შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორჯერ ორი ოთხია და ვითვლი ნაბიჯებს


10-04-2017, 20:58
ავტორი bla.ell
ნანახია 2 084

ორჯერ ორი ოთხია და
ვითვლი ნაბიჯებს,
ამოცანები ამოხსნას
კი კვლავაც ითხოვენ
დახაზულ წრფეზე ერთ
წერტილზე შუქი ჩამიჭრეს,
და ნაშთად შემრჩა
უსასრულოდ სამი წერტილი...

მაგალითები ამოვხიე
შენი წიგნიდან,
და ერთ სიყვარულს მივუმატე
ორი სხეული ჰო,მიღებული
ჯამი კიდევ გაგინაწილე,
ჩვენ ორის ირგვლივ,
უჯრებია გადაწეული...

ორჯერ ოთხი რომ
გამოვთვალე გადავაბიჯე,
წაქცეულ რვიანს უსასრულოს
ფორმად ვიტოვებ,
მე თუ წავედი დამიჯერე,
ვეღარ დამიჭერ,
ხარ მანძილების
დათვლას უკვე გადაჩვეული...

სამიათასჯერ ნათქვამი მაქვს
უკვე "მიყვარხარ",
მემილიონედ მეკითხები
"ხომ არ მაციებს"
ნუ გეშინია გულში მაინც
აღარ ვინახავ,
გამოცანების ამოუხნელ
გრძნობის ნაწილებს...

ორჯერ ორი ოთხია და
ვითვლი ნაბიჯებს,
ამოცანები ამოხსნას
კი კვლავაც ითხოვენ
დახაზულ წრფეზე ერთ
წერტილზე შუქი ჩამიჭრეს,
და ნაშთად შემრჩა
უსასრულოდ სამი წერტილი...



№1  offline წევრი mimimimo

"ორჯერ ოთხი რომ
გამოვთვალე გადავაბიჯე,
წაქცეულ რვიანს უსასრულოს
ფორმად ვიტოვებ..." - მომეწონა!

 


№2  offline წევრი ki si

Au ra kargi iyooo <3

 


№3  offline წევრი Mari-Mariami.16

აუუ ძალიან კარგი იყო ❤
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


№4  offline წევრი aNuGi

ძალიან ძალიან მომეწონა,
არ ვკითხულობდი აქამდე ლექსებს, მაგრამ ყოველთვის შევამოწმებ აწი შენს გვერდს რომ შენი ახალი ლექსი წავიკითხო!
წარმატებები <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№5  offline წევრი choco

ra kargi xar

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent