვილს და მის უკან მინდა არ მინდა ის ნეტარი ღრუბლები მაინც მოჩანს.გაურკვევლობაში ვარ . არ ვიცი რას იზავს,მე როგორც სუფთა ფურცელი ისე მოვხვდი იმ მიწაზე.ამ ფურცელზე ჯერ არ ეწერა. „ფრთხილად მოგგკლავენ“ . ამრიგად.მთელმა ამ ჯოჯოხეთურმა შიშმა და კანკალმა ერთ ადგილას გამაქვავა.როდესაც ის მორბოდა მე კიდევ უფრო დავიძაბე. და აი საერთოდ არაფერი მიქნია,საერთოდ... მან თავისი მახვილი პირდაპირ ჩემს მუცელში,გულის დაბლა მოათავსა. დღესაც მწამს ! რომ თუ კი ოდესმე ღრუბლებში ჩემი სხეულით მომცემენ საშუალებას რომ მსგავსად „დავეშვა“ ზუსად იგივეს განვიცდი რასაც მაშინ.ასევე მწამს იმის რომ თუ კი ვინმე ოდესმე მახვილს მსგავს „მისიას“ მისცემს და ის ჩემს სხეულში მოთავსდება,ზუსტად ისე როგორც იმ ჭკუა დაკარგულმა „ტიპმა“ გააკეთა,ტკვილი რომელიც მაშინ განვიცადე... ოჰ,ისეთი ძლიერი იყო,ისეთი რეალური ! და საერთოდაც... ეს რეალობა იყო.მე მოვკვდი,უსაშინლესი ტკივილით. როდესაც ვკვდებოდი და ჩემს სხეულში მოთავსებულ მახვილს ვუყურებდი,მე აზროვნება დავიწყე.- მე ვერ ვხვდებოდი ეს რატომ გააკეთეს.სიკვდილის ბოლო წამებში მე კიდევ ერთ რამეს ვერ მივხვდი.საერთოდ რატომ აკეთებდნენ ისინი ამას ! - ამის შემდეგ,მე კვლავ ღრუბლებიდან ვარდნა დავიწყე.შეგრძნება „ნეტარები“-ს კვლავ ჩემთან იყო.ეს შეუდარებელი რამ იყო.შეუდარებელი ! ვხედავ : კვლავ მიწის ნატეხს და ამ ნატეხზე ჭკუადაკარგულ,ერთმანეთის სიძულვილით შეპრყობილ ადამიანებს.ისინი ისევ უმოწყალოდ ხოცავენ ერთმანეთს.ვეშვები და ვეშვები... კვლავ გამაგრდა მთელი ეს სურათი.მე კვლავ მიწაზე აღმოვჩნდი.მე კვლავ მომკლეს...
ისევ ღრუბლებს მივაპობ და უსახელო ნეტარის ნეტარებით ვტკბები.კვლავ იკვეთება ჩემი მზერის წინ იგივე.მიწა-ხალხი-სიძულვილი-სიკვდილი. - და საკუთარ თავს როგორღაც ვატყობინებ რომ ვიცი იქ რაც მომელის.ზუსტად ვიცი,იქ მე პირველად არ მივდივარ,აქ ნამყოფი ვარ.აჰა,ისევ მიწაზე ვეშვები და ახლა ვიცი რომ ძალზედ ცოტა დრო მაქვს.მე მომკლავენ.შიშს რომელსაც მთელი სხეულით განვიცდი ვერას ვუხერხებ. ტრაგედია ! მე კვლავ ვკვდები. ყოველ ჯერზე როდესაც ეს მეორდება,მე სულ უფრო და უფრო მეტად ვიძენ „ცნობიერება“- ს.ყოველი სიკვდილის შემდეგ უფრო და უფრო მეტად ვიცი რა მოხდება შემდეგ.მე ვიცი რომ სიკვდილის შემდეგ კვლავ გავაპობ დიდებულ ღრუბლებს.ერთი შეხედვით არ ვდარდობ,მაგრამ ეს არ მინდა ! მე მხოლოდ ღრუბლებში დაშვება მსურს.აჰა,კვლავ ვეშვები მაგრამ ნეტარებით აღარ ვტკბები.იმაზე ვწუხვარ რომ მიწაზე დაცემა გარდაუვალია.და რომ არ ვიცი რა უნდა გავაკეთო იმისთვის რომ ეს აღარ მოხდეს.აჰა,კვლავ იგივე ტკივილი.კვლავ სიკვდილი... ერთ-ერთ დაშვებაზე იმაზე დავიწყე ფიქრი როგორ გამომესწორებინა ყველაფერი. თუმცა ვერაფრით ვასწრებდი გეგმის შედგენას.აჰა,ერთი დაშვებაცაა და ვყვირი.-ამას რატომ აკეთებთ ! მე კვლავ მასობენ მახვილს მუცელში.კვლავ აუტანელ ტკვილის განვიცდი.მე ისევ ვკვდები. ისევ ვეშვები, ახლა უფრო მეტს ვასწრებ. ვყვირი - მორჩით ! ამას რატომ აკეთებთ ! . იგივე,ისევ აპობს მახვილი ჩემს კანს,აღწევს უფრო ღრმად ვიდრე წინა ცდებზე,ედება ორგანოებს და მე მთელ სიკვდილს შევიგრძნობ.- თავიდან ვითვლიდი,შემდეგ სათვალავი ამერია. ვწუხვარ,ძალიან ვწუხვარ. ყოველ დაშვებაზე ხან რას ვცდილობ ხან რას.- ვუყვირი,ამას რატომ აკეთებთ ?! აქ არაფერია რის გამოც საერთოდ ეს ღირს,მაინც თავიდან ვიბადებით- მეთქი. თუმცა არავის ესმის.არავინ მისმენს.ისინი კვლავ განაგრძობენ „ქიშპობას“ . ვეშვები და ვეშვები,მიწას ვერ ვცდები.აღარ ვდარდობ.სიკვდილის მიერ გამოწვეულმა შეგრძნებებმა თავისი უნიკალური ძალა შეიძინეს,მე მას ვიღებდი სიამოვნებით ! მხოლოდ იმიტომ რომ დაბადება აუცილებლად მოხდებოდა.და იქნებ შემდეგ დაშვებაზე რამე შემეცვალა... ხან ერთს ვართმევ ხმალს,ხან მეორეს.ერთს გადავრჩენ მეორე კვდება.მე მხოლოდ ერთ მოქმედებას ვასწრებ,ან ვინმეს ვარიდებ მახვილს,ანდაც მთელი უაზრო ლაქლაქით ვაყრუებ მათ ყურებს. ვწუხვარ ! ვდადრობ,ძალიან ნაღვლიანი ვარ.არ ვიცი რა გავაკეთო.ვდგავარ მთელი ამ გამოუსწორებელი მოვლენის შუაგულში და ვფიქრობ სანამ კვლავ მოხდება იგივე და მომკლავენ... რა გავაკეთო,რა ! და სიხარულით ვეუბნები ჩემს თავს დახოცე სუყველა ! აი ხმალი ვიშიშვლე. ისეთი ძალით... ოჰ,ჩემო. მაგრამ ეს ვერც კი შევძელი.როგორც კი ის ავღმართე მასზე ამ ქმედების სრულმა აბსურდულობამ გაიბრწყინა,ეს ნათება თვალში მომხვდა და არც კი მომიქნევია ის.გადავაგდე.საბოოლოდ მე მივიღე,უტყვად ვიდექი ყოველ დაშვებაზე და ველოდი როდის გააკეთებდნენ ამას.აღარაფერს ვამბობდი.იმდენჯერ ვცადე... ო ღმერთო,ძალიან ბევრჯერ ! ძალიან-ძალიან ბევრჯერ ! - ეს მარადიულად,დაუსრულებლად ხდებოდა. ყველაფერი ვცადე რაც კი შეიძლებოდა,ყველაფერი.ბოლოს მთლიანად მივიღე ის რაც ხდებოდა.როდესაც ღრუბლებში ვეშვებოდი აღარ ვდარდობდი იმაზე თუ რა გარდაუვალი რამ მომელოდა მე ! და ჩვენ ! ვიდექი,ვიღებდი სიკვდილს,ვიღებდი სიცოცხლეს.მათ თითქმის ერთი და იგივე მნიშვნელობა შეიძინეს.მახვილის მიერ გამოწვეული ტკვილი ტანჯვა და სიკვდილი მხოლოდ მიქადდა „ნეტარები“-ს შეუგუებლობას.ნეტარება კი რომელიც ილეოდა მიწაზე მოხვედრით,ნატვრად მექცა.სიკვდილი კი მიზნად.

რომ გავიღვიძე,ორი ტანით პატარა ქალბატონი თავს მეხვივნენ.ერთი მარცხნიდან მეორე მარჯვნიდან.მარცხნივ მდგომი პატარა,ლობიოს მარცვალს დამსგავსებული ქალბატონი რაღაც მცენარის ფესვებს ამუშავებდა „ჭ....ტდა,წურავდა“. ხოლო მეორე მაჯრვნივ მდგომი ჩემთვის ყოვლად წარმოუდგენელ ბგერებს გამოსცემდა. მე შევეკითხე მათ თუ რას აკეთებდნენ და ვინ იყვნენ. და სად იყვნენ ჩემები. - მან ვინც წურავდა,ჩაიხითხითა და ჩემს გასაგონად ჩაილაპარაკა „შენ მარტო ხარ“ ამის გაგონებაზე მარჯვნივ მდგომმა შედარებით ღიაფერის ლობიოს მარცვალმა თავი ვერ შეიკავა და განრსიხებულს წამოსცდა ! რატომ უთხარი ეს ?! ის არარის მარტო... ამ სამყაროში არაფერი არ არის მარტო,თავი გაიქნია და გამოუთქმელი ბგერების გამოცემა განაგრძო. მარცხნივ მდგომმა რომელიც თითქოსდა მთელი ყურადღებით წურავდა ფესვებს,უცბად ისეთი რამ გააკეთა რასაც ნამდვილად არ მოველოდი.მთელი ძალით მოისროლა ჭურჭელი და სითხე რომელიც აშკარად უდიდესი დაძაბვის შედეგად გამოადინა მცენარეს.დავინახე ჰაერში როგორ გაიფრქვა,როგორ გაწირა მიწაზე „დასაშვებად“ ამავე ქალბატონმა მუქი ლურჯი ვარდი გამომიწოდა,მუქი ლურჯი რომელზეც ზედ ვარსკვლავები ბრჭყვიალებდნენ.- გადმომცდა... „ასეთი ვარდების არსებობა შესაძლებელია ?“ - მარჯვნივ მდგომმა ქალბატონმა დამცინავად შემომხედა და ცაზე დახატული მთვარისკენ გაიშვირა ხელი და ხმამაღლა იკითხა „ნეტავ ეს როგორ არის შესაძლებელი ? „ როგორც კი მის მიერ მოცემულ მიმართულებას თვალი გავაყოლე და ცაზე დახატული მთვარე დავინახე.გავვგონდი. ეს ნახევარმთვარე იყო.უსრულყოფილესი მოხაზულობით და წვეტებით.წვეტები კიდევ არ კმარა ეს მთვარე გამჭვირვალე იყო.მის უკან კი ღამის ძალიან მუქილურჯი სივრცე მოჩანდა და ამ სივრცეში მოკაშკაზე ვარსკვლავები რომლებიც ერთმანეთში ირეოდნენ. რამოდენიმე წუთი ვერაფერს ვამბობდი. მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი ხარისხით გაკვირვებული ვაკვირდებოდი,ხან ლურჯ ვარდს ხანაც უსრულყოფილესად მოხატულ მთვარეს,რომლის მიღმაც „შიგნით“ ვარსკვლავები ვიბრირებდნენ.ზოგი მათგანი ქრებოდა,მის ადგილას კი ახალი ნათება ჩნდებოდა. ბოლოს როდესაც „გავძეხი“ ყველაფრის აღქმით, ჩემთვის ხმამაღლა ჩავილაპარაკე - დაუჯერებელია... და სწორედ ამ სიტყვამ გამახსენა ჩემი მარადიული კვდომა-დაბადების ხილვა.რომელიც სულ რამოდენიმე წუთის წინ მიმეღო. მე მათ დიდი განცვიფრებითა და სიხარულით მივაშტერდი და ისე ვუთხარი „გინდათ გიამბოთ...“ - მეთქი.ისე ვუთხარი ეს,რომ მთელი ამ მომხიბვლელობის ფასი „მთვარის“ და „ვარდის“ ,იმასთან შედარებით რის მოყოლასაც მე ვაპირებდი 0 იყო. მათგან სერიოზული გაკვირვებისა და პირდაპირ რომ ვთქვა,მათგან უდიდესი განცვიფრების სუნი მეცა.ეს ამას გავდა „ამაზე მეტი სად რა ნახა ?“ როგორც კი შევეცადე მათთვის მთელი გამოცდილების გაზიარების დაწყებას, ვერაფერი გავიხსენე ! არა და მე ვიცოდი.ვიცოდი რადგან იქიდან მოვდიოდი.სიტყვა ვერ ვთქვი. ამან დამძაბა,ძალიან სწრაფად დავიწყე ვიბრირება.რაც უფრო ძლიერ მიპყრობდა რაღაც აუხსნელი ვიბრაცია,მით უფრო მეტად ვმძიმდებოდი.აი ისე,თითქოს მიწამ უნდა ჩამყლაპოსო.ვერ ვმოძრაობდი. ვეკითხებოდი - რა მემართება ? მთელი ძალებით ვცდილობდი სხეული გამემოძრავებინა,მაგრამ მასზე კონტროლს ვკარგავდი.ის იმდენად მძიმე და უმართავი ხდებოდა.სულ უფრო და უფრო ვმძიმდებოდი.მეგონა საცაა დიდ ლოდს დავემსგავსებოდი.რომელსაც ვერანაირი ძალა ვერ გადასწევდა მილიმეტრითაც კი.ქალბატონებმა სასწრაფოდ რაღაც ნაჭერი გადამაფარეს თანაც ყვიროდნენ და მიბრძანებდნენ- მორჩი,ნუ იბრძვი.შენი ძილის დროა. გამახვიეს რა ნაჭერში ყველაფერი დაბნელდა.ხელებს ვიქნევდი მე არ მინდოდა ძილი.საბოოლოდ კი „ნამდვილად“ გავიღვიძე ხელების ქნევით.

მე ზუსტად ის მოქმედებები განვაგრძე,რითიც მათ გამომისტუმრეს. როდესაც თვალები გავახილე და კვლავ გავაცნობიერე რომ ოქროსფერ სხივებში გახვეულ სხეულს ვაცნობიერებდი,ტანჯვას რომელსაც ჯერ კიდევ არ მივეტოვებინე,უბრალოდ რბილ უსიამოვნებად ვთვლიდი,რომელიც არაფერს ნიშნავდა. ფეხზე წამოვდექი და გაბრწყინებული თვალებით შევხედე დედაჩემს და ჩემს მომნათვლელს. პირველი რაც ვიკითხე ეს იყო „დრო“. - რა დრო გავიდა ?. დედაჩემმა მითხრა რომ 30 წუთზე მეტი არ გასულა. მე კი... მე კი ვიყვირე . -რაა ?! 30 წუთი ? რა 30 წუთი... საბოოლოდ მიხვდნენ რომ ჩემს ჭკუაზე არ ვიყავი და მათ ჩემი დამშვიდება დაიწყეს. ამ დროს მამაჩემიც მოვიდა ვიღაც ლობიოს მარცვლის მსგავს შავ ქალბატონთან ერთად. აშკარაა... ის „მკურნალი“ იყო. რომ შევხედე გამეცინა. რწმენა მქონდა რომ ეს ქალბატონი იმ ორი ქალბატონიდან რომელიღაც იყო. როგორც კი სახლის შემოსასვლელს ათიოდე მეტრით გამოცდა, მისკენ გავიქეცი და თან გზად ვყვიროდი, ახლა მოგიყვები,ახლა... ყველაფერი მახსოვს ! ყველაფერი !!! . ქალი დაიბნა. ალბათ იფიქრა „სადაა ავადმყოფი?“ - არათუ იფიქრა,იკითხა კიდეც.მანამდე კი ვერაფრით დამაჯერეს რომ ამ ქალბატონს მანამდე არ შევხვედრილვარ, და რომ მასაც არ ვუნახივარ მე.მე დავნებდი,რადგან „ნორმალურობა“ მიბრუნდებოდა და ვხედავდი იმას თუ როგორი ჭკუადაკარგულივით ვიქცეოდი და რომ უხერხულობას ვქმნიდი. მამაჩემის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. - შენ რა ? ასე უცბად წამოხტი და კვიცივით ხტუნავ ? ო,მადლობა ღმერთს. და ის იყო მობოდიშებას უნდა მოჰყოლოდა ლობიოსმარცვლისთვის რომ მან ხელის დაძაბული გაქნევით მამაჩემს შეაწყვეტინა და თქვა - ის არ არის კარგად. მომიახლოვდა ხელი ზურგზე დამადო და ჩემს საწოლთან დამაბრუნა.როგორც კი საწოლთან მიმიყვანა, ლამის იკვნესა.მუცელზე ხელის გულების წრიული მოძრაობა დაიწყო.ყოველ ჯერზე როცა რაღაც პრინციპით ითვლიდა ხელების მოძრაობას,ამის შემდეგ მიწაზე,მოკუმშულ მუშტს ისე შლიდა რამოდენიმეჯერ,თითქოს თითებიდან რაღაც უხილავ ქვიშას ყრისო. დაახლოებით თხუთმეტი წუთი განუწყვეტლივ ამას აკეთებდა.ბოლოს წყალი მოითხოვა.ხელის გულებით კვლავ განაგრძობდა თავის ოსტატურ მოძრაობებს. თითქოს ასევე რაღაც უხილავი მატერიით ავსება მთლიან ჭიქას და ამ ჭიქაში არსებულ წყალს. როდესაც მითხრა დამელია,ეს თხოვნა არ იყო,უფრო ბრძანებას გავდა. მეც ასე მოვიქეცი.ნელ-ნელა ტანჯვა გამიძლიერდა.მან ჩემი მუცლის მარჯნივ არსებულ,გულის დაბლითა მხარეში არსებულ არეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია. რასაც ქვია შეშლის გავდა.განსხვავებული თვალებით გვიყურებდა.რომ შემოვიდა სრულიად არა მაგრამ სასიამოვნო ქალბატონს მოგაგონებდათ.მაგრამ როგორც კი „მკურნალობა“ დაიწყო ის... გარდაიქმნა. მან ჩემს მშობლებს კითხა სხეულის ამ ნაწილში რაიმე ხომ არ შემთხვევია.მათ უპასუხეს რომ მსგავსი არაფერი ახსენდებოდათ.მე კი... მე კი მინდოდა ყველაფერი მომეყოლა მათთვის,ყველასთვის.მთელი სამყაროსთვის ! მაგრამ ვიცოდი რომ თითოეული სიტყვის წარმოთქმა სულ უფრო და უფრო დამასუსტებდა რა თქმა უნდა ვერ შევძლებდი ამის მოყოლას.ვუთხარი - შენ მართალი ხარ,ზუსტად მანდ მახვილს მასობდნენ ! - მეთქი. ჩემებმა გადაწყვიტეს რომ დასვენება მჭირდებოდა.ლობიოსმარცვალმა კი ჩემი ნათქვამი ისე სერიოზულად მიიღო როგორც ამას,ვფიქრობ ვერცერთი ძეხორციელი ვერ გააკეთებდა. ხედავდა რომ ძალიან მინდოდა მოყოლა.მაგრამ იმასაც ხედავდა თუ რა დღეში ვიყავი.ამიტომ ასევე კვლავ იგივე ტონით მითხრა რომ სიტყვაც არ მეთქვა.და ძალები აღმედგინა. მისი წასვლიდან დაახლოებით 15 წუთში საშინლად ცუდად გავხდი.რის შესახებაც ჩვენ ყველა გაგვაფრთხილა.შემდეგ კი 2 საათი უბრალოდ ბოდვაში გავატარე. ხოლო შემდეგ კი ნელ-ნელა ისე ს წ რ ა ფ ა დ დავიწყე გამონაჯმრთელება.რომ მეორე დღესვე ლობიოსმარცვალს ვეწვიე. ყველაფერი მოვუყევი.გარდა იმ ორი შესანიშნავი ქალბატონისა.ლურჯ ვარდსა და შესანიშნავ მთვარეზე სიტყვაც არ დამცდენია.რატომღაც რაღაც ჩემს შიგნით ასე თვლიდა საჭიროდ. როდესაც მარცვალმა ჩემი მთელი ამბავი მოისმინა,მთხოვა რომ რამოდენიმე დღეში მივსულიყავი მასთან. მეც რა თქმა უნდა ასე მოვიქეცი.უფრო მეტადაც გავწელე და მეოთხე დღეს ვეახელი. როდესაც კვლავ ვეწვიე,ჩაი შემომთავაზა.მე ჩემი სულის სიღრმეში „სუსტ ჯადოქრად“ მოვიხსენიებდი მას.მიუედავად იმისა რომ ჯადოქრები არ არსებობენ. როდესაც მთელი თავისი სიმყუდროვე გამაცნო,რომელიც მას როგორღაც მოეხერხებინა და მთელი სივრცე ამ სიმყუდროვით გაეჟღინთა,აღარ მაცადა და თავად მომიჭრა.მითხრა რომ ჯერ საკმაოდ პატარა ვიყავი,იმისთვის რომ რაიმე მეკითხა.მითხრა რომ ერთ დღესაც თუ კი შემთხვევითობა არ შემიწირავდა.ჩემი მზერის წინ დიდებული,გამაოგნებელი სამყარო გადაიშლებოდა.ლობიოსმარცვალი აღარ გავდა ლობიოს მარცვალს. უთქმელი ნდობითა და სიყვარულით აღვიჭურვე მის მიმართ.იმდენად ვენდე რომ ვუთხარი,- უეჭველია,იმ ორი ქალბატონიდან რომელიღაც ბრძანდებით - მეთქი. მან სერიოზულად შეწუხებული სახე მიიღო და ვეებერთელა თვალებით შემომხედა.მიბიძგებდა მეთქვა ! მე კი მხოლოდ ეს ვუთხარი. - რა გინდა ? რას მებრძვი ? წავედი უნდა დავიძინო - მეთქი,სიცილს მოვყევი და ჩვენ ორივე ვხითხითებდით.შემდეგ მან შემაწყვეტინა და მკითხა.- რა იცი ბუების შესახებ ? .გამიკვირდა,გადმომცდა. ბუ ? ჩამეცინა და ვუთხარი,მხოლოდ ის მსმენოდა მათზე რომ სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან განსხვავებით თავის მობრუნება შეეძლოთ 360 გრადუსით.და რომ ისინი ძალიან სასაცილო ხმებს გამოსცემდნენ. მან კი მომიგო. - ჰოდა შენ ბუ გახდები ! .გამეცინა,ბუ ? ბუ როგორ უნდა გავხდე - მეთქი.ეს იმდენად არასერიოზულად მივიღე რომ ეს კითხვა წამომცდა.ის კი შეეცედა სერიოზულად აღმექვა ეს და მან კვლავ გამიმეორა მხოლოდ სხვა ფორმულირებით რომ თუ კი შევძლებდი გაზრდას მე „ბუ“-დ ვიქცეოდი.ვუთხარი, სერიოზულად...ასეთ გიჟურ საუბრებს არ ვარ მიჩვეული,ამიტომაც მგონი დროა წავიდე - მეთქი. მან კი სიცილი მორთო და მითხრა რომ როდესაც გავიზრდებოდი ვინმე ნებისმიერისთვის მეკითხა „სამსარის“ შესახებ და ის მიმასწავლიდა გზას. მე კი მას შემდეგ რაც მან მთელი ეს აბდაუბდა მომიყვა ბუ-ს შესახებ,მაინც ყველაფერი რაც მითხრა ჩემთვის აზრსმოკლებულად ჩავთვალე.თუმცა 6 წლის შემდეგ,როდესაც სუფთა „ღორივით“ ოთახში ათამდე რელიგიის წიგნები აქეთ იქით მქონდა მიმოფანტული,თავისი ამოგლეჯილი ფურცლებით რომელიც აქეთ იქით იყო მიყრილი-მოყრილი და საერთოდაც რას გავდა იმ დროს ჩემი ოთახი.. ო ჩემო,კიდევ კარგი რომ ეს მხოლოდ მე ვნახე.ერთ წითელ წიგნში წავაწყდი „სამსარას“ მაშინვე გამახსენდა ლობიოს მარცვალი.ბუ-ობა არ გამხარებია.პირიქით ყველაფერს ვაკეთებ მას შემდეგ რომ გავიქცე და არ ვიქცე ბუ-დ.

ამას უმთავრესად იმიტომ ვაკეთებ რომ თითქმის სრულყოფილად შევიგრძნობ საკუთარ სისუტეს.ველი-ველი... როდის გარდაიქმნება.ამასთან,არ მსურს მხოლოდ მე ვხედავდე იმას თუ რა ხდება ჩემს ზურგს უკან.ყველასთან ვისთანაც კი შეიძლება ითქვას რომ „ინტიმური“ საუბრების შესაძლებლობა მომცემია,არ აქვს მნიშვნელობა რომელ სოაციალურ ფენას მიეკუთვნებოდა ის.ამას ნებისმიერი უბრალოებად აღიქვამდა.მსგავსად როგორც სამყაროში საკუთარ არსებობას.იყვნენ ისეთებიც ვინც რაღაცეები მოჩმახეს და საბოოლო ჯამში ჩემი მონაყოლი უბრალოდ რაღაც „კოლექტიურობაში“ მოაქციეს.მათ მითხრეს რომ მან ვინც აღწერა ეს,მრავალი ათასიწლის წინათ „სამსარა“ მხოლოდ და მხოლოდ იმ აზრებმა გაიარეს ჩემში რაც ოდესღაც ამის აღმწერში. და რომ საბოოლოდ უბრალოდ ხელები საკუთარი ნებით შემეკრა,მომება ფეხქვეშ ქვა და მესკუპა ზღვაში.მაგრამ ვერ მივართვი.მე კიდევ ვნახე ერთი გასაოცარი რამ.რაც არ მაძლევს უფლებას საკუთარი ნებით შევიკრა ხელები,მოვიბა ქვა და ჰე ვისკუპო.

ეს დაახლოებით 16-17 წლის ასაკში შემემთხვა.ჩვეულებისამბერ ვიძინებ ხოლმე როცა ჩემს ირგვლივ ყველა და ყველაფერი თავის საქმითაა დაკავებული.და სწორედ ამ დღეს ჩემს მეგობრებს რატომღაც არ გავყევი ზღვაზე საჭყუმპალაოდ.სახლში არავინ იყო.უბანი ცარიელი... რა უნდა მექნა ? დავიძინე... ჰოდა ეს ასე მოხდა... დავიძინე,დავიძინე და უცბადვე გავიღვიძე,წამოვდექი და ოთახიდან გასვლა დავაპირე.მაშინ კერძო სახლში ვცხოვრობდი და ამ კერძო სახლის ეზო საკმაოდ დიდი ფართობის იყო.მახსოვს ეზოს ბოლოში უძველესი „საპირფარეშო“ იდგა.ხისგან აწყობილი. ზედ კარზე პატარა ბიჭუნას ფიგურა მიეკროთ,რომელიც ცანცარებდა და ისე უბრუნებდა ნივთიერებას დედამიწას.ჰოდა როგორც ვთქვი ოთახის კართან ვარ,სახელურს უნდა მოვკიდო ხელი და მიკვირს,თეთრი პლასმასის კარები უფრო მეტად თეთრია ვიდრე ჩვეულებისამბერ.თუმცა რა ვქნა ? რას მივაქციო ყურადღება ? მაგრამ მაინც თითქმის არ მიკვირს,სახელურს ვაწვები და გარეთ გავდივარ.ვიხედები მარჯნივ და ეზოს შუაგულში ანძა დგას.ამ ანძაზე ჩემი მშობელი მამაა ასული და მეძახის მომეხმარეო.იმდენად გავბრაზდი მის მბრძანებლურ ტონზე რომ ვიბრირება დავიწყე,და კვლავ გამეღვიძა.გამეღვიძა და რამოდენიმე წამით ლოგინში დავრჩი,მე ნანახ სიზმარზე ვფიქრობდი.გამიკვირდა,იქ ისე გავიღვიძე თითქოს რეალურად გამეღვიძოს და რომ არა ეზოს შუაგულში ანძა და ის გაღიზიანება უბრალოდ ვერ გავიგებდი რომ ის სიზმარი იყო - მეთქი და წამოვდექი.კვლავ გავაღე კარი და სულ არ შემიმჩნევია თეთრი კარის წინანდელზე მეტად მომატებული სიკაშკაშე.როდესაც გავედი კვლავ იგივე სურათი დამხვდა და კვლავ იგივე შეძახილი. „მოდი შვილო მომეხმარე“ მე კვლავ გავბრაზდი,ის იყო და ისევ იმ გაურვკეველ ვიბრაციას უნდა შევეპყარი და დავებრუნებინე ჩემს ლოგინში რომ მარცხნივ გახედვა მოვასწარი.ეზოს ბოლოში ის ძველი საპირფარეშო დავინახე.თანაც ისე თითქოს გამადიდებელი ლუპით კარზე მიკრული ბიჭუნას იმ ფიგურას ვუყურებდი,რომელიც ზევით აღვწერე.ბოლოს კვლავ მომიცვა მან და ისევ გამეღვიძა.როცა გავიღვიძე საკუთარ თავს ვუთხარი.-ახლა გარეთ თუ კვლავ იგივე ხდება,აღარ გავბრაზდები მეთქი.კვლავ მივედი კართან,მხოლოდ ვეღარ გავაცნობიერე როგორ მივედი კარამდე,კარის გაღების სურვილი მქონდა,თუმცა გარეთ აღმოვჩნდი და ისევ ის სურათი დამხვდა.ვცდილობდი მაქსიმალურად შემეკავებინა თავი იმისგან რომ ის ვიბრაცია არ მწვეოდა რომელიც მიპყრობდა და მაღვიძებდა ხოლმე.კვლავ მომესმა მამის ხმა,რომელიც დაჟინებით მთხოვდა მისვლას და მოხმარებას,მე კი ხან მას ვუყურებდი ხან ეზოს იმ ბოლოს სადაც „საპირპარეშო“ იდგა. რა ძნელი მისახვედრი იყო,მე სიზმარში ვიყავი.და როდესაც ეს ვუთხარი საკუთარ თავს,უფრო სწორედ სრულიად გავაცნობიერე,დედაჩემი გამოჩნდა.მოდი ვჭამოთო... კვლავ გავღიზიანდი როდესაც ეს მითხარი.ვერ ავცდი კიდევ ერთხელ გაღვიძებას.ეს ისევ მოხდა,ო ღმერთო,კვლავ იგივე სურათი თუ დამხვდა,უბრალოდ არ ვიცი რა ვქნა. გავდივარ,ყველაფერი ისევ ისე ხდება,თავს ვიკავებ რომ არ გავბრაზდე მათ შეძახილებზე,მაგრამ ისინი არანორმალურად იქცევიან.სულ ერთსადაიმავეს იმეორებენ,მამა ანძიდან დამყვირის „მოდი აქ და მომეხმარე“ -ო დედა დაბლიდან „მოდი აქ და ჭამე“- ო.დაახლოებით მეექვსე მეშვიდე მცდელობაზე მივხვდი რაც უნდა მექნა.მე უკვე მზად ვიყავი მათი გამაღიზიანებელი ბრძანებებისთვის თავი ამერიდებინა.და აი გავდივარ გარეთ,კვლავ იწყებენ იგივეს.და დიდი სიძულვილით ვეუბნები მათ „მოკეტეთ-მოკეტეთ“ და უბანში გასასვლელი კარისკენ გავრბივარ.მადლობა ღმერთს,როგორღაც უბანში,ჩემს კართან აღმოვჩნდი.ძეხორციელი არ ჭაჭანებს.არა თუ ძე,საერთოდ მემგონი სულიერი იქ არაფერი იყო.არ ვიცი რა ვქნა,წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვქნა.შიშს ვგრძნობ,სადღაც ვარ,არ ვიცი სად,მაგრამ მე აქ ნამდვილად ვარ ! რა ვქნა უკან დავბრუნდე ? არა,მათ ვერ ავიტან,ისე საძაგლად იქცევიან,მართალია ისინი ჩემს მშობლებს ჰგვანან მაგრამ,სინამდვილეში ეს ასე არაა ! არ შეიძლება რომ ისინი ჩემი ნამდვილი დედ-მამა იყვნენ.მაშინ ასეთი ბრაზი რატომ მიჩნდება მათ მიმართ ? ან საერთოდაც რას ვამბობ... ეს ხომ სიზმარია,აჰა,ჩემს ერთერთ უახლოეს მეგობარს ვხედავ რომელიც თითქოს არსაიდან გამოჩნდა და ჩემი მიმართულებით მოდის.ძალიან მიხარია,ძალიან.აზრადაც არ მომდის რომ ნაბიჯი გადავდგა.უბრალოდ ველი და სიხარულს მოქმედებას ვაცდი.მაგრამ აი ის ჩემგან ხელმარცხნივ უხვევს და ასე ვთქვათ „ქვედა“ უბანში მიდის.ვეძახი,არ ესმის.ვყვირი.აზრი არ აქვს.მინდოდა გავკიდებოდი და ასეც მოვიქეცი.საკმაოდ ნელა მოძრაობს,ძალიან ნელა.იმდენად ნელა რომ იმდენი რამის თქმა მოვასწარი... თუმცა ვერაფერიც ვერ გაიგო.ის უბრალოდ მიდის,არ ესმის ჩემი,ვერ მხედავს.ვყირიი რომ მე აქ ვარ - მეთქი.როგორ ვერ მხედავ,მისმინე მისმინე-თქო.ძალიან გამაბრაზა იმან რომ ყურადღებას არ მაქცევდა.უფრო ზუსტად რომ ვერ მხედავდა და არ ესმოდა ჩემი.როდესაც უკანასკნელ სიტყვებს ვუყვიროდი და ბრაზი მეწვია,გადავწყვიტე მთელი ძალით გავქცეულიყავი და ზურგზე მივხტომოდი ორივე ფეხით,რომ როგორმე ეგრძნო ჩემი ყოფნა.ასეც მოვიქეცი,გავაკეთე ეს.ის წინ წაბორძიკდა,დაეცა და გაიშხლართა.ავდექი და იმედი მქონდა ახლა მაინც დამინახავდა.თუმცა ადგა და გზა განაგრძო,ისე თითქოს არაფერი მომხდარიყოს.შოკში ჩავვარდი.ისე გამიტაცა ყველაფერმა სულ დამავიწყდა რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო.მივყვებოდი და წრეებს ვურტყამდი,ვეუბნებოდი ჯანდაბა ჯანდაბა მე აქ ვარ ! როგორ ვერ მხედავ - მეთქი.მაგრამ ის გზას განაგრძობდა.უეცრად გავჩერდი და დამაინტერესა ის თუ სად მიდიოდა.საკმარისი იყო ამის გაფიქრება და მე უკვე ვიცოდი სადაც მიდიოდა.გამიხარდა და საკუთარ თავს ვუთხარი გავყვები,იქნებ მათ მაინც დამინახონ - მეთქი.მივყევი და ის ჩვენი საერთო მეგობრის დედისა და ერთი ქალბატონის წინაშე აღმოჩნდა.მე კი მივირბინე მაშინვე და ხმას არ ვიღებდი. რაღაც წამალს აძლევდნენ ისინი ამ ჩემს გამოყრუებულ მეგობარს და უცბად ჩვენი საერთო მეგობრის დედამ შემომხედა და მითხრა - სალამი. სიხარულისგან და უფრო მეტად შიშისგან შევხტი,- რაა ? შენ მხედავ ? როგორ !??? მან კი,თავის რბილი ქნევით მითხრა. -გხედავ გხედავ. და სწორედ ამ დროს მესტუმრა ის ვიბრაცია,რომელიც ჩეულებისამბერ ყოველთვის მაღვიძებს.მე კვლავ გავიღვიძე,წუთით ლოგინში ვიწექი,ყოველ გამოღვიძებაზე ისეთი შეგრძნება მქონდა რომ „ნამდვილად“ ვიღვიძებდი.მას შემდეგ რაც დამინახეს და შემდეგ გავიღვიძე,ამ სინამდვილის ხარისხი ერთი ასთან გაიზარდა.ვფიქრობდი იმაზე რაც გადამხდა.ვერაფერს ვერ მოვუბი თავი და საოცარი შეგრძნებებით ავსებულმა კვლავ გასვლა დავაპირე რომ ვინმე მომენახა ვისაც ამას მოვუყვებოდი.გავდივარ : იგივე ხდება ! ჯანდაბა,იმდენად რეალურია ყველაფერი.იგივე მეორდება კვლავ იგივე ბრძანებები.და ახლა უკვე მშვიდად მივაბიჯებ კარისკენ.გავდივარ, კვლავ არავინაა, ვეკითხები ჩემს თავს რა გავაკეთო? უიმედობამ მომიცვა, ვიცოდი რომ დავიკარგე... აღარც ის მახსოვდა საიდან მოვდიოდი.ჩემი ნამდვილი სამყარო უბრალოდ არ არსებობდა. შემდეგ თავი დავკარგე...გაღვიძებისა და უბანში გავარდნის სცენა დაახლოებით ოცჯერ ან უფრო მეტჯერ განმეორდა. კიდევ ერთხელ გავიღვიძე,მხოლოდ ამ ჯერზე ანძაზე მყოფ მამასა და დედას მე მივეცი ბრძანება,რომ მოსულიყვნენ ჩემთან და მოესმინათ. ისინი ასეც მოიქცნენ, მკვახედ მითხრეს,- ჰა თქვი რა გინდა ! ბევრი საქმეა. მინდოდა გავბრაზებულიყავი,თანაც ძალიან,პირდაპირ გავცეცხლებულიყავი რომ თითქოს ვერ ხვდებოდნენ რაშიც იყო საქმე.მაგრამ როგორც ჩემს „მშობლებს“ გული გადავუხსენი და ვუთხარი,რომ ვიცოდი ის რომ სიზმარში ვიყავი და რომ უკვე ძალიან დავიღალე,იმდენჯერ მეორდება ერთი და იგივე,მოვუყევი ის რაც ხდებოდა,როგორ ვიღვიძებდი და როგორ ხდებოდა ყველაფერი.და რომ მხოლოდ ამ ჯერზე შეიცვალა ეს. ორივე მათგანმა ისეტრიკული სიცილი მორთო,ხარხარებდნენ და დამცინოდნენ,თან აყოლებდნენ წამოძახილებს - რაა ? „ეს ბავშვი ჭკუიდან შეიშალა“ „გაგიჟდა“ „ვუშველოთ“ „რა სჭირს“ მე კი ნაპერწკლებს ვყრიდი,ეს პირველი შემთხვევა იყო და იგი აღარ განმეორებულა.შემდეგ გაღვიძებაზე სხვანაირად ვცადე,მე მათ ვუთხარი რომ თუ შეეძლოთ ლობიოს მარცვალი მოეყვანათ ჩემთან,უმნიშვნელოვანესი რამ მქონდა მისთვის სათქმელი,ვუთხარი რომ მე ის მჭირდებოდა და რომ მხოლოდ მას შეეძლო ჩემი შველა.მამამ თანხმობა განაცხადა, და აი როგორღაც სურათი შეიცვალა და მე,მამა,დედა და ლობიოს მარცვალი კიდევ რამოდენიმე უცნობ დამკვრელთან ერთად ერთ ოთახში აღმოვჩნდით.ძალიან გამიკვირდა ის შეგრძნება რომ თითქოს ამ ოთახში დიდი დრო გავატარე,არადა საკმარისი იყო წინადადება სისრულეში მომეყვანა რაც გავაკეთე კიდეც და რომ ვთქვი მე ის მჭირდება მეთქი,ეს უკვე მოხდა.მაგრამ განცდა ასეთი იყო.მე მას ველოდი და ის მოვიდა. როდესაც ლობიოსმარცვალი დავინახე გამიხარდა,ვუთხარი რომ მხოლოდ პირადად გავესაუბრებოდი და გავცლოდით აქაურობას,მან კი მითხრა რომ ეს საჭირო არ იყო რადგან ისინი ვერ გაიგებდნენ... მე არ მიყომანია,რაც მითხრა სინამდვილედ მივიღე და მაშინვე მოვუყევი რომ უკვე ძალიან-ძალიან ბევრჯერ ვიღვიძებ და მთელი რიგი რაღაცეები ხდება მეთქი.ვუთხარი რომ ამ ყველაფერმა ძალიან დამღალა,ისიც ვუთხარი რომ ვიცოდი ყველაფერი რეალური არ იყო.ვუთხარი ვიცი მეთქი,ეს სიზმარია.- თავიდან სერიოზული სახით მიცქერდა და ისე მისმენდა,მაგრამ როგორც კი ვთქვი ვიცი რომ ეს სიზმარია - მეთქი.სიცილი დაიწყო,თუმცა არამომაბეზრებლად,არ გავბრაზებულვარ მე სხვარამეზე გავბრაზდი... როცა იცინოდა მეკითხებოდა - საიდან იცი რომ სიზმარია ?- მე ყველანაირი რიგი მტკიცებულების მოტანის გარეშე აი „გული-გულს“- ო რომ იტყვიან ისე ვგრძნობდი მასთან თავს და ვუთხარი რომ უბრალოდ ვიცოდი.ვიცოდი,მართლა ვიცოდი რომ სიზმარი იყო ! მან დაასერიოზულა და მითხრა - ეს არ არის სიზმარი. მე კი ჩემსას არ ვიშლიდი,მე ნამდვილად ვიცოდი რომ სიზმარში ვიყავი,თვითკონტროლი დავკარგე და პატარა ბავშვივით იატაკზე ფეხების ბაკუნი დავიწყე თანაც ვყვიროდი - ეს სიზმარია ! ვიცი ეს,გამაღვიძეთ,გამაღვიძეთ ! - მეთქი.როდესაც ჩემს ჭირვეულობას მოვრჩი,ვუთხარი ჰა გამაღვიძე მეთქი - და მან ასევე მითხრა - „ჰა გაიღვიძე“.მე კვლავ გავიღვიძე.მხოლოდ ახლა უფრო მეტი რეალურობა შეეძინა ყველაფერს.კართან ვდგავარ და გასვლას აღარ ვაპირებ,ვფიქრობ რომ თუ კვლავ იგივე სურათი დამხვდება,ნამდვილად ჭკუიდან შევიშლები და გავაფრენ მეთქი ! ლოდინმა დამღალა,გავაღე კარები აჰა,წყეული ანძა თავის ადგილზეა. ვყვირი- არაა... არა,არა არა მეთქი და კარისკენ გავრბივარ. რაღაც რაც დედაჩემის იმიტაციას ახდენს,მეკითხება - რა ხდება შვილო... ხო არ გაგიჟდიი ? და მის ხმაში რაღაც ავის მაგვარს ვცნობ. ზედაც არ ვუყურებ და კვლავ უბნისკენ მაქვს გეზი.ძალიან დატვირთული ვარ,შოკში ვარ.მეშინია.მგონია რომ ვეღარ გავუძლებ და მოვკვდები.ვფიქრობ რომ რაც არ უნდა გავაკეთო დაუსრულებლად ეს მიწერია.იმის ცოდნასთან ერთად რომ ეს სიზმარია და რომ ვერ ვიღვიძებ რეალურ სამყაროში და საერთოდაც რომ აღარ არსებობს არავითარი რეალური სამყარო.უბრალოდ პანიკურ შეტევებს ვებრძვი.აჰა უბანში ვარ და დავრბივარ აქეთ იქით,არ მჯერა,მაგრამ მინდა დავიჯერო რომ თუ გავაგებინებ გზად შემხვედრთ,ვინმეს... იმას რომ სიზმარში ვარ ვიმედოვნებ რომ გამაღვიძებენ. ამრიგად მთელს უბanSi დავრბოდი და ნებისმიერ შემხვედრს ვეუბნებოდი - მე სიზმარში ვარ ! გამაღვიძე,გამაღვიძე - მეთქი. ყველას რეაქცია ერთი იყო. ნახე გიჟია. როდესაც ყმუილითა და კვნესით ვერაფერი გავაწყე და რომ ყოველჯერზე აუცილებლად ვიღვიძებდი და ვიღვიძებდი.ერთერთი გამოღვიძების შემდეგ გადავწყვიტე რომ შემეწყვიტა მცდელობები.მივხვდი რომ ამას არავითარი აზრი არ ჰქონდა.მე სრულიად დავნებდი არსებულ მდგომარეობას.მთლიანად მივიღე ის რომ ეს ყოველივე უბრალოდ სიზმარი იყო.მივირბინე ანძასთან,მამას ვუთხარი დაისვენე მეთქი და მანაც დამიჯერა.ამ ანძის თავში ვდგავარ და ვუყურებ ცას,ცას რომელიც არაფრით განსხვავდება ჩვეული „რეალური სამყარო“- ს ცისგან.ასლია ასლი ! ვამბობ და ჩემში განცვიფრება მკვიდრდება.საკუთარი თავით აღარ მოვდივარ არსებულ მდგომარეობასთან წინააღმდეგობაში.მთლიანად განიმსჭვალა ჩემი სული იმის გაცნობიერებით რომ დიახაც სიზმარში ვიყავი.რომ დიახაც ვეღარასდროს დავბრუნდებოდი მყარი საგნების სამყაროში,ჩემს რეალობაში.მე უბრალოდ ცას ვუყურებდი და სრული დანებება განვაცხადე ყველანაირ მცდელობაზე.ნელ-ნელა აქამდე არარსებულმა ვიბრაციამ დამიწყო სტუმრობა.წამით ვიფიქრე წყლად ვიღვრებოდი.ეს დაბლიდან დაიწყო,შემდეგ კი მთლიანად მომიცვა.ასეთი უეჩველო ვიბრაცია ჯერ არ შემეგრძნო.არას ვდარდობდი.და ჯანდაბა ! მე კვლავ გავიღვიძე. როგორც კი გავიღვიძე იმდენად გავბრაზდი იმ სასიამოვნო შეგრძნების ხელიდან გაცლისთვის რომ კარებისკენ გავიქეცი და ზედ შევახტი.თითქმის მთელი კარიანად გარეთ, ეზოში აღმოვჩნდი.მადლობას ვიხდიდი. ვემადლიერებოდი რაღაცას რამაც კვლავ „რეალურ“ მომხიბვლელ და დიდებულ სამყაროს დამაბრუნა.მიწას მუჭით ვხვეტდი და ჰაერში ვყრიდი.ჰაერს ხარბად ვისუნთქავდი.წყალთან მივირბინე.თავი შევუშვირე,შემცივდა შემცივდა... მიხარია,ძალიან მიხარია ! ხეს ფეხი მივარტყი ! აჰა, ტკივილი ვიგრძენი. ცას ავხედე.ზუსტად ისეთი იყო... აი იქ რომ ვნახე. სიზმარში . და დღეს აქ ვარ.რაღაც უჩვეულო შეგრძნებით რომ ეს ყველაფერიც სიზმარია.დიდებული სიზმარი !




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent