წამით გამოფხიზლებული
ერთხელ მეგობარს ვუთხარი, მაშინ მივხვდი ღამით, წამით რომ გამოვფხიზლდი ძილისგან და მაშინაც ის გამახსენდა-თქო. _ მე შენ მიყვარდი, შენ ის გიყვარდა და ყოველთვის ჩუმად გისმენდი როცა მასზე მიყვებოდი… როცა მხარს გიჭერდი, პატარა მორყეულ ტოტად ვგრძნობდი ხოლმე თავს. ტოტად, რომელიც ძლიერი ქარის დროს იტანჯებოდა და არ აძლევდა უფლებას თავის საყვარელ მცენარეს წაქცეულიყო.იმის მიუხედავად რომ იცოდა, როგორც კი მცენარე გაიზრდებოდა პაწაწინა ტოტი აღარაფერში დასჭირდებოდა. ყველა ძლიერი მოწოლა, დამანგრეველი, მტანჯველი ქარის, ჩემთვის შიში ხდებოდა რომ ათვლა უკუსვლით იყო დაწყებული. ყოველ ჯერზე ერთით ნაკლები ქარიშხალი გვრჩებოდა, შენ კი, კიდევ უფრო ნაკლებად გჭირდებოდი. ამასთან, ჩუმად მაბრდნიერებდა, რომ ისევ მხოლოდ მე მეყრდნობოდი…იქნებ არც გსიამოვნებდა ჩემი შეხება, მაგრამ ამაზრზენად და სიგიჟემდე ავდმყოფურად გჭირდებოდი…ან ჩემში ტოტს სჭირდებოდა შენი,ოკეანის ყვავილების, სურნელი. ჩუმად გისმენდი, სიტყვებს მხოლოდ მისთვის იმეტებდი და მეც ყველა მიყვარდა, საკუთარი, უსიტყვო სიყვარულით. ისინი ყველა შენი იყო, გამოუთქმელად ძვირფასი და შენსავით მწვანე. თითქოს, მცენარის ფესვები გარშემო შენი სიტყვების ბგერებით მეხვეოდა და თითო ტკივილის დაღად მაჯაზე წითელ შრამებს მიტოვებდა. მეუბნებოდნენ რომ სიყვარული ზღაპარი იყო სადაღაც თუ გარისკავდი და 12 საათამდე ყველაფერ იმას, ბროლის ფეხსაცმლით შენ სიყვარულთან გაექცეოდი, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტ ტკივილს გაყენებდა, ბროლის ფეხსაცმელითვე უკან დაგიბრუნდებოდა. არავის მოუყოლია ზღაპარი პატარა ტოტზე, თითქოს არც კი იმსახურებდა. სხვა კი არა, ტოტს არც საკუთარი თავი უჭერდა მხარს, რადგან ყველა ჯანსაღად მოაზროვნე პიროვნება თვლიდა, თუ მას საკმარისად გააჩერებდა და რამდენიმე თვის მერე დაუბრუნდებოდა, განკურნებული დახვდებოდა სიტყვებით, რომ ის არ ყოფილა ბროლის ფეხსაცმელი. არავის უფიქრია, რომ ბროლის ფეხსაცმელი ნამსხვრევებად იქცეოდა და კანზე წითელ ზოლებს გაუჩენდა ერთმანეთის მიყოლებით, სიმეტრიულად, თითქოს მისი ნამსხვრევებიც დაავადებულები იყვნენ და ობსესიურ-კომპლექსური აშლილობით იტანჯებოდნენ. არავის უფიქრია, ტოტს სწორედ იდეალურად სიმეტრიული ტკივილი მიიყვანდა გადაწყვეტილებამდე, რომ ეს ის ფეხსაცმელი არ ყოფილა. გრძნობდა მისი ტკვილი მარტო იმიტომ არ იმსახურებდა შენდობას, დაწერას, რომ სხვა ჯანსაღ ტკივილის არ ჰგავდა და უკვირდა…თურმე ტკივილიც, შესალოა ჯანსაღი ყოფილიყო. კარი მძიმედ იყო ჩაკეტილი და მე რატომღაც მეგონა, რომ ყველა მასზე ცდილობდა გასაღების მორგებას, ვინც არ ცდილობდა არ ვადარდებდი. რეალურად ყველა საკუთარ კარზე ცდილობდა გასაღები მოერგო, მაგას მაშინ მიხვდი როცა მას მოკანკალე ხელიდან გასაღები გამოვართვი და კარი მე გავუხსენი. ეგეც მხოლოდ იმის იმედად რომ კარს უკან თბილ პლედსა და სიმშვიდეს დამახვედრებდა. ინებ მართლა მიყვარდა როცა უარი მითხრა შეპატიჟებაზე და ყოველ ჯერზე მეც კართან ვხვდებოდი რომ გაღებისას ხელი არ დაღლოდა. ვფიქრობ, ვერასდროს ხვდებოდა ამას რატომ ვაკეთებდი და მთელი კონცენტრაცია იმ გზისაკენ ჰქონდა რომლის გავლაშიც ქანცგაწყვეტამდე დაიღლებოდა და ამდენივე ენერგიის გაცემით მოუწევდა უკან დაბრუნება. სადაც მე კი არა, სახლს ვერ ტოვებდა და მეც არასდროს გავხდებოდი მისი სახლის ნაწილი. იქნებ უსასყიდლოდ არც მიყვარდა და ყოველ გაღებულ კარზე მის ნაზ თავისდაკვრას ველოდი, ხანდახან რომ არც იყო. იქნებ იცოდა რომ, კართან სულ ველოდი და ამიტომაც არ შევუპატიჟებვარ არასდროს, ანდაც მხოლოდ მე ვფიქრობდი ამდენს მასზე. ჩემს კარს ვერასდროს ვარგებდი გასაღებს. ასე რომ,ჩუმად მიწევდა მის კართან ჯდომა და მისი საკეტის ბნელი სივრციდან გამომავალი ცივი, ოკეანესავით სურნელით ალვეოლების გაჯერება. არც ოკეანესთან ვყოფილვარ და არც მისი სურნელი მიგრძვნია რეალურად, არც ის მდომებია ოდესმე წაეკითხა რას ვუწერდი, იმის მიუხედავად რომ მიყვარდა მისი სიყვარული. ჩუმად, ამოუთქმელად, არ მინდოდა წაეკითხა და მასზე ეფიქრა, ყველა სიტყვა რომელიც მაინც ვერ აჭარბებდა ცრემლებს,მის კართან რომ მქონდა დაღვრილი, იმ სხვასთან დაეკავშირებინა. როგორც არ მინდოდა წაეკითხა, იმდენადვე არ მინდოდა სხვისი მოგონებებით სავსე კარს უკან შევეპატიჟებინე და თან სურვილი, რომ იქ მოვხვედრილიყავი სადაც ყველა პაწაწინა ნივთიც კი მისით იქნებოდა გაჟღენთილი, თვალებს მიწვავდა. მე უბრალოდ ვგრძნობდი, არასდროს ვიქნებოდი საკმარისად ნიჭიერი რომ შენთვის რამე დამეწერა და ის არ გაგხსენებოდა წაკითხვისას…ვიცოდი, რადგან მე, შენ მახსენდებოდი ყოველ ჯერზე. ამაზე ვფიქრობდი და ამის მიუხედავად ჩემს ნაწერშიც კი თვითონვე გახსენებდი, შენ სიყვარულს მხოლოდ მასთან ვაკავშირებდი. ვკითხულობდი, ვუყურებდი, ვუსმენდი და თითოეული ადამიანის სიყვარულზე შენ მახსემდებოდი, თითოეულ ფრაზას შენამდე მოვყავდი. მხოლოდ შენ სიყვარულს ვაკავშირებდი სხვასთან და ვგრძნობდი როგორ მქონდა გამჯდარი ეს იმედგაცრუებდა, ძვლებში, სულსა და ქვეცნობიერში. ვიცოდი რომ ჩემში თიოთოეული ხილული თუ არახილული უჯრედი შენით იყო დაავადებული, მაგრამ ეგ იმედგაცრუება ნელ-ნელა იქ იდგამდა ფესვებს სადაც, შენც კი არ ყოფილხარ. წარმოვიდგენდი როგორ გიდგებოდი მუხლებზე და პატიებას გთხოვდი, რომ მიღალატე. დავიხრებოდი, მოვიკეცებოდი, შენ წინ ისე რომ შენ ჩრდილში ჩავტეულიყავი და ჩემი მატერიალური სიტყვებით შენ ნაზ, მწვანე სამყაროს გთხოვდი რომლის შორიდან ყურებაც კი კარს უკან მყოფ, მთელი ცხოვრების განმავლობაში გაყინულ სულს, სიმწვანისკენ მიბრუნებდა. იმ სიმწვანეში მე ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი კარის გასაღები ოკეანის სურნელი იყო. ვოცნებობდი წამზე როცა,საკეტს თუ ვერასდროს, ფილტვებს ოკეანით გავივსებდი და შენით გაჯერებული ვიცოცხლებდი დარჩენილი რამდენიმე წამი…ამაზე ოცნებისას ჟანგბადის თითო ჩასუნთქული მოლეკულაც კი ტკივილის მაყენებდა. მე არც ოკეანესთან ვყოფილვარ და არც შენი სურნელი მიგრძვნია რეალურად, არც ის მდომებია ოდესმე წაგეკითხა რას გიწერდი მაგრამ ნეტავ გცოდნოდა,რომ ყოველ ღამით, წამით გამოფხიზლებულს ისევ შენ მახსენდებოდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.