შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ!


14-05-2022, 01:53
ავტორი Annnaaa
ნანახია 9 536

შენ ისეთი ენერგიით მოაბიჯებ, რომ ზოგჯერ მიკვირს ნუთუ ეს მართლა შენ ხარ?
ის სუსტი მორცხვი გოგონა წარსულიდან თითქოს აღარ არსებობს და ახლა ჩემს თვალწინ სრულიად სხვა ადამიანი დგას, რომელიც ისეთი გაბედული, თავდაჯერებული და ენერგიულია, რომ მიკვირს აქამდე როგორ ვერ შევიცანი .

ისე იღიმი ქვეყნად ყველაფერს აფერადებ და ირგვლივ ყველას აიძულებ ღიმილში აგყვნენ.
სადაც შენ ხარ იქ ხომ, არაფერი ესაქმება სევდას.
არ ვიცი, როგორ შეძელი , რომ ასეთი გამხდარიყავი, მაგრამ მეამაყება, რომ შეძელი თანაც მარტომ!

ადრე თუ მეგობრები არ გყავდა ახლა ყველა ცდილობს დაგიმეგობრდეს.
შენ ხომ მათი გმირი ხარ , ის იდეალი ვისაც უნდა მიბაძონ.
ჩემთვის კი შენ უბრალოდ შენ ხარ!
ყველაზე უჩვეულო და ლამაზი ყვავილი მსოფლიოში, რომლის მსგავსიც უბრალოდ ვერ იარსებებს!
ვაღიარებ ადრე ბოლომდე არ მჯეროდა, რომ შეძლებდი ის გამხდარიყავი ვინც გინდოდა, მაგრამ ახლა საკუთარი თავის მრცხვენია ამის გამო და შენ ეს იცი!

უთქმელადაც იცი , იცი რატომაც ვერ გისწორებ თვალს და ამის შეხსენება არ გჭირდება.
ამიტომაც მიყურებ ისე, როგორც ალბათ საცოდავ მწერს, რომელსაც მხოლოდ იმიტომ არ სრესს, რომ არ გინდა ფეხსაცმლის დასვრა.

მაგრამ ვიცი, რომ არ გძულვარ, რადგან შენს გულში სიძულვილის ადგილი არ არის!
ადრე მითხარი კიდეც , რომ არავინ გძულდა და მეც დავიჯერე, რადგან მინდოდა დამეჯერებინა თანაც ვიცოდი, რომ ჩემი მოტყუება არაფერში გჭირდებოდა.

არ ვიცი სხვები რას გრძნობენ როცა გხედავენ, მე კი ვგრძნობ, თუ როგორ ვპატარავდები და როგორ ვკარგავ რეალობის აღქმის უნარს შენს სიახლოვეს.

ალბათ ეშმაკსაც კი გავურიგდებოდი იმისთვის, რომ შენთან დაახლოების შანსი მომცემოდა.
არ ვიცი შენ საერთოდ ყურადღებას მომაქცევდი თუ არა , მაგრამ მე შენთან საუბრის თუნდაც ერთი შანსისთვისაც კი თავისუფლად ვიტყოდი ყველაფერზე უარს.
იცი ზოგჯერ მიკვირს კიდეც რატომ
ამოგიჩემე ასე .
იმ ძველი მელოდიასავით, რომლის მოსმენაც არასდროს მბეზრდება.

მაგრამ სიყვარულიც ხომ ამოჩემებას ჰგავს არა? მარადიულ ამოჩემებასა და მიჯაჭვულობას!
სწორედ შენ ამოგიჩემე, ის მელოდია ხარ , რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე მინდა ვუსმინო. ის წიგნი ხარ, რომლის კითხვაც არასოდეს მომბეზრდება და ის საყვარელი ფილმი, რომელიც სულ ზეპირადაც, რომ ვიცოდე მაინც ისე ვუყურებ თითქოს პირველად ვუყურებდე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent