ექსკურსიაზე
„ჩაიცვით და ჩაალაგეთ მხოლოდ სიმღერები“,ექსკურსიაზე მივდივართ შორს არ მივდივართ , აქვე ახლოს , ჩემ სამყაროში... ოთახში შესვლისთანავე პირველივე რაც თვალში მოგვხდებათ ჩემი ხასიათივით მერყევი ჭაღია, რომელიც ბოშა ბავშვებივით შეუწუხებია პეპლებს თოთქოს ხურდავს თხოვდესო, მუქი,ლურჯი, იისფერი და წმვანე ფარდებით ჩამოფარებული ფანჯრები საიდანაც მზის სხივი ჯიუტად მაგრამ მაინც ცდილობს შემოღწევას, თითქოს აქილევსის ქუსლი უპოვნია და თავისისი გაიტანაო... კედლები სხვადასხვა წარწერებით არის მიმოჯღაბნული, ჩემ ნაწერეს გავს ვერ გაიგებ რა ხდება მაგრამ თუ ჩააკვირდები შეიძლება 1-2 წინადადებაც ამოიცნო,შორი ახლოს ნატყვიარიც ეტყობა , 7 , დიახ ინგა_ სიმშვიდე აღმოჩნდა, რომელმაც უძილობასა და სევდას მაგდენივე ტვყია ესროლა მაგრამ იმათმაც მურტალოს ბედი გაიზიარეს ,ყველა აცდათ, სამაგიროდ „გადაუხდელობის გამო სიმშვიდე ჩამიჭრეს“... კუთხეში მიგდებულ ძველი დინამიკებიდან ჩაკრულო ისმის,იქვე მიკუჭულ ფურცლებს დავინახავთ სადაც ძირითადად იმედგაცრუებების სიაა,...ჰო ეს კედელზე დარტსი არარი, მიზანში გარტყმაში ვარჯიშობ,მიზნების მიზანში გარტყმაში.... ოთახში მძიმე,კატაბალახას, ანანასი და ალუბლის სუნი არის, უძილობა ქიმიკოსობს ხოლმე ,ჩილიმის ცდებს ატარებს და მისი სუნია, კატაბალახას კიდევ ზოგჯერ მოთმინება სვამს, ამდენის ატანა აღარ შეუძლია.,კედლიდან ჩამოიღებს კატანას და ხელების კანკალით იქნევს , თითქოს ამტანიც გამტანიც ეგარისო, მაგიდაზე ჩაისა და ერთჯერადი ყავის მთელი მთა ყრია, ისეთივე თვალუწვდომელია როგორც ჩვენს ტელევიზიებში ყოველ მეორე აქციიაზე თავისფულების მოედანი,იქ ხელოვნურად მაინც აბევრებენ ხოლმე და აქ სულ ასეა, საწოლის ქვეშ მიგდებილი ლუდის ბოთლი , რუხ კედელს რომ მიაფშვნა და ნატეხებით ვენასთან თამაში გადავწყიტო, ჩემი ოთახი ყაყაჩოსფერი სითხის ნაცვლად რომელსაც სისხლს ეძახიან , მძიმე , გონებასავით ამღვრეული და გარემოსავით ბნელი სითხით მოისვრება, მეტს რას უნდა ელოდო როცა როცა კოფეინს ოვერდოზს ზოგჯერ ლუდი თუ ჩაანავცლებს ხოლმე... დიდხანს გაჩერებას არ გირჩევთ, სჯობს მოგვიანებით გვესტუმროთ კიდევ, როგორც ამბობენ სიგიჟე გადადებიაო, და რაიც იქნებ ,სახლში მისულს, თბილ და რბილს საწოლში მოთასვებულს ძილი უცნაურმა ხმამ დაგიფრთხოთ, იგრძNოთ როგორ მიყვება ფეხის თითებით და როგორ ამოდის თმის ღერამდე ამოუცნობი გრძნობ და, სრული სიჩუმე.... ისეთ შეგრძნება გეუფლება თიტქოს ერთმანეთს ღამის მეფე და ვოლდემორი ეომებოდნენ თითქოს თავს ზემოდან დაჰყურებდეთ, ოთახში მძიმე, ხმაურიანი ნაბიჯებით შემოაბიჯებს შიში, თავს პატარ ბავშვით გრძნობ რომელიც კარადაში მიმალული შავი, ცელიან ყმაწვილს ელოდება , რომელსაც სიკვდილი ჰქვია ფარდებს არხევს სევდის მძიმე სუნტქვა, და ... ფანჯრიდან ისევ ჯიუტად მკვლელი ცივი მზერით გიყურებთ უძულობა თითქოს ტომას შელბობას თამაშბსო გაშტერდებათ ... და სრული სიჩუმე თქვენ გძინავთ, სანამ არკვეთ სად გადის ცხადსა და სიზმარს შორის გზა გასაყარი ამ ფიქრს კარებზე კაკუნი გაყწვეტინებთ, არა ეს არცეთი მათგანია, უბრალოდ საუზმეზე მორთმეული ფინჯანა ყავაა... პ.ს „ამ ოთახში ემოციები არ იცვლებიან , უბრალოდ დღისით ქრებიან და ღამით ჩნდებიან....“ პ.ს.ს „ჩემ ცივ ოთახში ჩაიზე გეპატიჟები...“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.