სიყვარულის ზღვის ფსკერი
სიყვარულის ზღვის ფსკერიდან მოვდივარ.სიყვარულის საუდომლოებების შესახებ ცნობები მომაქვს.იიქ ფსკერზე,ვიჯექი და საუკუნე გავატარე.მართალია ჯერ საუკუნის არა ვარ მარა.დრო ფარდობითია ! მარტოობაში დრო სხვაგვარად გადის.იწელება,გონების წამება ხდება.შესაბამისად წამის აღქმაც სხვაგვარია.სურვილი გიჩნდება ვინმეს გააგებინო რომ დაიღალე ! დაიღალე დაიღალე.ძალიანნ დაიღალე.სინამდვილე ასეთია.რეალურად ტვირთს მიათრევ და ფიქრობ,როგორც კი უამბობ ვინმეს,მომსმენიც,ამის მოსმენის შემდეგ,მაშინვე თავისთავად შეგიმსუბუქებს ამ ტვირთს. მარა,არა თუ არავინაა... ეს შენს თავსაც არ აიტნერესებს !!! საქმე ამაშია. გინდა რომ გააგებინო ყველას ის,რომ დაიღალე... მაგრამ ეს შენს თავში თავად არ გესმის.რადგან სინამდვილეში არაფერი მიგაქვს.სულ ცარიელი ხარ.ეგ სიმძიმის აუტანლობის განცდა, სიმსუბუქეა ! მე იქ ვიყავი.ფსკერზე.ძალიან დიდი დრო დავთმე,იმის გასაგებად,თუ როგორ უნდა მყვარებოდა ! მე არ ვიცოდი სიყვარული რა იყო.არა თუ რა,საერთოდ როგორი იყო.ან საერთოდ შესაძლებელი იყო ? არა ჩემთვის,არამედ მსგავსად,ყოფიერების არსებობის,ჩემი არსებობის გარეშე.მხოლოდ სიტყვები და იდეები მსმენოდა მასზე.ამავე წარმოდგენების,განსხვავებული ადამიანების მიერ მიცემული სხვადასხვაგვარი განმარტება,რომელსაც საკუთარი გარეგნული გამოვლინებებით ამტკიცებდნენ.ვისთვის რა აღმოჩნდა სიყვარული.ხოო და აი რა ! უნდა დავრწმუნებულიყავი სიყვარულის არსებობის შესახებ.ანუ ამ „რაღაცის“ ქონა,თუ შეეძლო სამყაროს.საკუთარ თავს შევპირდი,რომ სამყაროს რაიმე მსგავსი თუ ექნებოდა,აუცილებლად წავართმევდი ! აუცილებლად. და მე ეს გავაკეთე ! როგორ მეცოდება ჩემი თავი. ეეხ.როგორ მეცოდებით ყველანი ! ახლა ღამეა. რომ გათენდება შემიყვარდებით.შემიყვარდება კვლავ ჩემი თავი.იმდენად მეყვარება საკუთარი თავი,რომ ცრემლი წამსკდება,იმის გააზრებისას ოდესმე,რომ დაგტოვებთ.თქვენ... ყველას ! და რომ თქვეენც მიმატოვებთ ადრე თუ გვიან.თითოეული ! დაუკითხავად წახვალთ.არც კი გამაფრთხილებით. ყველა კვდება ! ყველა. ჰოდა,სანამ გულწრფელად შევძლებდი საკუთარი თავის სიყვარულს.მანამდე მთელი არსებით შევიძულე ის.მზიზღდა ! მძულდა და მესაზიზღრებოდა ყველა.დიდი თუ პატარა. აი,ფეხბურთს თამაშობენ ! მასახარები. ვის რაში ადარდებს - მეთქი ვფიქრობდი. მარა ზიზღს ნელ-ნელა რაღაც ცვლიდა.გონს მოვედი ! და ახლა ისე მიყვარს ყველა... მართლა.საოცარია ! მართლა გასაოცარია ამდენი სიბრიყვე !!! ეს იმდენად საყვარლობაა,რომ გულწრფელად ვიღიმი ხოლმე.სიყვარულით,სიხარულით.ო ღმერთო,საყვარელი ბავშვები...ის ხალხი საერთოდ მაგარ პატივს იმსახურებს ჩემს თვალში,სიყვარულზე შეყვარებული ხალხის სადღიგრძელოს რომ დააძრობენ ხოლმე სუფრაზე.ისინი სიყვარულს მიმხელენ,სიყვარულს.სიყვარულს... რომლის ნამდვილი გემოც შესაძლოა არ გაუსინჯავთ . მძულს სიყვარულის ისტორიები,რომელიც ნებისმიერი ბოროტების გამო თავის დინებას იცვლის და სად ჩაედინება კაცმა არ იცის. როგორ შეიძლება საკუთარი თავი არ გიყვარდეს ? მაგრამ როგორ შეიძლება სანამ შეიყვარებ არ შეგძულდეს ეს ბრმა,ყრუ და ხეიბარი სხეულები ? როგორ შეუძლია ადამიანს სიყვარული იგემოს,თუ კი მთელი არსებით არ განიცდის ვინმესადმი და რაიმესადმი სიძულვილს ? არა პირადი უკმაყოფილების სხვადასხვაგვარ გამოვლინებებს ვგულისხმობ.არამედ პირდაპირ სიძულვილს ! ტიპს რომ დაწყევლი და მთელი არსებით გინდა რომ მოკვდეს !!! მარილს გემოს თუ არ გაუსინჯე,შაქრის კრისტალისგან ვერ განასხვავებო განა არ გვსმენია ? თუ ღამეა,მიიღე ის.არ შეუშინდე გადავა. ჩემთან გათენდა.ათენამ გაათენა ! ჰოო,მან გაანათა ეს წყვდიადი.მთელი გულით,სულით და არსებით მინდა,რომ არასდროს მოკვდე,მოკვდეთ,მოვკვდეთ-მიყვარხართ ! მიყვარხართ.მართლა მიყვარხართ ! ვიპოვნე ამის მიზეზიც.საყვირი არ მაქვს თორემ ყველა გაიგებდით ამ ხმას.ეს საოცრებაა ! მე სრულიად ფხიზელი ვარ ! სრულიად ფხიზელი.პირდაპირ სიყვარულის ზღვის ფსკერიდან მოვდივარ.რომელზეც ოდესღაც ათენამ მიმაჯაჭვა.ეს არც ისე დიდიხნის წინ მოხდა.ყველაფრის არსს ჩავწვდი.ეს მარადიული სიყვარულია.მხოლოდ ამ ორივე სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.იმიტომ კი არ მიყვარხართ,რომ „რაღაც“ არის.არაა,არამედ იმიტომ,რომ სამყარო გავძარცვე.და ჰოო.ყველაფერს რაღაც გაურკვეველი ძალა აძლევს ძალას.მე დარწმუნებული ვარ,რომ ტიპებს ვისაც სიყვარული არ სძალუძთ,უბრალოდ ძალა არ აქვთ.რადგან როგორც ვთქვიი,სამყარო გავძარცვე და ყველა ძალა ჩემთანაა ! გემშვიდობებით დაკარგულო სულებო.ერთ დღესაც... ერთ დღესაცც |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.