შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გვირილა (სრულად)


14-10-2019, 15:43
ავტორი Aleksiii17
ნანახია 5 667

ყველაზე მატყუარა ყვავილია გვირილა. ზოგჯერ ვფიქრობ კიდეც, რომ ამ ყვავილმა ტყუილის გარდა არაფერი იცის. თეთრი, ფარფატა ფურცლების ქვეშ უზარმაზარ სამყაროს მალავს, ყვითელი გულით კი- ამ სამყაროს კარებს აქრობს, კეტავს და თითქოს მიუწვდომელს ხდის.
მატყუარა ყვავილია გვირილა. იმდენად მსუნაგია ყოველთვის ეძებს ახალ მსხვერპლს. მიუხედავად იმისა, რომ იცის, სიცოცხლის ფასად დაუჯდება ეს ყოველივე, მაინც იზიდავს გზააბნეულ გამვლელს. თავისი სინაზითა თუ სილამაზით აპუტინებს საკუთარ მკრთალ, თეთრ ფურცლებს და უსმენს... უსმენს წყნარად და ყურადღებით. უსმენს მთელი მონდომებით, თითქოს ამას რაიმე დანიშნულება, ან თუნნდაც მნიშვნელობა ჰქონდეს. განსაკუთრებით უყვარს, როცა გამვლელი იმედგაცრუებული აგრძლებს გზას. უყვარს, როცა ყველანაირ იმედს არად აქცევს და თვითონ წყნარად აგრძელებს კვდომას. მინდორსა თუ ასფალტზე, მიწასა თუ ბალახზე, მეგობარ გვირილებს შორის თუ უცხო ყაყაჩოების გვერდზე, უბრალოდ ჭრის ჰაერის თითქოს უსასრულო ფენებს და ეძლევა გრავიტაციას. უკვე დავარდნილი კი განადგურებული, მაგრამ ღიმილმოგვრილი ტკბება ცხოვრების ბოლო წამის მეასედებით...
სასაცილოა, მაგრამ მჯერა, რომ გვირილები ჯერ კიდევ განვითარების იმ ეტაპზე არიან როცა კიდევ სჯერათ ღმერთების და მსხვერპლი პატივისსცემად მიაჩნიათ. რატომღაც მგონია, რომ გვირილები მზეს ეთაყვანებიან და ამ ყოველივეს, რითაც ადამიანს ანადგურებენ, მსხვერპლის გაცემის რიტუალად და პატივად მიიჩნევენ. მგონია, რომ არც ისე საცოდავები არიან ძირს მიწას მიბარებული გვირილები. პირიქით, მგონია, რომ ისინი თვლიდნენ, რომ დიდ საქმეს ჩაუყარეს საფუძველი... რა ბოროტი ყვავილია გვირილაა!
სიყვარულიც არ იცის გვირილამ, თუმცა ყველაზე მეტს ის საუბრობს მასზე. არ იცის რა სურს. აბა, როგორ უნდა იცოდეს... სხვისი სურვილები, ამბიციები, განცდები, გრძნობები. ამის ამოცნობა რთულია, თუ არა შეუძლებელი. ეს ხომ იმ ადამიანებსაც უჭირთ, ვინც ადამიანის ტვინის შესწავლას დაუთმო მთელი ცხოვრება. მაშინაც უჭირთ როცა ადამიანი მათთან თანამშრომლობენ და ყველაფერს უყვებიან, როგორც სანდო, გამოცდილ ფსიქოლოგს. გვირილა კი ოსტატურად იტყუება, რომ შეუძლია ამ ყველაფრის ამოცნობა, უბრალოდ რამდენჯერმე ვუყვარვარ, არ ვუყვარვარის გამოყენებით. ეჰჰ, როგორი მატყუარა ყვავილია გვირილა. არ იცის არაფერი გამვლელზე: არც სახელი, არც ასაკი, არც სურვილი, განცდა. არაფერი, საერთოდ არაფერი იცის. მაინც იტყუება. შეუძლია და რატომაც არ უნდა ქნას. ატყუებს რომ იცნობს, ატყუებს რომ იცის ვის სიყვარულზე ოცნებობს, ატყუებს რომ იცის იმ ერთადერთის გრძნობების შესახებ. და, რა თქმა უნდა, საცოდავი გამვლელი იჯერებს ამ ყოველივეს და ბოლო თუ პირველი ძალების მოკრეფით უახლოვდება გვირილას. ტკბება მისი სილამაზით, არჩევს საუკეთესოს, ტკბებაწამიერად, ზოგჯერ უფრო დიდხნს, მაგრამ სიამოვნებს, სიამოვნებს ის რასაც აკეთებს. ის ხმაც მოსწონს, გვირილის მიწიდან მოწყვეტას რომ მოჯყვება. შემდეგ ნელლა ეშვება მცენარის ქათქათა ფურცლების და დამაბნეველი სურნელის კლანჭებში.
ხმამაღლა, ლაღად და მთელი შემართებით ამბობს:
-ვუვარვარ!
და ჩუმად, ჩურჩულით იძახის რომ არ!
ასე დიდხანს გრძელდება. გამვლელი სიამოვნებას წელავს, ვერ ხვდება, როგორ მწარე ტყუილს უმზადებს ყვავილი, ეჭვიც არ ეპარება, რომ ბოლოს ომახიანად ვუყვარვარს იტყვის. რა საცოდავია, რომ არ იცისს რაოდენ დიდი იმედგაცრუება ელის. და არ აქვს მნიშვნელობა გაუხარდება თავიდან თუ არა. ორივე წყულ შემთხვევაში გვირილას მწარე გეგმა გამართლებულია. ის იტყუბა. მან ხომ არ იცის უყვარს თუ არ უყვარს. მან ისიც არ იცის ვის უნდა უყვარდეს ან არ. მან არაფერი იცის.
ის იძლევა უზარმაზარ იმედს, რომ უყვარს, მაგრამ ამბობს ამას ბრმად. ან პირიქით ანგრევს ყველანაირ აშენებულ კოშკს და ამბობს, რომ არ უყვარს. წარმოუდგენლად მწარეა გვირილას ნათქვამი ,,არ ვუყვარვარ!''. ცრემლების ოკეანე თვალის უკან უზარმაზარ მორევში იყრის თავს და ცუნამის დამანგრევლი ძალით ეტაკება გუგებს, საიდანაც გზა მხოლოდ ერთია, გარეთ.
სიკვდილის წინ ამ სახეს აფიქსირებს გვირილა და თითქოს შვებას გრძნობს, რომ თავისი დანიშნულება შეასრულა. მგონი, ეღიმება კიდეც. მგონი, აბედნირებს გამვლელი მას.
ყველაზე მეტად მიყვარს გვირილა. ის ხომ ასე ძალიან ჰგავს ადამიანს. ეს მცენარე თითქოს სარკეა ორ ფეხზე მოსიარულე ბოროტი არსებისა. ალბათ კინოში რომ ვცხოვრობდეთ, ადამიანის ნომერ1 მტერი ტექნოლოგიები და მასეთი რაღაცები კი არა, ზუსტადაც გვირილა იქნებოდა.
ისე, რა საინტერესო სანახავია ადამიანი გვირილის წინააღმდეგ!
საოცარი მცენარეა. მატყუარა ყვავილია, ბოროტი ყვავილია, ჯოჯოხეთის ყვავილია გვირილა. smiling_imp



№1  offline წევრი წერო:)

ვაუუ
ლამაზი იყო
გვირილა იმედთან გაქვს გაიგივებული?აი მართლა ძაან დამაინტერესა სა ამ წამს ტვინს ისე ვიჭყლიტავ მათემატიკის დავალებაზე რომ არ მიმტვრევია დდ.მართლა მაგრად წერ♡♡

 


№2  offline წევრი Aleksiii17

მარიამ კახიძე
ვაუუ
ლამაზი იყო
გვირილა იმედთან გაქვს გაიგივებული?აი მართლა ძაან დამაინტერესა სა ამ წამს ტვინს ისე ვიჭყლიტავ მათემატიკის დავალებაზე რომ არ მიმტვრევია დდ.მართლა მაგრად წერ♡♡

კი იმედია ნამდვილად ცოტა პატივისცემასთან ერთად... მადლობა <3

 


№3  offline წევრი liilu

შეყვარებული ხარ?

გვირილა არ არის ბოროტი, ის იმედია ჩემო კარგო, ცალმხრივად შეყვარებულის ბოლო იმედი...
imp heart_eyes

 


№4 სტუმარი Nini

Au rame kargi mktxroba mitxarit?

 


№5  offline წევრი liilu

Nini
Au rame kargi mktxroba mitxarit?

დრო - ეს ახალია ძველი მოთხრობა გინდა? მარა შეიძლება დასასრულისკენ გებანალუროს _ ესეც გაივლის, უბრალოდ არ დანებდე...

 


№6  offline წევრი Aleksiii17

liilu
შეყვარებული ხარ?

გვირილა არ არის ბოროტი, ის იმედია ჩემო კარგო, ცალმხრივად შეყვარებულის ბოლო იმედი...
imp heart_eyes

რთულია მარა ბოლო იმედი, ბოლო წვეთი უკვე ბოროტებად გარდაქმნის პირველი ნაბიჯია... ????

 


№7  offline წევრი liilu

Aleksiii17
liilu
შეყვარებული ხარ?

გვირილა არ არის ბოროტი, ის იმედია ჩემო კარგო, ცალმხრივად შეყვარებულის ბოლო იმედი...
imp heart_eyes

რთულია მარა ბოლო იმედი, ბოლო წვეთი უკვე ბოროტებად გარდაქმნის პირველი ნაბიჯია... ????

არ გეთანხმები. ვერასდროს შევთანხმდებით, მანამ სანამ შენ პესიმისტი იქნები მე კი ოპტიმისტი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent