შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალცჰაიმერი


10-05-2022, 00:03
ავტორი Annnaaa
ნანახია 9 294

„“ თქვენ ალცჰაიმერი გაქვთ! “
მეუბნება ექიმი, მშვიდი სახით მე კი არც კი ვიცი, როგორი სახე მაქვს .
ალბათ დაბნეული , რადგან წარმოდგენა არ მაქვს რას უნდა ვგრძნობდე ასეთ დროს.
თეთრხალათიანი კი სახეზე მომშტერებია, დუმს და თითქოს
მაცდის, როდის გავიაზრებ მის ნათქვამს, მაგრამ მე არ ვჩქარობ
არ ვაპირებ რამის თქმას .

ჩემი შვილები სახეზე ხელებს იფარებენ და თვალებზე მომდგარ ცრემლებს ძლივს იკავებენ,
მე კი ვერაფერს ვგრძნობ,
თითქოს ჩემთვის ყველაფერი სულერთი გახდა .
ალბათ უკვე დროა ანდერძზე ფიქრი დავიწყო, მანამ სანამ აზროვნების უნარს დავკარგავდე.
თუმცა ახლა ამაზე საერთოდ ვერ ვფიქრობ, ერთადერთი , რაც მინდა ჰოსპიტალის დატოვებაა.
აღარ მინდა ექიმები სახეზე მაშტერდებოდნენ და ისე მიყურებდნენ, როგორც რიგით მომაკვდავს, ამიტომაც პალატას ვტოვებ და მოსაცდელში გავდივარ .
სავარძლის თეთრ საზურგეს ვეყრდნობი და ვცდილობ მომხდარი გადავხარშო.
სამი წლის წინაც იგივე პოზაში ვიჯექი, მაშინ, როცა ამავე შენობაში სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს.
მახსოვს მაშინ კინაღამ ჭკუიდან შევიშალე, რადგან მელისი წინა თვეში დავკრძალე. ცოლის სიკვდილი ჯერაც ვერ მომენელებინა და მაშინ იმის გაგება, რომ სულ მალე მეც იგივე ბედი მეწეოდა აუტანელი იყო.
ახლა კი არაფერი მაღელვებს, უკვე მზად ვარ მეუღლესთან შესახვედრად.
ნეტავ ეს უფრო ადრე მომხდარიყო, თუნდაც იმ დღესვე, როცა ის დავკარგე. ყველა იმ ადამიანის მშურს, რომლებმაც სიცოცხლე სწრაფი სიკვდილით დაასრულეს . მათ ხომ მშვიდად და ყოველგვარი შიშის გარეშე დატოვეს დედამიწა.
მაგალითად მელის არაფერი უგრძვნია, რადგან მისმა სულმა სხეული ღამით დატოვა. მაშინ, როცა ის ჯერაც სიზმრების საუფლოში იყო.
არჩევანი, რომ მქონოდა მეც ასეთ სიკვდილს ავირჩევდი, რომ ვერაფერი მეგრძნო.

სწრაფი სიკვდილი რომ ჩემი ბედისწერა ყოფილიყო არ მომიწევდა ქიმიოთერაპიებზე სიარული და მკურნალობის გვერდითი ჩვენებების ატანა. არც ექიმების გაქვავებული სახეების ცქერა და არც შვილების
გაუთავებელი გოდების მოსმენა, თუმცა ჩემთვის აზრი არავის უკითხავს. მათ არ აინტერესებთ რა მინდა , იქნებ სულაც აღარ ვაპირებ სიცოცხლისთვის ბრძოლას,
მაგარამ როგორ გინდა საკუთარ შვილებს თვალებში ჩახედო და უთხრა : “ ძალიან დავიღალე, გთხოვთ მომეცით უფლება მკურნალობაზე უარი ვთქვა და მშვიდად მოვკვდე! “
ეს, რომ მათ ვუთხრა ვიცი შემიძულებენ და ეგოისტ ბებრუხანას დამიძახებენ. იფიქრებენ, რომ ისინი არ მიყვარს და მათზე საერთოდ არ ვფიქრობ , მე კი როგორადაც არ უნდა ვეცადო საპირისპიროს დამტკიცებას
მათ დარწმუნებას მაინც ვერ შევძლებ!
ვიცი , ისევ მაიძულებენ ბრძოლა განვაგრძო. ისინი არასოდეს მომცემენ დანებების ნებას.

დაღონებული ჯიბიდან ტელეფონს ვიღებ და გუგლში ალცაიმერზე ვეძებ სტატიებს.
ვიგებ იმას, რასაც ალბათ ექიმები არასდროს მეტყოდნენ. მაგალითად იმას, რომ ჩემი დაავადება ბოლომდე არ ინკურნება და იმასაც რომ თურმე შესაძლოა ერთ დღესაც საკუთარი შვილებიც კი ვეღარ ვიცნო.
გულის არეში მწვავე ტკივილს ვგრძნობ, არ მინდა დავიჯერო ის, რასაც ინტერნეტში წერენ.
ალბათ ეს ნიკსა და ემას უკვე მილიონჯერ ექნებათ წაკითხული.
რას არ გავიღებდი იმისთვის, რომ ახლა ამ სკამზე არ ვმჯდარიყავი.
ან ინტერნეტის ეპოქაში არ მეცხოვრა. რა კარგი იქნებოდა საერთოდ რომ არაფერი დამმართნოდა.
ნეტავ მე და მელისი ღრმა სიბერით დავხოცილიყავით . ერთად და არა ცალ-ცალკე.

საავადმყოფოდან წამოვედი, ახლა ხალხით გატენილ მეტროში ვარ , ხელები ჯიბეში მაქვს ჩაწყობილი
ბაქნის კიდესთან ვდგავარ. იმდენად ახლოს, რომ ერთ-ერთმა გამვლელმა გამაფრთხილა კიდეც : “ ფრთხილად ცოტა უკან დაიწიეთ ფეხი არ დაგიცდეთო. “
მადლობის ნიშნად თავი დავუქნიე.
მატარებლის ხმა გავიგე თუ არა მაშინვე ერთი ნაბიჯით წინ წავიწიე და სწორედ მაშინ გამიელვა თავში სწრაფი და უმტკივნეულო სიკვდილის იდეამ. ზუსტად ახლა მეძლეოდა ამის შანსი . უფლება არ მქონდა ხელიდან გამეშვა და მერე მთელი დარჩენილი ცხოვრება ამაზე სინანულში გამეტარებინა. წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი და ყველაფერი ამით დასრულდა… რა იოლი ყოფილა! არაფერი მიგვრძვნია, საერთოდ არაფერი…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent