შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ იყავი


22-01-2022, 22:49
ავტორი კატრინა
ნანახია 959

შენ არაფერი იცოდი, არც მიცნობდი. ხო, ამდენი წლის მანძილზე ვერ შემიცანი, ვერ შეძელი ამოგეცნო ჩემი სული, ვერ მანსხვავებდი მათგან, სხვებისგან, შიშველი ვიდექი შენს წინ, შენ კი მაინც გეგონა რომ მეც მათნაირი ვიყავი, იმ ქალების მსგავსი, არაფრით განსხვავებული, არაფრით ჩემნაირი, არაფრით შენნაირი. სად იყავი მე რომ მეშინოდა? სად იყავი მე რომ მას ვკარგავდი? სად იყავი მე რომ სული ცაში გავუშვი? ნეტავ გენახა როგორ ლივლივებდა ჰაერში, როგორ ლამაზად, როგორ შენებურად, როგორ ჩემებურად. შენ რომ მაშინ იქ ყოფილიყავი აუცილებლად გეცოდინებოდა, აუცილებლად გაიგებდი ჩემს არსებას, განსხვავებას. ჩემს სისუსტეს, სიძლიერეს... ყველაფერს ნახავდი. შენ რომ მაშინ იქ ყოფილიყავი... იქ რომ ყოფილიყავი... მაგრამ არ იყავი, არსად ყოფილხარ, მარტო ვიყავი და შენ მაინც არსად ჩანდი, შენ მტოვებდი, გამუდმებით მტოვებდი, შიშველს, მცივანს, შიშით მოცულს, პატარას. არ იყავი, არ იყავი და მეც გავქრი, მეც აღარა ვარ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent