შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედთან შეხვედრა (თავი 1)


11-04-2022, 03:28
ავტორი LilianaMooS
ნანახია 1 327

მე, კატია ვარ 33 წლის. ანას, აქსელის და აბელის დედა. 16 წლის ასაკში გავთხოვდი 17 წლისას კი უკვე ანა მყავდა, ცოლად ისეთ ბიჭს გავყევი, რომელიც ჩემს მშობლებს დიდად არ მოსწონდათ ამიტომაც, მათგან სამუდამო გულისწყრომა მივიღე. 22 წლის ვიყავი როცა აქსელი დაიბადა არასდროს დამავიწყდება 23 მაისი დღე როცა ქმარმა მიმატოვა ისე, რომ საავადმყოფოშიც კი არ მოსულა საკუთარი შვილის სანახავად. მხოლოდ ფურცლის ნაგლეჯი გამოატანა ექთანს სადაც გაჭირვებას და პასუხისმგებლობებს გაურბოდა. ამის შემდეგ იყო ძალიან დიდი გაჭირვება ზოგჯერ პურიც კი არ გვქონდა მე და ბავშვებს, ყველაფერს ვყიდდი რაც შესაძლებელი იყო, რომ წყალში ჩამბალი პური მაინც გვეჭამა. ოზანის ანუ ჩემი ქმრის ყველანაირი ნივთი თუ მოგონება გავაქრე სახლიდან მხოლოდ ანა ინახავს სურათის ნაგლეჯს სადაც მამამისი ჩანს მისთვის რთული გადასატანი იყო მამისგან მიტოვება, რადგან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. ანა, დაძინების წინ ყოველთვის მეკითხებოდა "მამა, ხვალ მოვა?" მაგრამ პასუხი მეც და მანაც კარგად ვიცოდით. ასე გაიარა სამმა წელმა.

7 წლის წინ ზაფხულის ერთ დილას უცხო ნომერი დამიკავშირდა და ანას ავარიის შესახებ მამცნო, გზაზე გადასვლისას თურმე მანქანა დაეჯახა, საავადმყოფოში მისულს პალატასთან ახალგაზრდა, სიმპათიური 26 წლამდე მამაკაცი დამხვდა აშკარად ძალიან იყო შეწუხებული. -მე, ანას დედა ვარ.
- ტობი. მითხრა მამაკაცმა და ხელი ჩამომართვა.
- რა მოხდა? ხომ კარგადაა?
- დიახ, კარგად არის. არ ვიცი მოულოდნელად გზაზე გამოჩნდა და ...
ასე შევხვდით მე და ტობი, თუმცა უფრო სწორი იქნება ასე შეხვდნენ ტობი და ანა, ამ დღის შემდეგ არცერთი დღე ტობის გარეშე არ გაუტარებიათ ჩემს შვილებს მან აიღო ყველანაირი პასუხისმგებლობა ბავშვებზე. ეს იქნებოდა მატერიალური თუ მორალური დახმარება ანამაც შეწყვიტა მამამისის მონატრება. მე და ტობიც ძალიან დავმეგობრდით თან მის მიმართ დიდ მადლიერებას ვგრძნობდი. მაგრამ ცხოვრებამ უკვე საკმარისზე მეტი გაკვეთილი ჩამიტარა, რომ მივმხვდარიყავი ყველაფერი ასე მარტივად და იდეალურად არ დარჩებოდა.

29 დეკემბრის ცივი დღე იყო მახსოვს გული უცნაურად აჩქარებული მქონდა თითქოს რაღაც ცუდს მიგრძნობდა ანა ეზოში ბავშვებთან ერთად თამაშობდა აქსელს ეძინა მეც მას მივუწექი გვერდით და რამოდენიმე წამით ჩამთვლიმა. მოულოდნელად კარზე ბრახუნმა გამაღვიძა თან ანას ტირილის ხმა მესმოდა მაშინვე კარს ვეცი და ხელში სისხლში ამოსვრილი ანა ჩემრჩა.
- ეს რა არის? რა გჭირს? ისტერიკულად ვყვიროდი.
- ბიძია ტიბომ თავისთან სახლში წამიყვანა და სამზარეულოში ჩემს კოცნას ცდილობდა ტუჩებში თან ხელებს მიჭერდა და გაჩუმებას მაიძულებდა მე კი მაკრატელი ჩავარტყი. ანამ ბოლო წინადადება ისე თქვა აშკარად ვერ იაზრებდა რა გააკეთა.
ხელები თავში დავიშინე არ ვიცოდი რა უნდა მექნა თუ ის კაცი მოკ... ამაზე ფიქრიც კი არ მინდოდა. მხოლოდ ერთი გამოსავალი მქონდა ტობისთვის უნდა დამერეკა...
15 წუთში ტობი ჩვენთან გაჩნდა ანას დანახვისას ლამის გაგიჟდა ისტერიულად ერთი და იგივეს ეკითხებოდა - დარწმუნებული ხარ, რომ რამე ცუდი არ გაგიკეთა? თან ბრაზს ვერ იმორჩილებდა.
- რა ვქნათ? ვიკითხე ჩუმად.
- არაფერი, ახლა ორივემ კარგად მომისმინეთ იმ ნაბიჭვრის გვამს მოვიშორებ თუ ... ჩვენ აქედან უნდა წავიდეთ გესმის? სანამ მე მოვალ მნიშვნელოვანი ნივთები ჩაალაგეთ და თუ რაიმე ისე არ წავიდა და პოლიციასთან აღმოვჩნდით იტყვით, რომ ეს მე გავაკეთე.
- ტობი.
- გასაგებია? მკითხა აგრესიულად
- კი.
გამთენიის 5 საათზე უკვე ესპანეთის საზღვარი გადავკვეთეთ ეს იყო ქვეყანა, რომელიც მომდევნო, რამოდენიმე წელი შეგვიფარებდა.

7 წლის შემდეგ
- მამა... დილის სიმყუდროვეს ბავშვის წრიპინა ხმა არღვევს.
- ტობი, ახლავე ადექი თორემ არ გაჩერდება.
- ეს ბავშვი დილის 6 საათზე გაღვიძებას, როდის უნდა გადაეჩვიოს? წუწუნებს ახალგაზრდა კაცი.
- აბელ, ამ დროს რატომ გღვიძავს?
- არ ვიცი გამეღვიძა. პასუხს უბრუნებს ქერა, ცისფერთვალება ხუჭუჭა ბავშვი ტობის.
- დედას და შენს და-ძმას სძინავთ შენ კი მთელს სახლში ყვირი და მათ აწუხებ.
- ბოდიში, ასე აღარ მოვიქცევი.
- შენ სულ ასე ამბობ. საუბარში შავ გრძელ ხალათში გამოწყობილი კატია ერთვება.
- დედაა... აბელი ყვირის და მისკენ გარბის.
- ჩემო სიმპატიურო ეუბნება ქალი და ხელში აყავს თან მთელი ძალით კოცნის ბავშვს.
აბელი ტობის და კატიას აყვანილი შვილია მისი მშობლები ტობის საუკეთესო მეგობრები იყვნენ. აბელი როცა მოიყვანეს სულ რაღაც 5 თვის იყო და თითქოს მათ ცხოვრებას რაღაც ახალი ფერები შემატა მისმა მოსვლამ.
ტობი და კატია ესპანეთში ჩამოსვლიდან, რამოდენიმე კვირაში დაქორწინდნენ, თუმცა ეს სტანდარტული ქორწინება არ იყო მათ შორის რაიმე ინტიმური არ ხდებოდა ისინი მხოლოდ საუკეთესო მეგობრები იყვნენ, რომელთაც 3 შვილი და ურთიერთგაგება და პატივისცემა აკავშირებდათ. მიუხედავად იმისა, რომ ტობის კატია უყვარდა ეს მისთვის არასდროს უგრძნობინებია და შეუწუხებია. კატიას ცხოვრება ესპანეათში გადმოსვლის შემდეგ სრულიად შეიცვალა დიდი სახლი და მდიდრული ცხოვრება სწორედ ისეთი ყველა ქალი, რომ ოცნებობს, მაგრამ მასში ყოველთვის იყო რაღაც ამოუვსებელი ნაწილი, რომელიც მას ბედნიერების უფლებას არ აძლევდა.
ანა უკვე 16 წლის არის წარმატებული მოსწავლე და სპორტსმენია, ძალიან კარგად თამაშობს ჩოგბურთს, რომელიც მამამ ასწავლა. ტობის და ანას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, მაგრამ გოგონა მძიმე და ჯიუტი ხასიათით გამოირჩევა რაც მამა-შვილს შორის ხშირად ხდება გაუგებრობისა და ჩხუბის მიზეზი, მაგრამ ანას და ტობის მაინც ყველაზე მეტად უყვართ ერთმანეთი, გოგონას ეამაყება, რომ კლასში ყველაზე ახალგაზრდა და სიმპათიური მამა ყავს მგონი მისი ორი კლასელი შეყვარებულიც კი არის ტობიზე. აქსელმა და აბელმა ანასგან განსხვავებით არ იციან, რომ ტობი მათი ბიოლოგიური მამა არ არის.

- კატია, ბაღში გავიდეთ რაღაცის თქმა მინდა.
- რამე მოხდა ტობი? ქალი თითქოს შეცბა.
- გახსოვს მამაჩემზე, რომ გიყვებოდი?
- კი, როგორ არა მითხარი მისი უკანონო შვილი ვარ და მისმა ცოლმა არ მიმიღოო.
- დიახ, ასეა და 18 წლის შემდეგ არ მინახია ახლა კი მთხოვს ვესტუმრო.
- რაიმე მოხდა? კატია დაეჭვდა.
- კიბო აქვს და კვდება სიკვდილის წინ კი ცოდვების გამოსყიდვა უნდა.
- წავიდეთ, მაგრამ საშიში არ არის იქ დაბრუნება?
- უკვე 7 წელი გავიდა ისიც კი არ ვიცით გვამი იპოვნეს თუ არა, თანაც ჩემს გვარს ატარებთ. ის კაცი კიდევ ქვეყნის ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენია მის რძალზე და შვილზე არ მგონია ეჭვი ვინმემ აიღოს.
- კარგი. ქალი უსიტყვოდ დათანხმდა.
საღამოს უკვე გზაში იყვნენ.
- თვითმფრინავით რატომ არ მივდივართ? იკითხა აქსელმა.
- იმიტომ, რომ ასე ბევრად უსაფრთხოა.
- ხო, მაგრამ დავიღალეთ. ამოიწუწუნა აქსელმა.
- მალე მივალთ. ეს იყო ბოლო სიტყვები და მერე იყო სიბნელე.
კატიას საავადმყოფოში გაეღვიძა მაშინვე ფეხზე წამოხტა და ბავშვების ძებნა დაიწყო, რამოდენიმე წამში დერეფანში იპოვა.
- ხომ კარგად ხართ? რამე ხომ არ გტკივათ?
- არა, დედა კარგად ვართ.
- გამარჯობა, ჩვენ ტობიას ულუს ვეძებთ. კატიას ზურგს უკან მოესმა და მიმღებისკენ შებრუნდა. ტობის შუა ხნის სოლიდურად ჩაცმული კაცი კითხულობდა თავისივე ასაკის ქალთან ერთად. მაშინვე მიხვდა ვინც იყვნენ და გაისუსა, თუმცა ექთანმა ენას კბილი ვერ დააჭირა. კაცი მისკენ დაიძრა.
- მე ტობიასის მამა ვარ... თქვენ...
- მე მეუღლე. უპასუხა კატიამ. კაცმა ბავშვებს გადახედა და თვალებში ცრემლი ჩაუდგა.
- არ მითხრა, რომ ესენი ტობიასის შვილები არიან.
- დიახ, ასეა. ანა, აბელი და აქსელი.
ბავშვები კაცს გაკვირვებულები უყურებდნენ ვერ გაეგოთ რა ხდებოდა.
- მაპატიეთ, ტობის თქვენზე არ მოუყოლია და ამიტომ აქვთ ასეთი რეაქცია.
- მესმის შვილო. 18 წლის იყო ბოლოს, რომ ვნახე არ მეგონა თუ ოჯახი ჰყავდა.
- სამწუხაროდ, რამოდენიმე საათი პაციენტს ვერ ნახავთ. საუბარში ექთანი ჩაერია.
- რაიმე სერიოზულია? შეშინებულმა იკითხა კატიამ.
- არა, უბრალო დაბეჟილობაა, რამოდენიმე საათში შეიძლება გავწეროთ.
- მადლობა.
- შვილო აქ დალოდებას წამოდით ჩვენთან ცოტას დაისვენებ, შეჭამ, ბავშვებიც ცოდოები არიან.
- არა, დავიცდი.
- დედა, მეძინება. წამოიყვირა აქსელმა.
- გთხოვ შვილო.
- კარგი, რამოდენიმე საათით შეგაწუხებთ.
- რა შეწუხებაა.
მანქანა თეთრი სასახლის მსგავს სახლთან გაჩერდა აქაური სიმდიდრე ყველას გაანცვიფრებდა, მაგრამ ფულის და სიმდიდრის რაოდენობას არც ტობი უჩიოდა. სახლში მხოლოდ დამხმარე პერსონალი იყო.
- თქვენ შვილები არ გყავთ? კითხა კაცს აქსელმა.
- კი, მყავს გოგო და ბიჭი. იცი შენი ტოლი შვილიშვილიც მყავს.
- ჰოო? რამდენი წლისაა?
- 8-ის.
- მე 9-ის ვარ.
- დარწმუნებული ვარ ერთმანეთს კარგად გაუგებთ. სასიამოვნო ლაპარაკი ტელეფონის ზარმა დაარღვია. - უკაცრავად, ტობი რეკავს. თქვა კატიამ.
- კარგი ახლავე წამოვალ.
- რა მოხდა შვილო? ხომ კარგადაა?
- დიახ, უბრალოდ დღესვე წერენ.
- კარგი, მაშინ წავიდეთ.
- ანდრეს, ლილიანი და სიძე უკვე გზაში არიან შენ სად მიდიხარ? მკაცრი ტონით იკითხა ქალმა კაცს აშკარად უხერხულობა აესახა სახეზე.
- არ არის საჭირო თქვენი წამოსვლა ისედაც შეგაწუხეთ, გპირდებით აუცილებლად გესტუმრებით.
- მაპატიე შვილო მძღოლი წაგიყვანს.
გარეთ გამოსულ კატიას და ბავშვებს ცივი ჰაერი დაეტაკათ სახეში აქსელი და აბელი წინ გარბოდნენ უკვე მანქანასთან იყვნენ ახლოს, კატია და ანა კი ხელკავ გამოდებული ნელა მიუყვებოდნენ მოულოდნელად ეზოში წითელი ფერის ჯიპის ფირმის მანქანამ შემოუხვია და გაჩერდა, წინა ორი კარები გაიღო პირველი სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალი გადმოვიდა მალევე სოლიდურად ჩაცმული მამაკაცი, კატიას თითქოს ეცნო სილუეტი, - მამას, ცელქმა ბიჭმა, როგორ იმგზავრა? კატია თითქოს წაბორძიკდა. - საყვარელო შენი მანტო მოიცვი თორემ გაცივდები თქვა კაცმა. კატიას ახლა მხოლოდ ამ ნაცნობი და წყეული ხმის გაჩუმება უნდოდა.
ახალგაზრდა კაცმა ქალს წელზე ხელი შემოხვია და შემობრუნდა.
- ოზან? ჩაიჩურჩულა კატიამ.
ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს 10 წლის შემდეგ...



№1 სტუმარი სტუმარი თეო

ეს თურქული სერიალის სცენარის გადმოტანა რამე ახალია? ზუსტად ეხლა გადის ეს სერიალი, ფანტაზია თუ არ გაქვთ აუცილებელი არაა მწერლობა დაიბრალოთ

 


№2  offline წევრი LilianaMooS

თურქული არ ვიცი, მაგრამ კორეული ნამდვილად არის ????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent