ვარსკვლავთაქვეშ
- ის დღე გახსოვს დენიელ მთელი ღამე სავსე მთვარის სინათლის ქვეშ ვარსკვლავებს, რომ ვუყურებდით და ვოცნებობდით მზე არ ამოსულიყო, არცერთს გვინდოდა ის ღამე დამთავრებულიყო და უბრალოდ ტკბილ, ბანალურ მოგონებად ქცეულიყო. - ჰო, არ გვინდოდა, მაგრამ მზე მაინც ამოვიდა... - კი დენიელ მზის სხივებმა ყველაფერი შთანთქა! - არა ცდები, ყველაფერი არა! - როგორ არა, შენ უბრალოდ ვერ ხედავ. - ზედმეტად ნუ ადრამატიზირებ ემა, ჩვენ ორივემ ვიცოდით, რომ დროს ვერ გავაჩერებდით და ისიც, რომ არც ჩვენი სიყვარული იქნებოდა მარადიული. უბრალოდ ამის აღიარება არ გვინდოდა, რადგან გვერჩივნა გვეოცნება. ჩვენი სიყვარული ხომ ლამაზ სიზმარს ჰგავდა და ამოტომაც არ გვინდოდა გაღვიძება, მაგრამ ბოლოს მაინც მოგვიწია. თუმცა უმადური ნუ იქნები და მოგონებებს ხელს ნუ ჰკრავ. ბედნიერი უნდა ვიყოთ იმით რაც გვქონდა. - წუწუნის ნებასაც კი არ მრთავ არა? მაიძულებ იმას დავჯერდე რაც უკვე მქონდა და ამით ვიცხოვრო? არა, ამას არ ვიზამ! მე შენნაირი არ ვარ დენიელ. მე ისევ მინდა იგივე განვიცადო და არა უბრალოდ წარსულის მოგონებებით ვიცხოვრო, ისე როგორც მოხუცებს სჩვევიათ. - მე არაფერს გაიძულებ, მე უბრალოდ გავიზარდე შენგან განსხვავებით! - როგორი სასაცილო ხარ, სულ იმას გაიძახი გავიზარდეო და პასუხისმგებლობებს დღემდე ბავშვივით გაურბიხარ! - ჩემი განსჯის უფლება არ გაქვს! ჩემზე საერთოდ არაფერი იცი. - და შენ იცი რამე ჩემზე? - ადრე მეგონა ვიცოდი, ახლა უკვე აღარ. შეიძლება ამიტომაც აღარ ვართ ერთად. როგორც არ უნდა იყოს ჩვენ ერთად ვეღარასდროს შევძლებთ ყოფნას და დროა ამას შეეგუო. დამიჯერე ასე უკეთესია! - შენთან დაბრუნებას ისედაც არ ვაპირებდი, უბრალოდ მინდოდა.... არა დაივიწყე... თავადაც არ ვიცი საერთოდ რა მინდოდა შენგან.... - სიყვარული ემა, ამაში ცუდი არაფერია. სიყვარული ყველას უნდა. მაგრამ ყველას არ შეუძლია უყვარდეს. - გეთანხმები, ყველას არ შეუძლია, არც შენ შეგიძლია! - ამიტომაც უნდა დამივიწყო. - და შენ შეძელი ? - რა? - ჩემი დავიწყება. - კი. - მაშ ალბათ ახლა ბედნიერი ხარ. - მე ცხოვრებაში ბედნიერებას არ ვეძებ ემა! - მაშ რას ეძებ? - სიმშვიდეს. - და როგორია შენი სიმშვიდე? - რომ ვიპოვნი გეტყვი... - თუ იპოვნი. - ჰო, თუ ვიპოვნი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.