შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ათინა გოგო და სიყვარული


9-01-2022, 01:20
ავტორი ათინნა
ნანახია 9 474

ათინა გოგო და სიყვარული
ათინა მრავალმხრივ დაჯილდოებული გოგონა იყო. ამის შემჩნევა მისი გარშემომყოფებისათვის არც თუ ისე რთული იყო, როგორც უკვე გითხარით. თუმცა მისი ერთ - ერთი თვისების დამალვას ყველაზე მეტად ცდილობდა. მთელი მონდომებით, მთელი ძალისხმევით, თუმცა არაფერი გამოსდიოდა. არადა, ქურდი მოპარულ ნემსსა და აქლემსაც კი დამალავს თუ მოინდომა, მაგრამ ამ მხრივ ათინა ვერაფრის დიდებით იამაყებდა. არ შეეძლო ემოციების, გრძნობების დამალვა. ანდა, როგორ უნდა დამალო ის რაც გაცოცხლებს, ის რაც ძალას გაძლევს.
ათინას მეორენაირად სიყვარულის გოგოს ეძახდნენ. ეს სახელი იმ დიდი ხურჯინის გამო შეერქვა, ყოველთვისა და ყველგან რომ თან დაათრევდა. წელში მოკუზული, იფიქრებდი, ხელებს მიწაზე მიათრევსო, ან საცაა წაიქცევაო... მოდიოდა და მოჰქონდა, უფროსწორად მოათრევდა იმ უზარმაზარ ტომარას, უსახელო ტომარას, არაფრისმთქმელს. ანდაც, ყველაფრსიმთქმელს... რა ფერი იყო ვერ იტყოდი. უფერული იყო. თუმცა არა გამჭვირვალე. და ნეტავ იცოდეთ, რა ელაგა ამ ტომარაში. ყველაფერი. ხო, ყველაფერი. ყველა გრძნობა, ყველა ემოცია, ყველა განცდა. კი, კი, სწორად მიხვდით, სიყვარული, მონატრება, სწრაფვა, ლტლოვა, სიმპატია და ათასი სხვა რამ. თუმცა არაფერი ცუდი იქ არ იყო. ვერ შეხვდებოდით ვერც ზიზღს, და ვერც ვერაფერს მსგავსს. ხოდა, დადიოდა ქუჩებში ამ ხურჯინმოკიდებული თოვლის ბაბუასავით.
ხურჯნის დაცარიელებაზე სანამ თქვენ მკითხავთ, თავად გეტყვით, როგორ ასუფთავებდა მას ათინა.
ამოარჩევდა ვინმეს, თუნდაც სეირნობისას, თუნდაც მგზავრობისას. აი, ისეთ ვინმეს, რომ იცოდა მასთან დიდხანს არ დარჩებოდა. ხოდა, ზედმეტი ლაპარაკის გარეშე, ზურგს უკან დაუდგებოდა, და სწორედ მის თავზე ამოაპირქვავებდა ტომარას. თავზე დააყრიდა ხოლმე ყველაფერს. დაუფიქრებლად, დაუთვალავად. არ ენანებოდა. საპასუხოდ არაფერს ითხოვდა. თუმცა გულის სიღრმეში ჰქონდა სურვილი, იგივე მასაც მიეღო. ამ იმედის ბრალი იყო ყველაფერი, და კიდევ იმის, რომ დააჯერეს, რასაც გასცემ, ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებაო. ხოდა, დადიოდა, არიგებდა ამ სიყვარულებს და ელოდა.
ადრე იცოდა, ვიღაც მოვაო, მეც ჩამომაყრის თავზე ყველაფერს, და „სამაგიეროს გადამიხდისო“. თუმცა არაფრის დიდებით არ ჩანდა არავინ. ეგ კიარა, დააჯერეს, იმაზეც კი მადლობა თქვი, ვიღაც ჯიბიდან მოჭმუჭნულ სიყვარულს რომ ამოაცოცებს, და მოგაჩეჩებს ხელშიო. თითქოს, ეს იყო მისი საკმარი... არადა, როგორ დიდ სიყვარულს დაატარებდა გულით, როგორ დიდს. საბოლოოდ, აღარც კი ეგულებოდა ვიღაც, ვინც ამ უდიდეს, უზარმაზარ, საზღვრებსა და გალაქტიკებს გაცდენილ სიყვარულს რომ არ შეუშინდებოდა. არავინ იყო ეგეთი მამაცი.
ათინა კიდევ სიყვარული იყო. თავად სიყვარული. უშრეტი და უთვალავი. მოსიარული სიყვარული იყო. და ამიტომ არ შეეძლო სიყვარულის დამალვა. ალბათ არ უნდოდა, თორემ მთავარი ხომ მაინც მონდომება და დიდი სურვილია...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent