ქაოსის კატები (თავი 2)
Ბეტონის ჯუნგლებს გადმოვყურებ, რომლებშიც სასტიკი ქვეწარმავლები, ცხოველები და მათ შორის გეტოს მაუგლები ცხოვრობენ. Შემეძლო უდარდელად გამეკიდებინა სიგარეტისთვის და მისი ნათება ჩემი ოთახის საახალწლო მოლივლივე ნათურებს შერწყმოდა, მაგრამ აქ სადაც მე ვარ ეს პატარა ლალისფერი სინათლე კატაკომბებში იმალება, იმალება ნაცნობებისგან, რომლებთაც არასდროს არაფერი ესმოდათ. Ლალისფერი ალი ამოღწევას ლამობს, რომ ჩემი ფილტვები ერთიანად შთანთქოს და სხეულს, სურვილის დაკმაყოფილების ორგაზმი განაცდევინოს. Სწორი სიტყვების მოსაძებნად საჭიროა აირჩიო ჰარმონიული სიმღერა, რომელიც თან გაგიყვანს აქედან და თან არ მოგაშორებს შენს აზრებს. ის სიმღერა, რომელიც შენ აზრებთან ერთად იმოგზაურებს შორეულ სამოთხეებში და ბოლომდე გამოგყვება. Უცნაურია, როდესაც იაზრებ, რომ მთელი ცხოვრება რაღაცეები სხვანაირად ხდებოდა, რაღაცეები სხვაგვარად არსებობდნენ ხალხის რეალობაში, იმ ერთობლივ სიმულაციაში, სადაც საბოლოოდ ყველა ჩვენგანის გზა სხვებთან იკვეთება, იმ რეალობაში, სადაც ყველაფერი ერთად ყრია. Შეგრძნება, როდესაც იგებ, რომ სამყარო თურმე არც ისეთი ცუდია, როგორიც გეგონა, საკმაოდ იშვიათია. ეს შეგრძნება ჩემმა ახალი ცხოვრების პირველმა დღემ დამანახა. Ქუჩებში ერთი პლანეტიდან მეორეზე მოსახვედრად მამაჩემის მანქანა გამომადგა. Პლანეტებს შორისი გზა საკმაოდ გაწელილი აღმოჩნდა, რამაც ჩემზეც გავლენა მოახდინა. Გავიდა დღეები, წლები, საუკუნეები, თვალწინ გამიელვა ყველა მოგონებამ, რომელსაც ჩემ პლანეტას ვუანდერძებდი. ქუჩებში, სადაც ყველაფერზე ფიქრია შესაძლებელი და შენი გონება არ იზღუდება, როდესაც შენობებს ხედავს და მასში არსებულ გამოჭრილ ოთხკუთხედ ფანჯრებს, რომლის შიგნითაც სხვისი სამყაროები იმალებიან. Მაგრამ მე არ შემეძლო ამაზე ფიქრი, მხოლოდ ვუყურებდი თბილისის საბჭოთა დროინდელ არქიტექტურას, ხეებს, რომლებსაც მუდმივად უნდა ეცხოვრათ ჩვენთან, ხალხს, მზის ოქროსფერ ბრჭყვიალა დისკოს, მანქანებს, და არ ვიაზრებდი მათში არსებულ იმ სამყაროს, რომელზედაც ლაპარაკი არასდროს მომბეზრდებოდა. Ვიყურებოდი ისე, როგორც ამას საკრამენტული ხედვის ადამიანები აკეთებენ, ვერ ვამჩნევდი ვერაფერში და ვერავისში აზრს. Მზერა ერთი ობიექტიდან მეორეზე იმდენად სწრაფად გადადიოდა, ისღა დამრჩენოდა მოელვარე თვალებით აღტაცებულს დამეტოვებინა ჩემი სხეული და გონება. Ჰორიზონტს იქით მიმავალი მზე, აფერადებდა განაცისფრებულ და დამწუხრებულ შენობებს. Იმედის სხივები ჩემ ახლად გამოღვიძებულ ჭორფლიან სახეს ნაზად ეხებოდა. Დღის დასაწყისი ახალ დილასთან და შეცვლილ სამყაროსთან ერთად დიდებული რამ გახლდათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.