შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

....✧


23-03-2022, 11:01
ავტორი Chocolate from White Hell
ნანახია 4 636

დამეწვევი? ფინჯანი ყავა დავლიოთ.
ახლახანს დაფქვეს ქუჩის ბოლოს-მაღაზიაში.
ერთი გოგონა მუშაობს, სახელად კეტლინი, ან კეტრინი..არ მახსოვს, სიმართლე რომ გითხრა.
ყავა ძალიან უყვარს. საიდან ვიცი?
ეტყობა. ყველა ქმედებაში..თავისი პატარა და ფაქიზი ხელებით, საოცარი სინაზით იღებს ყავას, ყრის საფქვავ მანქანაში და ხელის მარტივი მოძრაობით, უგემრიელეს ყავას ამზადებს.
მისთვის ყოველდღიური რუტინაა ყავის მომზადება, ხოლო ჩემთვის, ერთი დიდი ნეტარებაა ყოველივეზე თვალის დევნება.

***
ერთხელ, როდესაც გვიან ღამით, წვიმიან ქუჩას მივუყვებოდი, მაშინ შევნიშნე ფანჯრის მეორე მხარეს გოგონა...გოგონა, რომელმაც ყავის დაფქვა-ერთი ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული საქმიანობა, ხელოვნებად აქცია თავისი უდიდესი სიყვარულით. წარმოგიდგენია? მას როგორი დიდი და თბილი გული აქვს?! მეც არ ვიცი, თუ რატომ წარმომიდგენია ასე, მაგრამ...
ნაბიჯები ვეღარ გადავდგი და ატირებულ ზეცას, ნება მივეცი ჩემს მხრებზე დაესვენა. ვიდექი ლამპიონის უკან და წვიმად დაღვრილ ცრემლებს ვუყურებდი...რთული გასარჩევი იყო გოგონა, მაგრამ ჯიუტად არ ვაცილებდი თვალს.
ალბათ...
ალბათ გეძებდი, მაგრამ არა.
"კი, როგორ არა."-გამომეპასუხა ეგო, რომელიც საუკუნო ძილბურანში იყო გახვეული.
"რას გამომეცხადე?"-ვკითხე.
"გჭირდები, რადგან კვდები. ნუთუ ვერ ხედავ?!"-ცალყბად გამიღიმა.
"მოვკვდები და ამით რა? ახალი სიცოცხლე დაიბადება."
"სიკვდილის გარეშე, არ დაიბადება, გგონია?!
"არაფერი აღარ მგონია. უკვე საკმაოდ დავრწმუნდი."
"დარწმუნდი? სულელი ხარ, ჯონ. უგონოდ შეყვარებული, ეგოისტი და სულელი ადამიანი, რომელიც იყინება და როცა ეგ დრო დადგება, დაგტოვებ. დაგტოვებ და ზემოდან გადმოგხედავ. შენს გვერდით, წამით არ გავჩერდები!"-ეს მითხრა და გაჩუმდა. წვიმის ხმაურმა, ისევ გადაფარა გონება. მე თვალები დავხუჭე და ჩვენი დიალოგი, ათასჯერ დავატრიალე გონებაში. ბოლოს მემჟავა და გულის რევის შეგრძნება გამიჩნდა.

საბოლოო ძალა მოვიკრიბე და მაღაზიისკენ გავემართე. ნელი და მშვიდი ნაბიჯებით ვკვეთდი ქუჩას.
აი, ისიც..შევაღე თუ არა კარები, სასიამოვნო სურნელი, დემონივით შემომეჭრა ნესტოებში და გაყინულ გულში, სითბო სითხესავით ჩაიღვარა. ვიგრძენი, როგორ გაიშალა და ჰაერივით მოედო ორგანიზმს. გულმა გამალებით დაიწყო მუშაობა. თითქოს, ადრენალინის დიდი დოზა შემიყვანეს ვენებში და ძალით ააძგერეს გაყინული სხეული, რომელსაც სიცოცხლის ნიშანი დაჰკარგოდა.
-დალევთ რამეს?-მომესმა წკრიალა ხმა, როდესაც ფანჯარასთან ადგილი დავიკავე.
-დიახ. ფინჯანი ყავა და ალუბლის ნამცხვარი, თუ შეიძლება.-და გავუღიმე. დაიბნა. შევატყვე, რომ დაიბნა. მე დავაბნიე? განა სხვა ვინ იყო კიდევ?!
-კარგი, ახლავე მოგიტანთ.
ველოდებოდი..მოთმინებით ველოდი და ვუყურებდი, თუ როგორ ფუსფუსებდა. ფარფატა და ძალიან ნაზი იყო. ისეთი, ჯერ რომ არ მენახა არასდროს.
ჰო, თუმცა კი...
მინახავს...
ერთხელ.

-ინებეთ, თქვენი ყავა.
-დიდი მადლობა.
-გემრიელად მიირთვით.-მითხრა და დამტოვა. დამტოვა ისევ მარტო-საკუთარ თავთან და ისევ ეული-საკუთარი თავის წინაშე.

აი, სწორედ მაშინ ვიყავი ყველაზე დაუცველი, როდესაც საკუთარ თავთან მარტო ყოფნის და საუბრის დრო მქონდა, რაც ამ ბოლო დროს, ხშირი იყო.

ყავა, მომენტალურად შემომეჭრა ვენებში...ალუბალი...დიდებული, გასაოცარი.
ერთი ლუკმა, ძალიან ნელა წავიღე პირისკენ და დავაგემოვნე. ყავის სიტკბომ და ალუბლის სიმჟავემ, საოცარი ჰარმონია შექმნეს..
სამყაროში, ამაზე დიდი სიამოვნება, განა რამე არსებობს?!

ან იქნებ...
იცი, წლების წინ რომ ეკითხათ, ალბათ ვიტყოდი, რომ სამყაროში-ყველაზე დიდი ნეტარება, ოხშივარიანი ყავა და ალუბლის უდიდესი ნაჭერია, მაგრამ ახლა...
ახლა, მხოლოდ შენი მშვიდი და მონოტონური სუნთქვაც კი მირჩევნია მთელი სამყაროს სიტკბოს და სითბოს...

***
ახლოს მოდი...რაღაცას გაგიმხელ. ხომ გინდა?!
ვიცი, გინდა...
ახლა, ჩემი რომელიმე ძარღვი რომ დასერო და შეხედო, აუცილებლად დაინახავ სისხლის შადრევანს, საიდანაც წითლად იღვრება სიყვარული...
ასე უეცრად და დაუკითხავად მოდის ხოლმე სიყვარული?
ღმერთო, განა რას გეკითხები ისეთს, პასუხი რომ ვერასოდეს გამეცი?! ნუთუ ასეთი რთულია?
"სიყვარული, ისედაც რთული და ამოუცნობი ფენომენია. ზოგისთვის, გაელვებას ჰგავს, ზოგისთვის კიდევ ზღაპარს...ლამაზ ზღაპარს, კარგი დასასრულით, თუმცა სიყვარული იმდენი არსებობს, რამდენი ადამიანიც არის.."-იყო პასუხი...მარტივი, აზრიანი და გაბნეული...

ჰო, ალბათ ყოველთვის მარტივად იბადება სიყვარული, მაგრამ ასევე მარტივად, როდი მიდის..

ბედნიერებაა იმის გაცნობიერება, როდესაც ხვდები რომ ნიჭი გაქვს...რა ნიჭი?!
სიყვარულის ნიჭი...
ყველას არ შეუძლია წრფელი და უმანკო გრძნობით სიყვარული.

იცი, მე ქურდი ვარ...შენი გრძნობების ქურდი. მოვიპარე, გადავმალე და სამუდამო სამყოფელი მივუჩინე ერთ ადგილას...ადგილას, რომელსაც გული უწოდეს.

***
ახლა კი...ახლა წავალ.
ყავა გაცივდა...
გამეღიმა. იმდენად გავერთე ფიქრებში და იმდენი ვიმოგზაურე, სრულიად დამავიწყდა ყველაფერი.

წვიამიან ქუჩას, ისევ მარტო გავუყვები და ვიფიქრებ...ისევ ვიფიქრებ შენზე...ჩემზე...ჩვენზე. ვინმე დამიშლის?!
არა.
ფიქრი ჩემია და იმდენჯერ ვიფიქრებ შენზე, რამდენჯერაც გამახსენდები...
დროებით...არ მიყვარს სიტყვა "მშვიდობით", რადგან ისევ მოვალ და ისევ მოგიყვები ზღაპარს...ზღაპარს, სადაც მე და შენ, სამუდამოდ ერთად ვიქნებით...




................................................
გამარჯობებიიი...:დდდ როგორ გიკითხოთ??:დდდ
ნუ, როგორც ყოველთვის, ახლაც იმედი მაქვს რომ კარგად, თბილად და შეძლებისდაგვარად მყუდროდ ხართ. მიუხედავად იმისა, რომ მარტმა უსასრულო თოვლის და სითეთრე მოგვიტანა, მალე დადგება თბილი, ყვითელი და იასამნისფერი ამინდები...)))

მოკლედ, ეს ჩანახატი, რატომღაც წაიშალა და გადავწყვიტე, ისევ დამედო....მიყვარს და მინდა რომ აქ იყოს..)))
განსაკუთრებულად თბილად და ტკბილად მეჩვენება და იმედია, ისევ არ ამიორთქლდება.

შეიძლება, წაიკითხეთ კიდეც...ნუ, ვიღაცებმა, მაგრამ მგონი არა უშავს, მეორედ თუ შეავლებთ თვალიკოებს...( ◜‿◝ )
ისევ გელით...:დდ

პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...))



№1 სტუმარი სტუმარი Life is beautiful

ვაიმე ჩემო შოკოლადო.
რამ მოხდა რომ იცოდე :დ დდ
დაგინახე და აჰა წავიკითხავთქო, თურმე ვაი შენს ქრისტინეს შემშლია და სხვას დავუწერე კომენტარი. :დდდდდ
ლამის გული გამისკდა, მეთქი შოკოლადო რა მოგივიდა.. :დდ
კარგი აბა წავიკითხავ. :დ

 


№2  offline წევრი Chocolate from White Hell

სტუმარი Life is beautiful
ვაიმე ჩემო შოკოლადო.
რამ მოხდა რომ იცოდე :დ დდ
დაგინახე და აჰა წავიკითხავთქო, თურმე ვაი შენს ქრისტინეს შემშლია და სხვას დავუწერე კომენტარი. :დდდდდ
ლამის გული გამისკდა, მეთქი შოკოლადო რა მოგივიდა.. :დდ
კარგი აბა წავიკითხავ. :დ

:დდდდ ვაი, ქიტო....ვნახე შენი კომენტარი:დდდ
უსაყვარლესი ხარ⊂(◉‿◉)つ
ნუ, ახალი არაა...მქონდა მანამდეც დადებული, თუმცა წაიშალა და ისევ დავდე:დდდდ ახალიც მაქვს, რომ იცოდე:დდ

 


№3 სტუმარი სტუმარი Life is beautiful

ეს ჩანახატი, ძალიან...
მეტი რამე დავამატო?
მაშინ ვილაპარაკებდი, სიმართლე გითხრა არც მახსოვს რა გითხარი, მაგრამ ახლა რომ ვკითხულიბდი ისეთი ნოსტალგია მქონდა, თითქოს შუა ღამეს ნიუ-იორკის განათებულ ქუჩებში ყავით კი არა, არყის ბოთლით მივპორწიალობდი და ახალგაზრდობას ვიხსენებდი. :დ (გეგონება 70წლის ვიყო. :დ)error

საოცრად კეთილი მარტოხელა ადამიანის სურათია დახატული.

 


№4 სტუმარი სტუმარი Life is beautiful

ახალს ველოდები აბამ?
ცხელია, თუ გრილი?
ამ ბოლო დროს ტემპერამენტი ამიმაღლდა :დდდ (ნარცისი მე)
ხოდა ცხელცხელი მინდა რამე...
ან როგორიცაა მივიღებ, დავახარისხებ და დავტკბები. (ლურჯი შოკოლადივით. :დ)

 


№5  offline წევრი Chocolate from White Hell

სტუმარი Life is beautiful
ეს ჩანახატი, ძალიან...
მეტი რამე დავამატო?
მაშინ ვილაპარაკებდი, სიმართლე გითხრა არც მახსოვს რა გითხარი, მაგრამ ახლა რომ ვკითხულიბდი ისეთი ნოსტალგია მქონდა, თითქოს შუა ღამეს ნიუ-იორკის განათებულ ქუჩებში ყავით კი არა, არყის ბოთლით მივპორწიალობდი და ახალგაზრდობას ვიხსენებდი. :დ (გეგონება 70წლის ვიყო. :დ)error

საოცრად კეთილი მარტოხელა ადამიანის სურათია დახატული.

ზუსტად....აი, არაყს რომ მოუხდება და ღამე პორწიალს, ზუსტად ეგეთი vibe-ები აქვს...:დდდ
მეც მომწონს....ზუსტად იმ მარტოხელობის გამო, რაც თან სდევს...

სტუმარი Life is beautiful
ახალს ველოდები აბამ?
ცხელია, თუ გრილი?
ამ ბოლო დროს ტემპერამენტი ამიმაღლდა :დდდ (ნარცისი მე)
ხოდა ცხელცხელი მინდა რამე...
ან როგორიცაა მივიღებ, დავახარისხებ და დავტკბები. (ლურჯი შოკოლადივით. :დ)

თბილი უფრო...თან ისეთი, მე როგორიც მჩვევია...ჯვარახჭინობები, თუმცა ემზადება კიდევ ერთი ჩანახატი, დღის სინათლისთვის...
ცივი გამოდის...ისეთი, ზამთრის სუსხი რომ გასდევს ფონად...)))
რომ დატკბები, ეჭვიც არ მეპარება:დდდდ(თვითშეფასება ამიმაღლდა, მგონი...:დდ)
ცოტა ხანი...სულ ცოტა ხანი და იხილავ ახალ განთიადს....)))

 


№6  offline წევრი Niako261995

სათაურის გარეშე დაწერილს შლინ.ნიშნები არ ითვლება..დააწერეთ და ისე დადეფ თორწმ წაგეშლებათ

 


№7  offline წევრი Chocolate from White Hell

Niako261995
სათაურის გარეშე დაწერილს შლინ.ნიშნები არ ითვლება..დააწერეთ და ისე დადეფ თორწმ წაგეშლებათ

მიდევს რამდენიმე ეგეთი, თუმცა არ წაშლილა...

 


№8  offline წევრი Life is beautiful

Chocolate from White Hell
Niako261995
სათაურის გარეშე დაწერილს შლინ.ნიშნები არ ითვლება..დააწერეთ და ისე დადეფ თორწმ წაგეშლებათ

მიდევს რამდენიმე ეგეთი, თუმცა არ წაშლილა...


აჰ , დაო ნუ აქეზებ ხალხს, არ წაგიშალონ ისინიც. : დდ

 


№9  offline წევრი Chocolate from White Hell

Life is beautiful
Chocolate from White Hell
Niako261995
სათაურის გარეშე დაწერილს შლინ.ნიშნები არ ითვლება..დააწერეთ და ისე დადეფ თორწმ წაგეშლებათ

მიდევს რამდენიმე ეგეთი, თუმცა არ წაშლილა...


აჰ , დაო ნუ აქეზებ ხალხს, არ წაგიშალონ ისინიც. : დდ

უი, არა:დდდ რა წაქეზება...უბრალოდ ვთქვი:დდდ

 


№10  offline წევრი Niako261995

Chocolate from White Hell
Life is beautiful
Chocolate from White Hell
Niako261995
სათაურის გარეშე დაწერილს შლინ.ნიშნები არ ითვლება..დააწერეთ და ისე დადეფ თორწმ წაგეშლებათ

მიდევს რამდენიმე ეგეთი, თუმცა არ წაშლილა...


აჰ , დაო ნუ აქეზებ ხალხს, არ წაგიშალონ ისინიც. : დდ

უი, არა:დდდ რა წაქეზება...უბრალოდ ვთქვი:დდდ

კარგია თუარ წაუშლიათ..მე მედო ეგრე და უნდა წავშალოთო :დ

 


№11  offline წევრი Chocolate from White Hell

Niako261995
Chocolate from White Hell
Life is beautiful
Chocolate from White Hell
Niako261995
სათაურის გარეშე დაწერილს შლინ.ნიშნები არ ითვლება..დააწერეთ და ისე დადეფ თორწმ წაგეშლებათ

მიდევს რამდენიმე ეგეთი, თუმცა არ წაშლილა...


აჰ , დაო ნუ აქეზებ ხალხს, არ წაგიშალონ ისინიც. : დდ

უი, არა:დდდ რა წაქეზება...უბრალოდ ვთქვი:დდდ

კარგია თუარ წაუშლიათ..მე მედო ეგრე და უნდა წავშალოთო :დ

უი...მაშინ აღარ დავაწერ ასეთებს:დდდ მადლობა♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent