ქაოსის კატები (თავი - 1)
Ნეფრიტის წიგნები მოჩანს კუნძულებიდან, დამაბრმავებელი ზურმუხტის ზღვებიდან. Აკვამარინის ფერში ჩაფლული პოსეიდონი გაჰყურებს უკიდეგანო ზღვას და ოკეანეებს, განაგებს მარჯნის რიფების სამყაროში ჩაძირულ ქვეყნებს, აღსავსე საიდუმლოებანით და სიდიადითა. Ზურმუხტისფერი ექსტაზი გაცილებს მე-თა სამყაროს. Სამყაროს, რომელშიც სიმშვიდის უკან ქაოსი იმალება, ხოლო ქაოსის გარეშე ცხოვრებას არანაირი აზრი არ აქვს არცერთი ჩვენგანისთვის. Ქაოსი, ეს არის მდგომარეობა, რითიც მე ვსაზრდოობ, სწორედ ქაოსის შედეგად ჩნდება მრავალფეროვნება ჩვენს გონებაში. Რაც შეეხება სიმშვიდეს შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი რუტინა სრულიად აუტანელია. Სიმშვიდე, უაზრობა, ცხოვრებისა და თავგადასავლების დაუკმაყოფილებელი წყურვილი, ერთფეროვნება, ოჯახი, კარიერა, მომავალი, ხელოვნურობა, ეს ყველაფერი მე-თა სამყაროს შემადგენელი ნაწილაკებია. Სამწუხაროდ ადამიანები მხოლოდ თავიანთ პრობლემებში იძირებიან, რაც მათ უმეცრებას განაპირობებს. Მათთვის ყოველივე ეს სრულიად მისაღებია და საკმარისიც კია იმისათვის, რომ თავი კარგად იგრძნონ, რადგან მათი ცხოვრების მიზანი მატერიალური მდგრადობაა. Ისინი არ ცხოვრობენ, ისინი უბრალოდ ცოცხლობენ გადარჩენისთვის, წუთიერებისთვის, მომავლისთვის და ეს მცირეოდენი რაც მათთვის სრულყოფილი წყობაა იმისთვის, რომ კმაყოფილები იყვნენ ჩემთვის წუთისოფლის მონობაა. Ხალხი, რომლებთაც ფსევდო, ხელოვნური ინსტიქტები ამოძრავებთ, ის ინსტიქტები, რომლებიც სხვებისგან აქვთ ათვისებული და დარწმუნებულები არიან, რომ ისინი მათ აუცილებლად გადაარჩენენ. Მათ სჭირდებათ რწმენა, რწმენა ღმერთის ან საკუთარი თავის, რომ მარტო არ დარჩნენ, მათ სჭირდებათ მეგობრები, ნათესავები, ურთიერთობები, რომ თავი მარტოსულად არ იგრძნონ, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რომ საბოლოოდ ყველანი მარტონი დარჩებიან მარსის სამსჯავროზე ქურუმებით გარშემორტყმულნი. Არასდროს არავინ იქნება მათთნაირი, საკუთარი თავის გარდა. Სამწუხარო ფაქტია, რომ საკუთარ თავზე მეტად გარშემომყოფები უყვართ, ეს კიდევ ერთი მაგალითია ადამიანების უმადურობისა. Ადამიანების სურნელით გაჟღინთულ მეტროში ჩასვლა ყოველთვის მიყვარდა. Ეს იყო Ადგილი, სადაც ყოველთვის ნათლად ჩანდა მათი უკიდეგანო პრობლემები. Თითქოს აქ არნახული სიმშვიდე სუფევდა ხოლმე, დაღლილი ადამიანების ხმაურიანი სიჩუმე. Ადამიანები, რომლებთაც სახე ცხოვრებისგან სრულებით წაშლილი ჰქონდათ. Ეს იყო ადგილი სინათლის სიბნელეში, რომელშიც ისინი ყოფიერებისგან ისვენებდნენ. Ზოგჯერ ჩვენ გაქცევა გვჭირდება, ხოლო გაქცევა ყველას სხვა და სხვანაირად ესმის. Ზოგისთვის ეს შეიძლება თავისი ჰობი იყოს, ზოგისთვის ნეონისფერ ბჟუტავ სინათლეებში გამოვლენილი სრული თავისუფლება, ზოგისთვისაც ზღაპრულ ადგილებში მოგზაურობა, ხოლო ჩემთვის, ამ ყველაფრის კომბინაციას, ფიქრი წარმოადგენდა. ფიქრი, რაც ინსტიქტებზე მეტია, მეტია უნებლიე მოქმედებებზე და რაღათქმაუნდა შიშზე. Ძალიან ცივა, მინდა ჩემი მუზა მოვიდეს, მუზა, რომელიც ყველაფერია, მაგრამ არსებობს მხოლოდ ცხრა მუზა, რომლებიც ჩემსას ვერ შეედრებიან. Ისინი არ არიან ახლოს ჩემთან და ჩემ მუზასთან. Მუზა, რომელიც ყველაფერია, ღმერთიც, სერაფიტიც, კოსმიური ძალაც. Ღმერთი, რომელიც ჩემში არსებობს, ჩემი თავია. Სწორედ ეს ღმერთი განაგებს ყველაფერს თავის გარშემო, მისია ეს გალაქტიკაც და მისია ჩემი გონებაც. Სწორედ ეს ცნობიერება, ამოუცნობი ობიექტი იპყრობს მწვერვალებს და მათ შორის მიუღწეველ ქარიშხლის კონცხებს, Კოსმოსით სავსე ბურთს, რომელშიც გატეხილი შუშის ნაწილაკები ყრია. Აქცევს უსასრულობად, სადაც შენ სამყაროს შეუძლია იხილოს ყველაფერი და თუ ეს ყველაფერი ოდესღაც ამოიწურება შექმნას ახალი. Ბოლოს და ბოლოს ყველაფერი ჩემ სამყაროში ხომ ამ სამყაროსია, რომელსაც თავისი თითქოს და არაფერი აქვს, მაგრამ მისი ერთობლიობა სრულიად სხვა სამყაროს ქმნის, მართალია მისი დეტალები ამ სამყაროდანაა მიტაცებული, მაგრამ იქ ჩვენთან ყველაფერი სხვანაირად აწყვია, რადგან ის ჩვენი აწყობილია. Გარშემო სოციალური მატრიცაა, სადაც ვერაფერს ვიგებთ, თითქოს პროგრამაა, არასწორად შექმნილი პროგრამა, რომლის გამოსწორებასაც დღითიდღე ცდილობენ. Ამ უსასრულო კოდებით გაჟღენთილი პროგრამიდან უბრალოდ საჭიროა ყველამ აიღოს კოდი, რომელიც მოწონს ან უბრალოდ უნდა და თავის სამყაროში წაღოს. Ისინი ხედავენ კოდებს, მაგრამ მათთი ვერ თამაშობენ, ვერ აწყობენ მოდერნისტულ კონსტრუქციებს და ზოგჯერ ძლივს დაპროექტებული კონსტრუქციაც თავზე ენგრევათ. Მნიშვნელოვანია აირჩიო სწორი კოდი, რომ ერორმა არ დაიპყროს შენი ქვეცნობიერი. Საჭიროა დავხუროთ ეს ტური. Ცხოვრება კოდებით, პროგრამებით, მიკროსფერული ალტერნატივებით აწყობილი თამაშია. Ზოგს გონია, რომ პროგრამას ვერ შეცვლიან, რადგან ის უკვე ვიღაცის მიერაა დაწერილი. Ეს უმეტესად “ფიქრისა და გონივრული აზროვნების მოწინააღმდეგე” ორდენს განეკუთვნება, რომლებსაც აქ თქვენთან, დელუზიურ ადამიანებად მოიხსენიებენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.