შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავადის ასული


12-01-2022, 00:25
ავტორი ტასია12
ნანახია 2 498

არ ვიცი საიდან დავიწყო იმ ამბის თხრობა, რაც ჩემთვის რთულად გადმოსაცემია. არ ვიცი როგორ დავწერო ყველაფერი ლამაზად. არც ის ვიცი რა იქნება სწორი და რა არასწრი.
...
თითქოს ბავშვობამ ნაცრისფერფერებში გაიარა, ან უბრალოდ მე მინდა ასე დაგანახოთ ეს ყველაფერი. ვერ ვიტყვი რომ არაფერი მაკლდა და განებივრებული ვიყავი, იმიტომ რომ სულ იყო რაღაც რაც მეტად მხიბლავდა და არ მქონდა შესაძლებლობა ეს უკანასკნელი მეც მქონოდა. არ ვიწუწუნებ რომ ცუდი მშობლები მყავდა და არც უმადურობას გამოვამჟღავმებ მათ მიმართ. პატარები იყვნენ როცა გადაწყვიტეს ერთად ცხოვრება და მათაც ბევრ რამეზე მოუწიათ უარის თქმა. აქედან გამომდინარე, მეც ვისწავლე სურვილების გულში ჩაკვლა, გამომიმუშავდა უარის თქმა სასურველზე, რადგან არ იყო მატერიალურად მარტივი ამ ყველაფრის განხორციელება... არა მარტო მატერიალურ სურვილებზე ვამბობდი უარს, ვგულისხმობ ზოგჯერ მეგობრებთან ერთად გართობასაც.
ისე ვხატავ თითქოს გაჭირვებული ოჯახიდან ვარ ანდაც მშობლები არ მაძლევდნენ იმას, რაც მსურდა. არა, არა, ასე ნამდვილად არ იყო, უბრალოდ ნელ-ნელა ეჩვევი, რომ ახლა უბრალოდ "სწორი დრო" არ არის რაღაცის სათხოვნელად, შემდეგ კი ეს დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება.

წლები გავიდა, ადამიანები შეიცვალნენ, მეტად ცივები გახდნენ ვიდრე უწინ. დამალეს გრძნობები, ემოციები, გაცივდნენ ერთამნეთის მიმართ. თითქოს მართლაც ყველაფერი უფერული, უაზრო გახდა, რუტინული ცხოვრების წესით. ჩვენს ყოველდღიურობაში გვიწევს ისეთი რაღაცების კეთება, რაც სიამოვნებას არ გვგვრის. გვიწევს ბევრის დათმობა ვიღაცის ან რაღაცის გამო. ყველა ადამიანის გულში ბევრი ტკივილი ცხოვრობს, რომლებსაც ღიმილით ნიღბავენ. არადა ვინ იცის როგორ შეგვიძლია მათი ტკივილის შემსუბუქება ერთი თბილი სიტყვით, ქცევით, ჟესტით. მაგრამ ასეა, გავუცხოვდით და ეს გაუცხობა საბოლოოდ უფსკრულში გვიკრავს ყველას თავს.
ამბავის დაწყება რთულია, არ ვიცი საიდან დავიწყო და ეს უსასრულოდ იწელება.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა თბილისში ტემპერატირა საგრძნობლად დავარდა, სიცივემ აიტანა ქალაქი და ისედაც უღიმღამო ხალხი უფრო უფერული გახადა.
დეკემბერი მიიწურა და ახლა იანვრის დრო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქში თოვლი იშვიათია ახლა ეს უკანასკნელი საკმაოდ თავმომწონედ იდებდა ბინას გატიტვლებული ხეების ტოტებზე. გრძელი ხეივანი თავს ზღაპარში გიკრავდა , ირგვლივ ისეთი სითეთრე იყო. გზა უსასრულოდ მიდიოდა და მიდოდა, რომლის დამთავრების სურვილიც წამითაც არ მქონია.
სუსხიან და ყინულივით ცივ ამინდშიც კი საჭიროა მოსაწყენ ლექცია-სემინარებზე სიარული, სადაც არ იცი რას გეტყვიან, რას გასწავლიან. გამოგადგება თუ არა საერთოდ მომავალში და ღირს თუ არა იქ ყოფნა სადაც ხარ, ამ ფიქრების გამო ბევრჯერ დამიტოვებია აუდიტორია და მიხეტიალია უსასრულოდ ათას ფიქრთან ერთად. ალბათ,ფიქრობთ მარტოსული და ჩაკეტილი გოგოს სრულიად ნორმალური ფიქრები და აზრები გვეხვევა თავსო. დიდი ირონიაა, რომ ასეთი არ ვარ და ირგვლივ უამრავი ადამიანი მყავს, ასევე აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ და საკმაოდ კომუნიკაბელურიც ვარ. ეს უბრალოდ ის მხარეა რისი გამჟღავნებაც სხვასთან არ გვსურს.
ერთ-ერთ ისეთ დღეს, როცა ფიქრებში გართულმა ლექცია გავაცდინე და ნაცნობი, რომელმაც ჩემი ბავშვობა გაალამაზა მისი არსებობით, ქუჩაში სეირნობისას შემხვდა. ოო...სწორედ ამ ნაცნობის შეხვედრამ გამოიწვია ჩემს ცხოვრებაში აურზაური. ალბათ ყველაფერი რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება საჭიროა დიდი გამოცდილების მისაღებად, მაგრამ რა ხდება იმის შემდეგ როდესაც გამოცდილებით სავსე ხარ, თუმცა სულიერაც ცარიელი?
ეს ნაცნობი ჩემი მეგობარი იყო, რომელმაც საერთო მეგობრის სახლში დამპატიჟა, სადაც ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ბავშვობასთან ასოცირდებოდნენ. ახლანდელ დროში ყველამ იცის რას ნიშნავს სახლში დაპატიჟება დარჩენით, ეს ასოცირდება ბევრ დალევასთან და ღამის ერთად გატარებას. არ ვგულისხმობ ათას ბინძურ საღამოებს, რომლებიც არ აკლიათ ახალგაზრდებს, ან რატომ უნდა აკლდეთ?! რადგან ვიცოდი , გართობის კარგი შანსი გამოჩნდა, რა თქმა უნდა, არ გამოვაკლდებოდი. უკვე აღვნიშნე რომ საკმაოდ აქტიური ცხოვრება მაქვს.
ეჰ, რა მარტივია სათქმელად სადმე წასვლა და ღამის გატარება. არადა საკმაოდ დიდი დრო მჭირდება მშობლების დასარწმულებლად რომ ასეთ ამბებს არ გამოვაკლდე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 24 წლის ვარ... არ დავწერ როგორი ნერვიულობის და ჩხუბის ფასად დამთანხმდნენ მშობლები, რომ წავსულიყავი იქ სადაც მელოდნენ.
ბევრმა დღემ ჩაიარა რუტინულად, უამრავ სამეცადინოსთან ერთად, ისიც კი დამავიწყდა 29იავარს რომ მეგობრებთან უნდა გავსულიყავი. უნივერსიტეტიდან გამოსული ფიქრებში გართული ვიყავი, როცა ტელეფონმა გამომაფხიზლა, იქიდან კი გაცოფებული გუგა მიყვიროდა. იმაზე თუ სად ვიყავი და რატომ ვივიწყებდი მის ნათქვამ ყველა სიტყვას. უცებ გონება გამინათდა და წუწუნით ავუხსენი, რომ დამავიწყდა, უნივერსიტეტიდან ახლა გამოვედი დაღლილი და სხვა დროს ვინახულებდი.
ტელეფონი ისე გამითიშა სიტყვა ვერც დავასრულე, გავბრაზდი ნუთუ ასე არ აინტერებდა მივიდოდი თუ არა იქ სადაც თვითონვე დამპატიჟა, ნუთუ სულერთი ვიყავი მისთვის და იკმარებდა ერთ უარს.
ნახევარი გზა გავლილი მქონდა, როცა ისევ ტელეფონი ახმაურდა და ზარის ავტორი ახლაც იგივე იყო. მშვიდად მკითხა სად ვიყავი და მთხოვა დავლოდებოდი, ისევ ავუხსენი, რომ არ ვიყავი შესაბამის ფორმაში და მდგომარეონაში, თუმცა ისევ მშვიდად და აუღელვებლად მთხოვა უბრალოდ დავლოდებოდი.
ნახევარი საათი სრულიად სიცივეში გავატარე მის მოლოდინში და მისი დანახვისთანავე სიხარულით ავივსე. სულ გადამავიწყდა სიცივეში მის გამო გატარებული წუთები. თბილად გამიღიმა თითქოს დიდიხანი ის მელოდა და არა მე. ყავისფერი გაბურძგნული თმები ავუჩეჩე და ვისაყვედურე:
-ნუთუ საათის ცნობა ასეთი რთულია
-ნუთუ რიცხვის დამახსოვრება ასეთი რთულია- ენა გამომიყო და კმაყოფილი მზერით დამიდგა წინ.
- ნეტავ არც ახლა მახსოვდეს, ისე მეზარება, თან თქვენთან "დრესკოდი" არ არის? ასე როგორ წამოვბაჯბაჯდე?
-ანა როდის გახდი ასეთი წესიერი, რომელიც "დრესკოდს" იცავს?
-ეჰ, ჩემო გუგა...
-ნუ მემაიმუნები, წამოდი მანქანაში ისედაც გაყინული ხარ.
-ხო, ვინ მალოდინა რო.
დიდი ხანი ნამდვილად არ გვივლია, მეგობრის ბინა იქვე იყო. ის ფაქტი, რომ ცოტა ვიქნებოდით გულში სითბოსა და სიმშვიდის გრძნობას მიტოვებდა.
შევედით თუ არა შემომეგებნენ ჩემი მეგობრები, რომლებიც მართლა უახლოესი ადამიანები იყვნენ ჩემთვის, რომელთა მიმართაც განსხვავებულ სიყვარულს ვგრძნობდი. შესვლისთანავე უცხო სხეული დავლანდე, მაგრამ იმდენად ვიყავი ჩემებთან საუბარში გართული, რომ მისთვის ყურადღება არც მიმიქცევია.
მაგიდას როცა მოვუსხედით ბევრი ისეთი თემა გაიშალა, რაც თითოეულთან ახლოს იყო. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ტურიზმზე სწავლობდა და მთელი ემოციით გვიხსნიდა თუ რა რთული იყო ეს სფერო, რამდენ წვალებას და შრომას ითხოვდა ეს ყოველივე. უცებ შემოგვახარა, რომ რეფერატს წერდა საქართველოს კუთხეებზე და რატომღაც ცენტრად გურია ჰქონდა ამორჩეული მე კი გულიანად გამეცინა. არ მიწყინოთ გურულებმა, ძალიან მიყვარს გურია და ჩემი დიდი პატივისცემა მას, მაგრამ რა ვქნა თუ ჩემი ცენტრი სვანეთია და გულიც ამ კუთხეს ეკუთვნის. შეიძლება ეს იმის ბრალია, რომ ბავშვობიდან იქ ვისვენებდი და თავს სახლში ვგრძნობდი, მიხედავად იმისა, რომ იმერელი ვარ სვანეთი ჩემში ზღვა ემოციას იწვევს, ისეთ რომლელსაც შეუძლია უსასრულობაში გაგიტაცოს.
-ჩემო კატო, გურია ნამდვილად ლამაზია, მაგრამ როდის გახდა შენთვის ეს კუთხე საქართველოს ცენტრი? შენ არ იყავი შენგელიას გამო სამეგრელო ცაში რომ აგყავდა?
-მერე შენ არ იცი ახლა ჩემი გული გურულმა რომ გაიტაცა?
-ნუთუ?- ნაწყენი თვალებით გავხედე კატოს, რომელიც მგონი ფიქრებით უკვე გურიაში იყო.
-ყველას სვანეთი არ ხიბლავს გონების დაკარგვამდე ანა.
დასტურსდ კატოს ერთი გავუღიმე და მაშინვე შევნიშვნე უცხო სტუმრის მზერა, რომელიც იოანეს სახელით გამეცნო საღამოს დასაწყისში. არ ვიციდი ამ მზერის მიზეზი და მაბნევდა ეს ყველაფერი. ეჭვი მაქვს მიხვდა ჩემს ფიქრებს და კმაყოფილად წარმიდგინა თავი მეორედ, ცივი, ბოხი ბარიტონით.
-ვფიქრობ, თავიდანვე ასე უნდა დამეწყო იოანე გერლიანი.-წარმიდგა ამაყად.
სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა როგორც კი გვარმა გაიჟღერა და ეს მანაც იცოდა, ნუთუ ვინმე შეიძლება გულგრილი დარჩეს ამ ყველაფრის მიმართ.
ნამდვილად, ვიცრუებ თუ ვიტყვი რომ მას მხოლოდ მაშინ მივაქციე ყურადღება, როდესაც გვარი ახსენა. თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ გამოჩენისთანავე მთელი ყურადღება მან მიიქცია.
-ნამდვილად, სასიამოვნოა თქვენი გვარის მოსმენა, ვფიქრობ, მეც სრულად უნდა წარგიდგეთ, ანა აბაშიძე- მშვიდად გავეცი პასუხი და მისი სახის მიმიკაც არ გამომპარვია, თითქოს კმაყოფილი იყო მოსმენილით, თითქოს მოხიბლა თავადურმა გვარმა და სხვას არც ელოდა.

საღამო მშვიდად მიდიოდა, გავიხსენეთ ძველი ამბები, გავუზიარეთ სიყვარული ერთმანეთს და მთელი ის მონატრება რაც ერთმანეთის მიმართ გვქონდა დავიკმაყოფილეთ. გუგამ სააშკარაოზე გამოიტანა თუ როგორ ვაპირებდი ამ ყველაფრის გამოტოვებას, რამაც ბავშვები გაანაწყენა, მე კი უბრალოდ თავის მართლების რეჟიმზე გადავედი.
შუაღამისას ყველას დაღლილს მიეძინა, მხოლოდ გერლიანი იჯდა ტერასაზე და სიგარეტს ეწეოდა. ამ ყოველივეს ისე აკეთებდა წამით არ მოგინდებოდა თვალის მოშორება, ღრმა ნაფსები ერთმანეთს მისდებდა და კვამლი მის მოყვანილ სახეს ეფინებოდა, გაგიჟება შეიძლებოდა ამ სანახაობის გამო.
მიხვდა, ჩემი მზერა დაიჭირა და კმაყოფილმა შემოაღო კარი.
-როგორც ჩანს ჩემი ყურება არ გღლის-კმაყოფილმა ჩამათვალიერა და გვერდით მომიჯდა.
-არ ვიცი, რატომღაც ვერ ვიძინებ, არადა მართლა ძალიან დაღლილი ვარ- არ მივაქციე მის ნათქვამს ყურადღება და ვეცადე აღელვება დამემალა.
-ეჰ, ესეიგი რომ შეგემჩნიე აუცილებლად გვარი უნდა მეხსენებინა-გერლიანის ხმაში ირონიამ იჩინა თავი.
-არა, უბრალოდ ჩემთვის ბევრს ნიშვანს სვანეთი და სვანები.
-აუცილებლად მოვისმენ მიზეზს, მაგრამ ახლა არა.-იოანე აუღელვებლად საუბრობდა, არ ვიცოდი რას გულისხმობდა ამ ყველაფერში, მაგრამ უპასუხოდ დავტოვე და თემა შევცვალე. არც ერთს მოგვიხუჭავს თვალი, მთელი ღამე ინფორმაციას ვცვლიდით და ვფიქრობდი თუ რამდენად საინტერესო ადამიანთან მქონდა საქმე.
გამთენიისას გერლიანის ტელეფონი ახმურდა და უკანმოუხედავად გაიქცა სახლიდან, არც ერთი სიტყვა და არც ერთი წამი ზედმეტი... მისი წასვლა და თვალების მინაბვა ერთი იყო, ვერ ვხვდებოდი რამ გამოიწვია ჩემში ეს ემოცია. ალბათ იმან, რომ იოანე საინტერესო ადამიანი იყო, ან უბრალო ინტერესმა მის მიმართ. არავისთან არ ულაპარაკია იმდენი რაც ჩემთან. ბავშვებთან ერთად მეც კი არ გამიგია მისგან რამდენიმე სიტყვის მეტი და ეს უფრო მაბნევდა.

სასიამოვნო საღამოს შემდეგ ისევ ისე გაგრძელდა ყველაფერი როგორც მანამდე იყო. ან რა უნდა შეცვლილიყო?ნეტა მართლაც არის ისეთი შემთხვევები,როდესაც ყველაფერი ერთ დღეში იცვლება? ვინ იცის...
დღეები დღეებს მისდევდა უნივერისტეტში სტაჟირებები დაიწყო, რომელთა გამოტოვებასაც ნამდვილად არ ვაპირებდი,თუმცა ეს ყველაფერი უფრო რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. ის თავისუფალი დრო, რაც მქონდა ახლა უფრო შემცირდა. თითქმის მთელი დროს სტაჟირებებზე ვატარებდი და ძირითადად მთელი დღის განმავლობაში უნივერსიტეტში ვიყავი. ხანდახან დაღლილობისგან ჭამაც კი მავიწყდებოდა გუგას კი ჩემთვის საჭმელი და ყავა ყოველთვის მზად ჰქონდა. ჩხუბში, წუწუნში და ხვეწნაში გაიარა ჩვენმა დიალობმა. მსაყვედურობდა და მტუქსავდა, რომ მეჭამა. მამკობდა „ლამაზი“ სიტყვებით, ალბათ ეგონა დანშაულის გრძნობას გამიღვიძებდა და არ ჩერდებოდა.
-ანა, იცოდე თუ თავს არ მოუვლი დაბადების დღეს გამოაკლდები.- მოთუთხნული პირით მელაპარაკებოდა.
-ეს საჭმელი არადა მე მომიტანე...- დავცინე თავის სისულელეზე
-სერიოზულად გეუბნები ქალბატონო.
-ვის დაბადების დღეს ვაკლდები?
- ამ კითხვის გამო, შეგვიძლია ახლავე დავამთაბროთ ჩვენი მეგობრობა- თითქოს ეწყინა
-ნუთუ თავად გიგა აფციაურის დაბადება ვინმეს დაავიწყდება-ამაყად ვუპასუხე, რომ სცოდნოდა ნამდვილად მახსოვდა.
გაეღიმა და ერთი თავშიც მითავაზა
-გოგონა, შენზე გერლიანმა მკითხა. რა ბაასი გამიმართეთ მაშინ? სვანიაო და გაგეხსნა გულის კარი?- ამ სიტყვებში ყველაფერი იგრძობოდა დაცინვაც, ირონიაც და საყვედურიც.
-მარტო სვანობა არ კმარა გულის კარის გაღებისთვის ჩემო გუგა, უბრალოდ არ გვეძინებოდა და ერთმანეთი გავიცანით.
-ხო, იოანეს ისე უყვარს ლაპარაკი ბავშვობიდან.-ისევ იგივე ტონი.
-მეც შევამვნიე. თუ ამდენი ხნის მეგობარია მე რატომ არ ვიცნობდი? მეც დიდი ხანია გიძლებ- ინტერესი აღმიძრა მისმა ნათქვამმა.
-მამამისის საქმეებში იყო სულ, მერე ლონდონში იყო სასწავლებლად, ახლა კი სვანი ფესვებს დაუბრუნდა.
-მშვენიერი, შენც ხო ლონდონში სწავლობდი?- ცოტა დავცინე.
-კი ლონდონში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ბანძი ხარ ანა, შენივე ირონიით, უნდა გამოასწორო.
-კარგი, კარგი სახლში უნდა წავიდე, ძალიან დავიღალე და მეძინება.
-მე გაგიყვან, გვიანია.-თავისი მზრუნველობით გიგა ყოველთვის გამოირჩეოდა, ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობის მეგობრები ირგვლივ არ ისე ბევრი დაგვრცა. ნელ-ნელა ყველა თავის გზას დაადგა და ახლა ზოგთან მხოლოდ ვნაცნობობთ. ისეთ ადამიანებთად, რომლებთანაც ბევრი წელი გაკავშირებს და მოგონებები თავისით გეკიდებიან, გინდა თუ არა შენ ეს. მე და გიგა შემოვრჩით ერთმანეთს ღრმა ბავშვობიდან. ისინი, რომლებთან ერთადაც საღამო გავატარეთ ჩვენი ახლო მეგობრები არიან, რომლებიც ნელ-ნელა გამოჩდნენ ჩვენ ცხოვრებაში.
სახლში მისულმა ცხელი შხაპი მივიღე და მუშაობა სახლიდან გავაგრძელე. გულწრფელად რთულია სამართალზე სწავლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ყოველი მეორე იურისტია. ხანდახან, ვფიქრობ, რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ალბათ მშობლებით გამო? ალბათ იმის გამო, რომ მათ იმედებს ვერ გავუცრუებდი? ნუთუ ასეთი სუსტი ვარ, რომ ისიც ვერ შევძელი იმაზე მესწავლა, რაც მართლა მაინტერესებდა? მაგრამ რა მაინტერესებს მგონი ახლაც არ ვიცი და საკუთარი თავის ძებნაში ვიკარგები. ზუსტად ამ ფუქრებთან ერთად მიწევს ყოველთვის გამკლავება, ამ ფიქრებთან ერთად ვმუშაობ და ვსწავლობ, ვგრძნობ, რომ სხვა გზაც არც მაქვს.
ამ ყველაფრისგან დასევდიანებულს შეტყობინება მომივიდა ტასოსგან. გურია, რომ საქართველოს ცენტრი ჰგონია, აი იმ ტასოსგან.
-ანა, იმედია არ მუშაობ და ჩემთვის ხუთ წუთს გამონახავ- თითქოს მუდარას გავდა ეს ყველაფერი.
-ვმუშაობ, მაგრამ ისე მწერ შანს არ მიტოვებ.
-არ ვიცი როგორ დაგითანხმო ან საიდან მოვუარო- დაიწყო უსასრულოდ ტექსტების წელვა და თავი მაინც ვერაფერს მოაბა.
-ტასო, მოკლედ მითხარი რა, დრო უფრო მეკარგება.
-მოკლედ, გურულზე უკვე იცი. გიგას მეგობარია და მინდა თავი მოვაწონო, როგორც მე მომაწონა შორიდან, გაცნობა არ მინდა. შენმა გიგამ კიდე მითხრა როგორც მაშინ ელენესთან შევიკრიბოთ და ლევანიც იქ მოვაო.
-გასაგებია, მიხარია, მაგრამ მე რა შუაში ვარ?-გაკვირვებული ვეკითხებოდი, მართლა ვერ ვიგებდი ამ შეკრებაზე მე რა უნდა მექნა.
- გიგამ ასე მითხრა ანა თუ არ წამოვა, არაფერი გამოვაო.
- სისულელეა, მე დავურეკავ გიგას და მოვაგვარებ.
-ისიც მითხრა არ დამეკონტაქტოთ, თორემ ყველაფერს გავაუქმებო.
-მომისმინე ტასო, მე მართლა არ მცალია, ახლა ყველაფერი ერთად ხდება და დიდი ბოდიში.-თითქოს უკვე გამოვძვერი...
-ესეიგი ლევანი ვერ მნახავს, კარგი.- განაწყენდა თანაც როგორ.
- გნახავს ოღონდ მე იქ არ ვიქნები-დარწმუნებით ვუპასუხე.
გიგას ველაპარაკე, სიტუაციაც ავუხსენი, რომელზეც თვითონაც კარგად იცოდა, მაგრამ უკან არ იხევდა. ისიც ვახსენე რამხელა ძალისხმევა მჭირდებოდა დასარჩენად, ამაზე კი უბრალოდ მითხრა,გვიან წადიო. ისიც შემახსენა, ტასო სულ გაბრაზებული, რომ იქნებოდა ჩემზე და ვერაფრით შემოვირიგებდი.
მოვიდა ტასოს ბედნიერების დღეც. ეს შეხვედრა მარტის თვეში დაიგეგმა და მგონი მხოლოდ გურულმა ლევანიმ არ იცოდა მხოლოდ მის შესახებ...
საღამოხანს სტაჟირებიდან დაღლილი პირდაპირ ელენესთან წავედი. სადარბაზოში შესულს გამახსენდა წვენების ყიდვა, რომ დავალა დიდისამბით გიგამ და ისევ უკან გავბრუნდი მარკეტში შესასვლელად. უკან გამობრუნებულმა, იანე დავლანდე მანქანასთან.
როგორც ჩანს გიგამ არც ის დატოვა სანახაობის გარეშე. გერლიანი უკვე მანქანის კარს ხურავდა როცა შემამჩნია და ჩაიღიმა. ვერ გამეგო ეს ღიმილი მისალმება იყო თუ უბრალოდ ირონია „ჰაჰ, ისევ შენ?“. ნელ-ნელა წამოვიდა სადარბაზოსკენ, მე კი არ ვიცოდი დავლოდებოდი და მივსალმებოდი, თუ უკანმოუხედავად გავქცეულიყავი წვენების საყიდლად. სანამ ვფიქრობდი ის უკვე ჩემს წინ იდგა.
-გამარჯობა, ანა- არც ღიმილი, არც სერიოზულობა, ემოცია მის ხმაში საერთოდ არ იკითხებოდა. ეს კიდევ უფრო მაშინებდა და არ ვიცოდი საერთოდ ეს ბიჭი ასე რატომ მანერვიულებდა.
-გამარჯობა, იოანე.- მშვიდად, და აუღელვებლადო ნამდვილად ამ პასუხზეა ნათქვამი.
-თითქოს მახსოვს, ელენე აქ ცხოვრობდა.- ალბათ აინტერესებდა რატომ გამოვბრუნდი, ნეტავ პასუხს ხომ არ ელოდა „შორიდან დაგინახე იოანე და დაგელოდე ერთად ავიდეთთქო“
-წვენები დამაბარეს და დამავიწყდა...
-ნუთუ? მგონი ესენი გვეყოფა- ხელით მანიშნა წვენების შეკვაზე. თითქოს ესიამოვნა, რომ „გადამარჩინა“.
-მშვენიერია, ადვილად გამოვძვრები.-კმაყოფილი მზერა ვესროლე და ბინაში ავედით.
ეს საღამოც წინასავით შესანიშნავი იყო, გურული ბიჭი -ლევანი დოლიძე აღმოჩნდა, რომელმაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა გოგონებზე, რადგან ბიჭები როგორც ჩანს ერთმანეთს უკვე დიდი ხნის განმავლობაში იცნობდნენ. ტასო ძალიან მოკრძალებულად და უცნაურად იქცეოდა, თითქოს ემჩნეოდა ვისაც ეპრანჭებოდა, მაგრამ ლევანი მგონი ვერც კი ხვდებოდა. ნამდვილად ვერ ვიტყვი ბიჭს გულში ჩაუვარდა და არიქა გადაირია გოგოზეთქო, მაგრამ ჯერ მთელი საღამო წინ იყო. ისევ ბევრს ვსაუბრობდით, სვანი კი შორიდან გვაკვირდებოდა. ვფიქრობდი, ნეტავ დღესაც უძილობა თუ შეაწუხებს და ვისთან დიალოგში გაათენებს ღამესთქო. მაგრამ არანაირი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის, მე ხომ უკვე ვიცოდი რაღაცები მასზე. მაგალითად, ის რომ ბეშოს თემიდან იყო, კერძოდ, სოფელი ტვებიშიდან. წუხდა სოფელში მაცხოვრებლების სიცოტავის გამო, ამბობდა, რომ მალე შეიძლება აქ ის ხალხიც აღარ დახვდროდა, ვინც მთელი გულით უყვარდა. ფესვები აქედან მოდიოდა ისე კი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. თავისი თავი თბილისელ სვანად გამაცნო, მაგრამ ისიც მითხრა სვანეთის გარეშე ცხოვრება არ შემიძლიაო, როცა იქ ვარ თავს ცოცხალ ადამიანად ვგრძნობო. ეჰ, რომ განახათ იოანე გერლიანი, ვერც კი დაიჯერებთ ამდენი სიტყვა ერთიანად ნათქვამი თუ უქენებოდა. სვანეთი, რომ მიყვარს მისთვის დიდად უცხო არ ყოფილა, ასე მითხრა: „ბევრს უყვარს სვანეთი და გამონაკლისი არც შენ აღმოჩნდი.“-ო, რა იცოდა როგორ მიყვარდა ეს კუთხე და რა იცოდა, რომ უბრალოდ ამოჩემება არ იყო ეს ყოველივე.
პირველად 10წლის ვიყავი ამ კუთხეს, როცა ვესტუმრე, ემოციები ამ ასაკშიც კი არ ყოფილა მშვიდი და წყნარი. უშგულის ულამაზესმა ხედებმა, პატარა სხეულში ზღვა ემოცია გამოიწვია. შხარას ძირში მოქცეულმა სოფელმა გონება დამაკარგვინა, ასეთი ლურჯი ცა არასდროს, არსად მენახა. რამდენიმე ასეული სვანური კოშკი, რომელიც ძირითადად მე-9-13-ე საუკუნეებშია აგებულია ულამაზეს სანახაობას ქმნიდა, ჩემს გულში ეს კადრი სამუდამოდ საგულდაგულოდ იქნება შენახული, ეს ის კადრია სიკვდილის წინ ბედნიერმა, რომ უნდა გაიხსენო თუ რა გაქვს ნანახი ყველაზე ლამაზი შენს ცხოვრებაში. ეს კოშკები ნამდვილად არ არის დაკარგული ცივილიზაციის სიმბოლო, ეს არის კულტურის თვალსაჩინო მაგალითი, რომელმაც საუკუნეებს სასწაულებრივად გაუძლო. ამ სანახაობის შემდეგ შედარებით დაბლა სოფელში, მელეში, ჩემი ბიძაშვილის სახლში დავბინავდით, გასვიანების ოჯახში. სახლი, რომელიც უკვე ბევრ მოგონებას ინახავს, რადგან ამ წლის შემდეგ არც ერთი წელი ყოფილა ისეთი, როცა ამ ზღაპრულ ადგილს არ ვესტუმრეთ. სწორედ ეს არის ამ კუთხის სიყვარულის მიზეზი, თითქოს შესისლხორცებული მაქვს ეს ადგილი, ასევე ალბათ დიდი მიზეზი ჩემი ბიძაშვილები არიან, რომლთა არსებობაც ყვეალფერს მირჩევნია, ალბათ მგონია, რომ ყველა სვანი მათნაირია.მგონია, რომ იმედს არც ერთი სვანი გამიცრუებს, არც უღირსობით, არც პატივისცემის და სტუმართმოყვარეობის ნაკლებობით. ცხოვრებაში არ შემხვედრია ისეთი სვანი ვისაც ჩემთვის წარმოდგენა შეუცვლია ამ კუთხეზე და ვიმედოვებ ცხოვრების ბოლომდე ასე იქნება.
***
ისევ დავუბრუნდეთ ლევანისა და ტასოსთვის მოწყობილ საღამოს, რომელზეც ყმაწვილს წარმოდგენაც არ ჰქონია. სამწუხაროდ, არ მოხდა ის რასაც ველოდით. ლევანის გულში ტასო არ ჩავარდნია და არც ფილმის მომენტები ჰქონიათ. აი გული, რომ უჩერდებათ ხოლმე და იმ ერთადერთს პოულობენ. ყოველშემთხვევისთვის ჩემი იქ ყოფნის განმავლობაში ასეთი რამ არ ყოფილა. უკვე საღამოს 10 საათი იყო თვალები, რომ მენაბებოდა და ტაქსის გამოძახება გადავწყვიტე, ტელეფონი მოვიმარჯვე და გიგას ვანიშნე უნდა წავიდეთქო. გიგამ მიყურა და ძლივს გაიაზრა რას ვეუბნებოდი.
-ანა, გვიანია მე გაგიყვან-გაიჯგიმა, ვითომ ნასვამი არ ყოფილიყოს.
-არა გუგა, ნასვამი ხარ ტაქსს 5წუთიც არ უნდა მოვა.
-არა, რა. აი იოს წვეთი არ დაულევია თან ეგეც არ აპირებს დარჩენას და გაგიყვანს- გაიბრძოლა ბოლოჯერ და იოანეს გადახედა.
- რა სისულელეებს როშავ, მგონი ზედმეტი მოგივიდა.-თვალები ავატრიალე და ქურთუკის ასაღებად წავედი.
უკვე მისაღებში ვიყავი და ქურთუქს ვიღებდი, როდესაც იოანემ ჩემს მოსაცმელს ხელი მოჰკიდა და ჩუმად მითხრა გარეთ გავსულიყავი. გონზე ვერ მოვედი ისე ავყევი მის ხმას.
-ისედაც არ ვაპირებდი დიდი ხნით გაჩერებას და გადამარჩინე.-კმაყოფილმა გამიღიმა და ქურთუკი მომახურა.
-მიხარია თუ ასეა და არ გაწუხებ.-მორცხვად თვალებდახრილმა გავიარე მის წინ.
-სისულელე.
მანქანასთან მისულმა კარი გამიღო და ჩემ გაოცებულ თვალებს გადააწყდა.
-კარგი რაა, ნუთუ არც კი ელოდი.- გულიანად გამიცინა და ასეთი რამ ცხოვრებაში არ მენახა.
ასეთი მომხიბლელი არასდროს ყოფილა, როგორიც ამ წარმს, არ ვიცი რა მემართება და არც მინდა ვიცოდე. პასუხიც არ გავეცი მანქანაში ისე ვისკუპე.
პირველი წუთები უსასრულოდ გაიწელა, ახლა თავი იმ ხეივანში მეგონა, სადაც მარტო დავხეტიალობდი ზამთრის ყინვების დროს, მაგრამ ახლა არც მარტო ვიყავი და არც ზამთარი იყო.
-სად უნდა მიგიყვანო, ანა?- ისეთი ხმით მკითხა, რომელიც აქამდე არც გამეგო, თითქმის ჩურჩულით. მისამართი ვუთხარი და ხმა არ ამომიღია, დაველოდე თვითონ თუ გაარღვევდა ჩვენ ორს შორის მანძილს.
-იცი, მეგონა სოციოფობი იყავი.- გაურკვევლად ამოილაპარაკა
-რას ამბობ?- გულიანად ამოვიცინე, ვერც კი წარმოვიდგენდი ოდესმე ვინმეზე მსგავსი შთაბეჭდილების დატოვება თუ შემეძლო
-გიგამ ასე ამიღწერა შენი თავი- ცოტა ეუხერხულა არასწორი ინფორმაციის გამო.
- გიგა ასე მაიმუნობს ხოლმე. იოანე მე იმის საპირისპირო ვარ, რაც შენ ახლა თქვი- თავი მისკენ გავაბრუნე და გულწრფელად გავუღიმე.
-მიხარია.-თითქოს ეწყინა და ხმაც არ ამოუღია.
-ლონდონში რამდენი ხნით იყავი?- არ ვიცოდი როგორ გამენეიტრალებინა სიტუაცია და უცებ დავაბრეხვე. ზოგადად ასე ვიცი, როცა სიჩუმეა ყველაფერზე შემიძლია ლაპარაკი. ასევე თავის გაცემაც.
-ოჰ, ნუთუ გიგასთან ისაუბრე-კმაყოფილმა მომავლო თვალი.
-იცი, უბრალოდ ლაპარაკს მოყვა თვითონ.-გავწითლდი, სად წავსულიყავი არ ვიცოდი.
ყველაფერს მიხვდა და კმაყოფილმა ლაპარაკს, სიწყნარე ამჯობინა.
სახლში მისულს კარი ისევ გამიღო და სადარბაზომდე მომყვა. დასამშვიდობელი სიტყვა მზად მქონდა, როცა ყურთან დაიხარა და მიჩურჩლა
-ძილინებისა, თავადის ასულო.
ჟრუანტელმა დამიარა, გონს ვერ მოვედი უკან ისე წავიდა. ეს იყო უკანასკნელი ჩვენი შეხვედრა. ერთმანეთი არც ერთ სოციალურ ქსელში გვყავდა, არც ნომრები გაგვიცვლია. ისევ სადმე საღამოს თუ შევხვდებოდით ერთმანეთს, გიგას დამსახურებით.
ისევ რუტინული ცხოვრება, ისევ მოწყენილობა, მაგრამ ჩემ ფიქრებში იოანე შემოიჭრა და კადრებად ვხედავდი მის გულიან ღიმილს, რომელითაც მანქანის კარის გაღების დროს დამასაჩუქრა. გულწრფელად არაფერი იყო ამ ერთი ფიქრის გარდა.
ნელ-ნელა ზაფხული დგებოდა და სვანეთის არდადეგებისთვის ვემზადებოდი. ანდრია და ნინუცა გასვიანები წინასწარ ამზადებდნენ გეგმებს. ვინ უნდა წამოსულიყო ჩვენთან ერთად და რა უნდა გაგვეკეთებინა. ანრია, იოანეზე 2წლის პატარა, 26 წლის ახოვანი ყმაწვილი გახლდათ, კარგი განათლებით და განსაკუთრებული სიდინჯით დაჯილდოვებული. ნინუცა კი 34 წლის დაოჯახებული ქალია, რომელსაც 2 პატარა ბიჭი ჰყავს. რა თქმა უნდა, ზაფხული სვანეთში ანდრიას მეგობრებისა და ნინუცას ოჯახის გარეშე არ ჩაივლიდა. ჩემი ბიძაშვილის მეუღლე იმერელი იყო, გვარად გაბედავა. ძალიან კარგ ოჯახში გაზრდილი კაცი გახლდათ, რომელმაც იცოდა წესის და ადათის პატივისცემა, სწორედ ამით მოიგო ნინუცას მამის გული თორემ სხვანაირად არც გამოვიდოდა მათი დაოჯახების ამბავი. სიძეს ბევრჯერ უცდია ჩემთვის ხუმრობით რამდენიმე ვაჟის გარიგება, რაზეც კარგი პასუხებიც მიუღია და საბოლოოდ მიხვდა, რომ აზრი ნამდვილად არ ჰქონდა მის მცდელობებს.
უკვე ივლისი იწურებოდა და ჩვენი გამგზავრების დროც მოვიდა, დილით უთენია გავედით თბილისიდან, იმდენად აღტაცებლი ვიყავი, როდესაც მარშრუტის საბოლოო ადგილზე ვფიქრობდი, რომ დამღლედი მგზავრობა საერთოდაც არ მაინტერესებდა. სასაცილოა ამდენი წლის შემდეგაც კი იგივე ემოციებს იწვევს ჩემში ეს კუთხე და ეს სახლი. თითქოს რუტინულია ეს ყველაფერი, ნათსავებთან და მეგობრებთან ერთად სოფლის სახლში წასვლა, მაგრამ არა. ყოველწელს ახალი ემოციით და ახალი შთაბეჭდილებით მოვდივარ აქედან.
დამღლელი და გრძელი გზის გავლის შემდეგ უკვე ადგილზე ვიყავით. ოჰ, ღმერთო რა ხედებია ირგვლივ. როგორ შეიძლება ადამიანი გულგრილი დარჩეს ან უბრალოდ უმეციოდ უყურებდეს ამ ხედებს. ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე და მივხვდი, რომ ახლა ის დრო იყო რომელსაც მთელი წელი ასე მოუთმენლად ველოდი. სვანეთს ალამაზებს არამხოლოდ ბუნება, მთები, ტბები, მდინარეები და მდელოები, არამედ კულტურა, ტრადიციები, ხალხი, ისტორია, ლიტერატურა, არქიტექტურა, კოშკები და ლეგენდები. სვანეთი უნიკალური ლეგენდების მხარეა. როცა იქ ჩასული სტუმარი სვანურ ლეგენდებს ისმენს ერთბაშად მასში იძირება, ემოციები უასმაგდება და ცხოვრების ბოლომდე მიყვება ის შთაბეჭდილებები, რაც სვანეთში მიიღო. ესეც ერთ-ერთი მიზეზია ჩემი ამ კუთხისადმი უსაზღვრო სიყვარულისა.
ამოვლაგდით, მივლადგით და საღამო ხანიც წამოგვეწია. უკვე იმდენად დაღლილი ვიყავი არაფრის თავი არ მქონდა. ბიჭებმა ეზოში კოცონი დაანთეს და მხიარულება დაიწყეს, მათთან ერთად ყოფნას არაფერი სჯობდა, თუმცა დღეს გადავწყვიტე უბრალოდ დამესმენა. თანაც ვიცოდი, რომ ხვალ დილით ადრიანად მთაში წასვლას ვაპირებდით და გართობას ვამჯობინე დღეს ადრიანად დამეძინა.
უკვე ხუთი დღე იქნებოდა, რაც მელეში ვიყავით. მოვინახულეთ ყველა ის ადგილი, რომელსაც წლების განმავლობაში ვსტუმრობდით. მჟავე წ....ბი მოვიმარაგეთ, რომელიც ჩვენი სოფლიდან ცოტა მოშორებით არის, მაგრამ ისეთი გემო აქვს კილომეტრების გავლა ნამდვილად ღირს. აქ ჩამოსვლისას არასდროს ვსვავთ ჩვეულებრივ წყალს, რადგან ეს მჟავე წ....ბი ორგანიზმისთვის განმწმენდი და ბევრად სასარგებლოა. მჟავე წყალი ჩვენი სოფლიდან რამდენიმე კილომეტრშია, ერთი კურორტს მუაში და მეორეც სოფელ სასაშისთან ახლოს. უკვე ისე იყო, რომ წყალი გვითავდებოდა და გადავწყვიტეთ მუაში წავსულიყავით და მარაგი შეგვევსო. ეს ადგილი არის კურორტული ზონა, სადაც ადრე ბანაკებად ჩამოდიოდნენ დამსვენებდლები. უამრავი ძველი კოტეჯია, რომლებსაც მიხედვა ნამდვილად არ აწყენდათ. წარმოიდგინეთ დიდი ტრიალი მინდორი და ირგვილ ტყე, ამ ტრიალ მინდორში კი რამდენიმე კოტეჯი, ტყის იქით კი უშველებელი და ვეებერთელა მწვერვალი. ამ ადგილზე შეიძლება ითქვას დაგამუნჯებს და სიტყვებს დაგავიწყებსო.
აქ მისულებს ბევრი ხალხი დაგვხვდა ირგვლივ, აქეთ-იქით მიმოვიხედე რამდენიმე ფოტოს გადასაღებად და უცბად ნაცნობი მანქანა დავლანდე. თავიდან არ შევიმჩნიე, ვიფიქრე მხედველობის ბრალია და მელანდებათქო, მაგრამ შორიდან გამჭოლი მზერის დაფიქსირების შემდეგ მივხვდი, რომ არც არაფერი მეჩვენებოდა.
რამდენიმე წამი გაუნძრევლად ვიდექი და არ ვიცოდი რა მექნა, მივსულიყავი თუ უბრალოდ გაუნძრევლად ვმდგარიყავი იქ სადაც ვიდექი. ბოლოს გავიაზრე, რომ წყლის ასაღებად მისულს მაინც მომიწევდა მასთან მიახლოება და მეც დავიძარი.
აუღელვებლად, მშვილად და დინჯად იდგა თავის მეგობრებთან ერთად, სპორტულ ფორმაში გამოწყობილი და თმა აჩეჩილი.ფეხთან ბურთი ჰქონდა მიგორებული, ერთი ხელით საათს ათამაშებდა და თავის მეგობრებსაც ღიმილიანი სახით უსმენდა.
მივუახლოვდი და ღიმილიანი სახით მივესალმე:
-გამარჯობა, იოანე,.
-გამარჯობა, ანა, როგორ ხარ?- არ წყვეტდა ღიმილს, მე კიდევ როგორც ყოველთვის ჩემივე წითელი ლოყებით საკუთარი თავის ემოციურობა გამოვააშკარავე.
-კარგად, თავად?- ვითომ ისევ ვინარჩუნებდი ჩემს ღიმილს, რომელსაც უკვე ნაძალადები ხასიათი ჰქონდა.
-წყლის ასაღებად მოხვედი? წამოდი, მეც შეგყვები- ბურთი მეგობარს გაუგორა, რამდენიმე ბოთლი აიღო და წინ გამიძღვა.
-აქ რას აკეთებ?- ყველაზე უადგილო და სულელური კითხვა იყო, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰკითხო, მით უმეტეს სვანს, სვანეთში...
გაკვირვებულვა გამომხედა,თუმცა ნამდვილად კარგ განწყობაზე დააყენა ამ კითხვამ.
-ჩემი აზრით, თვითონაც ხვდები, რომ ჩემ კუთხეში ვარ. ვფიქრობ, ამას მე უნდა გეკითხებოდე იმერელო.- ნიშნისმოგებით მიპასუხა, არც კი ვიცოდი რატომ დავუსვი ეს კითხვა, ალბათ ისევ იმიტომ სიჩუმე, რომ არ ყოფილიყო.
-მე ბავშვობიდან აქ ვისვენებ, მელეში გასვიალებთან.
-ვიცი, გიგამ მითხრა-წყალს ავსებდა, აუღელვებლად მიპასუხა, თითქოს ახლა თავი არ გაეცეს.
-დიდი ხანია აქ ხარ?- მისი აღიარება, იმაზე, რომ ჩემზე იცოდა დავაიგნორე და თემაც შეიცვალა.
-გუშინ ჩამოვედი, შენ?
-მე 5დღის წინ.
წყალი ავავსეთ და უკან გამოსულებს ანრია შეგვეჩეხა. წამით ვალაგებდი გონებაში როგორ გამეცნო ერთმანეთისთვის, როცა ანდრია იოანეს გულიანად გადაეხვია. ერთმანეთი მთელი გულით მოიკითხეს და ჩემმა ბიძაშვილმა სახლშიც მოიწვია საღამოს. მე კი ვიდექი გაურკვევლობაში, ის კი არა იოანეს ანრიამ აქეთ გააცნო ჩემი თავი.
-გაიცანი, ჩემი ბიძაშვილი ანა.
- უკვე ვიცნობ გიგასგან- იოანემ ირონიით გადმომხედა, ვერ გავიგე რას ნიშნავდა ეს გამოხედვა და უკვე განგაშებს ვანთებდი ჩემს თავში.
-მშვენიერი, საღამოს ჩემთან გელოდები, იცოდე არ გადამაგდო- ხელით წაეთამაშა ანდრია.
-როდის იყო გადამიგდიხარ- ვითომ ეწყინა იოანეს და სახე შეიცვალა
-კარგი, კარგი. წამოდი ნინუცა და ბავშვებიც აქ არიან ნახე ბარემ.
ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვიყავი, იმდენად მაინტერესებდა საიდან იცნობდნენ ერთმანეთს ეს ორნი, თან ბონუსად ნინუცასაც და ბავშვებსაც. ჩემ ბიძაშვილს იოანე ჩამორჩა, გვერდით ამომიდგა და როგორც უწინ ყურში ჩამჩურჩულა:
-ხედავ? შენს ირგვლივ ყველას ვიცნობ.-კმაყოფილი ღიმილით დამიტოვა სიტყვები და ისევ ანდრიას დაეწია. რა უნდოდა ამ ბიჭს თავისი ჩურჩულებით. გამოჩნდებოდა და უაზროდ მეჩურჩულებოდა, შემდეგ კი ისევ გაქრებოდა თითქოს არც არაფერი.
ბავშვები ისე მოესიყვარულნენ მოჩურჩულე ვაჟბატონს, მე ზედაც კი აღარ შემომხედეს. ბურთი ითამაშეს და ათასი ბავშვური სისულელები მოუყვნენ იოანეს. ძალიან მიყვარს ჩემი პატარები, მაგრამ ახლა ნერვები მეშლებოდა, რომ ვერც კი მამჩნევდნენ, იოანე კი ყველაფერსაც კარგად ხვდებოდა. კარგად, რომ მოიჯერეს გული იოანე დაგვემშვიდობა, გვითხრა რომ საღამოს შემოგვივლიდა მანამდე კი მეგობრები უნდა მიეცილებინა სახლში. სიტყვა არ მითქვამს და უთქვამს, არც უკან მოუხედავს ისე წავიდა, ან რა უნდა ეთქვა საერთოდ რა სულელური ფიქრები დამეწყო ამ ბოლო დროს. მისი დანახვისას საერთოდ რაზე ვლაპარაკობდი ვერც ვიაზრედი, ვერც კი ვხვდებოდი რატომ იყო იოანე ის ობიექტი ვინც მაბნევდა.
უკვე საღამოს 9საათი იყო და ბატონი მოჩურჩულე ჯერაც არ ჩანდა. ვიფიქრე ალბათ გადაავიწყდა, ან საქმეებმა არ დაანებეს თავითქო. ამიტომაც მშვიდად ვიჯექი ეზოში დანთებულ ცეცლთან დიდი პლედით და უშველებელი ჭიქა ყავით ხელში. ვფიქრობდი დღეს ერთხელ მისი ნახვაც მეყოფათქო და სწორედ ამ დროს გაჩერდა მანქანა ეზოსთან. მანქანიდან შავ ჰუდში და ნაცრისფერ სპორტულ შარვალში გამოწყობი გერლიანი ხელზე საათის სწორებით გადმობრძანდა. ამდენიხნის განმავლობაში პირველად დავაკვირდი მის სახეს მთვარის შუქზე როგორ ირეკლებოდა. გამოყვანილი სახის ფორმებით, ოდნავ წვრილი, შავი თვალებით, დიდი ტუჩებით და ოდნავ კეხიანი ლამაზი ცხვირით ეს ყოველივე ერთიანობაში სვანი მამაკაცის იერს ქმნიდა, ცივი სახით და სერიოზულობით რომ არიან გაჯერებულნი. ეზოში შემოსული გულიანად მოგვესალმა კიდევ ერთხელ და ანრია მაგიდისკენ გაუძღვა, როცა იოანემ იურა.
-ანდრი, ბოდიშის მოხდით, ჩემი მამიდაშვილის სახლიდან მოვდივარ, არაფერზე შეწუხდეთ დალევითაც ვერ დავლევ მანქანით ვარ.- შეაგება ანდრიას , რომელსაც თითქოს წყენა დაეტყო და არც შეიმჩნია.
-კარგი კოცონს მივუსხდეთ მაშინ და გავიხსენოთ ძველი დრო- მაინც გამონახა სასურველი სიტუაცია.
-გელოდი როდის შემომთავაზებდი-წაეთამაშა თმებში და კოცონისკენ გამოემართნენ.
მიუხედავად იმისა, რომ გერლიანი არ სვავდა ჩვენ ცოტა ლუდი დავლიეთ, იმდენი სისულელეების კეთება, რომ არ შერცხვება ადამიანს. ეს პლედიც შემოვიხსენი და უკვე მცხელოდა, მერე რა გარეთ ყინვა, რომ იყო.
-თავადის ასულო, ასე გაცივდები-ისევ ჩურჩულები.
-ეს ჩურჩულები რა არის ხმამაღლა თქმას ვერ ბედავ?- გრადუსში მყოფმა გაბედულად ვუპასუხე.
-მოვა მაგის დროც.-პლედი მომახურა და ბიჭებისკენ გაბრუნდა.
ჯერ ჩურჩულები არ მეყოფოდა, ახლა გაურკვეველი ფრაზები უნდა ვშიფრო. თუმცა ახლა ისე ვიყავი არაფერზე ფიქრის თავი არ მქონდა. კოცონთან ჩვენი სხვა მეგობრებიც იყვნენ, რომლებიც ჩვენსავით ისვენებდნენ ზაფხულში ამ მხარეში. როგორც ყოველთვის ჩვენს კოცონსაც ჰყავდა გიტარიანი ყმაწვილი და ქალბატონი, რომლებიც საღამოს უფრო ლამაზს და დაუვიწყარს ხდიდნენ თავიანთი ლამაზი ხმებით.
-რა ლამაზი საღამოა არა? ვაღიარებ არ მეგონა სვანეთში თუ შევხვდებოდით.- თითქოს ვენბიანი ხმით მითხრა გერლიანმა, აი ისეთით ჭკუას, რომ დაგაკარგვინებს და გაგაქრობს ამ ქვეყნიდან, ან უბრალოდ ნასვამს მე მეჩვენებოდა ასე.
-ნამდვილად, ლამაზია და არც მე მეგონა.- თვალებმინაბულმა გავეცი პასუხი.
-მგონი ახლა რასაც გკითხავ ყველაფერზე სიმართლეს მიპასუხებ- გამომცდელი თვალებით შემომხედა და თვალი თვალს გავუსწორეთ.
-და როდის გიკითხავს რამე და მე მომიტყუებია- უტეხად არ მომიშორებია თვალები მისთვის
-მართალია, ანა.
-გისმენ რა გაინტერესებს?
-ფხიზელი, რომ იქნები მხოლოდ მაშინ...- ჭიქა ხელიდან გამომტაცა, რომელიც მგონი უკვე მართლა ზედმედი იყო ჩემთვის.
სიმღერების, ვარსკვლავების და კოცონის ფონზე ყველაფერი უფრო ლამაზად ჩანდა ვიდრე იყო. გოგოები უკვე კარგად შეთვრნენ და სახლში წასვლა ისურვეს, როდესაც მე გაცილების ინიციატივა გამოვთქვი. მე, რომელსაც მარტო სიბნელეში ერთი ოთახიდან მეორეში გასვლა არ შემიძლია. ანდრიას სწორედ ამიტომ გულიანად გაეცინა.
-შენ აქეთ გასაცილებელი ხარ, ანა დაჯექი რა.- არ წყვეტდა სიცილს
-ეგრე რომ დამცინი მაგიტომაც გავაცილებ მარტო- ჯიუტად ვიდექი ჩემს პოზიციაზე
-ხო სიბნელის მე მეშინია- ენა გამომიყო კმაყოფილმა.
- ფხიზელი როცა ვარ მარტო მაშინ,მოკლედ მე მივყვები გოგოებს და მოვალ.
უცებ იოანე წამოდგა და სერიოზული სახით თქვა გავაცილებ და მოვალო, თითქოს არც გამკვირვებია. არ მივაქციე ყურადღება მის ნათქვამს და გოგოებს გვერდით ამოვდუექი.
სიბნელეში ის კლდეები, რომელთა სილამაზითაც მოხიბლული ვიყავი ახლა ზემოდან დამცქეროდნენ და ცოტათი მაშნებდნენ, თუმცა ანდრიას დაცინვის გამო ამ შიშს უკან ვიტოვებდი. გოგოების მისაცილებლად დიდი დრო არ დაგვჭირდა და უკან მალევე გამოვბრუნდით, როცა იოანე შემობრუნდა და უბრალოდ მიცქერდა. ჯერ ფხიზელი ვერ ვიგებდი მის ფიქრებს ახლა ნასვამი მითუმეტეს.
-სვანო, რას მერჩი, რა გინდა ჩემგან?-დაბნელმა გულწრფელად ვკითხე.
-შენ.- ამ სიტყვამ ჩემს გონებაში ზარების რეკვა დაიწყო, გონს ვერც კი მოვედი ისე გავაგრძელე სვლა და ამ სიტყვის დაიგნორება ვცადე. ნუთუ ის ფიქრები რაც გამაჩნდა მისთვის მარტივად ამოსაცნობი იყო. არ ვიცოდი რა მეპასუხა, არ ვიცოდი ეს უხერხულობა სად გამექრო და მე თვითონაც სად გავმქრალიყავი.
- არ ვიცოდი ასე უცნაურად თუ ხუმრობდი- ნაძალადევად გავუღიმე და წინ გავასწარი, კლდეები, რომლებიც მაშინებდნენ ახლა ჩემთვის აღარაფერს ნიშნავდა და გონებაში მარტო იოანეს ჩუმი ბოხი ხმით ნათქვამი „შენ“ მიტრიალებდა. ჩემს ნათქვამზე პასუხიც არ გაუცია ისე მოდიოდა, რაღაცნაირად, უცხოდ. ნეტავ, რას ელოდა ჩემგან რისი მოსმენა უნდოდა , ან რა უნდა მეთქვა ჩვენ ხომ ერთმანეთისთვის მარტო ნაცნობები ვიყავით, რომლებიც ერთმანეთს რამდენჯერმე გადაეკვეთნენ და მეტი არაფერი. უცებ უკან გამოვბრუნდი და ის ადგილი გამახსენდა, რომლის ნახვაც სულ მინდოდა და ვერასდროს ვახერხებდი.
-კალაში სიყვარულის კოშკზე გსმენია რამე?- ეუცხოვა უცებ იმ თემის გაშლა, თითქოს ეგონა რამე უნდა მეთქვა მის ნათქვამ „შენ“-ზე.
- ლეგენდები გიყვარს აბაშიძის ქალო?-მანიშნა, რომ კარგად იცოდა.
-ძალიან. ამდენი ხნის განმავლობაში სულ მინდოდა ამ კოშკის ნახვა და ვერასდროს შევძელი. ხან რა გამოჩნდა ხან რა.- მიხვდა რისი თხოვნაც მინდოდა და გაეცინა.
-ყველაფერს თავისი ფასი აქვს იცი?- ეჭმაკურად გამომხედა.
- თუ ამ კოშკს მანახებ, სამაგიეროდაც შემიძლია რამის გაკეთება.- ამის თქმის შემდეგ მაშინვე სახე დამემანჭა, მივხვდი რაღაც კარგ ამბავში რომ არ აღმოვჩნდებოდი.
-მშვენიერი, წავიდეთ და ფასსზე მერე მოვრიგდეთ.- კმაყოფილმა გადმომხედა
უკვე ეზოს ვუახლოვდებოდით, როდესაც უშველებელ ქვაზე კინარამ დავემხე, ცაში ყურების გამო და რომ არა გერლიანი კარგი ამბავი არ დამემართებოდა. მისი ძლიერი მკლავებით ისე შემინარჩუნა წონასწორობა თითქოს ბუმბული ვიყავი მისთვის და არაფერი სხვა. თვალებში ვუყურედი რამდენიმე წამის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ბნელოდა მაინც დავინახე მისი თვალები მთვარის შუქზე ასე ლამაზად, რომ მიყურებდნენ.
-ვფიქრობ, უკვე დროა ტელეფონის ნომერი გამომართვა-ირონიულად და მშვიდად წარმოთქვა სიტყვები. სირცხვილისგან და ნერვიულობისგან არ ვიცოდი სად წავსულიყავი, ნელ-ნელა ეს ყველაფერი ფილმს ემსგავსებოდა, მე კი უფრო და უფრო უსასრულოდ ვიბნეოდი. არ ვიცოდი ამაზე რა მეპასუხა და უცებ გავსწორდი, მადლობა გადავუხადე დაცემისგან, რომ მიხსნა და ეზოში შევედით. ბიჭები უკვე დასაძინებლად წასულიყვნენ და იოანემაც სახლში წასვლა გადაწყვიტა. ნინუცამ თხოვა დარჩიო, მაგრამ იუარა ყმაწვილმა. არადა რამდენიმე სოფელი ჰქონდა გასავლელი და გზა არც ისე მოკლე იყო, მაგრამ მაინც წავიდა. სანამ ეზოდან გავიდოდა მივირბინე და ტელეფონის ნომერი ვუთხარი.
-იცოდე სახლში, რომ მიხვალ შემეხმიანე.- რაც შემეძლო მკაცრი და კატეგორიული ვიყავი.
როგორც ყოველთვის გაეღიმა და ყურში ჩამჩურჩულა
-ჩემ ნომერს მაინც არ მოგცემ ჯერ ადრეა.
-რომ მიხვალ მომწერე, არ ვხუმრობ-ისევ იგივე ტონით, გავიბრძოლე
-კარგი, თავადის ასულო- ასე მეგონა რაც კი გრძნობა ჰქონდა ყველაფერი ამ სიტყვებში ჩააქსოვა, თუმცა შეიძლება მომეჩვენა ნასვამობის გამო.
გერლიანი წავიდა და მე დამტოვა უამრავ ფიქრებთან ერთად. არასდროს არავის მიმართ, რომ არ მიგრძვნია, იმ გრძნობებთან ერთად დავრჩი მარტო. ძილს არ ვაპირებდი სანამ არ მაცნობებდა, რომ მშვიდობიანად დაბრუნდა. ნინუცამ რამდენჯერმე მითხრა დაიძინე გვიანია, მაგრამ არ ვნებდებოდი და კოცონთან ვიჯექი. რომ არ ჩამქვრალიყო შეშა გვერდით მქონდა მომარაგებული. მართლა არ ვიცი რატომ ველოდი და არ დავიძინე, ვერ ვხსნი ამ ყველაფერს რა ვქნა, უბრალოდ ასე მინოდა მაშინ. უკვე დილის 5საათი იყო, როცა ტელეფონი ახმაურდა და მეც უცებ ავიტაცე ხელში.
-ანა, სახლში ვარ. რატომღაც მგონია, რომ მელოდი.
-მადლობა, რომ არ დაგავიწყდა.
-ნუთუ მართლა გღვიძავს
- ტყუილად არ გამიფრთხილებიხარ, გამაგებინე როდის მიხვალთქო.
-ხვალ დილით თუ გაიღვიძებ კოშკს გაჩვენებ.
სიხარულმა ერთიანად მომიცვა, არ მჯეროდა, რომ მართლა ვნახავდი ამ ადგილს და არც ის მჯეროდა, იოანე, რომ იზამდა ამ ყოველივეს.
-აუცილებლად გავიღვიძებ.
-ძილინებისა,ანა.
-ძილინებისა, იოანე.
იმდენი ხნის განმავლობაში მინდოდა ამ კოშკის ნახვა ვერც კი წარმოვიდნგენდი, რომ ეს ყველაფერი ხვალ მოხდებოდა. აღელვებულმა ძლივს დავიძინე, დილით ენერგია, რომ მქონოდა. დილით კი სვანი ბიჭის შეტყობინება დამხდა.
-ანა, როგორც ჩანს კოშკსის ნახვა არ გინდა.
- ახლა გავიღვიძე, ჯერ 12 საათია და ყველაფერი წინაა.
-მაშინ ერთ საათში თქვენს სახლთან ვიქნები.
უცებ წამოვხტი ჩავიცვი და ანდრიაც ვუამბე ყველაფერი. დაიწუწუნა, რომ ბიჭებთან ერთად უნდოდა წასვლა, კოშკი კი ადრეც ნანახი ჰქონდა და დიდად არ ანაღვლებდა. ბევრი ვემუდარე მაგრამ უშედეგოდ, მერე ვიფირე გოგონებს ვეტყვითქო, მაგრამ რახან ბიჭები არ მოდიოდნენ იოანესთან მეუხერხულა გოგოების წამოყვანა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მე ვთხოვე კოშკთან წაყვანა და არ მინდოდა უხერხულად ეგრძნო თავი.
ზუსტად ერთ საათში იოანე სახლთან იყო, ვერ ვიგებდი ასე უცბად რანაირად მოვიდა და ვიკითხე კიდეც, მანაც ამიხსნა, რომ დილით საქმე ჰქონდა და აქვე იყო. ანდრიას ჰკითხა მოდიოდა თუ არა და როგორც კი გაარკვია ყველაფერი მკითხა ხომ არ გადამიფიქრებია. რა თქმა უნდა, ვუთხარი რომ ყველაფერი რიგზე იყო და მანქანისკენ დავიძარით. მანქანის კარი ისევ ისე გამიღო, როგორც უწინ. ეს ყველაფერი კი ანდრიას არ გამოპარვია, შორიდან ეჭვისთვალით იყურებოდა და რას ფიქრობდა კაცმა არ იცის.

წყნარი მუსიკის ფონზე მივდიოდით ულამაზესს გზაზე. ხედები ისე მხიბლავდა, როგორც არასდროს არაფერი, იოანე კი ამას ამჩნევდა და გულწრფელად უხაროდა. მე ასე ვფიქრობ, იმიტომ, რომ სხვა ემოცია ვერ ამოვიკითხე მის სახეზე როცა მას გავხედე.
-ნუთუ მართლა ასე გიყვარს ეს კუთხე- სასიამოვნო ხმით მკითხა
-წარმოდგენაც კი არ შეგიძლია, როგორ ძლიერ- მთელი ემოციით ვუპასუხე.
- შანსი რომ გქონდეს აქ იცხოვრებდი?- თითქოს რამეს მთავაზობდა.
-უყოყმანოდ.-მეც დაუფიქრებლად და აუღელვებლად ვუპასუხე.
დანიშნულების ადგილას, რომ მივედით მხოლოდ მაღალი კოშკი ჩანდა. არაფერი განსაკუთრებული მხოლოდ ერთი ეული კოშკი, რომელიც მარტო იდგა მდინარესთან. ალბათ რამდენი სევდაა ამ კოშკში მოქცეული. ლეგენდის თანახმად:
უხსოვარი დროიდან, სვანეთში, სოფელ კალაში კვირიკობას აღნიშნავენ. ამ დღესასწაულზე შეხვედრიან ერთმანეთს და თავდავიწყებით შეჰყვარებიათ.გოგოს, რომელიც მზეთუნახავივით ლამაზი იყო მიაგული ერქვა, სოფ. იფარიდან ყოფილა. დედით ობოლი მამას სალოცავად ჰყავდა.ბიჭი სოფელ კალის მკვიდრი იყო. ოტია მარგველანს, იგივე ბეშქენს ვაჟკაცობას უქებდნენ, კარგი მონადირეც ყოფილა. ჰოდა, ეს ვაჟკაცი, ამ ულამაზესი ქალის სიყვარულმა მოდრიკა, არადა ცოლი და ხუთი შვილი ჰყავდა თურმე.სიყვარულით შეპყრობილები ერთმანეთს აქ, ამ მდინარესთან ხვდებოდნენ ჩუმად.კარ¬ჩა¬კე¬ტილ ცხოვ¬რე-ბას ნაჩ¬ვევ მი¬რან¬გუ¬ლას და¬ნახ¬ვის¬თა¬ნა¬ვე შეჰ¬ყვა¬რე¬ბია ბეშ¬ქე¬ნი, მო¬წო¬ლი¬ლი გრძნო¬ბა იმ¬დე-ნად ძლი¬ე¬რი იყო ემო¬ცი¬ე¬ბი ვერ და¬მა¬ლა გო¬გო¬ნამ, რაც მა¬მა¬მის¬მა შე¬ნიშ¬ნა და სახ¬ლში დაბ-რუ¬ნე¬ბი¬სას შვილს მისი მდგო¬მა¬რე¬ო¬ბის მი¬ზე¬ზი ჰკი¬თხა. მი¬რან¬გუ¬ლას არ და¬უ¬მა¬ლავს მა¬მის-თვის ბეშ¬ქე¬ნის მი¬მართ თა¬ვი¬სი გრძნო¬ბა და თან და¬უ¬მა¬ტე¬ბია ან ბეშ¬ქე¬ნის ცოლი გავ¬ხდე¬ბი ან არა¬ვი¬სიო.მამა გა¬და¬რე¬უ¬ლა, ბეშ¬ქე¬ნი ცო¬ლი¬ა¬ნი კა¬ცი¬აო, არ შე¬იძ¬ლე¬ბა გიყ¬ვარ¬დე¬სო. შვი¬ლი ისე გა¬ჯი¬უტ¬და, ისე იყო სიყ¬ვა¬რუ¬ლით შე¬პყრო¬ბი¬ლი ბეშ¬ქე¬ნის გარ¬და არა¬ფე¬რი უნ¬დო¬და. მამა გაბ¬რა¬ზე¬ბუ¬ლა, გა¬და¬უ¬წყვე¬ტია, ჩემი შვი¬ლის გო¬ნე¬ბის არე¬ვის¬თვის უნდა დავ¬სა¬ჯო ბეშ¬ქე¬ნიო და მის მო¬საკ¬ლა¬ვად წა¬სუ¬ლა.მინ¬დორ¬ში და¬ჩო¬ქილ¬სა და თავ¬დახ¬რილს დას¬დგო¬მია მი¬რან¬გუ-ლას მამა ბეშ¬ქენს. ზურ¬გი¬დან ხან¬ჯლის და¬ცე¬მა არ იყო ვაჟ¬კა¬ცუ¬რი ქცე¬ვა, ამი¬ტომ სა¬კუ¬თა¬რი ქა¬ლიშ¬ვი¬ლის რჩე¬ულს წა¬მოდ¬გო¬მა და შებ¬რძო¬ლე¬ბა შეს¬თა¬ვა¬ზა გან¬რის¬ხე¬ბულ¬მა კაც¬მა. ბეშ-ქენს თავი აუ¬წე¬ვია და უთ¬ქვამს, შე¬მომ¬ხე¬დე, მეც ზუს¬ტად იმ დღე¬ში ვარ, რაც შენს ქა¬ლიშ¬ვილს სჭირს, მეც მიყ¬ვარს მი¬რან¬გუ¬ლა და მე მას¬ზე მე¬ტად ვი¬ტან¬ჯე¬ბიო.აკ¬რძა¬ლუ¬ლი სიყ¬ვა¬რუ¬ლით თავ¬ზარ¬და¬ცე¬მუ¬ლი კა¬ცის ნახ¬ვის შემ¬დეგ, მი¬რან¬გუ¬ლას მა¬მას ბეშ¬ქე¬ნის დას¬ჯის გან¬ზრახ¬ვა¬ზე ხელი აუ¬ღია. ბეშ¬ქე¬ნი კი თა¬ვის ტკი¬ვილ¬თან ერ¬თად მთა¬ში წა¬სუ¬ლა სა¬ნა¬დი¬როდ, რო¬მე¬ლიც მის¬ნა¬ი¬რი ვაჟ¬კა¬ცის¬თვი¬საც კი სა¬ში¬ში იყო. შე¬დე¬გად, მიჯ¬ნუ¬რის მა¬მის ნაც¬ვლად ბუ¬ნე¬ბას და-უს¬ჯია საბ¬რა¬ლო ბეშ¬ქე¬ნი – ყი¬ნულ¬ზე დას¬ცუ¬რე¬ბია ფეხი, გა¬და¬ჩე¬ხი¬ლა ხრამ¬ში და მომ¬კვდა¬რა. ამ ამ¬ბის გა¬გე¬ბის შემ¬დეგ, ბეშ¬ქე¬ნის თავ¬ზარ¬და¬ცე¬მუ¬ლი ცოლი და¬რი¬ნა ქმრის გარ¬დაც¬ვა¬ლე¬ბის ად¬გი¬ლას მი¬სუ¬ლა და თავი მო¬უკ¬ლავს.ამბობენ ოტია და მისი ცოლი კალმახებად გადაიქცნენო.იმ დღის შემდეგ ძაძები ჩაუცვამს და გლოვა გამოუცხადებია მიაგულს.სახლში არ გაჩერებულა, ენგურში მდგარ ლოდზე, იქ სადაც შეყვარებულები ხვდებოდნენ ერთმანეთს იჯდა და მწარედ მოსთქვამდა თურმე.მამას შებრალებია და ამ ლოდზე შვილისთვის კოშკი აუგია.მიაგული, ამ კოშკში დასახლებულა და სიცოცხლის ბოლომდე აქ ცხოვრობდა.
იოანე მარტო იდგა და ფიქრობდა, კაცმა არ იცის მისი გონება რაზე ფიქრს ჰქონდა მოცული.
-იცი ამ კოშკზე ლეგენდა?- მომიგო იოანემ, რა თქმა უნდა, პასუხი იცოდა მაგრამ მაინც იკითხა.
-სხვაგვარად აქ წამოყვანას არც გთხოვდი.
-ორი მხარე აქვს ამ ყველაფერს. არ მომწონს ბეშქენი.-მკაცრად მითხრა
-რა ქნას თუ შეუყვარდა?-თითქოს ბეშქენს მხარი დავუჭირე, მაგრამ რეალურად ასე ნამდვილად არ ვფიქრობდი.
-მას ოჯახი ჰყავდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაზე.
-მაგრამ თუ გულს ვერ უბრძანებ?
-მაინც არ მომწონს მისი საქციელი, თუმცა ეს მხოლოდ ლეგენდაა.
ცოტახნით შევყვნდით, ფოტოები გადავიღეთ და ისევ სახლისკენ წავედით. გზაში იოანემ მითხრა, რომ ერთი ლამაზი ადგილის ნახვა უნდოდა, აინტერესებდა მოვიხიბლებოდი თუ არა ამ ყველაფერით. ისეთ ზღაპრულ ადგილას წამიყვანა არც კი მჯეროდა. როგოც ჩანს, ეს ადგილი მისი მეგობრის სახლი იყო. წარმოიდგინეთ შუაგულ ტყეში სახლი, ამ სახლის უკან კი დიდი ჩანჩქერი, სახლის წინ კი უზარმაზარი ტრიალი მინდორი.
-თავადის ასულო, ჯირითი იცი?-ნიშნისმოგებით მკითხა სვანმა
-ისეთი გვარი მაქვს უცოდინარობა არ მეკადრება- წავკბინე ცოტათი და მივახვედრე რომ ხუმრობა არ ღირდა ამ საკითხზე.
მაშინვე ცხენები გამოიყვანა სადგომიდან, ერთი შავი ულამაზესი ფაფარით, მეორე კი ისეთი თეთრი და ლამაზი, რომ მასზე ამხედრება ზღაპარში გადაგისროდა.
-გაფრთხილებ, თუ არ იცი არ ღირს თამაში- გამომწვევი თვალებით გამეთამაშა სვანი.
-თუ დამეწევი, ვიფიქრებ, რომ ჯირითი გცოდნია.-უცებ ვისკუპე ცხენზე და კმაყოფილმა გავაჭერი წინ. ისეთი ლამაზი სანახაობა იყო ვისურვებდი ვინმეს აღებეჭდა ეს კადრები, თუმცა არაფერში მჭირდებოდა ფოტოსურათები,ჩემი გონებაც ეყოფოდა ამ კადრის უსასრულოდ შენახვას.
გული, რომ ვიჯერეთ კომპლიმენტით დამაჯილდოვა.
-ყოჩაღი ხარ, კარგად გცოდნია.
-მადლობა, ბატონო იოანე. მგონი დროა სახლისკენ წავიდეთ.
-კი წავიდეთ. გიგამ გითხრა ჩემთან, რომ ჩამოდის?- სიხარულით მომაგება ახალი ამბავი.
-არა, არაფერი ვიცოდი და კარგ საყვედურსაც მიიღებს- უკმაყოფილოდ ვუპასუხე, გულიც ჩამწყდა, რომ არაფერი მითხრა გიგამ სვანეთში სტუმრობაზე.
გზაში გერლიანმა ფასზე შემახსენა მისი ნათქვამი და მითხრა, რომ ახლა მასთან ვალში ვიყავი. მე კიდევ ვუთარი, რომ ნებისმიერი რამის შესრულება შემეძლო ამ სანახაობის გამო. უცებ გიგა გამახსენდა და იოანესთანერთად დავურეკე, ვუსაყვედურე გულმავიწყობის გამო და მკაცრად ვუთხარი, რომ აუცილებლად უნდა გამოესყიდა თავისი დანაშაული.
ჩვენ ორნი კი მივდიოდით კლდეებს შორის ვიწრო გზაზე წყნარი მუსიკის ფონზე. ვერაფერზე ვფიქრობდი გარდა ამ ყმაწვილისა, რომელიც გვერდით მეჯდა და საშუალებას არ მაძლევდა თვალი მომეშორებინა.
-მინდა ჩემთან დაგპატიოჟო-უცებ მანქანაც გაჩერდა და ჩემი გულიც მას მიჰყვა. პაუზის შემდეგ განაგრძო.
-გიგა ჩამოდის და მინდა, მესტუმრო- დაამთავრა და მანქანაც არ დაუძრავს სანამ პასუხს არ მოისმენდა.
-ნუ მეთამაშები სვანო- მეთვითონაც კი არ ვიცი რას ნიშნავდა ეს ფრაზა.
-ანა უბრალოდ სახლში გეპატიჟები, როგორც.. - და სიტყვა არც დაუმთავრებია გაიღიმა და თვალი მომაშორა, კითხვაც კი არ მინდოდა რომ წინადადება დაემთავრებინა, მეგონა გააგრძელებდა და უცებ დავთანხმდი სანამ სიტყვას კიდევ დაამატებდა.
ნელ-ნელა ვგრძნობდი, რაღაც სხვა რომ ხდებოდა ჩემს თავს. ჯერ არ ვიცოდი ეს რა იყო, მაგრამ რაღაც ახალი შემოდიოდა ჩემს ცხოვრებაში და მე კიდევ ვერ ვაცნობიერებდი ეს ყველაფერი კარგი იყო, თუ ცუდი.
სახლში მიმიყვანა და როგორც უწინ ისე გაუჩინდარდა, არც დამშვიდობება, არც სიტყვა რამე.
მეც დაღლილობისგან გათიშულს ოთახში შესვლისთანავე ჩამეძინა, ფიქრის თავიც კი არ მქონდა გზამ ისე დამღალა, მაგრამ საქმეც ისაა, რომ იოანესთან ერთად ამას ვერც კი ვგრძნობდი, ეს კიდევ ემატებოდა ზღვა ეჭვებს რაც გამაჩნდა მის მიმართ.
გამთენიისას გამეღვიძა და აივანზე ჰამაკში ჩავსკუპტი, ხელში ჭიქა ყავა მოვიმარჯვე და ფილმის ყურება დავიწყე. უკვე გართული ვიყავი და არც არაფერზე ვფიქრობდი, იოანეს შეტყობინება, რომ მომივიდა
-ბოდიში.
-ბოდიში?
-რომ ვერ დაგემშვიდობე. რატომ არ გძინავს?
-გამეღვიძა და ვეღარ დავიძინე.
-აბა სიბნელის ეშინიაო? მარტო როგორ ხარ?
-მაგაზე ახლა დამაფიქრე და მგონი კარგი დრო არ იყო...
-დაგირეკავ თუ გეშინია.
-არც მეშინოდა, სანამ შენთვითონ არ გამახსენე, ამიტომაც გელოდები- თითქოს გულში სითბო ჩამეღვარა, არადა რა იყო ამაში რამე განსაკუთრებული, მაგრამ სხვანაირად ვიგრძენი თავი.
ზარი გაისმა თუ არა მაშინვე ვუპასუხე რაზეც დამცინა.
-ნუთუ ასე მელოდი?
-შენი ბრალია, რომ დამაფიქრე მარტოობაზე და შიშზე.
-კარგი რა, ოთახში არ ხარ? ვინ შემოგივარდება.
-აივანზე ვარ ჰამაკში, სრულიად მარტო.
-ანა, როგორ გათამამებულხარ.-
-ახლოს, რომ იყო გაიძულებდი გედარაჯა,ვინაიდან შენ თვითონ შემაშინე-გავთამამდი რადგან ვიცოდი აზრიც არ ჰქონდა ჩემს ნათქვამს.
- ათი წუთიც კი არ დამჭირდება, რომ მანდ გავჩნდე.
-სვანის ბიჭო, შენ აღარ ხუმრობ.
-მოვდივარ.
-გელოდები.-მეგონა ხუმრობდა და მეც ავყევი მაგრამ როცა აღარ მწერდა მივხვდი, რომ რაღაც რიგზზე არ იყო. ზუსტად 10 წუთში ეზოს იქით ხმა გავიგე და ტელეფონიც მაშინვე ახმაურდა. გერლიანის შეტყობინება იყო.
-ანა, გარეთ ჩუმად გამოდი.
არც კო მიფიქრია, ისე ავდექი და პლედმოხვეული ეზოს გარეთ გავედი ის კი იდგა ხელში სიგარეტით და მშვიდად იყურებოდა.
-საერთოდ, არ ვიცი აქ რატომ ვარ.-მშვიდადი ბოხი ხმით ისე მითხრა არც კი განძრეულა.
-არც მე ვიცი აქ ასე უცებ როგორ გაჩნდი.
-სასაცილოა.-სიგარეტი ჩააქრო და ჩემ წინ დადგა
-თუ გცივა შემიძლია შემოგახვიო.-უცებ პლედს ხელი შემოხვია და მის სხეულზე ამიკრა, არ ვიცოდი რა სჭირდა და არც ის ვიცოდი რა უნდოდა. მისი თავი ჩემსაზე ჩამოედო და არც კი ინძრეოდა.
-არც კი ვიცი, რა მჭირს და რას მიშვები- ისე ბუტბუტებდა, ვერც კი გაარჩევდი
ასე ვიდექით სიცივეში მე პლედით მის მკერდზე ატუზული ის კი თხელი სიფრიფანა ზედით. წუთები ისე გავიდა ვერც კი გავიაზრე, სვანმა მზე ამოდის და ლამაზ ადგილას წაგიყვან, ისეთზე სადაც აქამდე არც კი ყოფილხარო. ცოტა შემეშინდა არ მინდოდა სახლში გაეგოთ გამთენიისას ბოდიალის შესახებ.
-არ ინერვიულო, მალე დაგაბრუნებ-ისეთი დამაჯერებელი ტონი ჰქონდა უარს ვერც ვიტყოდი.
ულამაზესი აისი იყო ჩვენს თვალწინ. თითქოს მზის ამოსვლა და ახალი ისტორიის დაწყება ერთი იყო. ჩვენ კი ვისხედით მდელოზე და სიტყვების გარეშე ვუმზერდით ენით აუღწერელ სანახაობას. ორივე მშვიდად და ხმის ამოურებლად ვისხედით, ან რა უნდა მეთქვა , რას გავბედავდი. იმდენად დაბნეული ვიყავი ალბათ ორ სიტყვასაც ვერ მოვაბამდი თავს. წამოსვლისას რამდენიმე ფოტო გადავუღე ხედს სამახოვროდ, იოანე კი ჩემს უკან იდგა და მომლოდინე თვალებით მიცქერდა.
ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა გიგას ჩამოსვლამდე. ჩვენს შორის მეტი არაფერი ყოფილა და უდიდესი წყენა მიგროვდებოდა მის მიმართ, რადგან ვერ ვიგებდი რა უნდოდა, გაურკვევლობაში მძირავდა მისი დანახვა და ქმედებები, ეს კი ძალიან არ მომწონდა.
გიგას ჩამოსვლისას კი მისი მიპატიჟება იყო გეგმაში, ანდრიაც გაფრთხილებული იყო და იცოდა, რომ უნდა წავსულიყავით გერლიანების ოჯახში. საკმაოდ დიდი გზა აღმოჩნდა მის სახლამდე და ვერ ვხვდებოდი ასე უცებ ჩვენთან როგორ მოდიოდა ხოლმე. გადავწყვიტე ცივად შევხვედროდი იმის გამო , რომ არც კი გავახსენდი და არც კი მომიკითხა აისის ნახვის შემდეგ. თითქოს მზეს გაატანა და გააქრო ყველაფერი, რაც ჩვენს შორის იყო. მივედით თუ არა ბებიამისი შეგვეგება, ტკბილი და თბილი სიტყვებით გვეფერა და სახლში შეგვიპატიჟა. გიგა ბუხართან მისკუპებულიყო და უცებ წამოხტა შიგნით შესულებს თვალი, რომ მოგვკრა. დიდი სიყვარული ტრიალებდა იმ საღამოს, ეს ოჯახი სტუმართმოყვარეობის და სითბოს მაგალით იყო. უფროსი გერლიანის გაცნობისთანავე მივხვდი იოანე ვის გავდა, მისი დინჯი და მკაცრი ხასიათით. ცოტას მაშინებდა კიდეც, თუმცა ბებიას სითბო და სიყვარული ყველაფერს ანეიტრალებდა. უკვე კარგა ხსნის მოსულები ვიყავით მაგრამ მოჩურჩულე ვაჟი არსად ჩანდა. ჩვენც მის გარეშე მივუსხედით სუფრას და დავიწყეთ საუბარი, ყველაფერზე. გავიცანი მისი უფროსი და, დის შვილები და მამიდა. ერთი დიდი თბილი ოჯახი იყო, როგორც ველოდი. სიყვარულით სავსე კერა ჰქონდათ მოწყობილი და ბავშვებიც ბედნიერად იზრდებოდნენ მასში.
იოანეს მოსვლა არც შემიმჩნვია თვითონაც ერთი სალამი გვითხრა და კუთვნილ ადგილს მიუჯდა. მთელი საღამოს განმავლობაში ერთხელაც კი არ გამიხედავს მისკენ, მის დას ვესაუბრებოდი ბავშვებზე და ჩემს პროფესიაზე. სწორედ ამ დროს დედას ზარმა გაიჟღერა და მეც ბოდიშის მოხდით გარეთ გავედი. მოვიკითხეთ ერთმანეთი გავიგეთ ამბები, ვუთხარი, რომ გიგაც ჩამოვიდა და ანდრიასთან ერთად მის მეგობარს ვესტუმრეთ, ამან უფრო გაახარა, თან წყენა შეეტყო ხმაში, სწყინდა, რომ აქ არ იყო, ჩვენთან ერთად. ლაპარაკის დროს ეზოში დავხეტიალობდი უკვალოდ, ტელეფონის გათიშვისთანავე კი წინ იოანე ამესვეტა.
-ესეიგი ქალბატონი თვალს მარიდებს, საინტერესოა მიზეზი რა არის?
-ნუთუ კითხვის უფლებაც გაქვთ?
-ეს უკვე საინტერესეოა...
-ასე არ გამოვა ჩემო სვანო.- ენამ მიყივლა და გერლიანსაც სახე გაუშეშდა მოულოდნელობისგან.
-ასე როგორ, ანა- უფრო მომიახლოვდა და სახე ხელებში მოიქცია.
- უყურადღებოდ.- ნაწყენმა, მთელი სევდა ამ ერთ სიტყვაში გავაერთიანე.
-მაპატიე, გულწრფელად.-თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ მიბედავდა.
-არაფერია, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ.- ველოდი უარყოფას და წამი საუკუნედ გაიწელა სანამ პასუხს გამცემდა.
-ანა, მეგობრები ნამდვილად არ ვართ. სახლში შევიდეთ გაცივდები. შენი სვანი კი თავის დანაშაულს აუცილებლად გამოასწორებს.-მოწყვეტით მაკოცა და ვითომაც არფერი წინ გამიძღვა.
ამ დიალოგის გარდა იმ საღამოს არაფერი მომხდარა, ან მოხდა და მე არ მახსოვს ვერ გეტყვით. გიგამ როგორც ჩანს ყველაფერი იცოდა და შორიდან იმჩნევდა ცოტ-ცოტას, მაგრამ არა ბევრს, რადგან იცოდა კარგადაც მოხვდებოდა გერლიანისგან.
გზაში მონაწერი დამეწია.
-ხვალ, მუაში, დილით მე და შენ ცხენებით.- უკვე ბევრი რამ ხდებოდა ერთი დღისთვის. მისმა მონაწერმა პირი გამიხსნა ისე, რომ ვერც კი ვაკონტროლებდი თავს და უსაშველდო ვიღიმოდი. ანდრიას კი არაფერი გამოპარვია.
-ნუთუ გერლიანი წამითაც კი ვერ გელევა.
-რას გულისხმობ?-ვითომ ვერ გავიგე მისი ნათქვამი და ახსნა მოვითხოვე.
-კარგი რა, ყველაფერი ნათელია. ვენდობი, პატივსაცემია ჩემთვის და ასე, რომ არ იყოს ხომ იცი შენთან მოახლოებას ვერც კი გაბედავდა.
- მე მაინც არ ვიცი შენ რას ბოდიალობ.- მაინც დავაიგნორე და ლაპარაკიც დავასრულე. სახლში მისულს იოანესგან ისევ მივიღე შეტყობინება „ძილინებისა“, ალათ, ცდილობდა ყველაფერი გამოესყიდა? მაგრამ ჩემი შეხსენება არ უნდა დასჭირვებოდა, თუ რამე გინდა დროს ყოველთვის გამონახავ, მე ასე მესმის, და ასე ვიცი.
დილით ზარმა გამაღვიძა, რომლის ავტორიც უკვე ნაცნობი გახლდათ.
-ნახევარ საათში ეზოსთან ვიქნები, მზად დამხვდი რა.
-იცი რომ ახლა გავიღვიძე?
-ბევრი არ მალოდინო.-გათიშა. უტიფარი და უხეში პიროვნება. მის ირგვლივ უნდა იტრიალო და მას მოერგო მხოლოდ ადამიანი. მის ლანძღვაში ისე მოვემზადე ვერც კი გავიაზრდე, უკვე ეზოში ვიყავი და აქეთ ველოდებოდი მის მოსვლას...
ისევ კარის გაღება, ისევ გაკვირვება, ისევ დიდი ემოციები და ისევ ის ადგილი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს. ჩამოვედით თუ არა მისი მეგობარი ცენტრში იდგა ორი ცხენით, ძალიან სასაცილოდ. გავიცანით თუ არა დაგვტოვა თავისივე მანქანით და ამ მდელოზე მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.
-თქვენ სვანს სურს ულამაზესი ტბა გაჩვენოთ მთაში.-კმაყოფილი მზერით გამომხედა და ცხენზე შემოხტა.
-ნუთუ სულ უნდა გახსოვსდეს-დავიწუწუნე, თითქოს ვიწყინე.
-არასდროს დავივიწყებ.
ისევ ულამაზესი ხედები,წინ წასული იოანე და მისი ცხენი. რამდენიმე ლამაზი ფოტო გადავუღე, რომელსაც არც კი ვაჩვენებ და ჩემთვის სამუდამოდ შევინახავ. არ ვიცი ჩემ თავს რა ხდება, როგორც უწინ არ ვიცოდი, არც ახლა ვიცი.
ტბასთან უკვე ახლოს ვიყავით, როდესაც ცხენიდან ჩამოხტა და ტელეფონის ჩხაკუნის ხმა გაისხმა. როგორც ჩანს მასაც სურდა კადრის დამახსოვრება, სადაც მე ვიყავი, მაგრამ არა ჩემსავით მალულად.
ზედატანის გახდა დაიწყო როცა შევკივლე
-რას აკეთებ?
-ამბობენ ამ ტბაში ვინც იბანავებს, ყველა სურვილი აუხდებაო- გულიანად გაეცინა და თავისი საქმე განაგრძო.
- მაშინ პირდაპი თავით გადავეშვათ, არ ჯობს?-ავყევი მეც, თუმცა წყალში ჩასვლას სულაც არ ვაპირებდი.
გული კარგად, რომ იჯერა ცურვით ამობრძანდა. ჩემთვის აქამდე უცნობი ადგილები წყილს წვეთებით ჰქონდა დაფარული, ფილმის მონაკვეთივით იყო მისი წყლიდან ამოსვლა. ძალიან კარგად იცოდა ჩემზე როგორ მოქმედებდა, მისი ქცევები და ცდილობდა მოძრაობა უფრო შეენელებინა.
-როგორი ლამაზი ხედია არა?-ეშმაკურად მომახალა
-რა ხედი?-თავი ისევ გავეცი და ამჯერად უფრო სულელურად.
-ვიფიქრე, ასე გაშტერებით ხედებს უყურებსთქო.-თვალები აუციმციმდა ჩემი დაბნეულობის დანახვისას და თავს ძალიანაც კარგად გრძნობდა.
-აა, ხო ხედები, კი ლამაზია.- ვითომ მშვიდად ვიყავი და არაფერი სხვა.
-წავიდეთ, თორემ ბარში ჩასვლას ვერ მოვასწრებთ, დაგვიღამდება და აქ მოგვიწევს დარჩენა.
-წავიდეთ.
ეს ყმაწვილი ჩემზე ძალიან მოქმედებდა და ყველაფერს მავიწყებდა ირგვლივ, სახელს ვერ ვარქმევდი იმას, რასაც მის მიმართ განვიცდიდი. ისევ მანქანაში ჩავსხედით და ნაცნობ გზას გავუყევით. გზაში არ გვისაუბრია არაფერზე, ალბათ იმიტომ რომ ჩამეძინა და იოანე მარტო ვერ ილაპარაკებდა. მანქანა გაჩერდა და უკვე სახლთან ვიყავით, მაგრამ თვალს მაინც არ ვახელდი, მაინტერესებდა რას მოიმოქმედებდა, და მოლოდინმა არც დააყოვნა.
ჩემსკენ გადმოიხარა თმა ნაზად გამისწორა და ლოყაზე მხურვალე კოცნა დამიტოვა.
-რას მიკეთებ, ანა აბაძიშე.-ამოიხვნეშა მშვიდად თითქოს ჩურჩულით, რომ არ გამეგო.
შემდეგ მშვიდად გამაღვიძა და მანიშნა, რომ უკვე სახლთან ვიყავით, მანქანიდან გადმოსულმა შემაჩერა და გულში ჩამიკრა. არ ვიცი ამ ბიჭს რა დაემართა ამ მცირე დროში და რატომ გახდა ასეთი, თუმცა ახსნა არც მჭირდებოდა.
-ანა, თბილისში ვბრუნდები. უყურადღებოდ არ მეყოლები, მაგრამ არ მიწყინო ხოლმე თუ რამე მოხდება და ვერ შეგეხმიანები, კარგი?- თითქოს სამუდამოდ მემშვიდობებოდა და ხელის გაშვება არ უნდოდა.
-ასე მელე? მაშინ თბილისში შევხვდებით.- მკერდზე უფრო მიმიკრა და თავზე ხელი გადამისვა თითოს უკანასკნელი შეხვედრა ყოფილიყო და ჩვენი ისტორია ამ კუთხეში რჩებოდა.
პასუხი არ გამცა. მაინც ვერ გაგვერკვია ერთმანეთისთვის რა ვიყავით, არც ვიცი ვიყავით საერთოდ რამე?
ეზოსკენ წასულმა უკან მოვიხედე და იოანეს თვალებს წავაწყდი, რომელიც თითქოს შველას მთხოვდა, თითქოს მძიმე ტვირთს ატარებდა, მე კი ვერაფრით ვეხმარებოდი. ისე წავიდა მე არაფერი გამიგია, არც ის ვიცოდი თუ რამე აწუხებდა და არც იმის მიზეზი თუ რატომ ეჩქარებოდა თბილისში?
მისი წასვლის შემდეგ დიდად აღარაფრით ვიყავი მოხიბლული და არც არაფერი მახარებდა. ერთი სული მქონდა თბილისში ჩავსულიყავი და მენახა როგორ იყო. კონტაქტი არ გაგვიწყვეტია და სულ კითხულობდა ამბებს. რა ხდებოდა და რამე ხომ არ მჭირდებოდა.
იყო საღამოობით ზარები, რომ სიბნელის არ შემშინებოდა, და ზარები რომლებიც მონატრების მიერ გამოწვეული სიტყვებით იყო გამოწვეული.
ამდენი ხნის განმავლობაში არავისთან განმიცდია მსგავსი რამ ყველაფერი კი ძალიან ბუნებრივად და მოულოდნელად ხდებოდა. სწორედ ამაში ვგულისხმობდი, რომ შეიძლება ერთმა შეხვედრამ ყველაფერი შეცვალოს, ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში რაღაც მიზეზის გამო ხდება და ეს კარგად უნდა გავიაზროთ.
ზაფხული მიიწურა, თბილისში ჩასვლა ასეთი სასიამოვნო არასდროს ყოფილა, წუწუნის მაგივრად სიხარულს ვერ ვმალავდი და ერთი სული მქონდა როდის დავბრუნდებოდი ჩემს ქალაქში. დამღლელი და გრძელი გზის მიუხედავად წვეთი არ მიძინია, იოანესთვის ნათქვამი მქონდა, რომ დღეს მივდიოდი და იმედი მქონდა მნახავდა. მაგრამ სამწუხაროდ გერლიანი ჰორიზონტზე საერთოდ არ ჩანდა. მთელი ის ემოცია რაც მის მიმართ მქონდა უფსკრულში ჩავარდა. მწყინდა და გული მტკიოდა, არ ვიცი რატომ არ ვუშვებდი იმ ფაქტს, რომ შეიძლება საქმეში იყო გართული და მინაწერი ვერ ნახა, თუმცა მე მაინც ჯიუტად ნაწყენი ვიყავი მასზე, თან როგორ.
უკვე სარამოს 12 საათი იყო, როცა ჩემვის მოიცალა და დამირეკა.
-ანა, სადარბაზოსთან ვარ და ჩამოდი.-მშვიდად თითქოს არაფერი მომხდარა.
-ვერ ჩამოვალ,მანამდე მოგეწერა.-მტკიცე ხმით ვუპასუხე, რომელიც სავსე იყო წყენით.
-არ ამომიყვანო, გელოდები.- არ თმობდა და ჯიუტად მეპასუხებოდა.
-ვერ ჩამოვალ გვიანია.
-ამოვდივარ...-არ ხუმრობდა, ფანჯრიდან ვხედავდი როგორ შემოვიდა სადარბაზოში.
-დამელოდე.- ჩუმად ჩავიცვი და სახლის კარი ძლივს გავაღე წყნარად, რომ გავპარულიყავი.
ჩავედი თუ არა სიგარეტით ხელში მანქანას მიყრდნობილი დამხვდა, სევდიანი თვალებით და უემოციო გამომეტყველებით. ნუთუ აქ მოსვლა არ უნდოდა და პასუხისმგებლობას ვერ გაექცა, ნუთუ უბრალოდ უყურადღებოდ ვერ დამტოვა და საკუთარ თავს აქ მოსვლა აიძულა. მივედი და ხმაც არ ამომიღია, დაველოდე სანამ თვითონ იტყოდა რამეს.
-ანა, მომენატრე. ძალიან.- მისი გამომეტყველების შესწავლისას საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი ამას თუ მეტყოდა.
-მგონი ასე არ არის...-ნელ-ნელა მინდოდა ყველაფერი ეთქვა ჩემთვის. უცებ ჩემს ხელს შეეხო და მეამბორა. ამ წამს მივხვდი რას ველოდი მოულოდნელად და რა მენატრებოდა მისი არ ყოფნის დროს.
-სისულელეებით თავი არ გამოიჭედო.- გულში ჩამიკრა, ისევ ისე მაგრად თითქოს ბოლო იყო.
-იოანე, მეც მომენატრე.- არ ვიცი რატომ ვიყავი ემოციური, რატომ მომდიოდა ცრემლები და რატომ ვერ ვიკავებდი თავს. ვერ ვიაზრებდი ვერც ქცევას და ვერც მის სიტყვებს.
-აირბინე, არ შეგამჩნიონ.- თავი ხელებში მოიქცია ღრმად და აღელვებულად სუნთქავდა, თითქოს რაღაც ძალიან აღელვებდა და მე ვერ მიმხელდა, მოწყვეტით მაკოცა და სადარბაზომდე მიმაცილა.
მას შემდეგ დღე არ გავიდოდა არ მენახა, არც ერთი წამი არ ყოფილა უყურადღებოდ, წამი არ ყოფილა მის გარეშე. ძალიან შევეჩვიეთ ერთმანეთს და ამას ყველა ხედავდა.
სწავლაც დაიწყო, ყოველდღიურმა რუტინულმა ცხოვრებამ აზრი შეიძინა, ახლა გიგას მაგივრად ყავა და საჭმელი ჩემთვის იოანეს მოჰქონდა და მთელ ყურადღებას გიგას მაგივრად იოანე მითმობდა. ცოტას გიგა ეჭვიანობდა, რომ თავისუფალ დროს მას არ ვუთმობდი, მაგრამ იოანეს მკაცრი მზერის შემდეგ ყველაფერი ლაგდებოდა, ვითომ მკაცრი მზერის.

***
ისევ სუსხიანი ზამთარი და ისევ სიცივე ირგვლივ. იოანე გაქრა. არ ვიცი ჩვენს შორის რა მოხდა.როგორც დაწყებისას ასევე დამთავრებისას. აი ასე უცებ ერთი თვე გავიდა და მისგან არაფერი მსმენია. გიგა არაფერს მეუბნება, ერთი ის ვიცი რომ ცოცხალია და სვანეთშია. მეტი არაფერი. წინა წელთან შედარებით ახლა შინაგანად ვარ გაყინული, ყოველი დილა და საღამო ცრემლებით იწყება. ვერ ვუმკლავდები ამ ყველფერს, ვერ ვივიწყებ, ვერ ვიგდებ თავიდან ვერც ერთ წუთს და წამს, რა ვქნა.. ისევ უსასრულობის მორევში მიმათრევს ყოველდღიურობა და ვერც ვეწინააღდმდეგები. ყველაფერი უარესობისკენ წავიდა, სტაჟირებას შევეშვი, ლექციებს აღარ ვესწრებოდი. მაგისტრატურაზე სწავლის ინტერესიც დამეკარგა, არაფერის ხალისი მქონდა. ერთ თვეს დღეები ემატებოდა, უსასრულოდ გაიწელა ყველაფერი და მე მდგომარეობიდან ვერ გამოვდიოდი. ერთ სუსხიან საღამოს, როდესაც ჩემთვის ნაცნობ ხეივანში ვსეირნობდი და ირგვლივ ყველა სულ ერთი იყო, ხესთან გერლიანი შევნიშნე. ვიფიქრე მელანდება და ჰალუცინაციიათქო, თუ მართლა ის არის კიდევ სალაპარაკო არც არაფერი მაქვსთქო. გვერდი ავუარე და გზა განვაგრძე, გონება წართმეული მივდიოდი ისე, რომ არც ვიცოდი ეს გზა სად მიმიყვანდა. ყმაწვილი გვერდით ამომიდგა და მხოლოდ გვერდით გახედვის შემდეგ შევამჩნიე სახეზე უხეში წვერი, რომელმაც ჩემში უცხოობის ასოციაცია გამოიწვია. სიტყვაც არ მითქვამს ისე განვაგრძე სიარული და ისიც ჩემს ნებას დაჰყვა, ელოდებოდა როდის შევჩივლებდი ან ვუსაყვედურებდი, მაგრამ ხმის ამოღებას არ ვაპირებდი. საბოლოოდ სიჩუმე მან დაარღვია.
-ანა, მანქანა აქვე გავაჩერე, წავიდეთ და ყველაფერს აგიხსნი-პირველად გაისმა მის ხმაში მუდარა, რაც აქამდე არასდროს შემიმჩნევია.
-ასახსნელი არაფერია, იოანე.- არ მინოდა შუა ქუჩაში ცრემლების ყრა და გადავწყვიტე მარტივად გამეცა პასუხი.
-უბრალოდ ჩემს სათქმელს გეტყვი და დანარჩენი შენთვითონ გადაწყვიტე- მანქანისკენ წავიდა, უკან გამომხედა, აინტერესებდა წავიდოდი თუ არა მასთან ერთად.
-ნუთუ აქამდე სწორი დრო არ არსებობდა.
-ანა.-კატეგორიულად და ხმამაღლა წრმოთქვა ჩემი სახელი.
ვერ ვიჯერებდი, რომ კიდევ აქეთ შეეძლო ჩემზე მოქმედება და ჩემთან ასე საუბარი. მანქანის კარი გამიღო და თვითონაც მოთავსთა.
-სამი წელის განმავლობაში დედას მკერდის სიმსივნე ჰქონდა.-ამოიხვნეშა და დაიწყო საუბარი, ეტყობოდა რამდენად რთული იყო ამაზე საუბარი. ისევ ის სევდიანი თვალები შემომეგება და ამ ერთი წინადადებით მივხვდი ამ სევდის მიზეზს.
-ზუსტად ერთი თვის წინ დაიღუპა, ვეღარ გაუძლო. ორივე მკერდი მოაკვეთეს და მაინც ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა. არ ვიცი როგორ გამიგებ, არ ვიცი რას მეტყვი და არც ის ვიცი რას მოიმოქმედებ. ჩემთვის დედა პირველი იყო და აღარ მყავს. მაპატიე, რომ არ გითხარი, მაპატიე, რომ დარდი არ გაგიზიარე. ვერ შევძელი შენთან ამაზე საუბარი. როცა გადრდაიცვალა სვანეთში წავიყვანეთ და იქ დავკრძალეთ როგორც მას უნდოდა, გონს ვერ მოვდიოდი და ვერ ვიჯერებდი ამ ყველაფერს. ის გაქცევებიც, რომლებსაც რამდენჯერმე შეესწარი დედას მიზეზით იყო გამოწვეული, ვჭირდებოდი და უსიტყვოდ გავრბოდი. ბოდიშს გიხდი, რომ საშუალება არ მოგეცი ჩემს გვერდით ყოფილიყავი, ვერ გაჩვენე ჩემი სუსტი მხარე, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ხელს არ გკრავდი. ჩემ თავს ვერ ვედნე, შენში კი ეჭვი არასდროს შემიტანია.-მელაპარაკებოდა და ვიაზრებდი რა გამოარა მარტომ, როცა ერთად ვიყავით თან დიდ ტკივილს დაატარებდა და გავბრაზდი, რომ არ გამიზიარა. მინდოდა მენუგეშებინა და გულში უსასრულოდ ჩამეკრა მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი.
-იოანე, ვიზიარებ შენს მწუხარებას.-ამ სიტყვების გარდა ვერაფერი ვთქვი. მიხვდა მეტს არაფერს, რომ ვიტყოდი და სახლის გზას გაუდგა.
სახლთან მისულმა მანქანა გააჩერა და დამელოდა რას ვეტყოდი. ვდუმდი არ ვიცოდი რა მეთქა, ეგოისტურად მახსენდებოდა თეთრი ღამეები, როცა მეგონა მიმატოვა და არაფრად ჩამაგდო. შემდეგ იმას ვიაზრებდი თვითონ ორმაგად ცუდად, რომ იქნებოდა და ცოტა ვმშვიდდებოდი. მანქანიდან გადმოვიდა კარი გამიღო და წინ დამიდგა. ვერ გავუძელი მის სურნელს, სიახლოვეს და სევდიან თვალებს, უსასრულოდ მოვხვიე მის სხეულს ხელები, ისე მჭიდროდ გეგონება ვინმე მართმევდა მის თავს. ცრემლები უგზოუკვლოდ მიედინებოდნენ. ემოციებით სავსე ვიდექით მხოლოდ ორნი და არავინ სხვა. მის გარდა ჩემს ირგვლივ ვერავის ვხედავდი და ეს უფრო მაფორიაქებდა. იოანე სახეს მიკოცნიდა და მთხოვდა დავწყნარებულიყავი მე კი არაფერი შემეძლო.
-გთხოვ, დარდი ყოველთვის გამიზიარე. მომეცი საშუალება შენი მანუგეშებელი ვიყო- ჩურჩულით აღელვებულმა ძლივს მოვაბი თავი რამდენიმე სიტყვას.
-მაპატიე, ყველაფერი მაპატიე და შენი სვანი ყველაფერს გამოასწორებს.-სევდიანად, მოწყვეტით მაკოცა და ისევ გულში ჩამიკრა.
-იცოდე ეს ბოლო გამოსწორებაა.-ნაძალადევად გავუღიმე და როგორც იქნა თავი დავიმშვიდე.
ამ ღამემ ბევრი ტკივილი და სიხარული დაიტია ერთდროულად. ამ ღამეს გამოაშკარავდა ათასი ფიქრის და ტკივილის მიზეზი. ამ ღამის შემდეგ დალაგდა ცხოვრებაში ყველაფერი, ისე როგორც საჭირო იყო. ვისწავლეთ შეცდომებზე. მართლაც, ხომ ასეა ადამიანები მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ, ახლა ვიცით რომ დარდი გულში არ უნდა ჩავიკლათ და ისიც ვიცით, რომ პატიებაზე დიდსულოვანი გრძნობა არ არსებობს. რაც შეეხება სიყვარულს, ეს არის ემოცია, რომელიც ყველაფერს დაგათმობინებს და თავდავიწყებაში გადაგისვრის, მას ვერ დაინახავ, ვერ შეეხები, ვერ შეისუნთქავ, ის შეიძლება მხოლოდ იგრძნო. ეს არის ის რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გიზიდავს, გიტყუებს და განერვიულებს. სიყვარული ეს ორი დასაწყისის შერწყმაა. მეცოდება ის ადამიანი ვისაც არ შეუძლია ამ გრძნობასთან ერთად ცხოვრება და არ გამოუცდია ეს უკნასკნელი.



№1 სტუმარი სტუმარი Daldoni daldoni

ძალიან კარგი იყო, მომეწონა,სასიამოვნო წასაკითხი იყო...

 


№2  offline წევრი Crazy dreamer

ძალიან კარგი იყო ❤ მშვიდი წყვილი... ყველაფერი ზედმეტის გარეშე. მიყვარს ასეთი წყვილები წარატებებს გისურვებთ ❤

 


№3 სტუმარი Ana-maria

ნანდვილად კარგი დასაწყისია.საინტერესო ისტორია იყო. კარგად იკითხება. გული გამითბო ანა და იოანეს სიყვარულმა. წარმატებები და ველი ახალ ისტორიებს.

 


№4 სტუმარი Gvanca

მოგესალმები დასაწყისისთვის მშვენიერია. ვისიამოვნე .წარმატებებს გისურვებ.

 


№5 სტუმარი სტუმარი მარი

გული გამითბო ამ ისტორიამ მაგრამ გული დამწყდა გაგრძელება რომ ვერ ვიპოვე. ძალიან კარგი იყო ❤️

 


№6 სტუმარი ეკა

ძალიან ვისიამოვნე,ყოჩაღ კარგი იყო.მადლობაა❤❤

 


№7  offline წევრი ტასია12

ყველას ძალიან დიდი მადლობა♥
ჩემთვის მოტივაციის მომცემია თქვენი თითოეული კომენტარი♥

 


№8  offline წევრი lortkia

სათაური რომ წავიკითხე,მაშინვე სურვილი გამიჩვდა თვალი გადამევლო რადგან მეც "თავადის ასული"ვარ,გვარი მაინტერესებდა მხოლოდ და არ წმიკითხავს გულდასმით იმედია ისეთი იქნება როგორც სახელი აქვს.გვარი დღემდე ნიშნავს ადამიანის უნახავად მასზე კოშკების აგებას.ეს თითქოს არასასიამოვნოა,მაგრამ "თავადის ასულობა" ნიშნავს რომ რაღაცით გამორჩეული ხარ დაბადების წუთიდან.ეს რაღაც პატარა საკუთარი თავიდან და ჩემი მეგობრებიდან გამომდინარე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent