შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოდგომის ბრალია..


20-10-2018, 21:57
ავტორი Naka
ნანახია 1 212

უკვე მეორე შემოდგომა დადგა ჩემს ცხოვრებაში უშენოდ,
ყველაფერი ისევ ისეა,
არაფერი იცვლება,
ისევ ისე ცვივა ფერადი ფოთლები შორს,
უმისამართოდ,
ისევ ისე უაზროდ და გადაუღებლად წვიმს,
ისევ საშინლად ცივა
და რაც მთავარია ისევ არ ხარ,
უკვე მეორედ ვცარიელდები ხეების მსგავსად,
არ ვიცი რატომ, მაგრამ შემოდგომაზე განსაკუთრებით ვგრძნობ ჩემს სიმარტოვეს,
განსაკუთრებით მაწუხებს ჩემი უარაფრო,
ცარიელი დღეებით სავსე ცხოვრება,
ვზივარ ხოლმე ფანჯარასთან,
აუცილებლად წვიმიან ამინდში და აუცილებლად ლიმონიანი ჩაის ჭიქით ხელში,
რომელიც აღარც კი მახსოვს მერამდენედ გავაკეთე, მაგრამ მაინც გამიცივდა,
ვუყურებ როგორ მიფრინავენ ხეები ფოთლებისგან და მახსენდები,
ზუსტად ასე დამტოვე,
ერთ წამში გამიქრი,
გავიღვიძე და არსად აღარ იყავი,
ხშირად ვფიქრობ,რომ ასე არ უნდა მოქცეულიყავი,
რომ შენი არ მესმის
და არ უნდა დაგეტოვებინე,
მაგრამ მერე მახსენდება,რომ ჩემნაირი გოგოები არ უყვარდებათ,
არავის სჭირდება ჩემნაირი გოგოები,
განსხვავებული ფიქრებითა და ოცნებებით,
მერე საათობით ვუხსნი საკუთარ თავს რატომ ხდება სულ ასე ჩემთან,
აი უფრო ლამაზი,რომ ყოფილიყავი,
უფრო მხიარული,
უფრო ფერადი,
უფრო საინტერესო
და კიდევ ძალიან ბევრი უფრო არ დაგტოვებდნენ,
არ წავიდოდნენ,
არ იქნებოდი მარტო,
მაგრამ სამწუხაროდ ჩემს თავს არ ესმის,
უნდა რომ ჰყავდე,
ძალიან ძალიან უნდა,
ცუდად ჟღერს უშენობა,
საშინლად,
ყოველთვის,როცა გავიფიქრებ,რომ არ მყავხარ და არც არასდროს მეყოლები ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ვიღაც გულიდან ნაწილებს მგლეჯს და სადღაც ყრის,
ზუსტად ვიცოდი,
თავიდანვე,
მეც და შენც,
რომ არაფერი გამოვიდოდა,
რომ ვერ ვიარსებებდით
და მაინც ვცადეთ,
ძალიან მჯერა,რომ მიუხედავად ყველაფრისა ღირდა ცდად ყველაფრისთვის,
ზუსტად ვიცი მომავალ წელს, შემოდგომაზე სხვა გოგოების მსგავსად ვივლი პარკში ყურსასმენებით,
ალუბლისფერი ბათინკებითა და ღიმილიანი სახით,
შენ ისევ არ იქნები ჩემთან,
მაგრამ შენი უშენობა არასოდეს დამტოვებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent