შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიღიმე, მე ვარ ბედი (თავი 2)


8-03-2022, 05:01
ავტორი LilianaMooS
ნანახია 9 468

ირისი მანქანაში ისე ჩაჯდა არაფერი შეიმჩნია ოზანმა აქსელი და აბელი ვერ დაინახა, მაგრამ ლინდა შენიშნა წამიერად გაეღიმა კიდეც, ბავშვი, რომელიც წლების წინ დატოვა უკვე გაზრდილიყო და თანაც ძალიან ლამაზი საკუთარ თავსაც კი მიამსგავსა და მართალიც იყო ლინდა მწვანე თვალებით, სახის ოვალით და ტუჩის ფორმით ნამდვილად ოზანის მსგავსი იყო.
- საყვარელო აქ რატომ გაშეშდი? კითხა ოზანს ახალგაზრდა ქალმა.
- არა, არაფერია მგონი მამაშენს სტუმრები ყავდა და მათ ვუყურებდი. ოზანი ამ სიტყვებს ამბობდა თან თავი უსკდებოდა ფიქრისგან რა საერთო უნდა ჰქონოდა ირისს და მის სიმამრს.
- კარგი, წამოდი შიგნით შევიდეთ ძალიან ცივა. სახლში შესულებს მშობლები ცრემლებით შეხვდნენ, ისინი სხვა ქალაქში ცხოვრობდნენ და აქაც იშვიათად ჩამოდიოდნენ. ყველაზე დიდი ემოციები კი ლუკასის- ოზანისა და ლილიანის შვილის გამოჩენამ გამოიწვია.
- როცა აქ ჩამოდიხარ ყოველთვის წუწუნებ, რომ მეგობრები არ გყავს და სათანადოდ ვერ ერთობი, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. თქვა ბაბუამ და სახე გაებადრა.
- ეს როგორ? იკითხა ლილიანმა.
- ტობიასი დაბრუნდა ოჯახთან ერთად.
- რას ამბობ მამა? როგორ გამახარე სულ გთხოვდი ჩემი ძმა დაგებრუნებინა. თვალებში ცრემლები ჩაუდგა ქალს.
- წლების განმავლობაში მას ჩვენი ხსენებაც არ უნდოდა ისიც არ ვიცოდი სად იყო.
- ყველაფერში მართალია საშინლად მოექეცით.
- რა თქმა უნდა მართალია და ამისთვის მწარედაც დამსაჯა, თურმე ოჯახი და შვილები ჰყავს მე კი დღეს ვნახე ისინი, საკუთარი შვილიშვილები ისე მიყურებდნენ, როგორც უცხოს.
- გარეთ, რომ ქალი და გოგონა დავინახეთ ტობიასის ცოლ-შვილია? ლილიანმა შოკისგან პირი მოკუმა.
- დიახ, სამი შვილი ჰყავს უფროსი გოგო- ლინდა, უმცროსი კი ბიჭები აქსელი და აბელი. ოზანს ამ სიტყვებზე გულში რაღაცამ გასერა აშკარად მის შვილებზე ლაპარაკობდნენ.
- ირისი, მისი ცოლი ძალიან კარგი ადამიანია.
- დავინახე ტობიასს მართლაც გაუმართლა ძალიან ლამაზი ქალია.
- საყვარელო შენ ალბათ ვერაფერი გაიგე. ლილიანი ოზანისკენ შემობრუნდა და აუხსნა ვინ იყო ტობიასი ამ ოჯახში, მაგრამ ოზანის გონება ახლა მხოლოდ ირისის ირგვლივ დაჰქროდა.

მთელი გზა ირისს ხმა არ ამოუღია წინ მხოლოდ ერთი კადრი ჰქონდა ოზანი თავის ოჯახთან ერთად ეს აბრაზებდა ქალს და თან ძალიან სტკენდა. ის მიტოვებული და დამცირებული ქალია, რომელიც წლების განმავლობაში არ მოუკითხავთ, ირისს გულისსიღრმეში სჯეროდა, რომ ოზანმა ეს ნაბიჯი იძულებით გადადგა, მაგრამ დღეს ნანახმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა.
- არ მომეჩვენა ხო? იკითხა ლინდამ. ირისმა არაფერი უპასუხა.
- ის კაცი მამაჩემი იყო. სიძულვილით თქვა გოგონამ.
- ლინდა, შენ მხოლოდ ერთი მამა გყავს და ახლა ის საავადმყოფოში გველოდება ის კაცი კი ვინც იმ სასახლეში ვნახეთ ჩვენთვის არავინაა, გასაგებია?
- მე, ამას არ ვგულისხმობ უბრალოდ თურმე ეს წლები სიმდიდრეში უცხოვრია ისე თითქოს არც ვვარსებობდით.
- ეს ჩვენი საქმე არ არის. თქვა ირისმა და სამივე შვილი ჩაიხუტა მხოლოდ მათში ხედავდა ხსნას.
საავადმყოფოში მისული ირისი მთელი გზა და მერე ღამე ტობისთვის ცდილობდა მეორედ სტუმრობა გადაეფიქრებინა სასახლეში, მაგრამ ვერაფერს მიაღწია. სიმართლეს ვერ ეტყოდა ვერანაირად ოზანის შესახებ ეს მათ შორის დაპირისპირებას გამოიწვევდა შეიძლება ტობის აბელი წაერთმია ამ შემთხვევაში არც აქსელი და ლინდა მიიღებდნენ ამ ამბავს იოლად. ირისი კი ამ ყველაფერს ვერ გადაიტანდა. დილით ისევ ეცადა ტობისთან ლაპარაკს, მაგრამ აზრი არაფერს ჰქონდა ოზანთან შეხვედრა გარდაუალი იყო.
- წავალ მანქანას შევიძენ საღამოს კი სავახშმოდ წავიდეთ. შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა ამიტომ ირისმა დუმილი ამჯობინა.
საღამოს რვაზე მანქანა ზუსტად იმ ადგილას გაჩერდა სადაც გუშინ ახლა აქ ყოფნას სიკვდილი სჯობდა. ტობიმ მღელვარება შენიშნა ცოლს და ხელი ხელზე დაადო.
- სანერვიულო არაფერია ყველანი აქ ვართ და თანაც თუ ვინმე უნდა ნერვიულობდეს ეს ამ სახლში მცცოვრები ხალხია. თქვა ეს და თითი სასახლისკენ გაიშვირა. ოზანი იმდენად იყო ემოციებს აყოლილი უკვე მესამე ჭიქა ღვინო მიირთვა მას შემდეგ რაც გაოგო, რომ ირისი კვლავ ესტუმრებოდათ ფიქრობს, როგორ მოიქცეს რა იქნება სწორი. და აი, გაისმა კარებზე კაკუნი ყველანი წამოიშალნენ განსაკუთრებით აღელვებული ლილიანი იყო. მისაღებ ოთახში მალე შემოვიდა მაღალი მამაკაცი მოკლე კოჭებამდე შარვლით, კედებითა და გრძელი შავი მაისურით. ოზანის მოლოდინები არ გამართლდა ტობი ასეთი ახალგაზრდა და სიმპათიური არ წარმოედგინა მას მალევე მოყვა უკან ეს ნაცნობი და ყველაზე მონატრებული სახე. ოზანს მაშინვე სახე გაებადრა და რამოდენიმე წამით სამყაროს გამოეთიშა გონზე მხოლოდ ბავშვების შემოსვლამ მოიყვანა ლინდას კიდევ ერთხელ დანახვამ ის თავის ეჭვებში დაარწმუნა აშკარად მას გავდა მისი ქალიშვილი, მაგრამ აქსელის დანახვამ ოზანს სამყარო თავზე დაამხო შვილი, რომელიც არასდროს უნახავს და სამშობიაროში მიატოვა, როგორ უნდოდა მას მთელი ძალით შემოხვეოდა, მოფერებოდა, მაგრამ ამის გაკეთება არ შეეძლო თვალებში ცრემლები ჩაუდგა ეცადა მათ შეკავებას, მაგრამ ვერ მოახერხა. ლილიანი ბავშვებს ეფერებოდა ხან ერთს იკრავდა გულში ხან მეორეს.
- ტობიას ულუ. თქვა ტობიმ და ხელი ოზანისკენ გამოიშვირა.
- ოზან ბალალი. თქვა ოზანმა და ხელი ჩამოართვა. - გამოჯანმრთელებას გისურვებთ გავიგე ავარიის შესახებ. ეს სიტყვები აშკარად ირისისკენ იყო მიმართული.
- სულ დამავიწყდა, ეს ირისია ჩემი მეუღლე.
- სასიამოვნოა. ირისმა მხოლოდ თავი დაუკრა ოზანს.
- ბავშვებსაც გავიცნობ თუ წინააღმდეგი არ იქნებით.
- დიახ, რა თქმა უნდა. გაიღიმა ტობიმ.
- ეს ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი აზრია თქვა და ლინდას წელზე შემოეხვია.
- ლინდა ულუ. ამ სიტყვებზე ოზანს სახეზე სისხლი მოაწვა უნდოდა იქაურობა დაელეწა და ეყვირა ყველასთვის ეთქვა ვინ იყო ლინდას მამა, მაგრამ უბრალოდ გაჩუმდა.
- ეს ორი კი აქსელი და აბელი ნამდვილი ბანდიტები არიან. შენც გყავს ბიჭი შვილი და გეცოდინება. ოზანმა ამ ყველაფერს ღიმილით უპასუხა.
- ტობიას? შეიძლება ცალკე ვილაპარაკოთ? კითხა მამამ.
- რა თქმა უნდა. აშკარად არ ესიამოვნა კაცს მაგრამ არაფერი შეიმჩნია. მალე კიბეებს აუყვნენ და თვალსაც მიეფარნენ. ლილიანი ბავშვებს რაღაცეებს ეკითხებოდა ოზანი კი ირისს უყურებდა, უხერხულუბის განსამუხტათ საპირფარეშოში გასვლა მოიმიზეზა ირისმა აქ სუნთქვა უბრალოდ შეუძლებელი იყო. რამოდენიმე წამში ოზანიც გავიდა ოთახიდან.



- უნდა ვილაპარაკოთ. მუდარით უთხრა ოზანმა ირისს, რომელსაც კიბეებზე შეეფეთა.
- შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, გამეცალე.
- გთხოვ, ირისს. თქვავა ოზანმა და მიწოლით ირისს აიძულა ოთახში შესულიყვნენ.
- რა გინდა მითხარი.
- არაფერი, უბრალოდ მაინტერესებდა, როგორ იყავით.
- ამას მართლა მეკითხები? ირისს გაეცინა.
- ისინი ჩემი შვილებიც არიან. თქვა ოზანმა და თვალებიდან კვლავ ცრემლები წამოუვიდა.
- არაა, არ არიან და ეს შენც კარგად იცი.
- შენი დამსახურებით ისინი მამას სხვას ეძახიან. ეს რატომ გააკეთე ჩემს შვილებს ჩემი თავი რატომ დაავიწყე?
- იმიტომ, რომ ისინი მიატოვე, აქსელის სანახავად არც კი მოხვედი.
- ვხედავ დრო არც შენ დაგიკარგავს. გათხოვდი, შენი გზა გიპოვნია საერთო შვილიც გყავთ.
- დიახ, ასეა. არ ინერვიულო აქ დარჩენას და შენი ცხოვრების არევას არ ვაპირებ.
- შენც არ უნდა გინდოდეს ცხოვრების არევა აშკარად აწყობილი გაქვს ის.
- ასეა და არაფრის გამო არ დავარღვევ ამ იდილიას.
უკან დაბრუნებულ ოზანს ლინდამ ისეთი ზიზღის თვალი გააყოლა შეუძლებელია ობიექტს ეს არ ეგრძნო.
- მამა, რომ დაბრუნდება სახლში წავიდეთ ძალიან დავიღალე. თხოვა დედას ლინდამ.
- კარგი ვეტყვი.
რამოდენიმე საათიანი დიალოგის და ვახშმის შემდეგ, როგორც იქნა სახლში წასვლის დრო მოვიდა.
- ირისს. დაიწყო ტობიმ. ქალმა ცოტა უხერხულად იგრძნო თავი ამ ხალხის წინ ლაპარაკი არ უნდოდა.
- ბატონმა ანდრეასმა შემომთავაზა ეს ზაფხული აქ გავატაროთ რას იტყვი?
- მე...მე... ირისი დაიბნა.
- ამაზე სახლში გველაპარაკა. საუბარში ლინდა ჩაერთო და ყველას ყურადღება მიიპყრო. ლინდას მშობლები ზედმეტების უფლებას, რომ აძლევდნენ ეს აქ გამოჩნდა ყველაზე მეტად.
- წინააღმდეგი ხარ? იკითხა ტობიმ.
- ამაზე ცალკე ლაპარაკი უკეთესი იქნება. თქვა ლინდამ და თვალები მამამის გაუსწორა. ირისი მიხვდა, რომ მამა-შვილს შორის მორიგი დაძაბული საუბარი იწყებოდა, რომელიც ბოლოს სკანდალით დასრულდებოდა.
- დედა, დავრჩეთ ლუკასთან ერთად ვითამაშებთ ხოლმე. ახლა აქსელი ალაპარაკდა.
- აქსელ გაჩუმდი ეს შენ არ გეხება. ლინდას აგრესია ძმასაც შეეხო.
- რატომ ვითომ?
- კარგით კამათი არაა საჭორო.
- გთხოვ დედაა. ახლა აბელიც იხვეწებოდა. ყველაფერი ირისის წინააღმდეგ იყო.
- კარგით, ორი თვით შეგვიძლია დავრჩეთ. ამის თქმას სიკვდილი სჯობდა, მაგრამ სხვა გზა არ დაუტოვეს ირისს.
- ძალიან გაგვახარეთ.
- დამიჯერეთ ეს თქვენთვის ყველაზე დაუვიწყარი ზაფხული იქნება. თქვა ოზანმა და ღვინიანი ჭიქა მაღლა ასწია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent