შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედთან შეხვედრა (თავი 2)


13-04-2022, 03:58
ავტორი LilianaMooS
ნანახია 8 949

ახალგაზრდა კაცი შემობრუნებისთანავე გაშეშდა, თითქოს ცივი წყალი გადაასხესო. კატიას გზა არ შეუწყვეტია,თუმცა აშკარად იგრძნო მის სხეულს, რომ რაღაც უსიამოვნო გრძნობამ დაუარა. შეიძლება ოზანზე გაბრაზებული იყო, მაგრამ გულისსიღრმეში მაინც სჯეროდა მისი შვილების მამაც ისე იტანჯებოდა, როგორც ის, ამ მომენტმა კი ყველაფერს თავის სახელი დაარქვა მანამ სანამ კატია და ბავშვები შიმშილით იტანჯებოდნენ ოზანი... ქალმა საკუთარ თავს ფიქრის შეწყვეტა უბრძანა და ისე ჩაჯდა მანქანაში უკან არც მოუხედავს.
- საყვარელო რატომ გაშეშდი? გაკვირვებით იკითხა ახალგაზრდა ქალმა.
- არა, არაფრია უბრალოდ მგონი მამაშენს სტუმრები ყავდა და მათ ვუყურებდი. ამბობდა ოზანი, მაგრამ ვერაფრით ხვდებოდა კატიას და მის სიმამრს რა საერთო უნდა ჰქონოდათ.
ლილიანს და ოზანს სახლში მშობლები შეეგებნენ, თუმცა ყველაზე დიდი ემოციები შვილიშვილის დანახვამ გამოიწვია.
- ლუკ, როცა აქ მოდიხარ სულ ამბობ, რომ წასვლა გინდა რადგან მეგობრები არ გყავს, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვლება. თქვა შუახნის მამაკაცმა და შვილიშვილს თავზე ხელი გადაუსვა.
- ეს როგორ? იკითხა ლილიანმა.
- ტობიასი დაბრუნდა. ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ანდრესმა.
- რას ამბობ მამა? ახლა სად არის? ქალს თვალები ცრემლებით გაევსო.
- საავადმყოფოში, ავარიაში მოყვა, თუმცა კარგად არის.
- თურმე ოჯახი და შვილები ჰყავს.
- ჩემს ძმას შვილები ჰყავს? გახარებულმა იკითხა ლილიანმა.
- თანაც სამი ანა, აქსელი და აბელი. ოზანი ამ სახელებზე ერთიანად წამოწითლდა წამიერად სუნთქვაც შეეკრა, თითქოს გულში რაღაც ჩაარტყეს. მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ მის შვილებზე ლაპარაკობდნენ.
- ახლა არ მითხრა გარეთ, რომ ქალი და გოგო დავინახეთ ტობიასის ცოლ-შვილიაო.
- ასეა კატია მისი ცოლი კარგი გოგოა.
ოზანმა აზრები დააწყო და გაიაზრა, რომ კატია ახლა ვიღაც ტობიასის ცოლია, რომელსაც ლილიანი ძმას ეძახის.
- ოჰ, საყვარელო შენ ალბათ ვერაფერი გაიგე. თქვა ლილიანმა და ოზანს ყველაფერი მოუყვა ტობიასის შესახებ.

კატია მანქანაში ზის და ხელებს ისტერიულად ისრესს ცდილობს დანახულიდან აზრი გამოიტანოს თან არ უნდა ბავშვებმა რამე შეატყონ.
- ის კაცი მამაჩემია არაა? პატარების ხმაურში ანას ხმა გაისმა.
- ვერ ვხვდები რაზე ლაპარაკობ.
- ის კაცი იმ ეზოში, რომ ვნახეთ მამაჩემია!
- შენ მხოლოდ ერთი მამა გყავს და ახლა ის საავადმყოფოში გველოდება.
- ამას არ ვამბობ, თურმე ბედნიერად ცხოვრობდა მთელი ეს დრო... მეზიზღება .
- ანა. გაისმა დედის მკაცრი ტონი. კატიამ აბელს შეხედა და გული უცნაურად აუფრიალდა თუ ტობი ოზანზე გაიგებს მათ შორის დაპირისპირება გარდაუვალია და შეიძლება აბელი წაართვას. ამის გაფიქრებაზე ქალს გააკანკალა და სამივე შვილი ჩაიხუტა.

საავადმყოფოს ეზოში მისულებს ტობის სასტუმროს და მანქანის საქმეც უკვე მოგვარებული ჰქონდა.
- ხვალ ამდრესმა თავისთან დაგვპატიჟა. თქვა ტობიმ.
- იქნებ არ წავიდეთ მამა. გამოეხმაურა ანა.
- რატომ ვინმემ რამე ხომ არ გაწყენინა მაშინვე წამოენთო.
- არა, უბრალოდ ბავშვები უცხო გარემოში თავს კარგად არ გრძნობენ. საუბარში კატიაც ჩაერია.
- კატია აქ ამისთვის ჩამოვედით.
- კარგი. წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა. ანამ თვალები გადაატრიალა და მანქანაში უსიტყვოდ ჩაჯდა.
- ამჯერად რა არ მოგეწონა? მიაძახა მამამ.
- ტობი, ხომ იცნობ...

უკვე შუაღამე იქნებოდა გათენებასაც მალე დაიწყებდა, მაგრამ ოზანი ძილს ვერ ახერხებდა წინ ერთი სურათი ედგა კატია და ანა, ბავშვი რომელიც წლების წინ დატოვა ახლა უკვე დიდი და ლამაზი გოგო იყო. კაცმა თვალები დახუჭა და მაგრად დააჭირა ერთმენეთს ანა, რომ უკეთ გაეხსენებინა გონება დაძაბა. სიმაღლით, მწვანე თვალებით, ტუჩებითა და სახის ოვალით აშკარად მას გავდა ამის გააზრებისას ოზანს გაეღიმა. ფიქრებმა აქსელიც მალევე მოაფრინა მის გონებაში მისი მეორე შვილი არასდროს უნახავს "ნეტავ, როგორია?" გაიფიქრა გონებაში. ოზანისთვის ანა და აქსელი გასაგები იყო, მაგრამ აბელი? მალევე დააწყო აზრები თუ კატია იმ ვიღაც ტობიასს გაყვა ესეიგი აბელი მათი საერთო შვილია. ოზანს ამაზე გააჟრჟოლა და ბავშვის მიმართ, რომელიც ნანახიც კი არ ყავდა უცნაური არასასიამოვნო გრძნობა გაუჩნდა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ტობეასის და კატიას შვილი იყო.

- რაიმე გაწყენინე? გამაყრუებელი სიჩუმე ტობიასმა დაარღვია და ანას გვერდით მიუჯდა, რომელიც აივანზე მარტო იჯდა და ქალაქის ხედით ტკბებოდა.
- არა. მოიტყუა გოგონამ.
- მატყუებ მაშინ როცა გაბრაზებული ხარ მარტო ჯდები და არავის ელაპარაკები ეს კარგად ვიცი.
- ასე კარგად მიცნობ?
- მე მამაშენი ვარ და რა თქმა უნდა გიცნობ, მაგრამ თითქოს შენამდე გზა დავკარგე.
- ამას რატომ ამბობ?
- საერთოდ აღარ მელაპარაკები ან თუ მელაპარაკები ძირითადად ვკამათობთ თავიდან შენს ასაკს დავაბრალე, მაგრამ ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება.
- ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი ძმები მეტად გიყვარს.
- სამივე ერთნაირად მიყვარხართ იმიტომ, რომ სამივე ჩემი შვილები ხართ.
- მათ გაუმართლათ არაფერი იციან ის ტკივილი არასდროს გამოუცდიათ რაც მე. შენც იცი, რომ ამ სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარხარ ღამე როცა სახლში არ მოდიხარ და ძილის წინ არ მკოცნი შენს სურათთან ერთად ჩახუტებულს მძინავს, მაგრამ ზოგჯერ მასზე მაინც ვფიქრობ, ზოგჯერ ძალიან მომენატრება ზოგჯერ კი სამყაროში ყველაზე მეტად მძულს.
- ეს ჩვეულებრივი ამბავია შენც იცი მეც მიმატოვა მამამ და მეც ხშირად ვფიქრობდი მასზე ზუსტად ისე, როგორც შენ, თუმცა შენ გაგიმართლა დედა და ძმები გყავს ასევე მე, რომლებსაც ძალიან გვიყვარხარ და ამ ბრძოლაში მარტო არ ხარ. მხოლოდ ამას გეტყვი უბრალოდ უნდა აპატიო და გაუშვა შენი გონებიდან.
- თუ ერთ დღესაც შვენს ცხოვრებაში ისევ გამოჩნდება?
- ოოო, მაგას არ ვურჩევ იმიტომ, რომ ყველა ნეკნს დავუმტვრევ. ამის თქმაზე ორივემ გულიანად გადაიხარხარეს ანამ ტობის მკერდზე თავი მიადო და თვალები დახუჭა - დღეს ჩემთან დაიძინებ? იკითხა გოგონამ.
- რა თქმა უნდა. უპასუხა ტობიმ და თავზე აკოცა.
- მაშინ ხელში ამიყვანე და ისე მიმიყვანე ლოგინამდე. სიცილით თქვა ტობიმ.
- ამას, როდის უნდა გადაეჩვიო უკვე მძიმე ხარ. მამასთან ლაპარაკის შემდეგ ანას თითქოს გადაავიწყდა ნანახი.

ორივე ოჯახში დილიდანვე დიდი მზადება იყო კატია ტანსაცმელს არჩევდა თავისთვის და ბავშვებისთვის ტობი და ანა საუზმეს ამზადებდნენ.
- დღეს განსაკუთრებული ვახშამი უნდა გვქონდეს. უბრძანა ანდრესმა მოსამსახურე პერსონალს.
- რა მოხდა მამა ძალიან აღელვებული ხარ. კითზა სიმამრს ოზანმა.
- ტობიასი და მისი ოჯახი მოდის დღეს მინდა განსაკუთრებული საღამო იყოს. ოზანი ამის გაგონებაზე წამოწითლდა და უკვე ნაცნობი გრძნობა ეწვია თითქოს სუნთქვა შეეკრა. აღელვდა თან გაუხარდა და თან შეეშინდა.

საღამოს 8-ზე მანქანა ისევ თეთრ სახლთან გაჩერდა კატია შეცბა იცოდა შიგნით ვინც ელოდა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. დიდ ხის კარებზე ზარის ხმა გაისმა და ყველა ფეხზე წამოიშალა მისაღებ ოთახში მაღალი, სიმპათიური, გარუჯული ახალგაზრდა კაცი შემოვიდა კედებით, მოკლე კოჭებამდე შარვალში გამოწყობილი. ოზანის მოლოდინები არ გამართლდა ტობიასი ასეთი ახალგაზრდა და მომხიბვლელი არ წარმოედგინა. ლილიანი პირველი მივარდა ძმას და მიეკრო. რამოდენიმე წამში ოთახში კატია და ბავშვები შემოვიდნენ. ოზანი, რამოდენიმე წამით კატიას მიაშტერდა როგორ გაზრდილა და დაქალებულაო გაიფიქრა გონებაში.
- ტობიას ულუ.
- ოზან ბალალი. კაცებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
- ეს ჩემი მეუღლე კატია ულუა. კატიამ ფიზიკურ კონტაქტს თავი აარიდა და მხოლოდ თავი დაუკრა.
- ესენი ალბათ შვილები. ოზანმა ეს სპეციალურად იკითხა, რადგან ვერ არჩევდა აქსელი, რომელი იყო ბავშვები თითქმის ერთი სიმაღლის იყვნენ.
- დიახ, ეს ანაა ჩემი უფროსი ქალიშვილი. ოზანმა გაიღიმა გუშინ გაფიქრებული გამართლდა ანა მართლაც ძალიან გავდა მას. - ესენი კი აქსელი და აბელი ნამდვილი ბანდიტები არიან შენც გეცოდინება ბიჭის მამა ხარ. ოზანს ყურები დაეხშო გაიგო აქსელი, რომელიც იყო მისი სისხლი და ხორცი მისი შვილი, რომელსაც სახელი თავად შეურჩია. უნდოდა ეყვირა და იქაურობა დაენგრია ყველასთვის სათითაოდ ეთქვა ანაც და აქსელიც ჩემი შვილები არიანო, მაგრამ უბრალოდ გაჩუმდა.
ყველანი დივანზე ისხდნენ და სხვა და სხვა თემებზე ლაპარაკობდნენ მოულოდნელად ანდრესი წამოდგა და ტობი სამუშაო ოთახში გაიწვია. კატია ოზანის მწველ მზერას გრძნობდა ამ ოთახში სუნთქვაც კი შეუძლებელი იყო ამიტომ ქალმა საპირფარეშოში გასვლა მოიმიზეზა ოზანიც, რამოდენიმე წამში წამოდგა. ანამ მზერა გააყოლა კაცს მიხვდა რის გაკეთებასაც აპირებდა.
- კატია, უნდა ვილაპარაკოთ. უთხრა ოზანმა კატიას, რომელსაც კიბეებზე შეეჩეხა.
- გამატარე.
- გთხოვ უნდა ვილაპარაკოთ. თქვა და ასიას ოთახში შესვლა აიძულა.
- თქვი რა გინდა?
- არაფერი უბრალოდ მაინტერესებდა, როგორ ხართ? კატიას გაეცინა.
- ამას სერიოზულად მეკითხები?
- არ გინდა ისინი ჩემი შვილებიც არიან. ოზანს თვალები ცრემლებით გაევსო.
- არაა, არ არიან და შენც კარგად იცი.
- შენი წყალობით მამას სხვას ეძახიან რატომ გააკეთე ეს? ჩემს შვილებს ჩემი თავი რატომ დაავიწყე?
- იმიტომ, რომ ისინი მიატოვე. სამშობიაროში დაგვტოვე აქსელი არც გინახავს ისე წახვედი.
- თუმცა დრო არც შენ დაგიკარგავს გათხოვდი საერთო შვილიც გყავთ.
- დიახ, ასეა და ამ წესრიგს არავის და არაფრის გამო არ დავარღვევ. ნუ გეშინია ხელს არ შეგიშლით აქედან მალე წავალთ.
- მისაღებ ოთახში ჩასულებს დიდ მუხის მაგიდასთან შემომსხდრები დახვდათ ყველა.
- კატია. თქვა ტობიმ. ქალმა უხერხულობა იგრძნო არ უნდოდა უცხო ხალხთან საუბარი.
- მე ვეტყვი. თქვა ანდრესმა.
- შვილო ტობიას შევთავაზე მინდა ეს ზაფხული ჩვენთან გაატაროთ.
- მგონი საჭირო არ არის. მორიდებულად თქვა კატიამ.
- გთხოვ დედა ახმაურდნენ აქსელი და აბელი.
- დარჩენა არ მინდა აქ არ მომწონს. წამოიძახა ანამ და მაშინვე უხერხულობამ დაისადგურა. ანა თან ოზანს უყურებდა.
- ანა. გაისმა ტობის ხმა თვალებით ანიშნებდა ენას კბილი დააჭირეო. კატია უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა.
- რამოდენიმე კვირა შეიძლება. თქვა ქალმა.
- ყოჩაღ დედა. თქვა ანამ და გაბრაზებული სკამს მიეყრდნო. ოზანმა ჭურჭელი ალკოჰოლური სასმლით შეავსო.
- გპირდებით, რომ ეს ზაფხული დაუვიწყარი იქნება. თქვა და მაღლა ასწია ხელი, რომელშიც ალკოჰოლი ეჭირა.

რას ფიქრობთ პერსონაჟებზე? გავაგრძელო?



№1  offline წევრი Soraya

თქვენს პირველ ისტორიას ჰგავს, მეტიც ერთიდაიგივე პერსონაჟებია, ოდნავ შეცვლილი სცენარი.
მართლაც რომ კარგი ისტორიაა იმედი მაქვს გააგრძელებთ.
წარმატებები!

 


№2  offline წევრი LilianaMooS

დიახ, იგივე ისტორიაა ♥️ ზოგ პერსონაჟს სახელი შევუცვალე და ცოტა სცენარის ცვლილებაც არის ♥️ მადლობ, რომ კითხულობთ ????????‍♀️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent