სამოთხისკენ მიმავალი ბილეთი
ხდება ისეც რომ ადამიანებისგან დამსახურებულ სიძულვილს სიხარულით ვიღებ.ვფიქრობ ეს მხოლოდ იმიტომ ხდება თავადაც იგივეს გავცემ.მხოლოდ სხვა მიზეზით.მათი მიზეზი რომლითაც ამ სასტიკ გრძნობას მჩუქნიან,გამოწვეულია იმით რომ მათ იციან ჩემს შესახებ.იციან ის რომ აი მაგალითად,კარიბის ზღვის მეკობრეები არ მაქვს ნანახი და ეს არა იმიტომ,რომ არ ვაფასებ ადამიანის უნარს,პირიქით,მთელი ეს დაუღლელობა,ადამიანის როგორც ყოვლად დაუკმაყოფილებელი არსების.მხიბლავს კიდეც..იხეტიალოს უსასრულოდ იდეათა სამყაროში.-მეკითხებიან რაა ? თვალებს აჭყეტენ და მელიან ვუპასუხო აბა რა მაქვს ნანახი თუ არა ეს ! მე კი როგორც კი აღმოვაჩენ რომ მათგან იმდენად განვსხვავდები რამდენდაც ეს მე მინდა,სიხარულით ვაყრი იმ გრძელი სიის ჩამონათვალს რაც საერთოდ არ მაქვს ნანახი თუ გაკეთებული.ვუყვები მათ რომ ყველასთვის საყვარელი პერსონაჟები რომელიც საუკუნის ფანტასტიურ წარმოდგენებში,მართლაც რომ ფანტასტიურად არიან წარმოდგენილი.საერთოდაც არ მიზიდავენ.ვეუბნები მათ რომ ისინი არაფერს ნიშნავენ.რომ მათით არ ვიწამლები.უკანასკნელს არ ვხუმრობ.როდესაც ჩემს ასეთ დამოკიდებულებას ხედავენ ღიზიანდებიან.ღიზიანდებიან ჩემზე.ჩემზე,თუ როგორ ვისწრაფვი ჩემი მიზნისკენ,არ ვგავდე მათ და მთლიანი არსით განვსხვავდებოდე მათგან.უამრავჯერ დაუსვამთ დიაგნოზი- შენ ამას აკეთებ იმიტომ რომ გინდა,განსხვავებული იყო. მე კი ტაშის შემოკვრით ვულოცავ ხოლმე.როგორ მიხვდით.აი ყოჩაღ.-საერთოდ ამას არ ვმალავ,პირიქით,შეიძლება ითქვას შუბლზე მაწერია რომ ეს მინდა.რომ ჩემი ავადმყოფობა ასეთია.ვიყო ყველსგან გამორჩეული,მხოლოდ შინაგანად.რადგან ყველანი თითქოს ერთ მიწაზე აღმოცენებული ერთნაირი ბალახები არიან,რომლებიც საცაა დაჭკნებიან.მე კი მათგან საკუთარი თავის გამორჩევით ვფიქრობ რომ ჭკნობას გავექცევი.მათ ის უკვირთ,ჩემნაირი ყბედი როგორ ამბობს იმას რომ მხოლოდ ერთი რომანის მეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ წაუკითხავს ? იმას კი არ იჯერებენ რომ ამის დრო უბრალოდ არ მქონდა.სიმართლე გითხრათ არც სურვილი.ამრიგად შუბლზე ამ წარწერით დავიარები.რაც თითქმის ყველა ადამიანში ზიზღს აღვიძებს.-შეხედე,უნდა რომ განსხვავდებოდეს ჩვენგან მაგრამ ისიც ჩვენნაირია და ტალახიც მზადაა. გარეგნულად რა თქმა უნდა მაგრამ იმას რასაც „სული“ ქვია,უეჭველია მე მართლა განსხვავებული ვარ.აი მაგალითად.როდესაც მომხიბვლელი,მომნუსხველი ქალის წინაშე აღმოვჩნდები,რომელიც თავისი ჯადოქრობებით ცდილობს თავისი ყველა ავადმყოფობა დაიკმაყოფილოს.მე იმგვარად ვხედავ მას,როგორ ვთქვა,კანს შიგნით.მე მის ხდევას ასე ვთქვათ „სიცარიელიდან“ ვიწყებ.ძვლების გავლით,ორგანოების ხედვით.სისხლის მიმოქცევით და საბოლოო,კანს მიღმა არსებულ სილამაზეს იმდენად დიდ ძალას აღარ ვანიჭებ როგორც ეს საერთოდ მიაჩნიათ ხოლმე,როდესაც აღფრთოვანებას პოულობენ ჩემს თვალებში,მაშინ როდესაც მათ თვალებში შევცქერი. ამრიგად,ჩემთვის მახინჯ და ლამაზ ქალებს შორის თითქმის ქრება განსხვავება.ასე ვექცევი მთელ სამყაროს,საგნის არსში ვიხედები.როდესაც საკვებს დავცქერი,სანამ მათ ჩემს ქვევით,მუცელში მოვათავსებდე გარდაუვალი აუცილებლობის გამო.მის აღქმასაც სიცარიელიდან ვიწყებ.ამასთან საკმარისია ყველაფერს სხივები მოაკლდეს,ჩვემთვის ნათელი ხდება ის რომ მთელი ეს სამყარო უეჭველი „შთაგონებაა“ მზე რომელიც მთელ ბნელეთს ანათებს წარმომიდგება როგორც კინოთეატრებში არსებული მოწყობილობა,რომელიც შავ ეკრანზე სხივებს აფრთქვევს და ქმნის ფილმს.აღარაფერს ვამტკიცებ ხოლმე,როგორც ამას უწინ ვაკეთებდი.უბრალოდ ვტკბები ჩემი გამარჯვებით.იმისიც არ სჯერათ რომ ვაჩოვსკების „მატრიცა“ მხოლოდ იმიტომ არ მაქვს ნანახი რომ მისი „მხედველნი“ მძულს.რადგან ისინი ხომ წმინდა ბუნებასთან სრულ შეუსაბამობაში მოვიდნენ.თუმცა ძალიან ხშირად ვიყენებ სიტყვას „გვძინავს“ - მეთქი. ყველაფერი შთაგონება და ტყუილია - მეთქი.რაც „მატრიცი“- ს იდეაში მახვევს.თუმცა რას გავაწყობ... თუმცა ნეტა ამ ურწმუნო ხალხმა თუ იციან,თვითონ მატრიცის საფუძვლები.რა სისტემებია ეს ? - ვგონებ რომ არა.ესიც არ კმარა,ამ სქელი ფენის ქვეშ რომც აღმოჩნდეს კაცი,მის ქვეშ კიდევ უამრავი ფენაა,რომელსაც თუ ვინმე ჩაუყვება შესაძლოა ჩემსავით ან ჩემზე უარესად გახდეს ავად.ეს ჰობივით მაქვს ქცეული.საკმარისია რაიმე განსხვავება აღმოვაჩინო ჩემსა და მათ შორის,ჩემი ავადმყოფობა მაშინვე ყვავის.ვხარობ იმით რომ სრულიად შესაძლებელია ამ ყველაფერმა ენითაღუწერელ მდგომარეობას შემახვედროს.რაღაცას.. რასაც მარადიულობა ჰქვია. ჩემი „სიზმრისეული“ გამოცდილებების არავის შურს.შურზე ვსკდები ეს რომ ხდება.საერთოდაც არ ვფლობ შავბნელ სამყაროს რადგან შავბნელი სამყარო ჩემს გარეთ მეყოფა.შიგნით კი შეამჩნევს თვალი უამრავ შავ რგოლებს,მაგრამ ის მაინც ანათებს,ციმციმებს. რა ძნელი მისახვედრია რომ ჩემი სნეულების გამო ვწერ ამას ? მინდა ! დიახ მინდა დაინახონ განსხვავებულობა ! მხოლოდ ვაჩოვსკისნაიერების კი არა. აი ასეთი განსხვავებულობა-განსხვავებული არჩევანი არა პირად სქესს და იმ ბაშვურ მაიმუნობებს შორის,არამედ სიცოცხლეს შორის. არჩევანი „არ მოკვდე“ . მინდა,ძალიან ძლიერად მინდა ჩემი ავადმყოფობის გავლენით ადამიანების ნორმალურობას ფარდა ავხადო ! ფარდა,რომელშიც ისე გახვეულან,რომ მზის სხივი ვერ აღწევს.მინდა მათი სიყვარული,სიკეთე და ზნეობა გამოვააშკარავო.მსურს მზისხივებით ავავსო ისინი და ვაჩვენო რომ არანაირი განსხვევება არ არის სიყვარულსა და სიძულვილს შორის.განსხვავება მხოლოდ ზედაპირზეა.ყურითმოთრეული ციტატებისა და შთაგონებების შემდეგ,მაგალიდ როგორიცაა „ცხოვრება მშვენიერია“ „იყავი ის ვინც ხარ „ „იბრძოლე „ „არა ძალადობას“ და მთელი ამ საზიზღრობების შემდეგ სურვილი მიჩნდება რომ მთლიანად ხმა ჩავაწყვეტინო მას ვისი ბაგედანაც ეს გაისმის. ყველაფერს სხვაგვარად ვხედავ ! იმიტომ რომ მინდა ეს ! და ეს კარგია.იმდენად კარგია... რომ,ის ჩემი ენერგიის წყაროა.თითქოს საზოგადოებასთან,თითოეულ ინდივიდდთან დაპირისპირებით საკუთარ თავში „სიძლიერი“-ს მაგვარ რაღაცას ვპოულობ.რომელსაც ვაწრთობ ვაწრთობ და ბოლოს ბუმ ! მინდა ნორმალურობას,რომელსაც ასე ეტრფის ხალხი,ოდესმე,უდიდესი,უკანასკნელი სიმძიმის სიგიჟის სახელით იქნას გაჟღერებული,და ისწავლებოდეს მთელი ამ სიგიჟის ყოველი ცალკეული დეტალი.და მსგავსი ადამიანების არსებობა უბრალოდ შეუძლებელი გახდეს.მსგავსად როგორც ახლა არ შეგვიძლია გამოქვაბულში ცხოვრება.ეს რატომ უნდა გავაკეთოთ ? ეს ხომ სიგიჟეა.რადგან ეს ხო მართლაც ასეა ! მოდი მოვსპოთ ბოროტება.მოდი ! მაგრამ მანამდე ღმერთი დავიბაროთ,ის ვინც მთელი ეს ჰარმონიული სამყარო შექმნა და იცი რა ვუთხრათ ? „ჩვენ მოგვბეზრდა ღამე ! მხოლოდ დღე გვსურს.ნუ გაგვიწყალე გული ამ სიბნელით.ლურჯი ცა გვინდა,მხოლოდ ეს ! გააქრე ღამე და საერთოდაც ბრიყვო.რას აპროწიალებ ამ დედამიწას.გააჩერე ! „ჩვენ ჩავდივართ“ „ . ყველაფერი ის ზიზღს მღვრის,რაც დასაბამისეულ სამყაროს ეწინააღმდეგება.ხანდახან თავად ეს დასაბამიც შავბნელ ფიქირებში ეხვევა,რადგან რწმენა მაქვს იმის რომ მატერია ანუ ენერგია არსებობს ყოფიერების სხვადასხვა ფორმებში და რომ ჩვენი ფორმა,რომელიც როგორც იძახიან „დავიმსახურეთ“ საერთოდ არ დაგვიმსახურებია.უფრო მეტიც ! არა თუ არ გვეკუთვნის აქ ყოფნა.არამედ ღირსნიც არ ვართ.თუმცა არაარსებითზე საუბარით მეც ვღლი ჩემს თავს.აი არსებითიი,ჩემი,როგორც იტყვიან „ემპირიული“ გამოცდილებაა. გამოცდილება რომელიც არავის მოუყოლია.არავის შთაუგონებია და არსადაც არც წამიკითხავს და საერთოდაც არ არის გამოწვეული სხვათა ზეგავლენით. როდესაც ვწვები დასაძინებლად,ვჯავრობ რომ კვლავ გავიღვიძებ ენერგიით აღსავსე და მომიწევს მთელი ჩემი უბადრუკი არსებობა კვლავ განვაგრძო,ისევ ისეთი შეუდარებელი ძალით.ისევ თავიდან-ისევ ისე.როდესაც ძალიან ძალიან ვბრაზობ ხოლმე და ძველებს საფლავში ვატრიალებ,იმის გამო რომ დღევანდელობის შედეგი მათი დამსახურებითაა გამოწვეული.ზღვარს გადავდივარ და მთელი ძალით ვცდილობ და რაც მთავარია ვახერხებ იმას რომ ფიქრებს-როგორც ენას კბილი „დავაჭირო“ და აღარ ვფიქრობ.რაღაც „ნები“-ს მსგავსი ძალის დახმარებით რომელიც საკუთარ თავში რამოდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე.სწორედ ამ ძალის დახმარებით ვახერხებ ამას,რომ ფიქრებს კბილს ვაჭერ.სრულიად არცერთი ფიქრის ნაკადი.არანაირი განსჯა,არანაირი სასიამოვნო თუ უსიამოვნო ზმანება,არაიანირი უბრალოება.ეს თითქმის არ ყოფნაა.მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით.და უცბად...რაღაც ხდება.ეს რაღაც ძალიან შთამბეჭდავია.როდესაც ამას ვაკეთებ ცარიელ თავში ბგერები იჭრებიან,რომლებიც სიტყვებად წარმომიდგებიან,რომელიც ხან რას მომასწავლებენ ხან რას.თუმცა რეალობასთან არავითარი საერთო არ გააჩნიათ. არ „ვწინასწარმეტყველებ“ და მსგავსი თემები.უფრო ხშირად ხდება ისე რომ მთელი სიბნელისა და სრულიად გამოთიშული ფიქრების შემდეგ,რომელსაც როგორც თქვი საკუთარი ძალით ვაკავებ.“ფიქრებს“ ზუსტად ისე როგორც ენას კბილს აჭერენ და თვალზე შავ ნაჭერს იხვევენ.უცბად...სინათლის ბუმი ! რაღაცას ვხედავ,სადღაც ვიყურები.სამყაროს აღქმას განვაგრძობ მიუხედავად იმისა რომ თვალები დახუჭული მაქვს.ვასკვნი იმას რომ ამ სამყაროს გარდა,ანუ ჩვენთვის ნაცნობი სივრცის,ენერგიის თვისებების მიღმა არსებობს ამავე მასალებისგან შემდგარი თუ შეიძლება ითქვას „სამყარო“.როდესაც ხალხში ვირევი,სიძულვილის ხარისხი რომელიც ჩემს ცარიელ ოთახში 1-10-თან არის.1-100-ს უტოლდება.როდესაც ვხედავ იმას რომ ყველას თავისი სამყარო აქვს.ყველას... აბსოლიტურად ყველა თავის ფილმს ხედავს ! ყველას,იქნება ეს გალეშილი მდაბიო,რომელიც მიწისქვეშა გადასსვლელის კიბეებზე გაკრულა და საცოდავად სძინავს თუ წელში გამართული ამაყი ქალი თუ კაცი.რომელიც სადღაც მიისწრაფვიან.სადღაც „სიკვდილისკენ“ . ისეთ საშინელ მდგომარეობამდე მივდივარ,რომ ვუშვებ უკანასკნელად დაუშვებელ აზრებს.“მთელი ამ ადამიანების პირადი სამყაროები რომ გამენადგურებინა და მომეკლა მათში სიკვდილისკენ სწრაფვა.უეჭველია თავად დავივიწყებდი სიკვდილს და მხოლოდ ამ გზით თუ ავცდებოდი მას“ - მეთქი. ერთი რამ ნამდვილად ვისწავლე,მეც მათნაირი ვარ.მეც სინამდვილეში სიკვდილისკენ ვისწრაფვი.ეს ჩემი ბუნებაა.ეს სამყაროს ბუნებაა ! ეს,ამ წყეული წარმავალი სამყაროს დასაბამისეული ბუნებაა ! ახლა მშვიდად ვარ,არ ვბრაზობ ადამიანებზე.პოლიტიკოსებზე,მათ მხარდამჭერებზე.მუშებზე,ბიზნესმენებზე,მეძავებზე.წყეულ ასტროლოგებზე.თუმცა ისინი ისეთ მომხიბვლელ რაღაცას ემსახურებიან... ო,ჩემო. ბოროტებას.ბოროტებას რომლის შვილნიც არიან.ეს მომწონს მათში.სწორედ ეს,რომ ბოროტება მათ სიკეთედ და უმაღლეს მიღწევებად წარმოუდგებად ხოლმე. და რომ სძულთ ყოველგვარი ჭეშმარიტი სიკეთის თვისება.თუმცა რა ძნელი მისახვედრია,ჭეშმარიტი სიკეთე არ არსებობს, და ასეთივე არც ბოროტება.-თუმცა მეც მივაცვი ეხლა რა... სწორედ ეს რომ არის ძნელი მისახვედრი და მხოლოდ მიხვედრა არ კმარა.აქ ის მუშაობს „სულს“-ს რომ ეძახიან.ამის გარეშე სხეული უძლურია ჩასწვდეს არა მხოლოდ სიბნელისა და სინათ₾ის ჰარმონიულობას,ანუ სიკეთისა ბოროტების დიდებულებას,არამედ იმას რომ ის საერთოდ არ არსებობს ! მოკლედ აღარ განვაგრძობ - სხვა საკითხია ქალვაჟური სიყვარული... ეს ძილის მდგომარეობაა.ხოლო ყველასთვის ცნობილია რომ ძილში თუ რამეს ხედავ,ის იმდენად რეალურია... - კიდევ მოკლედ !.ძალიან ხშირად ვფიქრობ რომ იმას ვისაც ეშმაკად მოიხსენიებენ,ისე „საკაიფოდ“ იმუშავა ჩემზე,ჩემზე როგორც ერთ „სულზე“ - რომ ტიპმა საერთოდ სხვა განზომილებებში მომისროლა.სადაც არარის ჩემი ჩვეული ღვთის ხატება.ხანდახან უკან რომ ვიხედები მესაცოდავება ჩემი თავი ! იმდენად შორს მომისროლა ამ წამპალმა. იმდენად შორს მომისროლა რომ როდესაც ძველ აღთქმას ვკითხულობ,სიცილისგან ვბჟირდები,სუნთქვა მეკვრის და ვეღარ ვსუნთქავ ხოლმე.როცა წარმოვიდგენ მთელ იმ საწყლად გათამაშებულ სასწაულ სცენებს და ხალხის ოვაციებს.თითქმის ტრაგიკომედიად მექცა მთელი ძველი აღთქმის ისტორია.ყველაზე მეტად იმ მომენტზე ვხარობ წვიმა რომ ევლინება დედამიწას.... პირდაპირ საოცარია. რა შექსპირი და ვინ დრამატურგები.ახლავე შეხედეთ ადამიანებს! ეს ღმერთია ყველაზე ძლიერი დრამატურგი.საკმარისია ახალი აღქთმა ავიღო და მაშინვე ჩემი ხალისი რომელიც მთელი ამბების შემდეგ სულ მუდამ ჩემთან არის,კი არ ასმაგდება,ოჰ...უმაღლეს ხარისხს აღწევს,უმაღლესს. ხოლო როდესაც მას ვკითხულობ და მასში ჩაწერილ ჭეშმარიტებებს,სიძულვილი რომელიც ხალხის ანუ სამყაროს მიმართ მაქვს მიმართული,სამი ოთხი თავით ძლიერდება,ეს გაძლიერებული შავი ძალა მათკენ მიემართება ვინც მთელ ქვეყანას უქადის „ჩვენთან არს ღმერთი“ -ო და აშკარაა,რა ძნელი მისახვედრია,ჩვენ არავინ გყავს ! ჩვენ არავინ გყავს ! საბოლოოდ სახარების კითხვით მართლა ვხარობ,მხოლოდ არა როგორც პატარა ეშმაკუნა.არამედ შიგ ჩაწერილი გაცხადებული ჭეშმარტებების უმრავლესობა თვითკმარ ჭეშმარიტებად რომ მექცა. რაც შეეხება კომედიას,კომედია ეს არის ! როდესაც ადამიანები ცარიელი თავებით დაეხეტებიან და ღმერთის არ სწამთ,ან სწამთ.აი მე მაგალითად მთლიანად თავისუფალი ვარ ამ არჩევანისგან.მგონი დროა გამოვტყდე... ჰმ,ჰო ვიზავ ამას. - მე მას ველაპარაკებოდი ხოლმე და ჩემი მისი არც რწმენა და არც უარყოფა,ეს ჩვენი ფარული შეთანხმებაა...ამიტომაც როდესაც კედელს ვეჯახები და ცხვირიდან წამსკდარ სიხლს ვხედავ,რომელიც ჩემი უგუნურების გამო მთლიანად მთელ ტანსაცმელზე მომეფრქვა,მაშინ როდესაც ხელიც კი არ ამიფარებია და უი,სირბილიც კი დამიწყია.სწორედ ამ მომენტში აღარ ვდარდობ.არ ვწყევლი კედელს და მის თვისებებს.არა,ამას არ ვაკეთებ ! ეს რატომ უნდა გავაკეთო ??? ეს ხომ სიგიჟე იქნებოდა.დაწყევლო თავისთვის მდგარი კედელი.აი ვინ არის ნამდვილი გიჟი.-ეს ისაა ვინც ამას აკეთებს. მაშ ეს თუ ასეა,ჩემში უნებლიედ,კანონზომიერად მოქმედ სიბნელეს და ბოროტებას ასმაგი ძალით რატომ წყევლით ? თქვე გიჟებო.-აი ამაშია საქმე.სინამდვილეში საკუთარ თავს როგორც შავიძალისკენ გადახრილ არსებად არ მივიჩნევ.პირიქთ მე სინათლე მიზიდავს.მიყვარს ყვეალფერი რაც კაშკაშებს და ციმციმებს.მძულს სიბნლე და გამოფიტვა.-საბოლოოდ იმედია მთლიან ამ ნაჯღაპნს,ერთი ადამიანი მაინც გაყვება ბოლომდე,თუმცა წინასწარ არ ვიცი რას გადმოვცემ და როგორი თანმიმდევრობით,იმ შემთხვევაში თუ ეს მოხდება,ჩემი ეგოიზმი წვეთით შეივსება.ხოლო თუ კი ვინმე დაინახავს „განსხვავებულობას“ და რა თქმა უნდა,დადგება იმ აზრზე რომ უნდა განასხვაოს საკუთარი თავი,სხვა ყველა დანარჩენისგან.თუ ეს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია. მე ვიგრძნობ ამას და გავიხარებ.-მინდა ვისარგებლო მომენტით და ასეთი სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მინდა,როგორც ყოველი დიდაქტიკური სიბრძნის მოლყბემ,ერთი დიდებული რჩევა გავცე. – „სამყაროსთან სრულ შესაბამისობაში ყოფნა,მოგცემს ძალას და განგასხვავებს სხვებისგან.განსხვავებულობა ანუ სამყაროსთან სრულ შესაბამისობაში ყოფნა,შესაძლოა სამოთხისკენ მიმავალი ბილეთი აღმოჩნდეს“ ! წერტილი. აი ყველაფერს აქვე დავასრულებდი თუმცა...იმდენია სასაუბრო და ამავდროულად იმდენი თავია მოსაჭრელი რომ როგორმე ოდესღაც არსებულ სიმშვიდეს დაუბრუნდეს სამყარო... „მათშორიც ჩემიც“ თუმცა ყბედს მეტი რა უნდა ? ერთი თავი,გამართული ფუნქციებით და ეგარის. შეგიწირავს,ჯოჯოხეთს განატრებს. მას ისიც კი შეუძლია დაგმართოს რასაც ვერ წარმოიდგენ... წარმოგიდგენია ? მას შეუძლია შენში უნებლიე ბოროტებაზე აგატიროს და სიცოცხლის სურვილი დაგაკარგვინოს.შთაგაგონოს რომ უკანასკნელი ცოდვილი მწერი ხარ ამ სამყაროში და რომ შენ უნდა მოკვდე !- ასეთია ღვთის სიტყვა ძმაო-კარს მოგიხურავენ და ორ წუთში თოკსაც შემოგიგდებენ.თუ მოგაკითხავენ და შენ „უძლური“ აღმოჩნდები,მათი შთაგონების შესასრულებლად,საუკუნოდ დაგწყევლიან.საშინელებებს გეტყვიან,ჩაგგქოლავენ.სიკვდილს განატრებენ.შენ კი მოინანიებ... მხოლოდ რას,ეს უბრალოდ ვერ გეცოდინება ! იტყვი ეს არ უნდა მექნა...-შენი ცრემლები მიწას შეერევა,ნიადაგი დაბინძურდება,ზედ ყვავილი აღარ აღმოცენდება და შენ მაინც არ გეცოდინება ის თუ რაც ქენი რატომ არ უნდა გექნა ! ეს ამ ეშმაკების დამსახურებაა,რომელსაც შენი სიკვდილი უნდათ.მოკლედ,როგორი ცუდია რომ მთელი ეს საზიზღრობა „მოკლედ“ არ ითქმის ! მაგრამ გაუთავებელ ლაყბობას ვინ აიტანს ? აი წავედით ხიდზე.არ გავარტყიით ? ჩვენ,ახალგაზრდებმა ყოველივეს მაცდურობას.როცა საჭიროა მოვინანიებთ კიდეც,და კიდევაც მოვუვლენთ,ამ სამყაროს ტანჯულ სულებს,რომელნიც იმიტომ მოვლენ ამ სამყაროში რომ დაცემული სულები არიან ! - რა პრობლემაა ? წავედით ! ჯოჯოხეთის ნივთიერებები...ბევრი-ბევრი სასმელი,ძალიან ბევრი ბოლი და ყოველივეს გვირგვნი სექსი ! ავხორცობა.... თავიდავკარგოთ.თუმცა მერე შემახსენე რა,იმდენი საქმე მაქვს გასაკეთებელი სანამ მოვკვდები.არ მსურს მთლიანად დავკარგო ის,მხოლოდ ახლა,ამღამით !-ერთიღამით. აი კომედია.ტრაგედია,სიკეთე და სიცხადე. რომელიც მძულს,რომელიც სულსმიხუთავს და გამუდმებით ჩემს მკაფიო შინაგან მზერაში ერთადერთ სურათს ატრიალებს - „როგორ ივსება დედამიწა წყლით,ახალი ხანის დასაწყებად და როგორ გადავრჩი მე,კიდობნის გარეშე.აი ნამდვილი მებრძოლის სულისკვეთება !“ - ეს კი უკვე მოხდა და აღარ განმეორდება და მაინც,არაფერი შეიცვალა.არაფერი ! რას იზავ ? ბუნებაა ასეთი.ბუ ნე ბა ! ეს ყველაფერი ბუნებაშია,და თუ ის სიმართლეა რასაც სუფიები გვიქადიან ადამიანის შიგანი სამყაროს ასლის შესახებ,მაშინ რა ? აი მე ვფიქრობ ყველაფერი ნებადართული უნდა იყოს ,მხოლოდ ხაზსვუსვავ,სამყაროს ჰ-ა-რ-მ-ო-ნ-ი-უ-ლ-ი წყობის შესაბამისად.ყველაფერი,აბსოლიტურად ყველაფერი ! ისე უნდა ფასობდეს სიკეთე როგორც სიბოროტე.მხოლოდ არც ერთს და არც მეორეს ფასი არ აქვს,თუ ვინმე მას შეუგნებლად ემსახურება.-ხანდახან ვფიქრობ,რა იქნებოდა ადამიანებს ეს რომ შეგვეძლოს ? ყველანი ვაცნობიერებდეთ იმის აუცილებლობას რომ ბოროტნი უნდა არსებობდენ.ვაძლევდეთ ჩვენ კეთილნი მათ თავიანთი საქმეების კეთების უფლებას,ჩვენთვის ზიანის მოყენების უფლებას და ზიანით და სიამით ტკობის უნარი შეგვეძინა.ასევე ჩვენც რა თქმა უნდა არ ვიხევდეთ უკან და ვაკეთებდეთ ბევრ-ბევრ სიკეთეებს.მხოლოდ სრული შეგნებით.ბოროტები ბოროტებას სჩადიოდნენ მხოლოდ არ ვძულდეთ,ვუყვარდეთ.ჩვენ კი ვიღებდეთ ამ აუცილებლობას,როგორც მტკივნეულ წვიმას,რომელსაც არ გავურბივართ და ერთგვარად სასიამოვნოცაა.როგორც აუცილებლობას,რომ ეს უნდა ვაკეთოთ ! სრული შეგნებით,და შეგვეზღუდა არა სხვარაღაცეები,არამედ ბოროტება.მაგრამ მიგვეღო ის.თავი არ დაგვეკარგა მის კეთებაში.და ამრგიდ ასეთი ცნობიერებით გვეხარა მთელ კაცთა მოდგმას ?! რა საჭიროა გაძალიანება ? უარყოფა ? რამდენიც არ უნდა ვირბინოთ დასავლეთის მიმართულებით,მაშინ როდესაც ჩვენ მზე-ნათელი და დღე გვსურს.სადღაც მაინც დავიღლებით.ჩავიკეცებით და მიწას დავასკდებით.ხოლო როცა გავიღვიძებთ კვლავ ბნელეთში ამოვყობთ თავებს.რატომ ზუსტად ისე არ გავატრებთ ღამეს,როგორც დღეს ? ეს მართლაც რომ შეუძლებელია.ან იქნებ სრულიად შესაძლებელია ?! იქნებ ეს აზრი აქამდე არავის გასჩენია ? არავის შთაუგონებია თავისი პატარა „ქმნილებთა გვირგვინნი“ ამ იდეით,მაშინ როდესაც ახალ ახალ ხანას იწყებდა კაცთა მოდგმა ? „ფაქტია,ბოროტებას უნდა აფურთხო,ხოლო სიკეთეს ეთაყვანო“თორემ მტრის სიყვარული ვფიქრობ ძნელი არ იქნებოდა.პირიქით...-ბრიყვო ! ეს იქნებოდა ნამდვილი სიყვარული ! სრული შეგნებულობა თუ რატომ გიყვარს ის. -ბრაზიანი საერთოდ არ ვარ.მაგრამ საკმარისია ჩემს უახლოეს თავისდამკარგავ მეგობრებს დავურეკო,რომ წამში მეახლონ.მესტუმრონ და ისეთი აზრები მომაწოდონ როგორიც მაგალითად ზემოთქმული იყო.ნორმალური ცნობიერებით ამის აღქმა თითქმის შეუძლებელია,მსგავსად იმისა რომ ქურდობის მოსასპობად საჭიროა ნივთების გადაგდება.ხშირად მეც ვუარყოფ მას. მაგრამ უფრო მეტად იმას ვუარყოფ რომ ყველა გასპეტაკდეს.შეუძლებელი ეს-არის ! ან იქნევ კიდევ მაგრად მივაცვი ? რა ვიცი რა არის შეუძლებელი ამ სამყაროში და რა არა. ერთი შეხედვით ჩემს ავადმყოფობას მარტოსულობაც ემატება,რაც ჩემს რიგ ნაწერებში,მათ სათაურებსა და შინაარსებშიც ძალიან კარგად ჩანს.მაგრამ მე როგორ უნდა ვიყო მარტოსული ?! ძეხორციელმაც რომ ვერ შეძლოს იმის წაკითხვა რასაც ვწერ, მე უკვე მთელ სამყაროს დაველაპარაკე.უკვე კმაყოფილი ვარ.ძალიან კმაყოფილი.სრულიად მიუკერძოებლად თვითკმაყოფილი.ეს შესანიშნავია.შესანიშნავია რადგან თავად ვარ მიზეზი ამ კმაყოფილების.თუმცა კი მესმის ,მაინც მადლობა მეთქმის არსებული შესაძლებლობისთვის.თუმცა ასეთ მდგომარეობას მხოლოდ წერით როდი ვაღწევ.მე ამას თითქმის სულ ვაკეთებ.ყველგან და ყველაფერში ! სიძულვილის კიდევ ერთი მიზეზი,რომელიც სრულიად გამოსადეგია ნორმალური ადამიანისთვის ეს არის.-შემომხედავს კაცი და თითქოს უმაღლესი მიზნისთვის მიმიღწევია.ისეთი თვითკმაყოფილი იდიოტივით დავაბიჯებ,არა სიამაყით,არამედ სიხარულით,უდარდელობით,უფრო მეტიც,თვალებში კითხულობენ რომ რაღაცას ვმალავ,რაღაცას... რაღაც დიდებულს. როდესაც მეკითხებიან - რა,რამე მოიგე ? რა გაიგე ? და ასე შემდეგ... ძალიან ახლო ადამიანებს მარჯვენა ლოყაში ვაწნი.ნიშნად იმისა რომ იგრძნონ სიხარული.ხოლო მათთან ვისთანაც ასეთი ქმედებები ნამდვილ „ომს“- გამოიწვევს ვეუბნები რომ ისეთი რაღაც მაჩუქეს ან ვიპოვე რომ...ოო,ისეთი... აი,უბრალოდ ვერ გავუმხელ.ვინც მაჯინდება,უკან არ იხევს და მთელი ძალით ცდილობს დამაცდევინოს თუ რა არის ეს,როგორც კი ვხვდები რომ „ომი“ არ იქნება-მაშინვე ლოყაში აწვნის ხმა ისმის ხოლმე.შემდეგ ამას ჩემი შთაგონებები მოყვება.ყოველთვის ვიმედოვნებ ხოლმე,რომ ცხოვრების რომელიმე მომენტში გაიხსენებენ ჩემი „დიდებული“ საჩუქრის ახსნაგანმარტებას.იქნებ მაშინ მაინც გაიხსენონ როცა ძალიან-ძალიან გაუჭირდებათ ? ან შესცივდებათ,ანდაც ეტკინებათ.შესაძლოა ეს სიკვდილამდე რამოდენიმე წამით ადრე მოხდეს.ჩემი სიტყვების გახსენება.ჩემმა შთაგონებამ შესაძლოა სწორედ მაშინ იმოქმედოს.ჩემთვის მთავარია ამის განცდას ეზიაროს ადამიანი.მთავარი ის არის რ ო მ ის,არ გამორჩა მთელი ყოფიერების ყოფნას ! აი ეს.-მხოლოდ და მხოლოდ ეს. არადა ისეთი ახალგაზრდა ვარ.ხანდახან თავადაც მშურს...-ისეთი წლები მაქვს... ოქროსი კი არა,პირდაპირ ბრილიანტის.არ შემიძლია პოეტ-მელექსეს დავუთმო ადგილი ჩემს სულში,თორემ ავღწერდი რა სჭირს ჩემს სულს ამ უკიდეგანო სამყაროში.როგორ ეფერთხება ხან ერთ პლანეტას ხან მეორეს.როგორ ძლიერ იჭერენ დაუნდობელი ვარსკლავები ჩემს გონებას თავის ორბიტაზე და მერე რამხელა ძალისხმევა მჭირდება რომ გავშორდე მათ... და განვაგრძო უსასრულო სივრცეში უშიშრად ხეტიალი.ბოლო დროს უკვე მთელ ყოფიერებას თვალებში ვუყურებ.ვუყურებ და ვხედავ რომ არ ესმის მას ჩემი გულგრილობის.გულგრილობის რომელსაც მის მიერ გამართული წყეული წვეულების მიმართ ვავლენ.სიმართლე რომ ვთქვა,ხანდახან თავადაც მავიწყდება რატომ ვაკეთებ ამას.მთელი ამ წვეულებით გამოწვეულ ხმაურში,ხშირად ვკარგავ თავს.ყველაფერთან მხოლოდ ერთი ხელის გაშვერა მაშორებს.მე ამ ნადიმზე განსაკუთრებული ადგილი „სკამი“ მერგო.ისეთ ადგილას ვიზვარ საიდანაც ყველა გემრიელობისთვის ხელი მიმიწვდება.როგორც ვთქვი თავს ხშირად ვკარგავ წყეული ხმაურის გამო.თუმცა როდესაც ამავე სკამზე ვიღვიძებ და სიგრილით ვივსები ჩემს წინ მაგიდაზე დაყრილი სიამოვნებების მიმართ,ერთადერთ გამართლებას რომელსაც ამ ყველაფერს ვუძებნი ისევ და ისევ სიკვდილია. როდესაც წვეულების მონაწილე ვარ,სრულფასოვანი მონაწილე,რომელიც თავს კარგავს,რომელიც არაფერს ინდობს,რომელიც ცეკვავს,მღერის და ნეტარებს,ირგვლივ ადამინის თვალებში ვკითხულობ რომ სამყარო კმაყოფილია.სწორედ ამ დროს ეს სამყარო მიღიმის და მაქებს.მაგრამ ამ ღიმილისა და ქების მიღმა,მინდა არ მინდა ვჭვრეტ დამალულ ავობას „სიკვდილს“.როდესაც ხელებს ვიმორჩილებ და სუფრიდან აღაფერს ვიღებ,მეჩვენება რომ ყველა და ყველაფერი ჩემს ირგვლივ აგრესიული ხდება.ყველა ზუსტად იმის გაკეთებას მაძალებს რისი გაკეთებაც არ მინდა.თან ისე... ისინი ამას გაუცნობიერებლად აკეთებენ.მათში სამყაროს,ჩემთვის სრულიად უცნობი კანონები მოქმედებენ.კანონები რომელთა დახმარებითაც საერთოდ შესაძლებელია თითის გატოკება.ისინი მეჩხუბებიან კიდეც,მთელ უაზრობებს მოყვებიან ხოლმე ჩემი ხილული შეზღუდვების ყოველგვარ აბსურდულობაზე.და ვხედავ რომ რაღაც რიგზე ვერ არის.ეს არ უნდა იყოს ასე.ისინი პირდაპირ იმ წერტილში ურტყავენ,მე რომ სუსტი მაქვს.-მაგრამ მათ წესით და რიგით არ უნდა იცოდნენ ეს... - ისინი ყოველთვის მარწმუნებენ რომ სჯობს თავი დაკარგო ამ სამყაროში და ისე დაკარგო თავი სამუდამოდ.ვიდრე-არ დაკარგო თავი და მერე მაინც დაკარგო.საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის შეფასება შეუძლებელია.მინდა ყველაფერი შევკრა და მას რაღაც დიდებული სახელი დავარქვა.როგორი დიდებულებაც არ უნდა მოვუფიქრო,ის სრულ „იდიოტობად“ გამოჩნდება. ესეც ერთგვარი კანონია.საკმარისია რაიმე ნებისმიერი მწრული სახელი,რომ სამყარო აღფრთოვანდეს შენით.ვამბობ „გავიჭედე“ - მეთქი.მაგრამ მხოლოდ მე რომ ვიყო კიდევ ხო... ჯანდაბას,როგორმე დავაღწევ მთელ ამ სიკვვდილიანობას თავს.მაგრამ ვაი რომ არა მარტო მე,რამდენნი გავიჭედეთ ! საკმარისია ამის შესახებ მოხსენება დაწერო და გამოაქვეყნო.შენ გიჟი ხარ ! მიდი რა,გაიარე ! - ო გეტყვიან... და გზას განაგრძნობენ იმ კედლებისკენ სადაც ყველი,ხორცი და ათასი მცენარეულობა ერთიანად ითუთქება.ორთქლი და სურნელი კედლებს რომ არღვევს და პირდაპირ მაგიურად მოქმედებს ადამიანზე.როგორც ძაღლები მისდევენ ხორცის სუნს თვალდახუჭულნი.-აი ამის მსგავსად.აბა გააჩერე ძაღლი,რომელიც სუნს მიყვება და რომელსაც ისე ძლიერ შია...-ბუნებრივია,სულ ცოტა შეგიღრენს.თუ არ მოეშვები დაგგლჯეს და მაინც განაგრძობს გზას. სულ ამ კითხვას ვუმზერ.რატომ ! არა იმიტომ არ მინდა.არა,პირიქით.მე ეს მინდა ! იყო დრო როდესაც წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა მდომოდა.რა უნდა გამეხადა მიზნად.რასთან,რისთვის უნდა მებრძოლა.ახლა კი ამავე უმოწყალო სამყარომ ეს ყველაფერი როგორც ძაღლს ძვალი ისე გადმომიგდო.აჰა და კბილები აილესე ამ ძვალზე-ო.-მას შემდეგ სიცოცხლესა და სიკვდილზე ვფიქრობ.ჰო,კბილებს ვილესავ.სხვა რა გზა დამრჩა ? მწამს გამოჩნდება მშვენიერი საქონელი,რომლის კანიც ჩვეულებრივი ძაღლების კბილებისთვის საზიანო გამოდგება.მე კი როგორც უკანასკნელი დამშეული,ვეცემი, ამ ჩემს მიერ მოპოვებულ ნადავლს,ჩავავლებ ჩემს ბასრ კბილებს და ყბების მოძრაობას არასდროს შევწყვეტ.ვღეჭ და ვღეჭ...-მშია,მშია...ძალიან მშია. ბოლოს და ბოლოს სულ ასე მშიერი ხომ ვერ ვიქნები ? მე აქ იმედზე მეტს ვხედავ. განა ხილული კანონები არ გვიქადის ამას ? არ მჭირდება იმედი. თავს მოუსვენრად ვგრძნობ სრულიად ახალგაზრდა სხეულში და შემთხვევით შექმნილ მშვენიერ პიროვნებაში,რომელიც არ გაირიყა სანაპიროზე და წვეთებთან ერთად ჯერ კიდევ კარგად ახერხებს თანაცხოვრებას.მთელ ამ ჩემს საკუთარ თავში,უეჭველია ვიღაც სხვა ვარ.ვიღაც,ასი თავით უფროსი,უფრო ზუსტად ჭკუიდან შეშლილი მოხუცი.რომელსაც თავისივე ახალგაზრდობის შურს.სამუდამოდ დაკარგავდა თავს სიამოვნებით ვნებების ზღვაში.მაგრამ თითქოს... ეს არაერთხელ უქნია.-როგორც არ უნდა იყოს,მეც ამ მოხუცის აზრზე ვარ.მირჩევნია მთელი ეს ერთჯერადი ცხოვრება იმ გზაზე გავფლანგო,რომელი გზაც აი უკვე ორი წელია თვალწინ მიდგას.და რომელსაც ყოველ დღე უფრო და უფრო მეტ სიმტკიცეს ვმატებ.-მაგრამ ვაი რომ ამ გზაზე სუფთა ბებრუხანასავით „კუს“ -ნაბიჯებით მივაბიჯებ.სული მხნეა,სხეული კი უძლური.ჩემს შემთხვევაში სული იმდენად არაა მხნე,რამდენადაც სხეული.თუმცა თვითონ ამ გამოთქმის არსი კიდევ უფრო დიდ სიღრმეს აღწევს,ვიდრე როგორც ყოველთვის ყოველივე ერთი შეხედვით ჩანს.აი თუნდაც,როგორც ჩვენი ერთდჯერადი ცხოვრება ! რომელსაც,იმედენი საერთო აქვს პაკეტებში მოთავსებულ ნივთიერებებთან, ერთდჯეროვნებასთან... რომ ოხ...ჩვენ უკვე წყალში გაგვხსნეს ! უიმედობას მაინც არ ვცემ პატივს.თუმცა ხშირად მსტურმობს.სახლი რომელიც 12 თვიდან 11 თვე წაბილწულია,მეტს რას უნდა ელოდო ? წაბილწული ყოველგვარი მომაკვდავი ვნებით,შხამიანი ნივთიერებებით და რწმენით ! იმის რწმენით რომ სული რომელიც მეკუთვნის,საკმაოდ ძლიერია იმისთვის რომ მთელ ამ სიამოვნებებში ჩაძირვის შემდეგ არ განადგურდეს და არ მოკვდეს.თუმცა ვაღიარებ ! მართლაც ძლიერი სული მაქვს.რადგან რასაც არ უნდა ვაკეთებდე ყოველთვის ვგრძნობ ხელის ფათურს.გახსენებას ! წვეულების მიტოვების უდიდეს სურვილს.წვეულების მიტოვების სურვილი მაშინაც კი ჩემთან არის როდესაც სიამოვნება ჩემს სახლში თბილად იმალება.წვეულების მიტოვებაში არ ვგულისხმობ თვითმკვლელობას.არა,ამის გაკეთების უფლებას არასოდეს მივცემ სამყაროს ! წლებია საკუთარ თავს ვშთავაგონებ რომ მხოლოდ წარმავალი სამყაროს კანონების მორჩილებით მივატოვებ სხეულს.და არასოდეს ვიზავ ამას როგორც სისუსტის უკიდურესი ფორმის გამოვლინებას.ძალიან ბევრნიც ზოგჯერ ერთდგვარ მომხიბვლელ სიძლიერედ რომ აღიქვამენ.-აი სწორედ ამიტომ ვამბობ რაღაც რიგზე ვერ არის მეთქი. სინათლისთვის სიბნელეა სისაძაგლე.სიბნელისთვის სინათლეა შემაწუხებელი.-ამ სამყაროს რაღაც სჭირს... რაღაც. ოხ როგორ მიყვარს გაუთავებელი ლაქლაქი.დაუსრულებლად შემიძლია ვაკეთო ეს.ვისაუბრო და ვისაუბრო.თითქოს როგორც ყვავილი აფრქვევს სურნელს,მსგავსად მეც ვაფრქვევ რაღაცას... არა ს,რაღაც სურნელს.მაგრამ ამ წყეულ ადგილას ნიავიც კი არ ქრის.და ჩემი სურნელის სუნის შეგრძნობა მხოლოდ ჩემთან,ძალიან,ძალიან ახლოს მოსვლით თუა შესაძლებელი.ვისაც კი მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში ჩემი სურნელი ტკბილად მოსჩვენებია,საბოლოდ ყველამ აღიარა ის რომ შეცდნენ.რომ ჩემი სურნელი ტკბილი კი არ არის,ის უფრო რაღაცნაირია,მწველი ! სურნელი რომელიც,მას შემდეგ რაც შინაგან ორგანოებს მოედება რომ წვავს მთელ სხეულს.მხოლოდ შიგნიდან.-არაერთს უთქვამს რომ საერთოდ არ შეეძლოთ ამის გაკეთება,რომ ისინი უბრალოდ ვერ შეძლებდნენ დამწვარიყვნენ შიგნიდან.მე რა თქმა უნდა მესმის მათი ! მესმის მათი მხოლოდ მაშინ,როდესაც სიცივესა და შიმმშილს ვსტუმრობ.ვეკითხები ჩემს თავს-უფრო ზუსტად სამყაროს ! რატომ გააკეთე ეს !? აქ არავინ მოვა.შენ კი აქ მალავ წყეულ ოქროს.ისინი კი მიწის ქვეშ ეძებენ-მეთქი.ყოველთვის როდესაც ამას ვაკეთებ.წარმოდგენა არ მაქვს როგორ მაგრამ რაღაც გარკვეული დროის შემდეგ,აშკარად ვგრძნობ ყოველ ჯერზე რომ იმაზე დიდი ვარ ვიდრე წინათ ვიყავი.დიდი საკუთარ ხედვებში.იმდენად დიდი ვარ რომ ადრე რააც მწამდა,უკვალოდ ქრება და იფერფლება.იმის მსგავსად,ერთ დღესაც რომ დავრწმუნდი,თოვლის ბაბუის არ-არსებობაში.თუმცა ახლა ხო ვიცი,მთელი ეს სანტაკლაუსები უბრალოდ რომ მასხარები არიან... თუმცა ჯერ,ადამიანის სიმაღლეს თუ ავიღებთ,კოჭებამდეც არ გავზრდილვარ. ჰო,და ყოველთვის ვხედავ იმას რომ მიწასთან გასწორებულ ხალხს,განსაკუთრებით მათ ვინც ხორციელი სიამოვნების ძიებაშია ჩაფლული,ამის გაკეთებას ვერ მოსთხოვ.მოსთხოვ და როგორც ის შავიძაღლი დაგგლეჯს.გაგანადგურებს და მაინც გაყვება საიდანღაც მოსულ გემრიელი ხორცის სუნს.რა თქმა უნდა თვალდახუჭული.არა და, ვინ იცის... იქნებ ამ კლდის იქით რომ მიწაა იქიდან მოდის ? გაუშვი ! გაუშვი ! გაყვეს. პრობლემა იმაშია რომ როდესაც ეგრეთწოდებულ დასაბუთებას,არგუმენტს მთხოვენ იმასთან დაკავშირებით თუ საერთოდაც რატომ უნდა შეწყვიტონ ამ სურნელისკენ ლტოლვა. მე უბრალოდ...იცი რა მემართება ? აი,მზეს რომ ვუყურებდეთ,ვინმე,ჩვენ ორნი.-არა რა ! აშკარად ვხედავ რაღაც მრგვალს რომელიც კაშკაშებს და თვალებს მჭრის.ამასთან არა თუ მჭრის,თუ დავაკვირდები მტკენს კიდეც...ცრემლებს მაღვრევინებს და მაიძულებს სიბნელე მოვძევნო რადგან ჩემი სუსტი თვალები იმდენად არ დაზიანდნენ რომ დაბრმავდნენ. და როდესაც ჩვენ ორნი ამ მზეს ვუყურებთ,შენ გიჟივით მიმტკიცებდე რომ მე მხედავ და აქ არანაირი მზე არ არის.რომ ვერ ხედავ ვერანაირ სიკაშკაშეს,რომ არ გაწუხებს არანაირი სინათლე,არაფერი გჭრის თვალს და შენ უბრალოდ გიკვირს რატომ მომდის ცრემლები თვალებიდან.-მითხარი, რას გააკთებ ასეთ დროს ? რომელი არგუმენტი და მთელი რიგი ლოგიკური დასაბუთება გამოდგება იმისთვის რომ როგორმე მზის აღქმის საშუალება მოგცე ?! აი ასეთი დაუჯერებელი რამ ხდება...ეს ყველაფერი უფრო მეტად უგრძნობობას იწვევს ჩემში ვიდრე საერთოდ რაიმე გრძნობას.ზიზღს,შეცოდებას,სიძულვილს,თანაგრძნობას.არა,ასეთ დროს ვერაფერს ვგრძნობ. მხოლოდ ერთადერთ გზას ვხედავ... მოვაბა თოკი „ისეთი მატერიისგან შექმნილი თოკი,რომლის დადნობაც შეუძლებელია,თუ კი ასეთი რამ საერთოდ შესაძელბელია“ მზეს... შემდეგ შენ. და მოვქაჩო ისე ძლიერ რომ ბოლოს და ბოლოს დაიწვა.აი მხოლოდ ეს არგუმენტი ჭრის ! მხოლოდ ამ საბუთს აქვს ძალა.საბუთს რომელსაც, რა თქმა უნდა აუცილებლად შეხვდება თითოეული ადამიანი. რა ძნელი მისახვედრია რომ წვეთებს პროტესტი უჩნდებათ ? პროტესტი,საკუთარ დიდ ოკეანეს რომ წყდებიან...ორთქლდებიან,იქცევიან ღრუბლებად და შემდეგ სადღაც რომელიღაც დინებაში ეშვებიან.დინებაში რომელიც სრულიად უცხო თვისებებს ფლობს.რაღაც უმოწყალო მოძრაობის ძალას.დაუნდობელს,ყოვლად გაურკვეველს. რა თქმა უნდა ოკეანის წვეთისთვის სრულიად ბუნებრივია გაჩენილი დისკომფორტი,აუხსნელი მღელვარება. რა თქმა უნდა ასეა ! - ის ხომ წყნარ ოკეანეს ეკუთვნის.ნუთუ რთულია ამის დანახვა ? ნუთუ ასეა დაბინდული ადამიანის შინაგანი მზერა,რომ ამ ცხოვრებას ერთადერს და საბოლოოს ეძახის ? ჩემს ხედვაში, სიკვდილი-ეს წვეთის მიწაზე დაცემა და აორთქლებაა. იცი საინტერესო რა არის ? ბავშვის ამქვყენად მოვლინებიდან როდის ხდება საკუთარი „წვეთი“ - ს გაცნობიერება ? როდის იწყება იმის შეგრძნება რომ უი,აქ რაღაც სხვა ხდება.აქ.. აქ...აქ როგორ მოვხვდი ? კარგი-სიკვდილი აორთქლებაა.ღუბლებში ყოფნა კი შესაძლოა მუცლად ყოფნის პერიოდი იყოს ??? შესძლოა... ჰმ, თუმცა აბა რა მნიშვნელობა აქვს ? აქვს ! დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარი შინაგანი ხედვებს...ისინი განაპირობებენ ჩვენს ადგილს სამყაროში.ადამიანებთან,მიწაზე თუ ზეცაში.რომ არა შინაგანი ხედვების ძლიერი გავლენა,გარე სამყაროს გამოსხივება,რომელიც ყოველ წამს უნებლიეთ შთაინთქმება თვალებით,უბრალოდ აუტანელი მოკაშკაშე სხვადასხვა ფერის „შუქი“ იქნებოდა. თუმცა რომ მიმოიხედო,ყველაფერი თავის ადგილას დგას. არაფერია არეული ! . კიდევ განგვაგრძობდი მაგრამ ამ შუაღამისას,საწყალი მამლის ყვილი მამცნობს რომ შესაძლოა მთელი რიგი ყბედობა სამყარომ მაიძულა,აი ისე...მსგავსად ამ მამლისა. თითქოს ეს მე მინდოდა და რომ მივიღე კიდეც.უნდა წავიდე...მაგრამ ეს რატომ უნდა გავაკეთო ?- აი სწორედ ასეთი ხედვისთვის მჩუქნიან ფასდაუდებელ გრძნობებს,რომელსაც დიდი სიხარულით ვიღებ.რადგან მათი გარდაქმნა მძალუძს. მძულს ჩემი სკამი იმდენად,რამდენადაც ვგიჟდები მასზე,ყველაფერი რაც მაქვს და რაც ჩემს წინაშეა ერთი ხელის გაწვდენაზე.რადგან ვიცი,მე ვიღაცის ადგილს ვიკავებ.იმის ადგილს ვინც ახლა მთელ რიგ უსიამოვნო განცდებიაშია,მათ შეიძლება ასეც ეწოდოთ“ სამყაროს უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლნი,“ . ჩემი ავადმყოფობის დამსახურებით,რომელიც ხანდახან მხიბლავს კიდეც.სწორედ მისით... ჩემს წინ მყოფ ადამიანს რომელიც მთელი არსებით ცდილობს იმის შეტყობინებას რომ „ვუყვარვარ“ - ჩემს თვალში არც ისე სანდო ჩანს.-კარგი,კარგი იყოს ასე... რას გავაწყობ,ნაღვლიანად ამოვიხვნეში,თითქოს უკანასკნელად და ვამატებ,არ მჯერა ! არ მინდა გიყვარდე. ეს პირდაპირ ავადმყოფობაა,ავადმყოფობაა ეს,იმიტომ რომ საკმარისია ადამიანმა პირდაპირ მითხრას რომ ვძულვარ და ვეზიზღები,იმწამს დავუჯერო....დავუჯერო და უფრო მეტიც,თუ ამინდის შესაბამისად კარგ ხასიათზე აღმოვჩნდები შესაძლოა ამ სიძულვილისთვის მადლობაც კი გადავუხადო.- გმადლობთ,გმადლობთ რომ გძულვართ ! - მეთქი . ავადმყოფობა რომელიც დღევანდელ ეპოქას მემკვიდრეობით ერგო.წინა ეპოქის არასწორი ცხოვრების გამო.ვფიქრობ ძნელი შესამჩვნევი საერთოდ არ არის.ეს პირდაპირ მზესავით ნათელია რომ ყველაფერი ავადმყოფობას მოუცავს.ყველაფერი ავადმყოფობაშია გახვეული.არა მთელი მსოფლიო,არამედ მთელ სივრცეში ავადმყოფობაა გაჟღენთილი.რომელსაც თითოეულ ჩვენგანი იძულებით ვსუნთქავთ.ყოველ იძულებით ჩასუნთვაზე ვაძლევთ საშუალებას რომ ჩვენში შემოაღწიოს.მთელი რიგი პროცესები განვლოს სხეულში,მისწვდეს ტვინს და საბოლოო ჯამში ტვინის გავლით ჩვენი სული შეირყეს და დაასნეულდეს.ირგვლივ ყველგან და ყველაფერში ავადმყოფობაა ჩაბუდებული. მსმენია,სამყარო ზუსტად ისეთია როგორიც „შენ“ - ხარო- ან კიდევ-„როგორსაც შენი გონება აღიქვამს“-ო. თუმცა რა ძნელი მისახვედრია რომ მეც ავადმყოფი ვარ ?! ავადმყოფი რომელიც რა მქნიშვნელობა აქვს რა სენს ყავს შეპყრობილი.მთავარი ის არის რომ ავად ვართ.ჩვენ ყველანი ავად ვართ.ავადმყოფობა რომელიც ნორმალურობით,სიყვარულით და ზნეობითაა შენიღბული.ნებისმიერ ადამიანს ვისაც პრეტენზია აქვს ნორმალურობასა და ზნეობაზე,ეთიკასა და მორალზე.მიდით მასთან.უარყავით იგი,მისი ნორმალურობა-სიყვარული-ზნეობა და ნახავთ მისი ავადმყოფობის მოქმედების ძალას.რაღაც ხდება, გამუდმებით ახალ ახალი სენი ერევა ხალხს.სენი რომელიც ჩვეული გაგების ავადმყოფობებისგან განსხვავებით სხვაგვარადაა შეფუთული. შეფუთვებზე ასეთ წარწერას ნახავთ „მშვიდობა“ „ლიბერალიზმი“ „არასისასტიკეს-მხოლოდსათნოება“. უბედურება ის კი არ არის ადამიანმა,მარადიული ნორმების ასეთი კოლექცია რომ აირჩიოს როგორიც სიმშვიდე,სიყვარული,მეგობრობა და არაკაცთკვლაა.არამედ უბედურება ისაა რომ ამ სამყაროს სულ ფეხებზე კიდია ჩვენი არჩევანი.ის თვითკმაყოფილი გველეშაპია,რომელსაც სძინავს და უეჭველია როგორც კი თვალს გაახელს ყველას წვა გველის.ნეტა ჩვენზეც თუ იგივეს იტყვიან... ნეტა ჩვენს ცივილიზაციას როგორ შეაფასებენ ის ადამიანები ვინც მომავალში აღმოგვაჩენენ.უეჭველია,კიდევ ერთ განადგურებულ ცივილიზაციაზე იგივეს იტყვიან „ცოდნის“ განსაკუთრებულ კუთხეკუნჭულებს მოედნენ და ამიტომაც განადგურდნენო... არა და სინამდვილეში ისინი ვერასდროს აღმოაჩნენ იმ ავადმყოფობის გრძელ სიას რაც ადამიანის სჭირს.იმ ავადმყოფობებს გვერდს აუვლიან რაც დღეს თანამედროვე ადამიანს სჭირს და მხოლოდ ჩვენი ციფრული სამყაროს,მათემატიკის და მეცნიერული აღმოჩენების განდიდებით დაკავდებიან.თუ საერთოდ ჩვენ სისტემებს თავს მოუბავენ. ასეა,ჩვენ მართლა გვჭირდება „სასწაული“ რადგან საბოლოოდ კაცთმამოდგმამ შეწყვიტოს ეს უაზრო და უკვე მომაბეზრებელ წრეში,დაუსრულებელი სირბილი.დარწმუნებული ვარ,თუ კი ეს მაინც და მაინც აუცილებელია სხვა წრეებიც იარსებებს.მაგალითად შეგვეძლო აგვერჩია წრე პირდაპირ სამოთხიდან ! და არასდროს მოგვეშორებინა ის. ავადმყოფობა რომელიც თვითონ სამოთხის იდეითაა განპირობებული,სამარადისო სიმშვიდითა და ნეტარების „ნდომით“ - კიდევ სხვა საკითხია. ეს ამ სამყაროსთან მებრძოლ იმ განსაკუთრებული დაჯგუფებების,უმაღლეს ხარისხში გადაზრდილი სიძულვილისა და აღტკინების გამოძახილია. ვინაიდან თითქმის ყველამ ვინც რაიმე სცადა,ვერას გახდა.ვერავინ ამარცხებს ამ სულისმწველ გველეშაპს რომელიც არავინ იცის როდის გაიღვიძებს... თუმცა ფაქტია.ჩვენ უკანასკნელნი არ ვიქნებით.რაღაც მხრივ,ვფიქრობ რომ კარგიც არის აღმართო უდიდესი კედელი ადამიანის გონებაში.დააყენო მისი შეზღუდული გონების საზღვრებთან ანგელოზები და დემონები რომლებიც გამუდმებით შეახსენებენ ამავე გონებას რომ სჯობს უკან დაიხიოს თორემ... წინ კარგი არაფერი ელის ! - თუმცა ეს სრული სიცრუეა ! წინ მარადიული სიმშვიდისმყოფელი მდგომარეობაა.როგორც ვთქვი,ერთის მხრივ რაღაცნაირად გამართლებულიცაა ეს საკითხი,რადგან ხომ ფაქტია რომ აქ,ამავე მდგომარეობის მაძიებლებიდან,უამრავი ადამიანი დაკარგულა ? თუმცა,მადლობა ღმერთს. მათ სამყარო სწყალობთ,კარგად ორგანიზებულ დაწესებლებებში ხვდებიან. -აი რაც შეეხება გველეშაპის დაუმარცხებლობას მთლად ასეც არ ვთვლი.ამ შემთხვევაში ჩემი იდეალი,ყოველთვის ქრისტე იყო-არის და იქნება.მხოლოდ ამის ხმამაღლა გამოთქმაც კი საკმარისია რომ ჩემი შიში გავაქრო.“- იქნებ ეშმაკმა წამიღო ? „ გამოთქმა ამის : თუ კი ვინმეს მინდა გვაგვდე ეს ის არსებაა იესოს რომ უწოდებენ - მეთქი,ჩემს გაყინულ გულს სითბოს ღვრის.თუ კი რაიმეს ვისწავლიდი მხოლოდ მისგან,მხოლოდ მას და მხოლოდ მას ! მაგრამ ჩემი დამოკიდებულება აქაც განსხვავებულია . მგონი დროული იქნება ვთქვა,რომ ფილმი მასზე არც მინახავს.რადგან თავად შევქმენი მისი „ეკრანიზაციის“ უმაღლესი ჩვენება ჩემს ცნობიერებაში,ლუდვინას ჯადოსნურ მთვარესთან ერთად.სულ რაღაც 15 წუთში ასახული მთელი ისტორია.განსაკუთრებული კულმინაციური,ცრემლის მომღვრელი მომენტები.დაბადება,განსხვავებული ცხოვრება,ძიება,შეცნობა,ტანჯვა,ცნობიერების განუწყვეტელი ზრდა.მისი ყველაფერთან ერთიანობის განცდის მიღწევა.მისი სწავლების თეორია-პრაქტიკა.ტკივილი,ცრემლი,რწმენა მთელი ძალაუფლება და ამ ძალაუფლებაზე უარის თქმა,ჩვენება იმის რომ სიბოროტის დამარცხება არარის საჭირო,რადგან ის ისეა შექმნილი რომ სამარადისოდ დამარცხებულია,ზუსტად ისე როგორც სინათლე აბიჯებს ფეხს სიბნელეს.იდეა“ძალაუფლება ბოროტებაა“,ადამიანების გამოღვიძება.მასწავლებლის უარყოფა,ვერ დაჯერება,მასში ეჭვის შეტანა,ჯვარცმა და „ბუმ“ დიდი აფეთქება ! მისი აღდგომა და არასრულყოფილი სამყაროს მიტოვება. ამას ისე მძაფრად ვაკეთებ რომ ოხ... ყოველ ჯერზე შეგონებები იცვლება.თუმცა დაბადებიდან აღდგომამდე და მისი ამ სამყაროდან წასვლის მოვლენები არ იცვლება. სულ თავბრუსდამხვევად, ერთნაირად მეორდება.იმდენად მიპყრობს ყველაფერში ჩაფლობა,რომ ბოლოს მიღებულ შეგრძნებებს,ყოველჯერზე,სხვა ვერას ვუხერხებ და სიძულვილისგან ცხელ ცრემლებს ვაფრქვევ.საკუთარი თავის სიძულვილისგან,რომ ერთიიმადგანი რომ ვყოფილიყავი ალბათ მეც გავუშვებდი „სამოთხის“ ბილეთს ხელიდან. ვფიქრობ რომ ცრემლების დანიშნულებამ თავისას მიაღწია.ის ზუსტად იმისთვის იღვრება რისთვისაც უნდა იღვრებოდეს.ჩემს წარმოდგენაში ის ძალიან დაბალია,მომრგვალებული და გადაპარსული თავით.ატმისფერი ლოყებითა და დიდი,ძალიან დიდი გულმკერდით.რომლის ყოველი ამოსუნთქვა არწივის გულმკერდსმოგაგონებთ.ხოლო ამ გულმკერდს ქვემოთ ,როგორც კალია.- ვფიქრობ მხოლოდ ასეთი ადამიანის მოსმენას ვერ შეძლებდნენ.ფილმში ბევრი გასახარი,საღიმარი მომენტი არცაა.რადგან,მთელი მაგიურობა,სულ ბოლოს ხდება.თითქოს რაღაც სკდება და ჩემსკენ სიხარული და სიძულვილი ერთიანი ძალებით იფრქვევიან,მთლიანად მიპყრობენ და....საერთოდაც,მე ვხედავ რომ ადამიანის სიბრიყვესა და უგუნრებას საზღვარი არ აქვს,და რომ ამავე სიბრიყვისა და უგუნრების შედეგი ვართ „ნორმალური“ ადამიანები. და როდესაც ამას ასე და ამგვარად ვფიქრობ.მაკვირვებს ის თუ როგორ შეიძლება სიბრიყვისა და უგუნურების სრულიად საპირისპირო მხარეს საზღვარი ქონდეს ? საერთოდაც... უკვე მშვენივრად იკვეთება ჩემი მზერის წინაშე, სიცხადე, იმისა რომ გარე სამყარო და ჩემი „მე“ ორი სრულიად განსხვავებული საგნები არიან.გარე სამყარო ჩემს მე-ს არ სცნობს. მე კი გარე სამყაროს.ოხ ეს გაუთავებელი ქიშპობა ჩვენს შორის.გაუთავებელი ომი ! აღარ ვიცით რომელს რა გვინდა.თითქოს წყვილი ვიყოთ რომელნიც უკვე სრულიად უაზროდ,ავადმყოფური გამოვლინებებით ერთმანეთს რაღაც უაზრობებს შეჰყვირიან და თან ერთმანეთს ვერც სცდილებიან.რომ გასცილდნენ რა ქნან ?! ამრიგად ზუსტად ასე ვართ „ჩვენც“ ! ისე მძულს ჩემი გარეგანი სამყარო,რომელიც არ მეგუება და რომელსაც არ ვეგუები რომ ოხ....როგორც იტყვიან „და მაინც..“ თუ მას დავკარგავ არ ვიცი რა მეშველება.და რას გავს ადამიანის თვითმკვლელობა ? თვითმკვლელობა სწორედ ესაა.არსება ვერ ახერხებს სამყაროსთან ამ ჭიდილის შედეგად წარმოქმნილი ენერგიის თავის სასიკეთოდ გარდაქმნას,რადგან ამას გ-ა-ნ-ს-ხ-ვ-ა-ვ-ე-ბ-უ-ლ-ი მიდგომა სჭირდება.განსხვავებული ! იმაზე მეტ სიფაქიზეს მოითხოვს სამყაროსთან დამოკიდებულება,ვიდრე ობობის ქსელთან შეხებაა.-მეც ადამიანი ვარ,ამიტომ დავიღალე და მოდი,ისევ იმ შთაგონებით დავასრულებ რომელიც ჩემი რწმენით ზეცაში უნდა გამოკიდონ,რათა სხვა თუ არავინ, ყოველდღე მე ვკითხულობდე მას. – „სამყაროსთან სრულ შესაბამისობაში ყოფნა,მოგცემს ძალას და განგასხვავებს სხვებისგან.გ-ა-ნ-ს-ხ-ვ-ა-ვ-ე-ბ-უ-ლ-ო-ბ-ა ანუ სამყაროსთან სრულ შესაბამისობაში ყოფნა,შესაძლოა სამოთხისკენ მიმავალი ბილეთი აღმოჩნდეს“ ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.