სიბნელე
თეთრი კაბა მაცვია, მდინარის პირას ქვაზე ვზივარ და გვირილის ფოთლებს მდინარეს ვატან. ვუყვარვარ? არ ვუყვარვარ? უკვე ვინ იცის მერამდენე გვირილა გავაყოლე მას?! მეც გვირილა ვარ, ყველაზე დაჩაგრული ყვავილი, რომელიც წასვლას ლამობს, მაგრამ ვერ მიდის. მარჯვენა ტერფს წყალში ვდებ და ვგრძნობ ყინულივით ცივ წყალს, სიცივე ძვლებში ატანს და კანკალს მაწყებინებს. ხელები მუქი ლურჯი მაქვს აი, ისეთი, მე რომ მიყვარს და ალბათ მაგიტომაც შემიყვარდა ჩემი ყინულივით ცივი ხელებიც. კაბა მუხლებიდან ჩემს ტანზე მოკვრას იწყებს, აღარ მაწუხებს ცივი ჰაერი და წყალი. ღრმა წყალში ჩავედი და მაშინვე ვყვინთავ, წყალში შევედი მიუხედავად იმისა რომ ცურვა არ ვიცი, თვალები ჯერ ძალიან მაგრად დავხუჭე და ნელ-ნელა მოვეშვი. ხელები გავშალე, თვალები გავახილე და ვუყურებდი სრულ სიბნელეს. სუნთქვა მინდა! სუნთქვა მინდა! ვიმეორებ გონებაში, მაგრამ ადგილიდან არ ვიძვრი. ბოლო ჰაერს გარეთ ვუშვებ და თვალებს ვხუჭავ, ბნელ ადგილას ფეხშიშველი დავხეტიალებ, წყლის წვეთები აქა-იქ ეცემიან და ჩემს საყვარელ მელოდიას ქმნიან. სრული სიბნელეა, მაგრამ მე არ ვცდილობ თავის დაღწევას, ვცდილობ უფრო ღრმად დავიკარგო მასში, ისე , რომ ვერასდროს დავაღწიო თავი. მოგონებები თავს მახსენებენ, მაიძულებენ ავტირდე და მეც ვტირი, ძირს ვეცემი და ვეღარ ვინძრევი. ხელებს მუხლებს ძლიერად ვხვევ, თავს ქვემოთ ვხრი და მთელი ხმით ვყვირი. სადაცა გავგიჟდები, ჭკუიდან შემშლის ეს მარტობა. ხელებს ვუშვებ, თავს ვწევ და ღრმად ვისუნთქავ. ჩემი უსუსური სული მას ისე მარტივად დავუთმე თითქოსდა ყოველთვის მას ეკუთნოდა. მე ვიკარგები, მას მივეცი იმის უფლება რომ უსასრულობის ფსკერში ღრმად დავემარხე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.